recent posts

banner image

წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრება დაწყებით საფეხურზე


                 პრაქტიკული კვლევა 

 „ წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრება დაწყებით საფეხურზე-   წაკითხული ტექსტის  გაგება-გააზრების უნარის ნაკლებობით გამოწვეული პრობლემები და მისი გაუმჯობესების გზები                                                                                                                                              



ავტორი:     თამარ პოპიაშვილი





სსიპ -გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლა
           2017 წელი


                                       სარჩევი
შესავალი____________________________________________________________გვ.3
კვლევის მიზანი______________________________________________________გვ.3
ლიტერატურის მიმოხილვა____________________________________________გვ.3
პრობლემის შერჩევა___________________________________________________გვ.9
კვლევის ვადები____________________________________________________  გვ.10
კვლევის მთავარი კითხვა______________________________________________ვ.10
კვლევის სარგებელი__________________________________________________გვ.11
მეთოდოლოგია______________________________________________________გვ.11
ფოკუფჯგუფი_____________________________________________________    გვ.12
ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილებზე_________________________   მგვ.12
მონაცემთა ანალიზი________________________________________________   გვ.13
დიაგრამები________________________________________________________   გვ.13
კვლევის მიგნებები__________________________________________________   გვ.15
შესაძლო ინტერვენციები_____________________________________________   გვ.15
განხორციელებული ცვლილებები_____________________________________   გვ16
ინტერვენციების ეფექტიანობის შეფასება_______________________________   გვ.17
დიაგრამა____________________________________________________________   გვ.17
რეკომენდაციები_____________________________________________________   გვ.17
დასკვნა______________________________________________________________  გვ.18
ბიბლიოგრაფია_______________________________________________________  გვ.19
დანართი  1___________________________________________________________  გვ.20
დანართი 2____________________________________________________________ გვ.21
დანართი3_____________________________________________________________ გვ.22
დანართი 4_____________________________________________________________ გვ.23

შესავალი
წაკითხული ტექსტის გააზრება სწავლა-სწავლების პროცესის წარმატებულად წარმართვის მთავარი ბერკეტია.    ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება,რომ ადამიანმა სკოლის ასაკიდანვე ისწავლოს გააზრებული კითხვა. სხავდასხვა კვლევებმა აჩვენა,რომ საუკეთესო მღწევებით გამოირჩევიან ის მოსწავლეები,სტუდენტები,რომელთაც სკოლის დაწყებით საფეხურზე კარგად ისწავლეს გააზრებული კითხვა.წინამდებარე ნაშრომი არის პრაქტიკული კვლევის ანგარიში.ნაშრომში განხილულია გაუაზრებელი კითხვით გამოწვეული პრობლემები და ამ პრობლემების გადასაჭრელად დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებები.
   კვლევის მიზანი:
მოსწავლეებს აუმაღლდებათ წაკითხულის გაგება-გააზრების უნარი,რაც  მათ გადაუჭრის  გაუაზრებელი კითხვით გამოწვეულ პრობლემებს ყველა საგანში;

 

ლიტერატურის მიმოხილვა:

რატომ ჩამორჩებიან მოსწავლეები კითხვაში და როგორ დავეხმაროთ მათ

       ვიცით, რომ ყველა კლასში არიან მოსწავლეები, რომლებიც სწავლაში საგრძნობლად ჩამორჩებიან თავიანთ თანატოლებს, უჭირთ საგნების სწავლა, აქვთ დაბალი მოტივაცია და, შესაბამისად, ვერ აღწევენ სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ საგანმანათლებლო მიზნებს. ამგვარი წარუმატებლობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი მოსწავლეთა შორის კითხვის უნარის არასათანადო ფლობაა.
განსხვავება წარმატებულ და წარუმატებელ მოსწავლეებს შორის დროთა განმავლობაში სულ უფრო თვალშისაცემი ხდება. მოსწავლეები, რომლებსაც უჭირთ კითხვა, როგორც წესი, ვერ სძლევენ სასწავლო მასალას ვერც ერთ საგანში. ამას ბუნებრივად მოსდევს ისეთი არასასურველი შედეგები, როგორიცაა: სასწავლო პროცესიდან გარიყვა, წარუმატებლობის მუდმივი განცდა, სრული დემოტივაცია, დაბალი თვითშეფასების ჩამოყალიბება, საბოლოოდ კი _ ასოციალური ქცევების გამოვლენა. ამდენად, უაღრესად მნიშვნელოვანია პრობლემების დროულად იდენტიფიცირება და გააზრებული ინტერვენცია მათ აღმოსაფხვრელად.
საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის მიხედვით, მცირეწლოვანი და მოზრდილი მოსწავლეებისთვის გამოყოფენ ხუთ ძირითად კომპონენტს, რომლებიც საფუძვლად უდევს კითხვის უნარის განვითარებას. ესენია:
მე-3 კლასის ჩათვლით

 

