recent posts

banner image

მე-6 კლასში ჯგუფური მუშაობის დროს წარმოშობილი არა თანამშრომლობითი ურთიერთობის პრობლემა და მისი გადაჭრის გზები


სარჩევი
შესავალი-------------------------------------------------------------------------------------------------1,2
საკვლევი პრობლემა -------------------------------------------------------------------------------------4
საკვლევი თემის მნიშვნელობა და აქტუალობა  ------------------------------------------------------4
საკვლევი თემის განსაზღვრა----------------------------------------------------------------------------4
კვლევის მიზანი ------------------------------------------------------------------------------------------5
პროექტის სამიზნე ჯგუფი-------------------------------------------------------------------------------5
ლიტერატურის მიმოხილვა -----------------------------------------------------------------------------5
მეთოდოლოგია --------------------------------------------------------------------------------------------
პრობლემის აღწერა ---------------------------------------------------------------------------------------9
საკვლევი კითხვები --------------------------------------------------------------------------------------9
კვლევის გეგმა--------------------------------------------------------------------------------------------10
 მონაცემების შეგროვება --------------------------------------------------------------------------------11
პირველადი მონაცემების შედეგები-------------------------------------------------------------------12
ინტერვენციები -------------------------------------------------------------------------------------------
 ინტერვენციების შეფასება -----------------------------------------------------------------------------13
კვლევის მიგნებები --------------------------------------------------------------------------------------14
 ინტერვენციების განხორციელება--------------------------------------------------------------------15
განმეორებითი კვლევა----------------------------------------------------------------------------------16
ცვლილებების შედარება--------------------------------------------------------------------------------17
დასკვნა ---------------------------------------------------------------------------------------------------17
რეკომენდაციები ----------------------------------------------------------------------------------------18
თვითკრიტიკა (კვლევის ნაკლოვანებები) -----------------------------------------------------------19
გამოყენებული ლიტერატურა--------------------------------------------------------------------------20
დანართები ------------------------------------------------------------------------------------------------
დანართი 1 ------------------------------------------------------------------------------------------------21
დანართი 2 ------------------------------------------------------------------------------------------------22
დანართი 3 ------------------------------------------------------------------------------------------------23
დანართი 4 ------------------------------------------------------------------------------------------------24
დანართი 5------------------------------------------------------------------------------------------------25






პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

პედაგოგი: ირმა ნიჟარაძე

თემა:  „ მე-6 კლასში ჯგუფური მუშაობის დროს წარმოშობილი არა თანამშრომლობითი ურთიერთობის პრობლემა  და მისი გადაჭრის გზები“

                                 2016-2017 სასწავლო წელი























საკვლევი პრობლემა
„ მე-6 კლასში ჯგუფური მუშაობის დროს წარმოშობილი არა თანამშრომლობითი ურთიერთობის პრობლემა  და მისი გადაჭრის გზები“
საკვლევი თემის მნიშვნელობა და აქტუალობა
მოცემული კვლევა ეძღვნება მოზარდებში დემოკრატიული ცნობიერების შესწავლას. ამასთანავე, ინტერვენციის შედეგად იმ  გზებისა და საშუალებების გამოძებნას, რომლებიც უფრო ეფექტურს გახდის სასწავლო პროცესს და მოსწავლეებში აამაღლებს დემოკრატიულ უნარ-ჩვევებს თანამშრომლობითი სწავლების გამოყენებით. კვლევაში განხილულია ერთობლივი  სწავლების უპირატესობანი ინდივიდუალურ სწავლებასთან შედარებით და ამის საფუძველზე მოსწავლეებში თანამშრომლობითი და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარება, რომელიც სარგებელს მოუტანს როგორც მასწავლებელს, რადგან თანამშრომლობითი სწავლება არის საგაკვეთილო  პროცესის გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, ასევე სკოლას, რადგან  „სკოლის არსებითი  მიზანი მოსწავლეებისათვის არა მხოლოდ ცოდნის გადაცემაა, არამედ დემოკრატიული უნარების გამომუშავება, ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციაა დემოკრატიული პრინციპების სრული დაცვით“

საკვლევი თემის განსაზღვრა
 ჩვენი სკოლის მე-61 კლასში გარკვეული პრობლემები წამოიჭრა ჯგუფური მუშაობისთვის კლასის  მომზადებისას, რომლის დროსაც ჯგუფები უნდა შემერჩია  შემთხვევითობის პრინციპით. ჯგუფებს ყოველთვის მოსწავლეთა სურვილით  ვადგენდი, მაგრამ შემდგომმა პრაქტიკამ მიჩვენა ,რომ მოსწავლეები შეეჩვივნენ ერთი და იგივე ბავშვებთან მუშაობას. გაძლიერდა მოსწავლეების  გარკვეული ნაწილი, უმრავლესობა კი ყურადღების მიღმა დარჩა. ისინი ვერ ერთვებოდნენ ჯგუფებში და დისკომფორტს განიცდიდნენ. რა თქმა უნდა მოსწავლეთა შედეგებიც დაბალი იყო. გადავწყვიტე დაკვირვება მეწარმოებინა მათზე პირველი სემესტრის მეორე ნახევრის ბოლომდე. ჩემი დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა , რომ მოსწავლეთა მაღალ პროცენტს ერჩივნა მოხვედრილიყო ჯგუფში იმ თანაკლასელთან,  რომელთანაც მოსწონდა მუშაობა, კომუნიკაცია და რომელთანაც მეგობრობდა  უფრო მეტად როგორც სკოლაში ასევე სკოლის გარეთ და ასევე  ვისთანაც შეჩვეული იყო პარტნიორობას. მოსწავლეთა მეტი წილი, ძირითადად ძლიერი მოსწავლეები, პროტესტს აცხადებდნენ მიცემული დავალებების შესრულებაზე თუკი ჯგუფში მოხვდებოდნენ სუსტ მოსწავლეებთან. ასეთი საქციელი მოსწავლეთა მხრიდან იწვევდა დაძაბულობას, ქაოსს და არამეგობრულ ურთიერთობას. კლასში  იყო კონფლიქტური სიტუაციები, რომელიც ხელს უშლიდა მოსწავლეთა ჯგუფებში მუშაობას და ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბებას. რა თქმა უნდა ეს გავლენას ახდენდა მოსწავლეთა ქცევაზე, მათ შედეგებზე და მიზნის მიღწევაზე. აქედან გამომდინარე მეორე სემესტრიდან დავიწყე კვლევისათვის მზადება. ჩამოვაყალიბე პრობლემა, მიზანი, დავსახე ამოცანები, გავეცანი ლიტერატურას და შევადგინე სამოქმედო  გეგმა.


