პედაგოგიური პრაქტიკის
კვლევა
როგორ გავუმარტივოთ არაქართულენოვან
მოსწავლეებს
წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრება
მასწავლებელი-იამზე ფუტკარაძე
თბილისი,2017
სარჩევი
შესავალი------------------------------------------------------------------------------------------3
პრობლემის აქტუალურობა--------------------------------------------------------------------4
პრობლემის გადაჭრის გზები------------------------------------------------------------------5
საკვლევი დიაგრამა-----------------------------------------------------------------------------6
საკვლევი კითხვარი-----------------------------------------------------------------------------7
ადაპტირებული ტექსტის ნიმუში------------------------------------------------------------8
რეკომენდაცია სხვა მასწავლებლებს---------------------------------------------------------10
სიტყვების განმარტება-------------------------------------------------------------------------11
დასკვნა------------------------------------------------------------------------------------------13
გამოყენებული ლიტერატურა----------------------------------------------------------------13
შესავალი
ყველა ქვეყნის
მოქალაქე ვალდებულია იცოდეს სახელმწიფო ენაზე გამართული წერითი და ზეპირი მეტყველება.შესაბამისად
საქართველოშიც სკოლის პერიოდიდანვე უნდა ისწავლებოდეს
ქართული ენის ლექსიკურ-გრამატიკული შესაძლებლობები,ნორმირებული, სტილისტურად გამართული წერა და მეტყველება. განათლების სისტემა სკოლის
პირველი კლასიდანვე მიმართული უნდა იყოს ასეთი
საკითხების კომპლექსურად,თანმიმდევრულად
სწავლებისაკენ,
რათა საფუძველი ჩაუყაროს ახალ თაობაში სწორ ენობრივ ორიენტირებას.
პრობლემის
აქტუალობა
სამწუხაროდ, ქართული
საჯარო სკოლა ამ მიმართულებით კრიტიკას ვერ უძლებს, უფრო მეტიც, არაქართულენოვან მოსწავლეებს ამ მხრივ მეტად რთული
მდგომარეობა აქვთ.როგორც ვიცით, ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები შექმნილია
ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით და
ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული სწავლებისთვისაა განკუთვნილი. ენობრივი
ამოცანები სახელმძღვანელოებში დასმულია შესასწავლი ტექსტებიდან გამომდინარე და იმ ამოცანებთან
მიმართებით, რომლებიც ამ ტექსტების მხატვრულსა თუ ფუნქციონალურ რეალიზებას უკავშირდება.
ლიტერატურული და ენობრივი საკითხების დიფერენცირებულად
შესწავლისას მოსწავლე რწმუნდება, რომ ტექსტი, როგორც აზრობრივი კონსტრუქცია, და მისი
განმახორციელებელი ენა ერთი განუყოფელი მთლიანობაა და ტექსტის შექმნის ამოცანის გადაწყვეტა უშუალოდ ენობრივ გამოცდილებასა და ძიებას უკავშირდება.
სახელმძღვანელოებში ტექსტები ტრადიციისამებრ ადაპტირებული სახითაა წარმოდგენილი, ოღონდ ეს არ გულისხმობს იმას, რომ ლიტერატურული ტექსტები
“სტერილურ“ სალიტერატურო ქართულად არის გარდაქმნილი. პერსონაჟთა მეტყველებაში შესაბამისი
სტილისტიკური ელემენტები შენარჩუნებულია, ზოგჯერ მიზანმიმართულადაა დატოვებული მწერლის
(ძირითადად კლასიკოსთა) ენის ის თავისებურებანი, რომლებიც შესაბამის მოვლენებზე (არქაულზე,
დიალექტურზე და სხვ.) საუბრის კარგ შესაძლებლობას იძლევა. პრობლემებიც აქ იკვეთება:
არაქართულენოვანი მოსწავლე ქართულ ენაზე გამართულად
ვერ მეტყველებს.მისთვის დამახასიათებელია მწირი ლექსიკა
, ვერ იგებს ბუნდოვან ,უცხო სიტყვების შემცველ
ტექსტებს. შესაბამისად ვერ იგებს წაკითხულის
დედააზრს.
აქვე აღვნიშნავთ, რომ წიგნში მოცემული ზოგიერთი აქტივობის
განხორციელება შესაძლოა გაართულოს ბავშვების მხრიდან ინსტრუქციის ვერგაგებამ, ისევ
მოსწავლეთა დაბალი ენობრივი კომპეტენციიდან გამომდინარე.