მე-4 კლასიდან ზემოთ 

ფონოლოგიური ცნობიერება 

















     სიტყვების
წაკითხვა 

ანბანური პრინციპის
გაგება

     მოქნილი კითხვა

მოქნილი კითხვა

     ლექსიკის დაუფლება

ლექსიკის დაუფლება

    წაკითხულის
გააზრება

არსებითია, რომ მასწავლებელი დააკვირდეს თითოეულ მოსწავლეს სწავლების ყველა ეტაპზე და გამოავლინოს, ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელ კომპონენტში სჭირდება მას განსაკუთრებული დახმარება.
კარგი მკითხველის ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებელი მოქნილი კითხვის უნარია. ეს იმას ნიშნავს, რომ მკითხველი  ავტომატურად შიფრავს და კითხულობს სიტყვებს, აჯგუფებს ან განაცალკევებს მათ. ბუნებრივია, მოქნილი კითხვა ყოველთვის არ ნიშნავს  იმას, რომ მკითხველი გაიაზრებს წაკითხულს, მაგრამ ამ უნარის გამომუშავება წარმატებულ მკითხველად ჩამოყალიბების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.
როგორ გამოვუმუშაოთ მოსწავლეებს მოქნილად კითხვის უნარი?
ერთი და იმავე ტექსტის განმეორებითი კითხვა მოსწავლეს საშუალებას აძლევს, გაზარდოს სიტყვების რაოდენობა, რომელთა წაკითხვასაც ის ავტომატურად შეძლებს. შესაბამისად, იზრდება კითხვის სისწრაფეც, ანუ მოსწავლე სულ უფრო თავისუფლად კითხულობს ტექსტს და იგებს შინაარსს.
სპეციალისტები აღიარებენ, რომ სიტყვების მნიშვნელობის ცოდნა პირდაპირ არის დაკავშირებული წაკითხულის გააზრების უნართან და, ზოგადად, მოსწავლის აკადემიურ წარმატებასთან. თუმცა ცნებალექსიკის დაუფლებაგაცილებით ფართო შინაარსს იტევს და გულისხმობს სიტყვების სემანტიკის გაცნობიერების უნარსაც, რაც ენობრივი ალღოს გამომუშავებას განაპირობებს. მოსწავლე სრულყოფილად ფლობს ლექსიკას, თუ იგი გრძნობს ნიუანსობრივ განსხვავებებს სემანტიკურად ახლოს მდგომ სიტყვებს შორის და შეუძლია ტექსტის მიზნის, სტილური მახასიათებლების გათვალისწინებით გააკეთოს ენობრივი არჩევანი. ბუნებრივია, ასეთი ენობრივი ალღო დიდად ეხმარება მას წაკითხულის გააზრებაში.
როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს ლექსიკის დაუფლებაში?
 სიტყვის გაგების სტრატეგიების სწავლება, რაც მოსწავლეს შემდგომში დამოუკიდებლად მუშაობის საშუალებას მისცემს. ამ გზით მოსწავლეები იძენენ კითხვისას უცნობი სიტყვების მნიშვნელობის ამოცნობის უნარ-ჩვევას _ ეყრდნობიან საკუთარ ლინგვისტურ გამოცდილებას, გრამატიკის ცოცნობილია, რომ კითხვის სწავლების საბოლოო მიზანი გააზრებული კითხვის უნარის გამომუშავებაა.
როგორ ვასწავლოთ წაკითხულის გააზრება?
წაკითხულის გააზრებისთვის  მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა შეძლონ კითხვის პროცესის კონტროლი.
უპირველესად, მოსწავლეები უნდა დაეუფლონ სტრატეგიებს, რომელთა საშუალებითაც ისინი შეძლებენ კითხვის დროს დაშვებული ხარვეზების იდენტიფიცირებას. ასეთი
                                                                                                                                                    სტრატეგიებია: ყველა უცნობი ან რთულად გასაგები ლექსიკური ერთეულის იდენტიფიცირება; ტექსტში ასახული მოვლენების, ფაქტების წარმოსახვაში გაცოცხლება; თითოეული აბზაცის ან შინაარსობრივად დასრულებული მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ მცირე პაუზის გაკეთება და წაკითხულის შეჯამება; საკუთარი თავისთვის კითხვების დასმა წაკითხულის შესახებ და სხვ.
მოსწავლეები ასევე უნდა დაეუფლონ კონკრეტულ სტრატეგიებს კითხვის დროს წარმოქმნილი ხარვეზების გამოსასწორებლადაც. ასეთი სტრატეგიებია: უცნობი ან რთულად გასაგები ლექსიკური ერთეულების ამოსაცნობად კონტექსტის და/ან გრამატიკული ცოდნის მოხმობა, საჭიროების შემთხვევაში კი ლექსიკონის ან სპეციალური ლიტერატურის მოძიება და გამოყენება; გაუგებარი ან ძნელად გასაგები ადგილის ხელახლა წაკითხვა, ასეთი მონაკვეთის შინაარსის საკუთარი სიტყვებით, ხმამაღლა გადმოცემა.
არ მივაწოდოთ მოსწავეებს მზა ინფორმაცია.
ისიანი თავად ეცადონ საჭირო ინფორმაციის წაკითხულ ტექსტში მოძიებას .