კვლევის მიზანი
მე-6 კლასში მოსწავლეთა შორის ჯგუფური მუშაობისას არათანამშრომლობითი  დამოკიდებულების გამომწვევი მიზეზების დადგენა, შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა, განხორციელება და მიღწეული შედეგების შეფასება.
სამიზნე ჯგუფი
 დაწყებითი საფეხური, მე-6 1კლასის მოსწავლეები
ლიტერატურის მიმოხილვა
მოსწავლეზე ორიენტირებულმა განათლებამ ძლიერი ბიძგი მისცა თანამშრომლობითი პედაგოგიკის განვითარებას და ის დღეს ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოში. სასწავლო პროცესის ორგანიზაციის ფორმებს შორის აღსანიშნავია წყვილებში და ჯგუფებში მუშაობა. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ერთობლივად სწავლა არამარტო უფრო იოლი და საინტერესოა, მნიშვნელოვნად ეფექტიანიცაა. აღსანიშნავია, რომ ეს ეფექტიანობა ეხება როგორც აკადემიურ წარმატებებსა და  ინტელექტუალურ განვითარებას, ისე - ზნეობრივ ზრდას. თანამშრომლობითი სწავლება თავისი მიზნის მისაღწევად ხშირად იყენებს კლასში ჯგუფური მუშაობის (მეცადინეობის) მეთოდს. ახალი პედაგოგიური ტექნოლოგიების განხორციელებაც ხშირ შემთხვევაში ჯგუფური მუშაობის მეთოდთან არის დაკავშირებული. ურთიერთობათა თვალსაზრისით ჯგუფური მეცადინეობის დანიშნულება  არის ის, რომ ჯგუფის თითოეული მოსწავლე თავს კომფორტულად გრძნობდეს, მაქსიმალურ შედეგებს აღწევდეს და ამხანაგებთან და მასწავლებლებთან თანამშრომლობდეს. ასეთ  პირობებში ჯგუფური მუშაობა დადებით ზემოქმედებას ახდენს პიროვნების განვითარებაზე .როგორც ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებშია განსაზღვრული „სასკოლო განათლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ საზოგადოების მომავალ წევრებს განუვითაროს ზოგადი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები(წერა კითხვა, მეტყველება , მოსმენა) და ამ გზით მოხდეს მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია
თანამშრომლობითი ჯგუფის მუშაობა ეფექტური სასწავლო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. თანამშრომლობითი სწავლა უფრო მეტია ვიდრე მოსწავლეების "ერთად მუშაობა". ჯგუფური სამუშაოს უპირველესი მიზანია,


რომ მოსწავლეები აქტიურად ჩაერთონ სწავლის პროცესში, სადაც განსაზღვრულია საერთო მიზანი. ასეთი დაჯგუფება მოსწავლეებს საშუალებას აძლევთ, რომ გააუმჯობესონ თავისი და ერთმანეთის სწავლა.
სასწავლო პროცესში თანამშრომლობითი ჯგუფები მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, რომ მათ ცხოვრებისეულ კონტექსტში ისწავლონ ერთმანეთისგან და ასწავლონ ერთმანეთს. "1990-იან წლებში, ორგანიზაციების შესწავლისას გუნდური მუშაობა აღმოჩნდა ყველაზე მეტად დაფასებული მენეჯერული კომპეტენცია მსოფლიოში" (გოლემანი, 1998).
თავისი არსით, თანამშრომლობითი სწავლა/სწავლება მოსწავლეზე ორიენტირებული მეთოდია. დამოუკიდებელი და კონკურენტული სწავლებისგან განსხვავებით, თანამშრომლობითი სწავლა /სწავლების ამოსავალი წერტილი მოსწავლეა, თანამშრომლობითი სწავლის სიტუაციაში ინტერ აქცია  ხასიათდება პოზიტიური მიზნით, რომელიც ურთიერთდამოკიდებულია ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე" (ჯონსონი და ჯონსონი, 1998)
ვიგოტსკის თანახმად (1978), მოსწავლეები უფრო მაღალ ინტელექტუალურ დონეს ავლენენ კოლაბორაციულ  გარემოში, ვიდრე დამოუკიდებლად სწავლისას.
ჯონსონის მიხედვით (1989), თანამშრომლობითი სწავლა კონკურენტულ და ინდივიდუალურ მეთოდებთან შედარებით ა) უფრო მაღალ პროდუქტიულობას და მიღწევებს უზრუნველყოფს; ბ) უფრო მზრუნველობითია და ხელშემწყობი; გ) აძლიერებს ფსიქოლოგიურ და სოციალურ კომპეტენციებს და თვითშეფასების უნარს (NEA Reviews of the Research on Best Practices in Education).
როგორც აღვნიშნეთ, კოლაბორაციული სწავლის პროცესის მთავარი აქტორები მოსწავლეები არიან. სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ მოსწავლეებს თანამშრომლობითი სწავლის მეთოდით მიღებულ სასწავლო შედეგებთან მეტი პირადი კავშირი აქვთ. მათ თემა უკეთესად იციან და თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის განცდა ეუფლებათ.
თუმცა არის შემთხვევები როდესაც მოზარდი დამოუკიდებლად ცდილობს წარმატების მიღწევას და მისი შედეგები უარყოფითად არ მოქმედებენ სხვათა მიღწევებზე (Berry,2003). შესაბამისად, მოსწავლის ყურადღება გადატანილია პირად ინტერესზე,  შედეგსა და წარმატებაზე და მას ნაკლებად აღელვებს თანაკლასელთა შედგები (Johnson&Johnson, 1989).  ამ სახის სწავლებას თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ცალმხრივი ინსტრუქციის მოდელი, რომელშიც მასწავლებელი ცოდნას გადასცემს მოსწავლეებს. (Salomon&Perkins,1989) მოსწავლეები მუშაობენ დამოუკიდებლად და არ აქვთ  განცდა, რომ თანაკლასელები შეუშლიან ხელს მუშაობაში.