დღეს მასწავლებელი, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ფლობს
ყველა მეთოდს ტექსტის გაგება-გააზრებისკენ წინსვლისთვის, დიფერენცირებული სწავლების მიდგომას, სათანადოდ ვერ ახერხებს, დამწყებ არაქართულენოვან მკითხველს განუვითაროს
ტექსტის წაკითხვისა და გაანალიზების უნარ-ჩვევები.
არსებული პრობლემები გამოვლინდა ჩემს პრაქტიკაშიც. აღმოჩნდა, რომ მე-5 კლასში არაქართულენოვანი
მოსწავლეებისთვის საკმარისი არ იყო წინა ოთხ კლასში შესწავლილ სიტყვათა მარაგი, შესაბამისად
მეხუთე კლასის საპროგრამო ტექსტების დედააზრს
ვერ იგებდნენ.
ისმის კითხვა: როგორ გავუადვილოთ ბავშვებს წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრება?
პრობლემის
გადაჭრის გზები
პირველ რიგში,შევეცადე, დამედგინა
მოსწავლეთა ცოდნის არსებული დონე,რათა გამერკვია, თუ საიდან უნდა დამეწყო მათთან
მუშაობა.ამისთვის ავიღე 100 ლექსიკური ერთეული, რომელთა ცოდნა აუცილებელია მე-5 კლასელისთვის:
სიკეთე მაგიდა ზღაპარი ნათესავი გადმოცემა
სიყვარული კალამი კვამლი მტერი მშვიდდება
სულიერი ცი სკარი მსჯელობა მოყვარე აღშფოთება
აბსტრაქტული
დედაენა ანალიზი ქცევა შერიგება
წიგნი ღამე დანაშაული უზრდელი გულისტკივილი
მიდის დაისი თოკი ინტერესი დადებითი
წასვლა თამაში სუფრა დინჯი უარყოფითი
სწავლა მუშაობა სჭირდება თავაზიანი ნეიტრალური
კითხვა მგზავრი სჯობს ლამაზი ბუნებრივი
მეცადინეობა წერილი მოიყვანა მოხერხებული ხელოვნური
წერა ღმერთი აიღო მარჯვე კონკრეტული
მოსვლა ცეცხლი წაიღო პატრიოტი აბსტრაქტული
აღება სანთელი ბიძა მომზადება იბრძვის
დადება კიბე ბიცოლა აღფრთოვანება უმღერის
ნახვა წესრიგი ბაღი პეიზაჟი იცავს
საუბარი ყიდვა მუშა გულწრფელი გაფრთხილება
ჭამა მოყოლა სამართალი მატყუარა გადარჩენა
კეთება თხრობა ტყუილი პორტრეტი დასკვნა
ძილი თხზულება საქმე მნიშვნელოვანი გამოყენება
რვეული ემორჩილება შინაარსი შენიშვნა ადგილობრივი
დიაგრამა
აღმოჩნდა,
რომ მოსწავლეთა უმრავლესობამ არ იცოდა 100 -დან
60 სიტყვის მნიშვნელობა:
ü
მე-6
ა კლასში იცოდნენ 70 სიტყვის მნიშვნელობა;
ü
მე-6ბ-ში -55 სიტყვის მნიშვნელობა;
ü
მე-5-ში-
56 სიტყვა;
ü
მე-4
ში- 38 სიტყვის.
საკვლევი კითხვარი
ფოკუსჯგუფი-არაქართულენოვანი
მოსწავლეები(IV,V,VI,კლასები)
1.ახალი ახსნილი
ტექსტის დედააზრი შენთვის გასაგებია?
ა)დიახ ბ)არა გ)ნაწილობრივ დ)ზოგჯერ
2.გასაგებია თუ
არა შენთვის საკლასო დავალებები?
ა)დიახ ბ)არა
გ)ნაწილობრივ დ)ზოგჯერ
3.გასაგებია თუ
არა შენთვის საშინაო დავალებები?
ა)არა ბ)არა გ)ნაწილობრივ დ)ზოგჯერ
4.გიმარტივებს მასწავლებელი
შენთვის გაუგებარ სიტყვებს?
ა)დიახ ბ)არა გ)ნაწილობრივ დ)ზოგჯერ
5. იყენებს მასწავლებელი
გაკვეთილზე თვალსაჩინოებებს?
ა)დიახ ბ)არა გ)ნაწილობრივ დ)ზოგჯერ
6.კითხვის დასმის
დროს მასწავლებელი გაძლევს ფიქრის საშუალებას?
ა)დიახ ბ)არა გ)ნაწილობრივ დ) ზოგჯერ
7.გაკვეთილზე მასწავლებელი
იყენებს მიმიკა-ჟესტიკულაციას?