http://kargiskola.ge/teachers/resource_books/kitxva/resursi_kitxva.pdf
სასწავლო მეთოდოლოგიური რესურსების კრებული „კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე(I-VI კლასებში)“ 2015 წ . გვ.8-16
    ლექსიკური მარაგი არის გონებაში არსებული სიტყვების ერთობლიობა.  კითხვა გამართულია, როცა ის მიმდინარეობს უშეცდომოდ, ადეკვატური ტემპით, გაბმულად (უადგილო წყვეტების გარეშე) და გამომსახველობით (ინტონაციითა და სასვენინიშნების გათვალისწინებით). გამართული კითხვის დროს მკითხველი ჩერდება სასვენ ნიშნებთან, ერთიანი აზრის გამოკვეთით კითხულობს წინადადებებს, იყენებს ინტონაციას, პაუზებსა და მახვილებს, რაც მას ტექსტის გაგებაში ეხმარება. გარდა ამისა, ის სწრაფად, ძალისხმევის გარეშე ახერხებს ცალკეული სიტყვების ამოცნობას და ერთმანეთზე თანმიმდევრულად გადაბმას. გაუმართავი კითხვისათვის დამახასიათებელია . . `რობოტული კითხვა~, არაბუნებრივი წყვეტები, ხშირი გამეორება და  თვითშესწორება, წერტილებისა და სხვა სასვენი ნიშნების იგნორირებაკითხვისას.
გაგება-გააზრება
 წაკითხულის გაგება-გააზრება, არსებითად, კითხვის ძირითადი დანიშნულებაა. გაგებას საკვანძო მნიშვნელობა  აქვსა კადემიური წარმატებების  მიღწევასა და  პრაქტიკულად ყველა სახის საქმიანობაში. გაგება-გააზრება  არის  იმგვარი სააზროვნო  ინტერაქცია ტექსტსა დამ კითხველს შორის, რომლის შედეგია ტექსტში გადმოცემულ იშინაარსის კონსტრუირება მკითხველის ცნობიერებაში. როცა გაგებაე ფექტურია, მკითხველს იმდენად ღრმად ესმის ავტორის მიერ გადმოცემული სათქმელი, რომ მას შეუძლია: წაკითხულის გონებაში წარმოდგენა, ვარაუდების ჩამოყალიბება, დასკვნების გამოტანა, ტექსტში გადმოცემული ინფორმაციის შეჯამება და შეფასება, შეკითხვების დასმა, შედარება, კავშირების გაბმა, წაკითხული იდეების სხვებისთვის გაზიარება და სხვადასხვაკ ონტექსტში გამოყენება. წაკითხულის გაგება-გააზრების უნარის განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვსმკითხველის წინარე გამოცდილებას, ლექსიკურ მარაგს და მოსმენილის გაგება-გააზრების უნარს. ტექსტის სიღრმისეულ გააზრებაზე ორიენტირებული მკითხველისთვის დამახასიათებელიაე.. მეტაკოგნიცია (ფიქრი საკუთარი აზროვნების შესახებ), რაც გულისხმობს გაგების თვითმონიტორინგს. გაგების შეფერხებისას კარგი მკითხველები გააზრების ალტერნატიულ სტრატეგიებს მოიშველიებენ ხოლმე. რაც შეეხება ლექსიკურ მარაგსა და გაგება-გააზრებას, ისინი საკმაოდ ადრე ჩაისახება ზეპირი კომუნიკაციის გზით, შემდგომ კი, ტექსტებთან ურთიერთობის პროცესში, ღრმავდება და მთელი ცხოვრების მანძილზე ვითარდება. 13 კითხვის სწავლების საბაზისო მოდელი - ინტერაქტიული და კონსტრუქტივისტული მიდგომა კონსტრუქტივისტულ-ინტერაქტიული მოდელი აღწერს ურთიერთმიმართებებს კითხვის ოთხ ძირითად ასპექტს შორის, ესენია: მკითხველი, დავალება/მიზანი, ტექსტი, კონტექსტი/გარემო. კითხვის პროცესი ეფექტურად მიმდინარეობს, თუკი: • მკითხველს აქვს მზაობა, ინტერესი და გაცნობიერებული მიზანი მოცემული ტექსტის წასაკითხად; • ტექსტი შეესაბამება მკითხველისკითხვის დონეს, ინტერესსა და წაკითხვის მიზანს; • გარემო კომფორტულია მკითხველისათვის და შეიცავს მიზნის მიღწევისათვის საჭირო დამხმარე ელემენტებს. • კითხვის პროცესი მიმართულია კონკრეტული, გაცნობიერებული მიზნის მიღწევისაკენ; მკითხველი/ ტექსტი /დავალება/ მიზანი /გარემო/ კონტექსტი კითხვის პროცესი განვიხილოთ ეს მოდელი საკლასო ოთახის მაგალითზე: მკითხველი კითხვის სწავლის პროცესში უნდა გავითვალისწინოთ, რომ თითოეულ მოსწავლეს აქვს ინდივიდუალური განვითარების უახლოესი ზონა (ლევვიგოტსკი). მასწავლებელი დიაგნოსტიკური დაგანმავითარებელი შეფასებისმონაცემებზე დაყრდნობით დაადგენ სმოსწავლეთა მზაობას, საჭიროებებსა და ინტერესებს, შეარჩევს ადეკვატურ ტექსტებსა და დავალებებს. მოსწავლეები ნაბიჯ-ნაბიჯ ივითარებენ კითხვის კომპეტენციებს და მასწავლებლის დახმარებით ეუფლებიან გაგება-გააზრების სტრატეგიებს. მასწავლებელი სხვადასხვა საშუალებას იყენებს პატარა მკითხველებში მოტივაციის, თავდაჯერებულობისა და თვითრწმენის გასაღვივებლად. 14 კითხვისა და წერის სწავლების ძირითადი საკითხები ტექსტის ასწავლო პროცესში გამოიყენება მრავალფეროვანი ტექსტები, რომელთა სირთულე შეესაბამება მოსწავლეთა კითხვის დონეს1 . ტექსტები შერჩეულია თემატურ-შინაარსობრივი, ენობრივ-გრამატიკული და ვიზუალური მახასიათებლების გათვალისწინებით. მათში გათვალისწინებულია ბავშვების ასაკობრივი ინტერესები და გაკონტროლებულია ისეთი პარამეტრები, როგორებიცაა ტექსტის მოცულობა, წინადადებებისა და სიტყვების სიგრძე, უცნობი ლექსიკური ერთეულების რაოდენობა დასხვ. მოსწავლეები ითვისებენ მხატვრული, საინფორმაციო-შემეცნებითი, პრაგმატული ტიპის ტექსტების სტრუქტურულ მახასიათებლებს და შესაფერის სტრატეგიებს იყენებენ მათთან სამუშაოდ. გარემო/კონტექსტი კითხვის ეს ასპექტი გულისხმობს წიგნიერების განვითარებაზე ორიენტირებულ ფიზიკურ და ფსიქო-სოციალურგარემოს. კითხვა და წერა ინტერაქტიული პროცესებია. ჩვეულებრივ, კარგი მკითხველიც დილობს გაუზიაროს სხვებს ამ თუ იმ ტექსტის წაკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაცია, შთაბეჭდილებები, დასკვნები და დამოკიდებულებები. ამიტომ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, თუ რამდენად არის უზრუნველყოფილი და წახალისებული მკითხველებს შორის საუბრისა და აზრების გაცვლის საშუალებები. გასათვალისწინებელია, თუ რამდენად კომფორტულ გარემოშიუწევთ მოსწავლეებს კითხვა, არის თუ არა სათანადო განათება, საკმარისი ჰაერიდაა. . ავეჯიდააღჭურვილობაიმგვარადუნდამოეწყოს, რომმოსწავლეებს გაუადვილდეთ ინტერაქცია, დისკუსიებში ჩართვა, იდეებისა დანამუშევრების გაზიარება. კლასში სივრცის ეფექტურად ორგანიზება ხელსუწყობს `სამკითხველოს~, გათამაშებების, პრეზენტაციების, თოქ-შოუს ტიპის აქტივობების ჩატარებას. სასურველია, გამოიყოს სპეციალური კუთხე, სადაცმა სწავლებელს საშუალება მიეცემა, საგანგებოდ იმუშაოს ერთ ან რამდენიმე მოსწავლესთან. კლასში უნდა მოეწყოს საკლასო ბიბლიოთეკა, რომელშიც საკითხავი ტექსტები ბავშვებისთვის ხელმისაწვდომად იქნება განთავსებული სირთულის დონეების/თემატური კატეგორიების მიხედვით; საკლასო ოთახის კედლებზე გამოიკრას სიტყვების კედელი, თემატურიდა სასარგებლო სტრატეგიებიპოსტერები, მოსწავლეთა        ამუშევრები დასხვ. საგანგებო მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ძირითადი დადამატებითი რესურსებია (ლექსიკონები, ენციკლოპედიები, ინტერნეტი) მკითხველის თვისხელმისაწვდომი. არის  თუ არა გარშემო ადამიანი (მასწავლებელი, ბიბლიოთეკარი, საკითხისმცოდნეპიროვნება), რომელსაც შეიძლება დახმარებისთვის მიმართოს მკითხველმა. დავალება/მიზანი კითხვის დაწყებამდე მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს ტექსტთან მუშაობის მიზნის გაცნობიერებაში. წაკითხვის შემდეგ მოსწავლეები მიუბრუნდებიან თავდაპირველად დასახულ მიზანს და ცდილობენ შეაფასონ, თუ რამდენად მიაღწიეს მას და კითხვის რომელი უნარები/სტრატეგიები გამოიყენეს წაკითხვამდე, კითხვის დროს და წაკითხვის შემდეგ. მასწავლებელი პერიოდულად განსხვავებული სირთულის ტექსტებსა და დავალებებს აძლევს მოსწავლეებს განვითარების უახლოესი ზონის გათვალისწინებით. კითხვის მიზნის გაცნობიერება ხშირად განაპირობებს მკითხველის მოტივაციას და კითხვისშესაფერისი სტრატეგიების შერჩევას. ასე რომ, მკითხველის გამოცდილებას (წასაკითხზეარსებულცოდნას), მოტივაციას, განწყობა-დამოკიდებულებებს, კითხვის უნარებსა და კითხვის დროს გამოსაყენებელ სტრატეგიებს განსაკუთრებული წვლილი შეაქვსკითხვისპროცესში.