თანამშრომლობითი სწავლება დასავლეთის საგანმანათლებლო სისტემის განუყოფელი სასწავლო სტრატეგიაა.  შეიძლება თამამად ითქვას, რომ თანამშრომლობითი სწავლების გამოყენებამ  ძირეულად შეცვალა ამერიკული თუ აზიური სასკოლო სისტემა და „რევოლუცია“ მოახდინა როგორც მოსწავლეთა, ასე მასწავლებელთა ცნობიერებაში (Gailett,1994, Brown&Thomson,2000). 
ვიგოტსკის  რომ დავუბრუნდეთ, თანამშრომლობითი სწავლის პროცესში მოსწავლე ინტელექტუალურ შესაძლებლობებს ავლენს ისეთი პასუხისმგებლობების გაზიარებით, როგორებიცაა: მიზნის მიღწევა, მოსაზრების მკაფიოდ წარმოჩენა, საკითხის კრიტიკულად განხილვა, მკაფიო და ღია კომუნიკაცია, სხვისი აზრის მოსმენა, მოსაზრებათა ანალიზი და შერწყმა.
თანამშრომლობითი სწავლა გუნდური მუშაობის პრინციპზეა აგებული. გუნდში გაერთიანებულია სხვადასხვა დონის/ სწავლის სტილის/ შესაძლებლობის/ ეთნიკური და სოციალური წარმომავლობის მოსწავლეები. გუნდის მიზანია, ერთობლივად მიაღწიოს მიზანს. ეს განაპირობებს თითოეული წევრის პასუხისმგებლობას და ერთმანეთის დახმარების სურვილს.
მოსწავლეთა თანამშრომლობა თანამედროვე  სკოლის პრინციპების რეალიზაციის ძირითადი ფაქტორია. ინდივიდთა შორის თანამშრომლობა, მათი პერსონალური ურთიერთდამოკიდებულების კომპონენტების ერთობლივ ასახვაში ვლინდება (Jojnson&Johnson,1989). სოციალური ურთიერთდამოკიდებულების თეორიის მიხედვით  ადამიანური ურთიერთობები და თანამშრომლობა წარმოადგენს ყოველივე  წარმატებული საქმიანობის საფუძველს.
მინესოტის უნივერსიტეტის პროფესორებმა, დევიდ და როჯერ ჯონსონების მრავალმა კვლევამ დაადგინა თანამშრომლობითი სწავლების როლი მოზარდის მრავალმხრივგანვითარებაში(Humphreys,Johnson&Johnson;1982;Johnson,Johnsn&Maruyama,1981; Johnson,Maruyama,Johnson,Nelson&Skon;1983; Johnson&Johnson,2002). ჯონსონების შეხედულებით, თანამშრომლობით სწავლებაში, წარმატების მისაღწევად, ჯგუფის პოტენციალის სრული წარმოჩენა მნიშვნელოვანია. მოზარდს უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული ინდივიდუალური როლი ჯგუფში.
თანამშრომლობითი  სწავლების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ელიზაბეტ კოჰენმა (Elizabeth  Cohen). მისი შეხედულებით თუ სასწავლო ჯგუფებში არაა დაცული სტრუქტურა და წესები, მაშინ უმჯობესია მოსწავლეებმა ინდივიდუალურად იმუშაონ. კოჰენი, ისევე როგორც ჯონსონები,  მიიჩნევდა, რომ ჯგუფში თითოეულ წევრს თანაბარი უფლებებით უნდა ესარგებლა; ამასთანავე, დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები არ უნდა ყოფილიყვნენ იგნორირებულნი. მაღალი აკადემიური შედეგის მქონენი დომინანტის როლით წამყვან პოზიციებზე უნდა მდგარიყვნენ, რათა მომხდარიყო ბალანსირება შეფასებაში პრობლემის მქონე მოზარდებთან. კოჰენმა(1994) ჯგუფში ინტეგრირებისათვის შეიმუშავა მოსწავლეთა განსხვავებული ქცევის სტრატეგიები.  ინტეგრირების წარმატება განპირობებულია სიფრთხილით შერჩეული სტრატეგიებისა და შემუშავებული ნორმების სრული დაცვით. არასტანდარტული დავალებების შესრულებისას, საზღვრული ნორმების სრული დაცვა იძულებულს ხდის ყველა მოსწავლეს, იმუშაონ და ისწავლონ ერთად. პროცესში შესაძლებელია ზოგიერთ მოსწავლეს მოუწიოს იდეათა უარყოფა. ძიების გზებში დასაშვებია პრობლემათა წარმოშობა, როგორიცაა კონფლიქტი და ემოციები, მაგრამ აქვე უნდა მოხდეს მათი დაძლევა.  ფასილიტატორმა,  რომლის როლიც მასწავლებელს აკისრია, ყოველმხრივ უნდა გაუკეთოს მოდიფიცირება მისაღებ მოდელს, რათა არ იქნას შელახული რომელიმე მოსწავლის გრძნობები და იდეები (Cohen,1994). თანამშრომლობით სწავლებაში გადამწყვეტ როლს მოსწავლეთა შორის პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულება ასრულებს. პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულება წყვეტს ისეთ ამოცანას, როგორიცაა მოსწავლეთა მიერ წარმატება-წარუმატებლობის აღქმა, ერთობლიობა და გუნდურობა.
ამრიგად, თანამშრომლობითი სწავლების შესახებ ჩატარებული კვლევებიდან შესაძლებელია დასკვნა, რომ ერთობლივი სწავლება მრავალმხრივ გავლენას ახდენს მოსწავლეზე, ეს იქნება  აკადემიური მიღწევა, უნარ-ჩვევების გამომუშავება, თუ ცნობიერების ამაღლება.
დასკვნით ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ  თანამშრომლობითი სწავლების გამოყენება სკოლაში მნიშვნელოვანია  აკადემიური შეფასებისა და სოციალური მიღწევებისათვის,  (Santoro, Borges&Santos, 2005). ანუ, პირველი მიღწევაა მოსწავლეთა აკადემიური შედეგების გაუმჯობესება, ურთიერთობებისა და სოციალური განვითარების დახვეწა. მეორე მიღწევაა თანამშრომლობითი უნარის გამომუშავება, რომელიც მოსწავლეებში ავითარებს აზროვნების ელემენტებსა და პრობლემის გადაჭრის ძიების გზებს, ამასთანავე, დემოკრატიულ ცნობიერებას ამაღლებს. მესამე მიღწევაა, სხვადასხვა აკადემიური მოსწრების მოსწავლეების ერთმანეთის მიმართ დადებითად განწყობა და სინქრონული მუშაობა ჯგუფებში.