ა)დიახ ბ) არა გ)ნაწილობრივ დ)ზოგჯერ
საკვლევი
კითხვარით დადასტურდა,რომ მოსწავლეები ვერ იგებდნენ წაკითხულის დედააზრს,საკლასო და
საშინაო დავალებებს,მასწავლებელი ,ზოგადად, კლასისთვის ამარტივებდა ახალ გაუგებარ სიტყვებს,არ
იყენებდა მასწავლებელი მიმიკა-ჟესტიკულაციას,ზეპირი გამოკითხვითაც გამოიკვეთა,მასწავლებელი
არ იყენებს თვალსაჩინოებებს,ნაწილობრივ აძლევს არაქართულენოვან მოსწავლეს ფიქრის საშუალებას
და სხვ....
პრობლემის მოსაგვარებლად დავიწყე მუშაობა: მე-5
კლასში არაქართულენოვანი მოსწავლეებს შევუდგინე
ადაპტირებული ტექსტი აკაკი წერეთლის“ დათუნა გოცირიძე“
აკაკი წერეთელი, „დათუნა გოცირიძე“
( ძველებური
ამბავი)
1.
დათუნა გოცირიძე რაჭაში ცხოვრობდა. ის მთელ იმერეთში ვაჟკაცობით იყო ცნობილი. მან გაზარდა თავისი დისწული ივანე კვიტაშვილი. სახელოვანი მოსწავლე ბიძის გვერდით
იბრძოდა...რა სჯობია ამ ბედნიერების განცდას?!...ბიძასა
და დისშვილს პირველობის სურვილი ჰქონდათ, დიდება უყვარდათ.
ამიტომ მათ ერთმანეთის მიმართ შური გაუჩნდათ. თანდათან მათი
ძლიერი სიყვარული მტერმოყვრობით შეიცვალა.
ერთხელ მეფე გეგუთის სასახლეში ბრძანდებოდა. მას მოზვერი
აჩუქეს.მეჯოგეები ძლივს აჩერებდნენ პირუტყვს. მეფე აივნიდან უყურებდა ოთხფეხის ურჩობას და თქვა:
ნეტავ, ვინმემ შეძლოს ,რომ არ აწვალოს და თავი ხმლის ერთი მოქნევით მოკვეთოსო.უთხრეს, მაგას, დათუნა გოცირიძის გარდა, ვერავინ გაბედავსო.
დაიბარეს დათუნა.
მეორე დილას გეგუთის მინდორში შემოხაზეს
წრე. შემოავლეს გალავანი, აუშვეს მოზვერი.
პირუტყვი შეხტა, ფეხებითა და რქებით მიწას
თხრიდა.მეფემ დათუნას უბრძანა, მოზვერს თავი მოჰკვეთეო. დათუნა შევიდა წრეში,
მოზვერი მისკენ გაიქცა,დათუნა განზე გახტა, მოიმარჯვა ხმალი და დაჰკრა.გაბრაზებული პირუტყვი ჯერ წინა
მუხლებზე დაეცა, შემდეგ გადაგორდა.თავი ისევ კისერზე ება, თუმცა კისრის ძვლები დაბეგვილი ჰქონდა.
გაუკვირდა ვაჟკაცს...დახედა ხმალს და ნახა, რომ პირი ბლაგვი
ჰქონდა. ვინ გაბედა ჩემი ხმლის შერცხვენაო,
ჩაიდუდუნა, სინდისს ვფიცავ, თუ ეს შევარჩინო ამის გამკეთებელს...უნდა შევებრძოლოთ ერთმანეთს.....ან ის და ან მეო.
თურმე იმ წინა ღამეს დისწული მიჰპაროდა მძინარე ბიძას, ამოეღო ხმალი ქარქაშიდან და დაებლაგვა პირი.
ვაჟკაცის სიტყვა
გაუტეხელია!
ვერც მეფემ, ვერც ნათესავებმა
ვერ შეარიგეს ბიძა-დისწული.
ახალგაზრდა კვიტაშვილი იძულებული გახდა, დაეტოვებინა რაჭა და იმერეთში
გადასახლებულიყო. საყვარელი დისშვილისა
და აღზრდილის დაკარგვა გაუჭირდა დათუნასაც. ორგვარი
გრძნობის ჭიდილი აწუხებდა...საყვარელ
დისშვილს ვერ იმეტებდა, ასევე უჭირდა ვაჟკაცური დაჩემების გატეხა. დანაღვლიანდა.