წაკითხული ტექსტების გააზრების ძირითადი დამაბრკოლებელი ფაქტორია. ლექსიკური მარაგის ამდიდრება გულისხმობს არა მხოლოდ სიტყვების გარკვეული რაოდენობის მეხსიერებაში შენახვას, არამედ საკითხავი სიტყვების სიმრავლის მუდმივად გაფართოებას, სალაპარაკო და საკითხავი ენობრივი მარაგისთვის ყოველდღიურად ახალი სიტყვების მიმატებას, იმის უკეთგაგება-გააზრებას, თუ რას ნიშნავს ესა თუ ის სიტყვა განსხვავებულ კონტექსტში; სიტყვების ერთმანეთთან დაკავშირებისა და სიტყვებით `თამაშის~ უნარს. ხშირად ხდება, რომ თავიდან მოსწავლის კითხვის უნარი კარგად ვითარდება, მაგრამ მესამე-მეოთხე კლასში ამპროცეს სსწორედლექსიკურ მარაგთან დაკავშირებული პრობლემები აფერხებს. ეფექტური კითხვისათვის საჭირო ლექსიკური მარაგი წიგნებიდან უფრო გროვდება, ვიდრე საუბრებიდან ან ტელევიზორიდან.
გამართული/გაწაფული კითხვა კითხვა გამართულია, როცა ის მიმდინარეობს უშეცდომოდ, ადეკვატური ტემპით, გაბმულად (უადგილოწყვეტებისგარეშე) დაგამომსახველობით (ინტონაციითა და სასვენი ნიშნების გათვალისწინებით). გამართული კითხვის დროს მკითხველი ჩერდება სასვენ ნიშნებთან, ერთიანი აზრის გამოკვეთით კითხულობს წინადადებებს, იყენებს ინტონაციას, პაუზებსა და მახვილებს, რაც მას ტექსტის გაგებაში ეხმარება. გარდ აამისა, ის სწრაფად, ძალისხმევის გარეშე ახერხებს ცალკეული სიტყვების ამოცნობას დაერთმანეთზე თანმიმდევრულად გადაბმას. გაუმართავი კითხვისათვის დამახასიათებელიაე. . `რობოტულიკითხვა~, არაბუნებრივი წყვეტები, ხშირი გამეორება და თვითშესწორება, წერტილებისა და სხვა სასვენი ნიშნების იგნორირება კითხვისას.  წაკითხულის გაგება-გააზრება, არსებითად, კითხვის ძირითადი დანიშნულებაა. გაგება საკვანძო მნიშვნელობა აქვს აკადემიური წარმატებებისმიღწევასა დაპრაქტიკულად ყველა სახის საქმიანობაში. გაგება-გააზრება არის იმგვარი სააზროვნო ინტერაქცია ტექსტსა და მკითხველს შორის, რომლის შედეგია ტექსტში გადმოცემული შინაარსის კონსტრუირება მკითხველის ცნობიერებაში. როცა გაგება ეფექტურია, მკითხველს იმდენად ღრმა ესმის ავტორის მიერ გადმოცემული სათქმელი, რომ მას შეუძლია: წაკითხულის გონებაშიწარმოდგენა, ვარაუდების ჩამოყალიბება, დასკვნებისგამოტანა, ტექსტში გადმოცემული ინფორმაციის შეჯამება დაშეფასება, შეკითხვების დასმა, შედარება, კავშირების გაბმა, წაკითხული იდეების სხვებისთვის გაზიარება და სხვადასხვა კონტექსტშიგ ამოყენება. წაკითხულისგაგება-გააზრების უნარის განვითარებისთვის განსაკუთრებულიმნიშვნელობა აქვსმკითხველის წინარე გამოცდილებას, ლექსიკურ მარაგს და მოსმენილის გაგება-გააზრების უნარს. ტექსტის სიღრმისეულ გააზრებაზე ორიენტირებული მკითხველისთვის დამახასიათებელიაე.. მეტაკოგნიცია (ფიქრისაკუთარიაზროვნებისშესახებ), რაც გულისხმობს გაგების თვითმონიტორინგს.   ლექსიკურმარაგს  და გაგება-გააზრება,  საკმაოდ ადრე ჩაისახება ზეპირი კომუნიკაციის გზით, შემდგომ კი, ტექსტებთან ურთიერთობის პროცესში, ღრმავდება და მთელი ცხოვრებისმანძილზე ვითარდება. 13 კითხვის სწავლების საბაზისო მოდელი - ინტერაქტიული და კონსტრუქტივისტული მიდგომა კონსტრუქტივისტულ-ინტერაქტიული მოდელი აღწერს ურთიერთმიმართებებს კითხვის ოთხ ძირითად ასპექტს შორის, ესენია: მკითხველი, დავალება/მიზანი, ტექსტი, კონტექსტი/გარემო. კითხვის პროცესი ეფექტურად მიმდინარეობს, თუკი: • მკითხველს აქვსმ ზაობა, ინტერესი და გაცნობიერებული მიზანი მოცემული ტექსტისწასაკითხად; • ტექსტი შეესაბამებამკითხველის კითხვისდონეს, ინტერესსა დაწაკითხვის მიზანს; • გარემოკომფორტულიამკითხველისათვისდაშეიცავსმიზნისმიღწევისათვისსაჭიროდამხმარეელემენტებს. • კითხვისპროცესიმიმართულიაკონკრეტული, გაცნობიერებულიმიზნისმიღწევისაკენ; მკითხველიტექსტიდავალება/ მიზანიგარემო/ კონტექსტიკითხვისპროცესიგანვიხილოთესმოდელისაკლასოოთახისმაგალითზე: მკითხველიკითხვისსწავლისპროცესშიუნდაგავითვალისწინოთ, რომთითოეულმოსწავლესაქვსინდივიდუალურიგანვითარებისუახლოესიზონა (ლევვიგოტსკი). მასწავლებელიდიაგნოსტიკურიდაგანმავითარებელიშეფასებისმონაცემებზედაყრდნობითდაადგენსმოსწავლეთამზაობას, საჭიროებებსადაინტერესებს, შეარჩევსადეკვატურტექსტებსადადავალებებს. მოსწავლეებინაბიჯ-ნაბიჯივითარებენკითხვისკომპეტენციებსდამასწავლებლისდახმარებითეუფლებიანგაგება-გააზრებისსტრატეგიებს. მასწავლებელისხვადასხვასაშუალებასიყენებსპატარამკითხველებშიმოტივაციის, თავდაჯერებულობისადათვითრწმენისგასაღვივებლად. 14 კითხვისადაწერისსწავლებისძირითადისაკითხებიტექსტისასწავლოპროცესშიგამოიყენებამრავალფეროვანიტექსტები, რომელთა სირთულე შეესაბამება მოსწავლეთა კითხვის დონეს1 . ტექსტები შერჩეული ათემატურ-შინაარსობრივი, ენობრივ-გრამატიკული და ვიზუალური მახასიათებლების გათვალისწინებით. მათში გათვალისწინებულია ბავშვების ასაკობრივი ინტერესები და გაკონტროლებული აისეთი პარამეტრები, როგორებიცაა ტექსტის მოცულობა, წინადადებები სადასიტყვების სიგრძე, უცნობი ლექსიკური ერთეულების რაოდენობა და სხვ. მოსწავლეები ითვისებენ მხატვრული, საინფორმაციო-შემეცნებითი, პრაგმატული ტიპის ტექსტების სტრუქტურულ მახასიათებლებს და შესაფერის სტრატეგიებს   იყენებენ მათთან სამუშაოდ. გარემო/კონტექსტი კითხვის ეს ასპექტი გულისხმობს წიგნიერების განვითარე ზე ორიენტირებულ ფიზიკურ და ფსიქო-სოციალურ გარემოს. კითხვა და წერა ინტერაქტიული პროცესებია. ჩვეულებრივ, კარგი მკითხველი ცდილობს გაუზიაროს სხვებს ამა თუ იმ ტექსტის წაკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაცია, შთაბეჭდილებები, დასკვნები და დამოკიდებულებები.  საკლასო ოთახის კედლებზე გამოიკრას სიტყვების კედელი, თემატური და სასარგებლო სტრატეგიების პოსტერები, მოსწავლეთა ნამუშევრები და სხვ. საგანგებო მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ძირითადი დადამატებითი რესურსებია (ლექსიკონები, ენციკლოპედიები, ინტერნეტი) მკითხველისთვისხელმისაწვდომი. არისთუარაგარშემოადამიანი (მასწავლებელი, ბიბლიოთეკარი, საკითხისმცოდნეპიროვნება), რომელსაც შეიძლება დახმარებისთვის მიმართოს მკითხველმა. დავალება/მიზანი კითხვის დაწყებამდ მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს ტექსტთან მუშაობის მიზნის გაცნობიერებაში. წაკითხვის შემდეგ მოსწავლეები მიუბრუნდებიან თავდაპირველად დასახულ მიზანს და ცდილობენ შეაფასონ, თუ რამდენად მიაღწიეს მას და კითხვის რომელი უნარები/სტრატეგიები გამოიყენეს წაკითხვამდე, კითხვის დროს და წაკითხვის შემდეგ.  კითხვის მიზნის გაცნობიერება ხშირად განაპირობებ სმკითხველისმოტივაციას და კითხვის შესაფერისისტრატეგიების შერჩევას. ასე რომ, მკითხველის გამოცდილებას (წასაკითხზეარსებულცოდნას), მოტივაციას, განწობა-დამოკიდებულებებს, კითხვის უნარებსა დაკითხვის დროს გამოსაყენებელს ტრატეგიებს განსაკუთრებული წვლილი შეაქვს კითხვის პროცესში.

პრობლემის შერჩევა
პრაქტიკული კვლევა ჩატარდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლაში,სადაც მე,ამარ პოპიაშვილი,დაწყებით საფეხურზე მე-4 კლასს ვასწავლი საგნობრივ ჯგუფს(ქართულს,მატემატიკასა და ბუნებას) და აგრეთვე,მე-12 კლასს ,ქართულ ენასა და ლიტერატურას.
 ჩემს მიერ ჩატარებული კვლევა გამომდინარეობს საგნის სწავლების საჭიროებიდან. ჩემი ყოველდღიურ საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვებისას შევამჩნიე,რომ მოსწავლეებს უჭირთ წაკითხული ტექსტის გააზრება არა მარტო ქართულში,არამედ,მათემატიკასა და ბუნებაშიც,რაც პრობლემას უქმნით დავალებების წარმატებით გადაწყვეტაში.
პრობლემის იდენტიფიცირებისთვის გავესაუბრე კათედრის წარმომადგენლებს,საიდანაც გაირკვა,რომ პრობლემა მათაც შეამჩნიეს და გამოითქვა ვარაუდები.
პრობლემის გამომწვევი ფაქტორები შესაძლოა სხვადასხვაგვარი იყოს:
1.ლექსიკური მარაგის სიმწირე.
2.კითხვის ტექნიკის სისუსტე.
3.სასვენი ნიშნების უგელებელყოფა,რომელიც გადამწყვეტია აზრის ლოგიკისათვის.
4. მექანიკურ-მონოტონური კითხვა.
5. დავალების შესრულებისთვის  დროის უკმარისობა;
6. არ კითხულობენ კლასგარეშე ლიტერატურას.
რა შეიძლება იყოს პრობლემის გამომწვევი მიზეზები? პრობლემის ზუსტად განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია ჩამოვაყალიბო კვლევის მთავარი კითხვა:
     რატომ უჭირთ მოსწავლეებს გააზრებული კითხვა?
                                                                                                                                             