თუმცა ქართული ზოგადსაგანმანათლებლო სისტემა განასხვავებდა დასავლური სისტემებისგან, რასაც განაპირობებს უამრავი ფაქტორი, მათ შორის ტრადიციები, სტერეოტიპული მიდგომები, სოციალური უნარ ჩვევები.
პრობლემის აღწერა
      პრაქტიკული კვლევა ჩავატარე სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის  საჯარო სკოლის მე-61 კლასში. კლასში  სწავლობს 20  მოსწავლე.   კლასი არის  საშუალოზე მღალი აკადემიური მოსწრების. ინგლისურ ენაში  მოსწავლეთა  საშუალო ქულა არის 8. ეს საშუალებას მაძლევს კლასში ვიმუშაო მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობებით, განვახორციელო სხვადასხვა სახის  პროექტები, გამოვიყენო მოსწავლეთა ორგანიზების ისეთი ფორმა როგორიცაა  ჯგუფებში/წყვილებში, მუშაობა, რომელიც განაპირობებს კომუნიკაციისა და  თანამშრომლობითი უნარების განვითარებას. ამასთან ერთად, თავისი აქტუალობიდან გამომდინარე, ის   მნიშვნელოვანი  ორგანიზების ფორმაა ნებისმიერი საგნის მასწავლებლისათვის, რადგან ხელს უწყობს მოსწავლეებში სოციალური  უნარ- ჩვევების განვითარებას და არის საგაკვეთილო  პროცესის გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი.
საკვლევი კითხვები
კვლევის მთავარი კითხვა- რა არის მე-61 კლასში ჯგუფური მუშაობის  დროს მოსწავლეთა უმეტესობის მხრიდან თანამშრომლობაზე უარის თქმის მიზეზი/მიზეზები?
კვლევის მთავარ კითხვაში აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზების დადგენაში დამეხმარება შემდეგ   ქვეკითხვებზე  პასუხის გაცემა:
Ø  ორგანიზების რომელ ფორმას ანიჭებენ მასწავლებლები უპირატესობას
Ø  რამდენად ხშირად იყენებენ ჯგუფურ მუშაობას
Ø  რა პრინციპით ანაწილებენ მოსწავლეებს ჯგუფებში
Ø  შეხვედრიან თუ არა რაიმე პრობლემებს ჯგუფების დაკომპლექტების დროს
o   თუ  შეხვედრიან, რაში გამოიხატებოდა ეს პრობლემა
Ø  იცნობს თუ არა  დამრიგებელი კლასის სოციალურ პირობებს
Ø  აქვთ თუ არა მის  მოსწავლეებს მეგობრული ურთიერთობა
Ø  ხომ არ გამოკვეთილა გენდერი ან რაიმე სხვა სახის უთანასწორებები
Ø  როგორია მათი ურთიერთობები საკლასო ოთახის გარეთ
აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გასაცემად შევიმუშავე
კვლევის გეგმა.
კვლევის სანდოობის გაზრდის  მიზნით მონაცემების შეგროვების მეთოდად გამოვიყენე:
Ø  ინტერვიუ
Ø  ფოკუსჯგუფი
Ø  დაკვირვების შედეგები
Ø  ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილზე
Ø  კითხვარები
კვლევის პირველ ეტაპზე შემუშავებული ანკეტებით ჩავატარე კვლევა. ცდის პირები იყვნენ 11 წლის მოზარდები( იგივე მე-6 კლასის მოსწავლეები), რომლებიც კვლევის  პერიოდში  ავსებდნენ კითხვარებს ანონიმურობის სრული დაცვით, თავისუფალ რეჟიმში, შეუზღუდავად.  მხოლოდ ავუხსენი, თუ როგორ უნდა შეევსოთ ანკეტები. საკვლევი პრობლემის აქტუალობის დასადგენად ინტერვიუ ჩავწერე მე-62 კლასის მოსწავლეებთან, (ფოკუს ჯგუფი) და კლასის დამრიგებელთან. ანკეტირებით გამოკითხვა ჩავატარე  ამავე კლასის  სხვა  საგნების მასწავლებლებთან. კვლევის ეს ეტაპი ჩატარდა 2017 წლის თებერვალში. ამავე პერიოდში მასწავლებლებთან საუბრის რეჟიმში  დიალოგის ჩატარების შედეგად შევუთანხმდი ზოგიერთი  საგნის მასწავლებელს ,(მათემატიკა, ისტორია, .რუსული, სპორტი, ისტ-ი), რომ დავესწრებოდი გაკვეთილზე და დავაკვირდებოდი მოსწავლეთა ურთიერთობებს მუშაობის განმავლობაში ჯგუფური იქნებოდა თუ ინდივიდუალური, რათა დამედგინა  რა იყო გასაუმჯობესებელი და რა შეიძლება ყოფილიყო აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზი/ მიზეზები.
ვფიქრობ ,რომ აღნიშნული კვლევის შედეგად გაუმჯობესდება თანამშრომლობითი ურთიერთობა მოსწავლეებს შორის
მონაცემების შეგროვება:
ფოკუსჯგუფი  ჩატარდა პარალელური კლასის მოსწავლეებთან იმ მიზნით, რომ მიმეცა მათთვის აზრის გამოთქმის საშუალება რათა  დამენახა როგორი არის კლასის გარეთ მე-61 კლასის მოსწავლეების ურთიერთობები (სოციალური უნარები) სხვა მოსწავლეებთან.
კითხვარები მოვამზადე მე-61 კლასში შემსვლელი სხვა საგნების მასწავლებლებისათვის(დანართი-1 ). მისი მიზანი იყო გამეგო ჰქონდათ თუ არა სხვა მასწავლებლებს  პრობლემები ჯგუფური მუშაობის დროს, რაც საშუალებას მომცემდა  გავცნობდი მათ  პირად გამოცდილებას, რომელიც დამეხმარებოდა ზოგადი სურათის შექმნაში  და  მიზეზების დადგენაში. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო  9 მასწავლებელმა.
ინტერვიუმ კლასის დამრიგებელთან საშუალება მომცა გამეგო მისი პირადი მოსაზრება მოცემულ საკითხზე,   კლასის სოციალურ ფონზე, მათ ურთიერთდამოკიდებულებაზე, მათ ჩართულობაზე საკლასო თუ სასკოლო ღონისძიებებში, მათ ინტერესებზე და ჰობიზე. მასთან ინტერვიუს შედეგად მოხდა ბავშვების შერჩევა ფოკუსირებული დაკვირვებისათვის.
ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილზე-გაკვეთილზე წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით დავაკვირდი მოსწავლეთა ერთობლივი მუშაობის უნარებს  მოსწავლეთა ორგანიზების სხვადასხვა ფორმის დროს, იმისთვის, რომ დამედგინა  რა მიმანიშნებდა მათ კარგ/ცუდ თანამშრომლობაზე, ან მათ დადებით ან უარყოფით დამოკიდებულებაზე თანაგუნდელების მიმართ. მონაცემები ჩავიწერე რათა შემდეგ გამეანალიზებინა მიღებული შედეგები.


პირველადი მონაცემების შედეგები ასეთი იყო:







ინტერვენციების შეფასება
მე-61    კლასის გამოკითხვის შედეგების ანალიზისას გამოვლინდა,  რომ მოსწავლეთა უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებდა მეწყვილეს/ჯგუფის  არჩევას საკუთარი სურვილით, რადგან მას მოსწონდა მუშაობა იმ მოსწავლესთან რომელთანაც მეგობრობს . საინტერესო ფაქტი იყო ისიც ,რომ მოსწავლეთა უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებდა ჯგუფურ და წყვი ლურ  მუშაობას და თეორიულად ასაბუთებდნენ, რომ ორგანიზების ასეთი ფორმების გამოყენება ხელს შეუწყობდა  უკეთესად დამეგობრებაში.
 საინტერესო იყო გამოკითხვის  შედეგად მიღებული ის მონაცემები, სადაც მოსწავლეთა უმრავლესობა პარტნიორად ირჩევდა იმ მოსწავლეს, რომლის იმედიც ჰქონდა, თუმცა არავინ ირჩევდა ყველაზე ძლიერ მოსწავლეს , გარკვეული რაოდენობა კი ირჩევდა როგორც ნებისმიერ კლასელს ასევე ისეთ მოსწავლეს ვისაც დახმარება სჭირდებოდა.
ფოკუს ჯგუფის შედეგების ანალიზისას გაირკვა, რომ პარალელური კლასის მოსწავლეებს  ჰქონდათ გარკვეული უთანხმოება მე-61 კლასის მოსწავლეებთან. ისინი გეგმავდნენ ერთობლივ ღონისძიებას, მაგრამ აზრთა სხვადასხვაობის გამო ვერ შეძლეს ერთად მუშაობა და ახლა ცალ-ცალკე აკეთებენ ღონისძიებას. კონფლიქტის მიზეზი კი იყო ის, რომ  მე-6 პირველ კლასს ყველგან წამყვანი და პირველხარისხოვანი როლები უნდოდათ, თანაც რეპეტიციებზე თვითონ კურირებდნენ ყველაფერს და  არ ითვალისწინებდნენ მათ აზრს.
მასწავლებლების გამოკითხვის შედეგად მივიღე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მე-61 კლასში ისინი ნაკლებად მიმართავენ ჯგუფურ მუშაობას, ამჯობინებენ ინდივიდუალურ და წყვილებად ორგანიზების მეთოდს, რადგან თვლიან რომ ასე უფრო აღწევენ შედეგს და თანაც ნაკლები ქაოსი და უთანხმოებაა მოსწავლეთა შორის და რომ მათგან მოდის უარყოფითი დამოკიდებულება ჯგუფებად დაყოფისადმი.
კლასის დამრიგებელთან ინტერვიუს შედეგად მივიღე შემდეგი სახის ინფორმაცია:
დამრიგებელი კარგად იცნობს თავის კლასს, ჰყავს სოციალურად დაუცველი მოსწავლეები. კლასში არის კონფლიქტური სიტუაციები. მოსწავლეები ჯგუფებად არიან დაყოფილი და ხშირად უწევს დამრიგებელს კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირება. კლასში ჰყავს ლიდერი მოსწავლეები, რომლებიც ცდილობენ თვითონ მართონ სიტუაცია კლასში და არ ითვალისწინებენ სხვა მოსწავლეების აზრს. მოსწავლეები ჩაბმული არიან სხვადასხვა წრეებში (ხატვა, ცეკვა, სიმღერა, ფეხბურთი და ა.შ)
მოსწავლეებზე ფოკუსირებული დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ  ლიდერ მოსწავლეებს არა აქვთ თანაგანცდის უნარი. საჭიროების დროს არ ეხმარებიან სხვებს. ასრულებენ სამუშაოს დამოუკიდებლად და ელოდებიან როდის დაამთავრებენ თანაგუნდელები. მათ აქვთ ეგრეთწოდებული’ სოციალური სიზარმაცის სინდრომი’
კვლევის მიგნებები
მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება:
Ø  მასწავლებლები არ იყენებენ ჯგუფურ მუშაობას  ინტენსიურად
Ø  მოსწავლეებს აქვთ დაბალი თვითშეფასება
Ø  მოსწავლეებში დაბალია თანამშრომლობითი უნარები
Ø  მასწავლებელი არ ადგენს ჯგუფური მუშაობისას კრიტერიუმებს წინასწარ( არ ხელმძღვანელობს მოსწავლეებთან ერთად წინასწარ შექმნილი კრიტერიუმებით და არ აწარმოებს  მისი შესრულების მონიტორინგს)
Ø  მოსწავლეებში დაბალ თვითშეფასებას იწვევს ერთნაირი დავალებების შესრულება
Ø  არ არის გათვალისწინებული მოსწავლეთა ინტერესებისა და მათი შესაძლებლობების სფერო
Ø  დაბალია მათი სოციალური უნარები კლასის გარეთ
Ø  არ იღებენ მონაწილეობას საკლასო და კლასგარეშე პროექტებში
Ø  მასწავლებლებს არა აქვთ ერთნაირი მიდგომები