სიტყვების განმარტება:
დისწული-------დისშვილი;
ცნობილი
-------ვისაც იცნობენ
ვაჟკაცობით;
რა სჯობია ამ
ბედნიერების განცდას?-----ასეთ ბედნიერებას არაფერი სჯობს;
პირველობის სურვილი--------პირველ
ადგილზე ყოფნის სურვილი;
ჩამავალი მზე
ამომავალ მთვარეს განზე უყურებსო--------მოხუცი ახალგაზრდას
ეჭვით უყურებსო (არ ენდობა);
დიდება--------ქება;
შური-------არ
უხარია სხვისი კარგი ამბავი;
მტერმოყვრობა-----
მტრობა და მოყვრობა;
გეგუთი--------სოფელი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში;
მოზვერი-------ახალგაზრდა
ხარი;
მეჯოგეები-----ცხენების
(საქონლის)პატრონები;
პირუტყვი------შინაური
ცხოველი;
ხმლის ერთი მოქნევით-----ხმლის
ერთხელ დარტყმით;
აივანი--------სახლის
ღია ნაწილი,შემოვლებული ხით ან რკინით;
ურჩობა------დაუმორჩილებლობა;
გალავანი----ქვის
კედელი;
განზე--------გვერდით;
მოიმარჯვა-------მოხერხებულად
დაიჭირა ;
დაბეგვილი------დაბეჟილი;
ბლაგვი-
------რასაც პირი არ უვარგა,აღარ ჭრის (დანა);
სინდისს ვფიცავ,
თუ ეს შევარჩინო------- ვფიცავ, არ ვაპატიებ (ასე ეტყვიან მოსაუბრეს ნათქვამის სიმართლეში დასარწმუნებლად);
გამისწორდეს-
შემებრძოლოს;
ქარქაში------ხმლის
ბუდე;
ვაჟკაცის სიტყვა
გაუტეხელია-----ძლიერი მამაკაცი სიტყვას აუცილებლად შეასრულებს;
ჭიდილი------
სირთულესთან ბრძოლა;
უჭირდა ვაჟკაცური
დაჩემების გატეხა-----უჭირდა ნათქვამის არშესრულება;
ჩემ მიერ შესრულებული
ეს აქტივობა წარმატებული აღმოჩნდა იმდენად, რამდენადაც ტექსტის დედააზრი კარგად გაიგეს
ბავშვებმა და მოსაწყენი არ იყო მათთვის აღნიშნული გაკვეთილი.
სასწავლო წლის ბოლოს
კვლავ ჩავატარე ასსიტყვიანი „გამოცდა“,იმავე და ახალშედგენილი ტესტით, შედეგი იყო გაუმჯობესებული,
მოსწავლეთა უმრავლესობამ იცოდა 100-დან 95,90,97 სიტყვა.
რეკომენდაცია
სხვა მასწავლებლებს
პირველ რიგში აღნიშნულ მოსწავლეებს, ინსტრუქციების ენა
გავუმარტივოთ მათ ენობრივ კომპეტენციამდე, ვამუშაოთ ტექსტში მოცემულ როგორც გაუგებარ, ისე საკვანძო
ლექსიკურ ერთეულებზე (სხვადასხვა სახალისო აქტივობით), ინტენსიურად გამოვიყენოთ მკვეთრი
მიმიკა-ჟესტიკულაცია, გამოვიყენოთ რაც შეიძლება მეტი თვალსაჩინოება, გამარტივებული
ფრაზებით ხმამაღალი ფიქრის მეთოდი.
გაკვეთილზე
მოსწავლეს უნდა მივაწოდოთ:
·
სახელმძღვანელოში მოცემული
ტექსტის ადაპტირებული ვარიანტი;
·
ტექსტში არსებული მათთვის გაუგებარი ლექსიკური ერთეულების
განმარტება;
ამის შემდეგ-
·
საპროგრამო
ტექსტი.
არაქართულენოვანი მოსწავლე მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ახერხებს წაკითხული
ტექსტის დედააზრის გაგება-გააზრებასა და დასკვნის სახით აუდიტორიის წინაშე მის წარდგენას,
აგროვებს ლექსიკურ მარაგს, გამოყოფს საკვანძო სიტყვებს,ადვილად იაქტიურებს წინარე ცოდნასა
და აღწევს შედეგს. წაკითხული ტექსტის გაგება სწავლის პროცესს საინტერესოსა
და სასურველს ხდის,მოსწავლეს უჩნდება კითხვის მოტივაცია, რაც ასევე ხვეწს კითხვის
ტექნიკურ მხარეს-გაწაფულ კითხვას.