  საკვლევი პრობლემის აქტუალობის დასადგენად ინტერვიუ ჩავწერე დაწყებითი   საფეხურის რამდენიმე მასწავლებელთან.მასწავლებლებთან  ჩატარებული შეხვედრების
შედეგად შევჯერდით ,რა არის გასაუმჯობესებელი და რა შეიძლება იყოს აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზი?

კვლევის ვადები:

აქტივობა
მარტი
აპრილი
მაისი
პრობლემის  იდენტიფიცირება
ü  


კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება
ü  


ლიტერატურის დამუშავება
ü  


მონაცემთა შეგროვება
ü  


ფოკუსჯგუფი და ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილებზე

ü  

მონაცემების დამუშავება

ü  

ინტერვენციების შემუშავება

ü  

ინტერვენციების განხორციელება

ü  

მეორადი შედეგების შეგროვება ანალიზი


ü  
რეკომენდაციების ჩამოყალიბება პედაგოგებისთვის გაცნობა


ü  
გაწეულ რეკომენდაციებზე  პედაგოგებისაგან უკუკავშირის მიღება


ü  
კვლევის პრეზენტაცია პედაგოგებთან


ü  


სარგებელი,რომელიც შეიძლება აღნიშნული კვლევისაგან მიიღონ :მოსწავლეებმა,მასწავლებლებმა და სკოლამ:
    მოცემული კვლევის შედეგად პრობლემის გამომწვევი მიზეზებისა და მისი გადაჭრის გზე- ბის სწორად განხორციელების შემთხვევაში მოსწავლეები გაიუმჯობესებენ წაითხულის გაგება -გააზრების უნარს,რაც მათ საშუალებას მისცემს ნებისმიერ საგანში (არა მარტო ქართულ ში,არამედ,მათემატიკასა და ბუნებაში და ა.შ) აიმაღლონ აკადემიური მოსწრების შედეგები,ისინი უკეთესად მოახერხებენ წაკითხულის გაგება-გააზრებას(ნებისმიერი დავალების ინსტრუქციის გაგება-გააზრებას),რაც მოსწავლეებს აუმაღლებს სწავლის მოტივაციას   და აქტიურად ჩართავს სასწავლო პროცესში.
     მასწავლებლებს გაუადვილდებათ სასწავლო პროცესის  სწორად დაგეგმვა და მართვა. სწორად დაგეგმილი და მართული სასწავლო პროცესი აისახება მოსწავლეთა მაღალ აკადემიურ შედეგებზე,რაც სკოლის პირდაპირი მისიაა.
   მეთოდოლოგია
  ამ თავში განხილულია საკვლევი საკითხი და ქვეკითხვები,მოცემულია კვლევის დიზაინი და კვლევის გეგმა. წარმოდგენილია ინფორმაცია კვლევისათვის მონაცემთა შეგროვების მეთოდების შესახებ.
      კვლევის მთავარ კითხვაში ღნიშნული პრობლემების მიზეზების დადგენაში დაგვეხმარება შემდეგ ქვეკითხვებზე პასუხის გაცემა:
1.      უჭირთ თუ არა მოსწავლეებს ტექსტის გააზრება ლექსიკური მარაგის სიმწირის გამო?
2.      ვაძლევთ თუ არა მოსწავლეებს საკმარის დროს დავალების გასააზრებლად?
3 . წარუმატებლად შესრულებული დავალების მიზეზად  მიიჩნევთ თუ არა გაუაზრებელ კითხვას.
      4.უფრო წარმატებით ასრულებენ თუ არა დავალებას თუ უფროსი წაუკითხავს   დავალების შინაარსს?

ვფიქრობ,რომ აღნიშნული კვლევის შედეგად მოსწავლეებში გაიზრდება გააზრებული კითხვის უნარი.
    აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გასაცემად შევიმუშავე კვლევის გეგმა. კვლევის სანდოობის გაზრდის მიზნით,მონაცემა შეგროვების მეთოდად გამოვიყენე ჩაღრმავებული ინტერვიუები,ფოკუსჯგუფი,ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილებზე და კითხვარები.

ფოკუსჯგუფი
ფოკუსჯგუფი ჩატარდა დაწყებითი  საფეხურის   საგნების მასწავლებლებთან.მისი მიზანი იყო გამომეკვლია,კონკრეტულად რა პრობლემებს აწყდებოდნენ ამ საგნების სწავლისას მოსწავლეები ტექსტის გააზრებასთან დაკავშირებით, ( ზოგადი ფონის შესწავლა),რაც დამეხმარა კვლევის სწორად წარმართვასა და კითხვარის მომზადებაში.

  კითხვარის შევსება ვთხოვე დაწყებითი  საფეხურის მასწავლებლებს(დანართი1),მეოთხე კლასის მოსწავლეთა მშობლებს(დანართი2),და მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს(დანართი 3). ინტერვიუ ჩავწერე მეოთხე კლასის მოსწავლეებთან,რამაც საშუალება მომცა განმესაზღვრა მოსწავლეთა
                                                                                                                                      
დამოკიდებულება ტექსტის გააზრებულ კითხვასთან დაკავშირებით.ჩაღრმავებული ინტერვიუ ჩავწერე სამ მოსწავლესთან,მაღალი,საშუალო და დაბალი აკადემიური მოსწრების თითო მოსწავლესთან.

ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილებზე
 წაკითხული ტექსტის გააზრების  უნარების სხვა საგნებში გამოყენებასთან დაკავშირებით დავაკვირდი საგაკვეთილო პროცესებს მეოთხე კლასში ხელოვნების მუსიკის,სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების გაკვეთილებზე.დაკვირვების დღიური ვაწარმოე ქართულის,მათემატიკისა და ბუნების გაკვეთილებზე,(რომლებსაც ვასწავლი  მე). ჩავინიშნე თითოეულ საგანში სამ-სამი გაკვეთილი. დაკვირვების შედეგად დადგინდა,რომ მოსწავლეთა უმრავლესობისათვის წარუმატებლობის მიზეზი ხდებოდა  გაუაზრებელი კითხვა.
კითხვარების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა საინტერესო ტენდენციები: მასწავლებელთა უმრავლესობამ დაადასტურა,რომ მოსწავლეები კითხულობენ გაუაზრებლად,მიზეზი კი ხშირ შემთხვევაში ლექსიკური მარაგის სიმწირეა.
მშობელთა უმრავლესობის აზრით მოსწავლეები უკეთესად ასრულებენ დავალებას,როდესაც თავად უკითხავენ დავალების შიანარსს,რის მიზეზადაც სასვენ ნიშანთა უგულებელყოფას ასახელებენ .
მეთორმეტე კლასელების მიერ შევსებული კითხვარის ანალიზით ირკვევა,რომ წარუმატებლად შესრულებული დავალების მიზეზი უმრავლეს შემთხვევაში არის დავალების გაუაზრებელი წაკითხვა( ვერ იგებს დავალების ინსტრუქციას). რის წინაპირობადაც დაასახელეს წარმოსახვითი უნარის უქონლობა,რასაც დაწყებითი საფეხურიდანვე უნდა ჩაეყაროს მყარი საფუძველი.

მონაცემთა ანალიზი
კითხვარების ანალიზისა და დაკვირვებების შედეგად მოგროვილი მონაცემები მეტი თვალსაჩინოებისათვის წარმოვადგინე დიაგრამების სახით.


დიაგრამები











კვლევის მიგნებები
მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება:
1.მოსწავლეები გაუაზრებლად კითხულობენ  ლექსიკური მარაგის სიმწირის გამო.
2.წარუმატებლად შესრულებული დავალების მიზეზია: დროის ლიმიტის ნაკლებობა.
3. წაკითხულის მიმართ  წარმოსახვის უნარის არქონა და ამის გამო საკუთარი        დამოკიდებულების გამოხატვის უნარის ნაკლებობა .
4.მასწავლებლის მიერ მზა ინფორმაციის მიწოდება.
5.არ კითხულობენ კლასგარეშე ლიტერატურას.

შესაძლო ინტერვენციები:
კვლევის პროცესში მიღებული ინფორმაციისა და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე შევიმუშავე სავარაუდო ინტერვენციის გეგმა:
1.      მათემატიკის გაკვეთილზე ამოცანის გასააზრებლად მივცემ  უფრო მეტ დროს,წინასწარ ამოვუწერ შესაძლო გაუგებარ სიტყვებს და  სინონიმებით ჩავუწერ,ვთხოვ მოსწავლეებს, მინიმუმ სამჯერ წაიკითხონ ამოცანა და შემდეგ ამოხსნან.
2.      ქართულის გაკვეთილზე საინფორმაციო ტექსტის გასააზრებლად მივცემ უფრო მეტ დროს და შესაბამის ლექსიკონს.წინასწარ გავუმუქებ სავარაუდო გაუგებარ სიტყვებს და ვთხოვ ლექსიკონის დახმარებით ტექსტის გააზრებას.
3.      ბუნების გაკვეთილზე წაკითხული საინფორმაციო ტექსტის მიხედვით ვთხოვ ჩანახატის გაკეთებას და  დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემას.
4.      ფოკუსირებულ დაკვირვებას მოვახდენ ხელოვნებისა და სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე ,სადაც მასწავლებელს ვთხოვ მსგავსი აქტივობის განხორციელებას.




განხორციელებული ცვლილებები:
     ზემოთ მოცემული ინტერვენციის ვარიანტები განვიხილეთ კათედრაზე კოლეგებთან და განვახორცილეთ შემდეგი ცვლილებები:

1.      მათემატიკის გაკვეთილზე ამოცანის გასააზრებლად მივცი  უფრო მეტი დრო,წინასწარ ამოვუწერე შესაძლო გაუგებარი სიტყვები  სინონიმებით. ვთხოვე მოსწავლეებს, მინიმუმ სამჯერ წაეკითხათ ამოცანა და შემდეგ ამოეხსნათ.
თითქმის ყველა მოსწავლემ ამოცანა გადაწყვიტა სწორად.

2.      ქართულის გაკვეთილზე საინფორმაციო ტექსტის გასააზრებლად მივეცი  უფრო მეტი დრო და შესაბამის ლექსიკონი.წინასწარ გავუმუქე სავარაუდო გაუგებარი სიტყვები და ვთხოვე ლექსიკონის დახმარებით ტექსტის გააზრება და კითხვებზე პასუხის გაცემა.
აღმოჩნდა,რომ პროცენტულად უფრო მეტმა მოსწავლემ გასცა კითხვებს პასუხი,ვიდრე მანამდე.

3.      ბუნების გაკვეთილზე წაკითხული საინფორმაციო ტექსტის მიხედვით ვთხოვე ჩანახატის გაკეთება და  დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა.
აღმოჩნდა,რომ ჩანახატის გაკეთების შემდეგ მოსწავლეებმა უკეთ შეძლეს   დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა.

4.ფოკუსირებული დაკვირვება მოვახდინე ხელოვნებისა და სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე ,სადაც მასწავლებელს ვთხოვე მსგავსი აქტივობის განხორციელება.
იქაც აღმოჩნდა,რომ მოსწავლეებმა დადეს უკეთესი შედეგი.
გადაწყდა ,რომ მეოთხე კლასის მასწავლებლები ერთი თვის განმავლობაში საგაკვეთილო პეროცესში გამოვიყენებდით აღნიშნულ ურთიერთშეთანხმებულ სისტემას და ჩავინიშნავდით შედეგებს. კიდევ ერთხელ მოვუსმენსით GIPRIED -ის მიერ შემოთავაზებულ  სესიებს წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრების სწავლებასთან დაკავშირებით.







ინტერვენციების ეფექტიანობის შეფასება
ერთთვიანი მუშაობისა და დაკვირვების შემდეგ მოსწავლეებთან შევიტანეთ საინფორმაციო ტექსტი და ვთხოვეთ ეპასუხათ ტექსტის მიხედვით დასმულ კითხვებზე.მოსწავლეებმა თავადვე მონიშნეს უცხო სიტყვები,მოიშველიეს ლექსიკონები,საჭიროების შემთხვევაში გააკეთეს ჩანახატები და გაცილებით უკეთესი შედეგებით უპასუხეს დასმულ კითხვებს.კვლევა ჩავატარე ქართულში,მათემატიკასა და ბუნებაში.კვლევის შედეგები წარმოვადგინე დიაგრამით.

დიაგრამა.





რეკომენდაციები
რეკომენდაციები შემდეგნაირად ჩამოვაყალიბე:
1.საჭიროა ხელი შევუწყოთ მოსწავლეებში ლექსიკური მარაგის გამდიდრებას,რათა უკეთესად შეძლონ მათ წაკითხული ინფორმაციის გააზრება;
2.ყოველთვის მივცეთ მოსწავლეებს საკმარისი დრო დავალების ინსტრუქციის გასააზრებლად.
3.არ მივაწოდოთ მოსწავლეებს მზა ინფორმაცია.
4.ვთხოვოთ,საჭირო ინფორმაცია თავად მოძებნონ  წიგნში.
5.ვთხოვოთ,რამდენჯერმე წაიკითხონ ტექსტი წაკითხულის უკეთესად გასააზრებლად.
6.ხშირად  დახატონ მოსწავლეებმა წაკითხულ ტექსტში მოწონებული სიუჟეტები წარმოსახვის უნარის ჩამოყალიბებისათვის.


დასკვნა 


ჩემს მიერ ჩატარებული პრაქტიკული კვლევის საფუძველზე შემიძლია დავასკვნა,რომ მოსწავლეებში წარუმატებლობის მიზეზია  დავალების ინსტრუქციის გაუაზრებელი კითხვა,რისი წინაპირობაც ხშირ შემთხვევაში  ლექსიკური მარაგის სმწირე(მოსწავლეები არ კითხულობენ კლასგარეშე ლიტერატურას),დროის ლიმიტი,წარმოსახვის უნარის ნაკლებობა,წიგნთან მუშაობის უნარის ნაკლებობაა.
აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები.
გატარებული ინტერვენციების შეფასებისას გამოვლინდა,რომ მათი უმრავლესობა შედეგიანია .



ბიბლიოგრაფია

1.  http://mastsavlebeli.ge/?p=2024

რატომ ჩამორჩებიან მოსწავლეები კითხვაში და როგორ დავეხმაროთ მათ


     
2 „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის გზამკვლევი“(გამომცემლობა:მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი“2014წ).გვ.84-87


სასწავლო მეთოდოლოგიური რესურსების კრებული „კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე(I-VI კლასებში)“ 2015 წ . გვ.8-16











დანართი 1.
   მოგესალმებით!
 კრწანისის საჯარო სკოლის პედაგოგი ,თამარ პოპიაშვილი, ვატარებ  პრაქტიკულ კვლევას დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებში წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრების შედეგების გასაუმჯობესებლად. თქვენი,როგორც პედაგოგის  მონაწილეობა ძალზე მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისათვის;  ქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია.არაა საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.
მადლობას გიხდით მონაწილეობისათვის.

1.      ეუძლია თუ არა თქვენს მოსწავლეს სახელმძღვანელოში საჭირო ინფორმაციის მოძიება?
       ა)დიახ .                 ბ)არა
2.      წაკითხული ტექსტის გაგება -გააზრება უადვილდება:
ა)  როცა თავად კითხულობს;           ბ)     როცა მე ვუკითხავ    შესასწავლ ტექსტს;

3.      უფრო მარტივად იგებს:
ა) მხატვრულ ტექსტს;      ბ) საინფორმაციო ტექსტს.

4.      მათემატიკასა და ბუნებაში შესასრულებელ დავალებებს უკეთესად იგებს და ასრულებს:

ა)  თუ თვითონ კითხულობს;   ბ) თუ მზა ინფორმაციას მივაწვდი,ანუ მე წავუკითხავ;

5.      ტექსტის წაკითხვისას გაუგებარი (უცხო) სიტყვების ასახსნელად
ა) სვამს შეკითხვებს,     ბ) არ სვამს კითხვებს;

6.      წარუმატებლად შესრულებული დავალების მიზეზია:
ა) არასაკმარისი ფაქტობრივი ცოდნა;
ბ)გაუაზრებელი კითხვა;
გ) მწირი ლექსიკური მარაგი.
დ) უჭირს დამოუკიდებლად ინფორმაციის მოძიება
             ე) დროის ლიმიტი
7.      წარმატებით შესრულებული დავალების მიზეზია:

8.      წარმატებით შესრულებული დავალების მიზეზია:_____________________________

დანართი 2.
   მოგესალმებით!
     კრწანისის საჯარო სკოლის პედაგოგი ,თამარ პოპიაშვილი, ვატარებ  პრაქტიკულ კვლევას დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებში წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრების შედეგების გასაუმჯობესებლად. თქვენი,როგორც მშობლის მონაწილეობა ძალზე მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისათვის;  ქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია.არაა საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.
მადლობას გიხდით მონაწილეობისათვის.
1.      უჭირს თქვენს შვილს კითხვა?
             ა) დიახ.                                   ბ)არა.               გ)       ნაწილობრივ

2.      ეუძლია თუ არა თქვენს შვილს სახელმძღვანელოში საჭირო ინფორმაციის მოძიება?
       ა)დიახ .                 ბ)არა      გ) ნაწილობრივ
3.      წაკითხული ტექსტის გაგება -გააზრება უადვილდება:
ა)  როცა თავად კითხულობს;           ბ)     როცა მე ვუკითხავ    შესასწავლ ტექსტს;

4.      უფრო მარტივად იგებს:
ა) მხატვრულ ტექსტს;      ბ) საინფორმაციო ტექსტს.

5.      ქართულში,მათემატიკასა და ბუნებაში შესასრულებელ დავალებებს უკეთესად იგებს და ასრულებს:
6.      )  თუ თვითონ კითხულობს;   ბ) თუ მზა ინფორმაციას მივაწვდი,ანუ მე წავუკითხავ;

7.      ტექსტის წაკითხვისას გაუგებარი (უცხო) სიტყვების ასახსნელად
ა) სვამს შეკითხვებს,     ბ) არ სვამს კითხვებს;
8.      წარუმატებლად შესრულებული დავალების მიზეზია:
ა) არასაკმარისი ფაქტობრივი ცოდნა;
ბ)გაუაზრებელი კითხვა;
გ) მწირი ლექსიკური მარაგი.
დ) უჭირს დამოუკიდებლად ინფორმაციის მოძიება
 ე) დროის ლიმიტი
9.      კითხულობს თუ არა კლასგარეშე ლიტერატურას სახლში?
ა) დიახ;            ბ) არა;         გ) იშვიათად.
9.წარმატებით შესრულებული დავალების მიზეზია: _______________________________________________________________________
        10.წარუმათებლად შესრულბული დავალების         მიზეზია:_______________________________________________________________

დანართი 3.
მოგესალმებით!
     კრწანისის საჯარო სკოლის პედაგოგი ,თამარ პოპიაშვილი, ვატარებ  პრაქტიკულ კვლევას დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებში წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრების შედეგების გასაუმჯობესებლად. თქვენი,როგორც მე-12 კლასის მოსწავლის  მონაწილეობა ძალზე მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისათვის;  ქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია.არაა საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.


თქვენი აზრით,რატომ ვერ ასრულებთ საკლასო თუ საშინაო დავალებებს (ზეპირს და წერილობითს) მაღალი შედეგით?


















დანართი 4.
მოგესალმებით!
     კრწანისის საჯარო სკოლის პედაგოგი ,თამარ პოპიაშვილი, ვატარებ  პრაქტიკულ კვლევას დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებში წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრების შედეგების გასაუმჯობესებლად. თქვენი,როგორც მე-IVკლასის მოსწავლის  მონაწილეობა ძალზე მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისათვის;  ქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია.არაა საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.


თქვენი აზრით,რატომ ვერ ასრულებთ საკლასო თუ საშინაო დავალებებს (ზეპირს და წერილობითს) მაღალი შედეგით?


                 კვლევის რეფლექსია

„ წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრება დაწყებით საფეხურზე-   წაკითხული ტექსტის  გაგება-გააზრების უნარის ნაკლებობით გამოწვეული პრობლემები და მისი გაუმჯობესების გზები“  
კვლევის შედეგად ჩამოყალიბდა რეკომენდაციები შემდეგი სახით:
                                 
1.საჭიროა ხელი შევუწყოთ მოსწავლეებში ლექსიკური მარაგის გამდიდრებას,რათა უკეთესად შეძლონ მათ წაკითხული ინფორმაციის გააზრება;
2.ყოველთვის მივცე მოსწავლეებს საკმარისი დრო დავალების ინსტრუქციის გასააზრებლად.
3.არ მივაწოდოთ მოსწავლეებს მზა ინფორმაცია.
4.ვთხოვოთ,საჭირო ინფორმაცია თავად მოძებნონ  წიგნში.
5.ვთხოვოთ მოსწავლეებს ,რამდენჯერმე წაიკითხონ ტექსტი.
6.ხშირად დახატონ წაკითხულ ტექსტში მოწონებული სიუჟეტები წარმოსახვის უნარის გასავითარებლად.
    ამ რეკომენდაციებისა და კვლევის შედეგების გაზიარება მოვახდინე  სამუშაო შეხვედრაზე კოლეგებთან. გადავეცი წერილობითი ფორმით,რომელსაც დავამატე სიტყვიერი კომენტარები.პედაგოგებიდან მიღებული უკუკავშირიდან ჩანდა ,რომ საკითხი მართლაც იყო აქტუალური და საჭიროებდა გამოსწორებას.
რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ პედაგოგებმა აღნიშნეს,რომ მითითებული რეკომენდაციები დაეხმარათ და მომავალშიც დაეხმარებათ საგაკვეთილო პროცესების უკეთ წარმართვაში ,რათა ხელი შეეწყოს მოსწავლეებში წაკითხული ტექსტის გაგება -გააზრებასა და წაკითხული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას,მოსწავლეთა მიერ დავალებებში მოცემული ამოცანების დამოუკიდებად გადაჭრას; სხვადასხვა კუთხით რეალიზებას.

                                                თამარ პოპიაშვილი                          

წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრება დაწყებით საფეხურზე წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრება დაწყებით საფეხურზე                                                      Reviewed by Krwanisi's Public School on June 11, 2018 Rating: 5

top navigation

Powered by Blogger.