ინტერვენციის განხორციელება
ჩატარებული პირველი კვლევისა და რესპონდენტებთან ინტერვიუერების დასრულებისთანავე, დავსახე ინტერვენციის სამოქმედო გეგმა, რომელიც ეტაპებად განვახორციელე:
·         კონსულტაცია პედაგოგებთან და კლასების ჯგუფებად დაყოფა
·         თანამშრომლობითი სწავლების მეთოდებისა და სტრატეგიების დანერგვა სასწავლო პროცესში
·         ეტაპობრივი შეხვედრები და მოზარდებთან დისკუსიები
·         განმეორებითი კვლევა
·         ჯგუფური სწავლების შეფასება; რეკომენდაციები და დასკვნები
ინტერვენციის დაწყებისთანავე, სამუშაო შეხვედრები გაიმართა პედაგოგებთან, რათა მათთვის გასაგები ყოფილიყო ის ინსტრუქციები, რაც უნდა განეხორციელებინათ.  ინტერვენცია ითვალისწინებდა არა მარტო საგნობრივ თანამშრომლობით მუშაობას, არამედ სხვადასხვა ინტერვენციებსაც, რომელთა მეშვეობითაც მოზარდები ერთმანეთთან მჭიდროდ იქნებოდნენ დაკავშირებულნი. ეს იყო ე. წ. მეგობრული სისტემა - Buddy System. მეგობრული სისტემის მეშვეობით მოსწავლეები გაკვეთილებს (საშინაო დავალება, პროექტი, პრეზენტაცია) ერთმანეთის დახმარებით მოამზადებდნენ. როგორც კვლევა აჩვენა, Buddy System-ის მეშვეობით ზარმაცი ან ინერტული მოსწავლეები, რომლებიც ნაკლებად არიან ჩართულნი საკლასო თუ საგაკვეთილო აქტივობებში, გამოიმუშავებენ ისეთ უნარებს, როგორიცაა პასუხისმგებლობა (Conway, 2008; Campbell, 2009). Buddy System-ის მიხედვით, თანამშრომლობითი სწავლების პერიოდში, ჯგუფი ნაწილდება 2-3 მოზარდით შემდგარი წყვილებისაგან, რომლებიც ნებისმიერ დავალება-სამუშაოს ერთად ასრულებენ. ამასთანავე, ყველა პასუხისმგებელია შესრულებული სამუშაოს ხარისხზე .ამ დროს  მოზარდი კლასგარეშე ინტერაქციასაც  იყენებს კერძოდ, საშინაო დავალება ვინმესთან ერთად უნდა მოამზადოს. აუცილებლად კავშირში უნდა იყოს თანაკლასელებთან და მუდმივად დაამყაროს კონტაქტი, თუნდაც სატელეფონო კავშირით.  Buddy System არის მეტად პოპულარული თანამშრომლობის მეთოდი დასავლურ საგანმანათლებლო სისტემაში, იგი ხელს უწყობს თანატოლებთან პოზიტიური ურთიერთობის დამყარებას (Jackson&Campbell;2009).
ინტერვენციის პროცესში გაკვეთილებზე მოსწავლეთა დაყოფა შემთხვევითობის პრინციპით განხორციელდა. მოსწავლეებთან ანკეტირების შედეგად გამოჩნდა, რომ  მოზარდებს სურდათ სასწავლო გარემოს შეცვლა, ( მერხების განლაგებისა და სწავლების მეთოდების), რომლებიც მუდამ მონოტონური და მოსაწყენი იყო. მასწავლებლები ენთუზიაზმით შეუდგნენ ჯგუფური მუშაობის პრინციპით გაკვეთილების ჩატარებას წინასწარ მიცემული ინსტრუქციების მიხედვით. ჩავატარეთ გაკვეთილი „ჯიგსოუს“, ‘სეგმენტური ‘ მეთოდით .ასევე შევიტანეთ“ სასწავლო მენიუ და გაჩერებებით სწავლების“ მეთოდები. მოსწავლეები მუშაობდნენ წინასწარ შემუშავებული წესებით, რომლებიც შემუშავდა სწავლებისა და სისტემის ეფექტიანობისათვის, რომლებიც კლასში გამოიკრა და მას ყველა მოსწავლე შეძლებისდაგვარად იცავდა:
   ჯგუფი უსაფრთხო ადგილია სასაუბროდ
  ჩხუბი და უთანხმოება მიუღებელია
   თუ საუბარი არ გსურს, არ ისაუბრო
  ერთმანეთს  პატივს ვცემთ  
  ნებისმიერ სამუშაოზე ჯგუფის ყველა წევრი ერთნაირადაა  პასუხისმგებელი      
  არ შეაწყვეტინო საუბარი გუნდის წევრს და მოუსმინე ბოლომდე თუ რა სურს მას                                      
განმეორებითი  კვლევა
 კვლევის  მონაცემთა ანალიზის შემდეგ,  განხორციელდა კვლევის კვლევა  . როგორც ვიცით, ინტერვენცია მოიცავდა არა მარტო  თანამშრომლობით პრინციპებზე მუშაობას, არამედ მოსწავლეებს შორის მეგობრული მეთოდით (Buddy System) ურთიერთობასაც.  აღსანიშნავია, რომ შეხვედრები მეტად საინტერესო რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეები გულღიად საუბრობდნენ იმ პრობლემებზე, რაც ამ კვლევას  თან ახლდა. მათთან ერთად ვცდილობდი  დამენახა  გადასაჭრელი პრობლემა და მისი გადაჭრის გზები თანამშრომლობით გვეძებნა. აღსანიშნავია, რომ ყოველ ჯერზე დიალოგებისას  შეიმჩნეოდა ერთგვარი „გაჯანსაღების“ პროცესი. მოზარდები აღარ გამოხატავდნენ უკმაყოფილებას  მასწავლებლის ან თანაკლასელების მიმართ, რაც პირველი ანკეტირებისას საგრძნობლად თვალში იყო საცემი. შეიძლება თამამად ითქვას, რომ თანამშრომლობითი სწავლების შეტანამ საკლასო აქტივობაში, რომელიც წინასწარ იყო დაგეგმილი პოზიტიური როლი შეასრულა, ბავშვები აცხადებდნენ, რომ ახალი მეთოდების გამოყენებისას მათ კარგად დაინახეს, რომ თურმე ყველა აქტივობის დამოუკიდებლად გაკეთება არ შეუძლიათ და აუცილებლად სჭირდებათ მეწყვილე, რომელიც სხვა კუთხით არის კომპეტენტური. ურთიერთდამოკიდებულების მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორებად კონკურენტული შეფასების მეთოდები  სახელდებოდა. ვინაიდან ინტერვენციის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა თანამშრომლობის პრინციპებით პოზიტიური ურთიერთობების დამყარება. ექსპერიმენტის მსვლელობისას მასწავლებლები მაქსიმალურად ცდილობდნენ ალტერნატიული მეთოდებით თითოეული მოსწავლის ჩართვას სწავლის პროცესში.  ბავშვები იმასაც აღიარებდნენ, რომ სასწავლო გარემოს განსხვავებული თვალით დაუწყეს ყურება და უფრო თვითკრიტიკულნი და თავდაჯერებულნი გახდნენ. თანამშრომლობითი სწავლების როლური აქტივობები, რომლებიც მასწავლებლებთან ერთად შემუშავდა, მისაღები აღმოჩნდა მოსწავლებისათვის. აკადემიურად სუსტი მოსწავლეებიც კი, რომლებიც არასოდეს ერთვებოდნენ საკლასო მუშაობაში, Buddy System - ის მეშვეობით საგრძნობლად გააქტიურდნენ, ვინაიდან გააცნობიერეს, რომ მათზე ჯგუფის წარმატება იყო დამოკიდებული.  როგორც მათ აღნიშნეს, მთელი კლასი უფრო მოტივირებული გახდა, თითოეული ჯგუფი ცდილობდა მუშაობაში მონაწილეობის მიღებას, რათა თანაბრად  გაეზიარებინა წარმატება. 
განხორციელებული ცვლილებების შედეგები“
კვლევის შედეგების მიხედვით, თანამშრომლობითი სწავლება ეფექტიანი ინტერვენცია აღმოჩნდა დემოკრატიული ცნობიერების ზოგიერთი ასპექტის (პასუხისმგებლობა, ურთიერთდამოკიდებულება, თვითშეფასება) გაუმჯობესების თვალსაზრისით. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ  როგორც მოსწავლეთა, ასევე მასწავლებელთა  ჯგუფებში მნიშვნელოვნად ამაღლდა  რაოდენობრივი მაჩვენებლები წინა მაჩვენებლებთან შედარებით.



დასკვნა
 დასკვნის სახით კვლევის შედეგები შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:
  თანამშრომლობითმა სწავლებამ გამოიწვია ცვლილებები მოსწავლეთა თვითშეფასებაში, პასუხისმგებლობასა და ურთიერთ დამოკიდებულებაში.  
  თანამშრომლობითი სწავლების დანერგვით შესაძლებელი გახდა ერთმანეთის მიმართ მოზარდების ნეგატიური დამოკიდებულება-განწყობის შეცვლა პოზიტიურით. კვლევამ გამოავლინა, რომ განმეორებითი კვლევის შემდეგ მონაცემები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა,  რამაც თავის მხრივ დაადასტურა განხორციელებული ინტერვენციის ეფექტიანობა.
   კვლევამ აჩვენა მოზარდთა შორის დამოკიდებულების გაუმჯობესება და ურთიერთობების გაჯანსაღება,  ასევე გამოვლინდა პოზიტიური დამოკიდებულების გაზრდა  საგაკვეთილო პროცესში ჯგუფური მუშაობის, დისკუსიისა და ერთობლივი სწავლების ფორმის ჩართვის შედეგად.  
  “მეგობრული სისტემის”-ის დანერგვის შემდეგ, მოსწავლეებში გამოვლინდა ურთიერთთანამშრომლობის გაუმჯობესება და პასუხისმგებლობის განმტკიცება, რაც თავისთავად ეფექტიანი სწავლების გაუმჯობესების ერთ-ერთი საშუალებაა. ვინაიდან „მეგობრული სისტემით“ ურთიერთთანამშრომლობამ არაფორმალურ გარემოში უფრო მეტი დადებითი ეფექტი გამოიწვია.
რეკომენდაციები
 წინამდებარე  კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, შესაძლოა შეთავაზებულ იქნას შემდეგი პედაგოგიური რეკომენდაციები:
Ø  საჭიროა თანამშრომლობის გაღრმავება მე-6 კლასში შემსვლელ  მასწავლებლებს შორის.
Ø  საჭიროა დაიგეგმოს ერთობლივი მიდგომებით ჯგუფური მუშაობის დროს შესასრულებელი დავალებები.
Ø  სასურველია ჯგუფური მუშაობა ტარდებოდეს ინტენსიურად
Ø  აუცილებელია ჯგუფებად დაყოფა დიდი სიფრთხილით, რაც გულისხმობს დროის გარკვეულ  მონაკვეთში მოსწავლეთა დაყოფას  სურვილისებრ
Ø  კარგი იქნებოდა მოსწავლეთა ჩართვა საკლასო და სასკოლო პროექტებში
Ø  სასურველია უფრო მეტი თანამშრომლობა „მოსწავლე-მასწავლებელს ‘ შორის
Ø  სასურველია მეტი ყურადღება მიექცეს კლასში სოციალური გარემოს შექმნას,   რეკომენდირებულია, რომ საკლასო ოთახებში თვალსაჩინოებების გამოყენება სასწავლო პროცესში და მერხთა განლაგება პერიოდულად შეიცვალოს, ვინაიდან მონოტონური სასწავლო გარემო მოსწავლეთა მიღწევებზე სერიოზულ  ზეგავლენას ახდენს და მერე მოსწავლეები ეჩვევიან ერთფეროვნებას. 
Ø   სასურველია, მასწავლებლებმა მეტი ყურადღება მიაქციონ თანამშრომლობითი სოციალური გარემოს შექმნას; მოსწავლეებს შორის კომუნიკაციის, დისკუსიის, ჯგუფური მუშაობის სტრატეგიებს. პედაგოგებმა ხშირად გამოიყენონ აქტიური სწავლების სტრატეგიები ყოველდღიურ მუშაობაში.
Ø  მნიშვნელოვანია სათანადო ყურადღება დაეთმოს სასწავლო გეგმაში   ჯგუფური სწავლების მეთოდების ჩართვას, როგორც დემოკრატიული ცნობიერების და თანამშრომლობის ასამაღლებელ ეფექტურ საშუალებას.
Ø  აუცილებელია მასწავლებელი გაეცნოს ლიტერატურას   კლასის მართვის საკითხთან დაკავშირებით. რადგანაც ეფექტური სასწავლო მენეჯმენტი ხელს უწყობს არა მარტო ეფექტიან სწავლებას, არამედ მოსწავლეებში ინტერ პერსონალური უნარების ჩამოყალიბებას, როგორიცაა პასუხისმგებლობა, თვითკონტროლი და პატივისცემა (Wentzel,1998; Miller&Robert, 1963).

თვითკრიტიკა:   თანამშრომლობითი სწავლების დანერგვა გარკვეულ დროს, მოსწავლეთა მოქნილობას, მასწავლებლის მომზადებასა და მოთმინებას მოითხოვს. ეს  არის ხანგრძლივი  პროცესი, რომელშიც  ყველა კლასი და ყველა  საგნის მასწავლებელი უნდა იყოს  ჩართული.   კვლევის პროცესში აღმოჩნდა, რომ მიუხედავად კვლევის ანონიმურობისა, ზოგიერთი მასწავლებელი შეეცადა პირველი კვლევისას გაეკონტროლებინა შევსებული კითხვარები. ამასთანავე, პედაგოგთა ნაწილმა უარი განაცხადა ინტერვენციაში მონაწილეობაზე (მათი განმარტებით ეს გამოწვეული იყო დროის უქონლობით). მიღებული შედეგების ანალიზისას საყურადღებოა ის ფაქტი, რომ კვლევა ჩატარდა მხოლოდ ერთ კლასში.. სასურველია კვლევა ჩატარებულიყო პარალელურ კლასში, რათა უფრო ნათლად გამოვლენილიყო თანამშრომლობითი სწავლების  თავისებურებანი შედარების საფუძველზე.

გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი:
1.      .(Humphreys,Johnson&Johnson;1982;Johnson,Johnsn&Maruyama,1981;Johnson,Maruyama,Johnson,Nelson&Skon;1983; Johnson&Johnson,2002).
2.       (NEA Reviews of the Research on Best Practices in Education).
3.      Archer-Kath, J.,Johnson, D.W.,&Johnson, R.T.(1994). Individual versus group feedback
in cooperative groups. Journal of Social Psychology, 134, 681-694.
4.      Conway, M.A.&Williams, H.L. (2008); Autobiographical Memory ;  University of Leeds, UK.
5.      Johnson, D.W., Johnson, R.,&Holubec, E.(1993), Cooperation in the classroom (6th ed.)
Edina, MN: Interaction Book Company
6.      http://mastsavlebeli.ge/index.php?action=page&p_id=19&id=124, როლური თამაში, 2 მაისი, 2012 http://mastsavlebeli.ge/index.php?action=page&p_id=19&id=39).
7.      (Collaborative Learning Techniques Workshop, presented by Bill Cerbin, April 23, 2010). 
8.       Goleman, D. (1998). What makes a leader? Harvard Business Review. November-December, pp. 93-102.
9.      Johnson, D. & Johnson, R. (1998). Cooperative learning and social interdependence theory: Cooperative learning. www.co-operation.org/pages/SIT.html*
10.  Kagan, L., Kagan, M., Kagan., S. (1997). Cooperative learning structures for teambuilding. San Clemente, CA: Kagan Cooperative Learning.
11.  http://tpdc.ge/essentials/project%20design/project-design/instructional-strategies/cooperative-learning.html
12.   Goleman, D. (1998). What makes a leader? Harvard Business Review. November-December,pp.93-102.
13.  Johnson, D. & Johnson, R. (1998). Cooperative learning and social interdependence theory: Cooperative learning. www.co-operation.org/pages/SIT.html*
14.  Kagan, L., Kagan, M., Kagan., S. (1997). Cooperative learning structures for teambuilding. San Clemente, CA: Kagan Cooperative Learning.
18.  http://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/saazrovn%20unarebi.pdf
დანართები:
დანართი-1

შესასრულებელი სამუშაო
ვადები (თვე)2017წელი
II
III
IV
V

1
სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა
X




2
საკვლევი კითხვების ჩამოყალიბება  ჯგუფებისათვის(მასწავლებლები/მოსწავლეები
X




3
საკვლევი კითხვარების შედგენა ინტერვიუსთვის(ფოკუსჯგუფი)
X




4
ინტერვიუ ფოკუს ჯგუფთან
X




5
ანკეტირება მასწავლებლებთან/მოსწავლეებთან პრობლემის იდენტიფიცირებისათვის
X




6
კვლევის გეგმის შედგენა

X



7
მონაცემების შეგროვება

X



8
ინტერვენციების განხორციელება

X
X


9
კვლევის შედეგების ანალიზი



X

10
საბოლოო ანგარიშის მომზადება



X






დანართი 2 - კითხვარი ფოკუს ჯგუფისათვის (მე-6 (პარალელური) კლასის მოსწავლეები)
მოგესალმებით!
 სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი, ირმა ნიჟარაძე, ვატარებ პრაქტიკულ კვლევას დაწყებით საფეხურზე კერძოდ მე-6 კლასში ჯგუფური მუშაობის დროს თანამშრომლობითი ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით. თქვენი, როგორც მოსწავლის  მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია კვლევის  წარმატებისათვის.

1.გქონიათ თუ არა ერთობლივი ღონისძიება /გაკვეთილი პარალელურ კლასთან?
  • კი
  • არა

2..ხომ არ გქონიათ რაიმე სახის უთანხმოება?
  • კი
  • არა
3.გყავთ თუ არა მეგობრები პარალელურ კლასში?
  • კი
  • არა
4.გაქვთ თუ არა სურვილი მათთან ერთად განვახორციელოთ რაიმე სახის ღონისძიება?  რატომ?
  კი ____________                                                                                                           არა________


_____________________________________________________________________________________




დანართი 3 - კითხვარი მე-6 1  კლასის მასწავლებლებისათვის
მოგესალმებით!
 სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი, ირმა ნიჟარაძე, ვატარებ პრაქტიკულ კვლევას დაწყებით საფეხურზე კერძოდ მე-6 კლასში ჯგუფური მუშაობის დროს თანამშრომლობითი ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით.. თქვენი, როგორც მოსწავლეების  მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია კვლევის  წარმატებისათვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. არ არის საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.
1.კლასში მუშაობის რომელ ფორმას ანიჭებთ უპირატესობას?
o    ინდივიდუალურს
o    წყვილებში
o    ჯგუფებში
2.რატომ ანიჭებთ თქვენს მიერ არჩეულ ფორმას უპირატესობას?


_____________________________________________________________________________________

3.წყვილებში ან ჯგუფებში მუშაობის დროს თავს  ვგრძნობ  კომფორტულად, როდესაც

o    ჩემი სურვილით ვარჩევ მეწყვილეს/ჯგუფს

o    მასწავლებლის მიერ ხდება  ჯგუფის/მეწყვილეს შერჩევა

4.ჯგუფში მუშაობის დროს
o    ვასრულებ ლიდერის როლს
o    ვაკეთებ პრეზენტაციას
o    ვეხმარები დავალების შესრულებაში
o    ვაკონტროლებ დროს
o    არაფერს არ ვაკეთებ
5. როგორი ურთიერთობა  გაქვთ კლასში?
o    ჯგუფებად ვართ  დაყოფილი
o    ყველასთან ვმეგობრობ
o    იმასთან ვმეგობრობ ვინც მიყვარს
o    არავისთან არ ვმეგობრობ
     6. ჯგუფური მუშაობის დროს ვისთან ისურვებდით მუშაობას:
o    ვინც ყველაზე ძლიერია
o    ვისი იმედიც მექნებოდა
o    ნებისმიერ მოსწავლესთან
o    ვისაც დახმარება სჭირდება




დანართი 4- კითხვარი მე-6 1  კლასის მასწავლებლებისათვის
მოგესალმებით!
 სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი, ირმა ნიჟარაძე, ვატარებ პრაქტიკულ კვლევას დაწყებით საფეხურზე, კერძოდ მე-6 კლასში, ჯგუფური მუშაობის დროს თანამშრომლობითი ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით. თქვენი, როგორც მასწავლებლის  მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია კვლევის  წარმატებისათვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. არ არის საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.

1.კლასში მუშაობის რომელ ფორმას ანიჭებთ უპირატესობას?
o   ინდივიდუალურს
o   წყვილებში
o   ჯგუფებში
2.რა სიხშირით მიმართავთ ჯგუფურ მუშაობას მე-61 კლასში?
o   იშვიათად
o   ხშირად
o   თითქმის ყოველ გაკვეთილზე
o   არასდროს
     3.რატომ?
           _____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________
4.რა პრინციპით ანაწილებთ მოსწავლეებს ჯგუფებში?
o   შემთხვევითობის პრინციპით
o   მოსწავლეთა სურვილის მიხედვით

    5.ხომ არ შეხვედრიხართ რაიმე პრობლემას ამ ორი პრინციპიდან ნებისმიერის გამოყენების     დროს? კერძოდ რა პრობლემას?

       დანართი-5
ინტერვიუ  მე-61კლასის დამრიგებელთან
  1. იცნობთ თუ არა თქვენი სადამრიგებლო კლასის სოციალურ პირობებს?
o   კი
o   არა
  1. გყავთ თუ არა მოსწავლეები სხვადასხვა სოციალური სფეროდან?
o   სსსმ
o   სოციალურად დაუცველი ოჯახიდან
o   ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები
  1. როგორი დამოკიდებულება არის თქვენს სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებს შორის?
o   მეგობრული
o   არამეგობრული
  1. ხომ არა აქვს ხოლმე ადგილი კონფლიქტურ სიტუაციებს?
o   კი - რატომ?
o   არა.
  1. რა იწვევს კონფლიქტს?
o   მოსწავლეებს შორის დაპირისპირება ლიდერობის გამო
o   არ სურთ მეგობრობა ეთნიკურ უმცირესობასთან
o   არ თანაუგრძნობენ შედარებით წარუმატებელ მოსწავლეებს
  1. როგორი ატმოსფეროა კლასში?
o   ჯგუფებად არიან დაყოფილი
o   ერთნაირი მეგობრული ატმოსფეროა
  1. რა არის თქვენი კლასის საათების თემატიკა? რა საკითხზე გიწევთ ძირითადად თემების შერჩევა? რატომ?
_______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

 პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის რეფლექსია

ჩემს მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც ეხებოდა „ მე-61 კლასში ჯგუფური მუშაობის დროს წარმოშობილი არა თანამშრომლობითი ურთიერთობის პრობლემას  და მისი გადაჭრის გზებს“, ვფიქრობ რომ შედეგიანი იყო, რადგან მან ერთგვაროვანი სარგებელი მოუტანა  მოსწავლეებს, მასწავლებლებს, სკოლას და რა თქმა უნდა მე, რაც აისახა კიდევაც ჩვენს პედაგოგიურ პრაქტიკაში. კვლევის შედეგები გავუზიარე კოლეგებს სამუშაო შეხვედრაზე , მატერიალური სახით დავურიგე რეკომენდაციები და ვთხოვე გამოეყენებინათ ისინი თავიანთ საგაკვეთილო პროცესზე და დაკვირვებოდნენ მიღებულ შედეგებს.    კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, შეთავაზებული იქნა შემდეგი პედაგოგიური რეკომენდაციები:
საჭიროა თანამშრომლობის გაღრმავება მე-6 კლასში შემსვლელ  მასწავლებლებს შორის.
საჭიროა დაიგეგმოს ერთობლივი მიდგომებით ჯგუფური მუშაობის დროს შესასრულებელი დავალებები.
სასურველია ჯგუფური მუშაობა ტარდებოდეს ინტენსიურად
აუცილებელია ჯგუფებად დაყოფა დიდი სიფრთხილით, რაც გულისხმობს დროის გარკვეულ  მონაკვეთში მოსწავლეთა დაყოფას  სურვილისებრ
კარგი იქნებოდა მოსწავლეთა ჩართვა საკლასო და სასკოლო პროექტებში
სასურველია უფრო მეტი თანამშრომლობა „მოსწავლე-მასწავლებელს ‘ შორის
სასურველია მეტი ყურადღება მიექცეს კლასში სოციალური გარემოს შექმნას,   რეკომენდირებულია, რომ საკლასო ოთახებში თვალსაჩინოებების გამოყენება სასწავლო პროცესში და მერხთა განლაგება პერიოდულად შეიცვალოს, ვინაიდან მონოტონური სასწავლო გარემო მოსწავლეთა მიღწევებზე სერიოზულ  ზეგავლენას ახდენს და მერე მოსწავლეები ეჩვევიან ერთფეროვნებას.  
სასურველია, მასწავლებლებმა მეტი ყურადღება მიაქციონ თანამშრომლობითი სოციალური გარემოს შექმნას; მოსწავლეებს შორის კომუნიკაციის, დისკუსიის, ჯგუფური მუშაობის სტრატეგიებს. პედაგოგებმა ხშირად გამოიყენონ აქტიური სწავლების სტრატეგიები ყოველდღიურ მუშაობაში. 
მნიშვნელოვანია სათანადო ყურადღება დაეთმოს სასწავლო გეგმაში   ჯგუფური სწავლების მეთოდების ჩართვას, როგორც დემოკრატიული ცნობიერების და თანამშრომლობის ასამაღლებელ ეფექტურ საშუალებას. 
აუცილებელია მასწავლებელი გაეცნოს ლიტერატურას   კლასის მართვის საკითხთან დაკავშირებით. რადგანაც ეფექტური სასწავლო მენეჯმენტი ხელს უწყობს არა მარტო ეფექტიან სწავლებას, არამედ მოსწავლეებში ინტერ პერსონალური უნარების ჩამოყალიბებას, როგორიცაა პასუხისმგებლობა, თვითკონტროლი და პატივისცემა 
კოლეგებისგან მივიღე სიტყვიერი უკუკავშირი, სადაც ისინი აღნიშნავდნენ, რომ მათ გაითვალისწინეს რეკომენდაციები და გამოიყენეს გაკვეთილებზე, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მოსწავლეთა მოტივაცია, ჩართულობა და გააუმჯობესა მოსწავლეთა შედეგები. შემცირდა კონფლიქტური სიტუაციები. საგაკვეთილო პროცესი უფრო ეფექტიანი გახდა, რის გამოც ისინი კმაყოფილებას გამოთქვამდნენ და ამბობდნენ ,რომ მომავალშიც აქტიურად იხელმძღვანელებდნენ ამ რეკომენდაციებით.




მე-6 კლასში ჯგუფური მუშაობის დროს წარმოშობილი არა თანამშრომლობითი ურთიერთობის პრობლემა და მისი გადაჭრის გზები მე-6 კლასში ჯგუფური მუშაობის დროს წარმოშობილი არა თანამშრომლობითი ურთიერთობის პრობლემა  და მისი გადაჭრის გზები Reviewed by Krwanisi's Public School on June 11, 2018 Rating: 5

top navigation

Powered by Blogger.