ადაპტირებული ტექსტი უნდა განისაზღვროს შემდეგი საკვანძო პარამეტრებით:
ü ტექსტის
ზომა (სიტყვებისა და წინადადებების სრული რაოდენობა);
ü წინადადებების
საშუალო სიგრძე (სიტყვების საშუალო რაოდენობა
წინადადებაში);
ü ძნელად
დეკოდირებადი სიტყვების პროცენტული წილი ტექსტში (გრძელი სიტყვები და მრავალთანხმოვნიანი
სიტყვები);
ü სემანტიკურად
რთული სიტყვების პროცენტული წილი ტექსტში;
ü სიტყვის
საშუალო სიგრძე (ასოების რაოდენობა სიტყვაში);
ü შრიფტის
ზომა;
ü ილუსტრაციები
(ტექსტისა და ილუსტრაციების განაწილება გვერდზე).
დასკვნა
არაქართულენოვანი
მოსწავლე მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ახერხებს წაკითხული ტექსტის დედააზრის გაგება-გააზრებასა და დასკვნის
სახით აუდიტორიის წინაშე მის წარდგენას, აგროვებს ლექსიკურ მარაგს, გამოყოფს საკვანძო
სიტყვებს,ადვილად იაქტიურებს წინარე ცოდნასა და აღწევს შედეგს.
წაკითხული ტექსტის გაგება სწავლის პროცესს საინტერესოსა და სასურველს ხდის,მოსწავლეს
უჩნდება კითხვის მოტივაცია, რაც ასევე ხვეწს კითხვის ტექნიკურ მხარეს-გაწაფულ კითხვას.
შესაბამისად,
მხოლოდ ასე შევძლებთ სასწავლო პროცესის მორგებას არაქართულენოვან მოსწავლეთა საჭიროებებზე.
მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი, საქართველოს
ზოგადი განათლების სისტემაში მიღებული გამოცდილების საფუძველზე არაქართულენოვანმა მოსწავლემ
გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის
ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების
მიმართ.
გამოყენებული ლიტერატურა
1.დაწყებითი განათლების
პროექტ G-PRAID-ის საკითხავი წიგნი;
2.ქეთევან ჭკუასელი,
ივანე ჭკუასელი, პედაგოგიკის ზოგადი საფუძვლები, გამომცემლობა „ინტელექტი“,
თბილისი 2012წ. გვ.
21
კვლევის რეფლექსია
2016-2017 სასწავლო
წელს განვახორციელე პრაქტიკული კვლევა „როგორ გავუადვილოთ არაქართულენოვან მოსწავლეებს
წაკითხულის გაგება-გააზრება.“
კვლევის შედგად
ჩამოყალიბდა რეკომენდაციები შემდეგი სახით:
1.
სწავლების
პროცესში ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე,რომ შეძენილი ცოდნა შესაძლოა გამოყენებული
იქნას სხვა სიტუაციაში,რადგან ქართული ენა სხვა საგანთა სწავლების საფუძველია.
2.
სწავლის
პროცესში მოსწავლემ თავად უნდა აღმოაჩინოს
პრობლემის გადაჭრის ძირითადი პრინციპები.
3.
ცოდნა
,რომლის ტრანსფერიც ხდება, უნდა იყოს მიზეზ-შედეგობრივი მიმართების შემცველი.
4.
უნდა ჩატარდეს ინტეგრირებული და დიფერენცირებული
გაკვეთილები ხშირად,რათა მოხერხდეს პრაქტიკული
ცოდნის გამოყენება.
ამ
რეკომენდაციებისა და კვლევის შედეგები კვლავ
გავუზიარე სამუშაო შეხვედრაზე კოლეგებს.
გადავეცი წერილობითი ფორმით,რომელსაც დავამატე სიტყვიერი კომენტარები.პედაგოგებიდან
მიღებული უკუკავშირიდან ჩანდა ,რომ საკითხი მართლაც იყო აქტუალური და საჭიროებდა გამოსწორებას.
რეკომენდაციების
გათვალისწინების შემდეგ პედაგოგებმა აღნიშნეს,რომ მითითებული რეკომენდაციები დაეხმარათ
და მომავალშიც დაეხმარებათ საგაკვეთილო პროცესების უკეთ წარმართვაში ,რათა ხელი შეეწყოს
მოსწავლეთა ცოდნის სხვადასხვა კუთხით რეალიზებას.
იამზე
ფუტკარაძე
როგორ გავუმარტივოთ არაქართულენოვან მოსწავლეებს წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრება
Reviewed by Krwanisi's Public School
on
June 11, 2018
Rating: