recent posts

banner image

ნინო ცერცვაძე - ტოლერანტობა-მესიჯი 21-ე საუკუნეს


პროექტი: ,,ტოლერანტობა- მესიჯი XXI საუკუნეს  "
   ავტორი:ისტორიის პედაგოგი ნინო ცერცვაძე
განხორციელების ადგილი და დრო  : სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლა   13-24.03. 2017 წ.
საგანი:ისტორია
კავშირი სხვა საგნებთან: სამოქალაქო განათლება,  ხელოვნება
პროექტში მონაწილეეების ასაკი, კლასი: 14-15 წლის მე-9  (33 მოსწავლე, მათ შორის 2 სსსმ ) კლასის მოსწავლეები.
პროექტის აქტუალობა:                        
  სოციალური პროექტის თემატიკის შერჩევა განაპირობა თავად თემის აქტუალობამ თანამედროვე მსოფლიოში, ჩვენს ქვეყანაში,  ჩვენს სკოლაში და უშუალოდ მე-9 კლასში, სადაც ეთნიკურად და რელიგიურად განსხვავებული მოსწავლეები სწავლობენ.
გლობალიზაციის პირობებში, როდესაც  მსოფლიო გახდა მულტიკულტურული და მრავალფეროვანი, ტოლერანტობა სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია. გი  იმ უნარებს ეკუთვნის, რომლებიც საჭიროა  მშვიდობიანი თანაცხოვრებისათვის, რადგან  ქმნის საზოგადოებას, რომელშიც ყველა ადამიანისათვის  არის ადგილი. ტოლერანტობა მნიშვნელოვანია, იმიტომ   რომ  არის   ჯანსაღი და სიცოცხლისუნარიანი საზოგადოების ასპექტი . ის ერთადერთი გზაარომლითაც პოლიტიკურად, რელიგიურად, ეკონომიკურად მრავალფეროვან  ქვეყანას შეუძლია ფუნქციონირება და  წინსვლა.
თითოეული ადამიანი  თავისთავად არის გარკვეული კულტურის, ტრადიციებისა და ცხოვრებაზე  შეხედულებების   მატარებელი. მისთვის ბუნებრივია  ამ ყველაფრის შენარჩუნების სურვილი. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდობას შორის  ყალიბდება  გარკვეული ჯგუფები, რომლებიც გაერთიანებულია საერთო ნაციონალური, კულტურული, სოციალური მახასიათებლებით. ბუნებრივია , რომ ამ ჯგუფებს შორის მუდმივი ურთიერთქმედება ხდება .  ერთი და იგივე ადამიანი შეიძლება სხვადასხვა ჯგუფებში შედიოდეს . ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია პატივისცემა როგორც თავისი ერის კულტურული ღირებულებების , ასევე განსხვავებული კულტურისა და რელიგიის .
ზგემის მიხედვით, სახელმწიფოს დაკვეთაა სკოლამ აღზარდოს ტოლერანტი დაკანონმორჩილი  მოქალაქე. მით უმეტეს რომ აღნიშნული საკითხი მეტად აქტუალურია ჩვენი სკოლისთვის (სკოლაში სწავლობენ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიის მოსწავლეები, კერძოდ, 370 მოსწავლიდან 45 აზერბაიჯანელი და 11 სომეხია )
აქედან გამომდინარე, ჩვენი ვალია მოსწავლეებს გავაცნობიერებინოთ, რომ  ის, რაც მათთვის ძვირფასი და ღირებულია (ეროვნება, რელიგიური აღმსარებლობა, ტრადიციები...) ასევე ძვირფასი  და სენსიტიურია სხებისთვისაც, ამიტომ ძალიან  მნიშვნელოვანია პატივისცემა როგორც თავისი ერის კულტურული ღირებულებების , ასევე განსხვავებული კულტურისა და რელიგიისა. ამასთანავე მნიშვნელოვანია გავაცნოთ კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს აღნიშნულ საკითხს და დავანახოთ, რომ მიუხედავად ყველა იმ განსხვავებისა, როგორებიცაა კანის ფერი,   ენა, ცხოვრების წესი და ტრადიციები…, ადამიანებს  საერთო წინაპარი ჰყავთ და აქვთ საერთო მომავალი.

პროექტის მიზნები:
მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება , ტოლერანტობისა და თანასწორობის ხელშეწყობა და ლიბერალური დემოკრატიის განვითარება.
მიზნის მისაღწევად განსახორციელებელი  ამოცანები: 
·         მოსწავლეები გაეცნობიან ტოლერანტობის პრინციპების დეკლარაცია და მასზე დაყრდნობით სიღრმისეულად გაიაზრებენ  ტოლერანტობის მიზანსა და დანიშნულება, მის უდიდეს როლს დემოკრატიული გარემოს შექმნის პროცესში,
·         დისკუსიაზე  იმსჯელებენ  ტოლერანტული პრინციპებსა და ღირებულებებზე, როგორც უმნიშვნელოვანეს წინაპირობაზე შემწყნარებლური საზოგადოების ჩამოყალიბებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების პროცესისა;
·         სიტუაციური ამოცანებით  გაანალიზებენ  არატოლერანტობისა და დისკრიმინაციის საფრთხეებს, განსხვავებული აზრის, ეროვნების, სარწმუნოებისა და კულტურის მქონე ადამიანების პატივისცემის აუცილებლობას ;
·         სემინარიზე - ,,ტოლერანტობა - დემოკრატიული სახელმწიფოს ქვაკუთხედი’’- შეაფასებენ ტოლერანტობის როლს მშვიდობიანი თანაარსებობისათვის.
·         ფოტო და ნახატების გამოფენაზე გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას- წარმოადგენენ  საკუთარ ნამუშევრებს: ,,ჩემი თვალით დანახული ტოლერანტობა’’ ...
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, რომელსაც ეყრდნობა პროექტი
) იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე:
 დღევანდელ დინამიკურ, ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვან სამყაროში საზოგადოების ფუნქციონირებისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგებისა და ურთიერთშემეცნების ჩვევები. სკოლამ უნდა გამოუმუშაოს მოზარდს ადამიანის უფლებების დაცვისა და პიროვნების პატივისცემის უნარი, რომელსაც იგი გამოიყენებს საკუთარი და სხვისი თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. მოზარდს უნდა შეეძლოს ადამიანის არსებითი უფლებების შესახებ მიღებული თეორიული ცოდნის განხორციელება და ამ პრინციპებით ცხოვრება


პროექტის განხორციელების წინაპირობები:
მოსწავლეებს გააჩნიათ შემდეგი საბაზისო უნარ-ჩვევები:
           ბიბლიოთეკაში მუშაობის და ინტერნეტ რესურსების მოძიების უნარები
           სხვადსხვა ტიპის წყაროების ( მათ შორის საკანონმდებლო) ინტერპრეტირების და მოსაზრებების გამოხატვის უნარი
           ვორდისა და პოვერპოინტის  პროგრამებში მუშაობისა და სლაიდ შოუსა და პუბლიკაციის შექმნის საბაზისო ცოდნა
           პრეზენტაციისა და საკუთარი აზრის არგუმენტირების უნარი
           კედლის გაზეთზე მუშაობის უნარი
          სასემინარო თემაზე მუშაობის უნარი
          იციან ესეების წერა
პროექტის ფარგლებში განსახორცილებელი აქტივობები:
          პროექტის თემის შერჩევა, ჯგუფებად დაყოფა და სურვილებისა და შესაძლებლობების მიხედვით ფუნქციათა დელეგირება;
ჯგუფებში საკვლევი თემატიკის გადანაწილება :
(I  ჯგუფი -ტოლერანტობის პრინციპების დეკლარაცია
II ჯგუფი -ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და უფლებათა კლასიფიკაცია
III ჯგუფი - საქართველოს კონსტიტუცია და ადამიანის ძირითადი უფლებები
IV ჯგუფი -საქართველოში გავრცელებული რელიგიები და მათი სიმბოლიკა
V  ჯგუფი -ქრისტიანული დღესასწაულები და ადათ-წესები
VI  ჯგუფი -საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანლების რელიგიური რიტუალები და ადათ-წესები
VII ჯგუფი - საქართველოში მცხოვრები სომხების რელიგიური და ეროვნული  ადათ-წესები
პროექტის ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებების  გრაფიკის შედგენა.
სემინარი
კედლის გაზეთების და პლაკატების  პრეზენტაცია
სიტუაციური ამოცანების ანალიზი და    დისკუსია 
ფოტო და ნახატების გამოფენა-,,ჩემი თვალით დანახული ტოლერანტობა
ესეების კონკურსი:
,,ტოლერანტობა-მესიჯი XXI საუკუნას“
(გამარჯვებულთა გამოვლენა- დაჯილდოება)
საინფორმაციო ბუკლეტების შექმნა და თემში დარიგება
პლაკატების  გაკვრა სოფელში, ხალხის თავშეყრის ადგილებზე და სკოლაში სტენდის მოწყობა.
პროექტის შედეგების შეფასება(თვითშეფასებისა და ურთიერთსეფასების  კითხვარებით და საუკეთესო ჯგუფისა და ნამუშევრების გამოვლენა-დაჯილდოვება.
პროექტის ფარგლებში შექმნილი რესურსი:
(power point-ში მომზადებული პრეზენტაციები და ვიდეო რგოლები;
სასემინარო  თემები;
კედლის გაზეთი;
საინფორმაციო ბუკლეტები;
ფოტოები, ნახატები და პლაკატები;
ესეები
დიფერენცირებული  სწავლება:
  • კლასში არის 2 სსსმ მოსწავლე.
·         სპეციალურ პედაგოგთან ერთად , მათი ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისად, წინასწარ შემუშავებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით მივეცი შესაბამისი დავალებები, კერძოდ,დახატეს და სტენდზე განათავსეს საკუთარი ნამუშევარი,  სპეცპედაგოგთან ერთად მონაწილეობა მიიღეს  კედლის გაზეთის ,,საქართველოში გავრცელებული რელიგიები“ გაფორმებაში,   მარიამ თამლიანმა ზეპირად მოკლე ინფორმაცია წარმოადგინა კლასის წინაშე მეფე ქრისტიანულ და მუსლიმანურ რელიგიებზე, ხოლო ლუკა ვარამაშვილმა შეძლო ქრისტიანული სიმბოლიკისა და სალოცავის ამოცნობა . მონაწილეობა მიიღეს საინფორმაციო ბუკლეტების დარიგებაში და პლაკატების გაკვრაში.
·         კლასში არის 4 აზერბაიჯანელი მოსწავლე, რომლებმაც დაამუშავეს და წარმოადგინეს თემა თავიანთი რიტუალებისა და ადათ-წესების შესახებ, შექმნეს პლაკატი, ორმა მათგანმა დახატა ნახატი და განათავსა სტენდზე, აგრეთვე  მონაწილეობა მიიღეს საინფორმაციო ბუკლეტების დარიგებაში და პლაკატების გაკვრაში.

პროექტის ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებების  გრაფიკი:

ღონისძიება
განხორციელების
თარიღი
მონაწილენი
მატერიალური რესურსი
პასუხისმგებელი
შენიშვნა
ჯგუფების დაკომპლექტება და დავალებების გადანაწილება

13.03.2017
IX კლასის მოსწავლეები
დაფა, ცარცი
.ცერცვაძე
(ისტორიის პედაგოგი)

კედლის გაზეთების პრეზენტაცია
17.03.2013

IX კლასის მოსწავლეები
დიდი ფორმატის ფურცელი(ფლიფჩარტი)
მარკერები
შესაბამისი ფოტოები
ჯგუფების მიერ შექმნილი რედკოლეგია

სიტუაციური ამოცანების ანალიზი და დისკუსია
20.03.2017
IX კლასის მოსწავლეები
სააქტო დარბაზი(დისკუსიისთვის მოწყობილი გარემო)
ფოტო ან ვიდეო აპარატი
მიკროფონი
.ცერცვაძე
(ისტორიის პედაგოგი)

ესეების კონკურსი
21.03.2017
IX კლასის მოსწავლეები
თაბახის ფურცლები(A-4)
საკლასო ოთახი
ფოტო ან ვიდეო აპარატი
. ფუტკარაძე ( ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელ-ლი)
.ცერცვაძე
(ისტორიის პედაგოგი

პლაკატების გაკვრა და საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება თემში
22.03.2017
IX კლასის მოსწავლეები
წინასწარ დამზადებული საინფ. ბუკლეტები.
ფოტო  აპარატი
.ცერცვაძე
(ისტორიის პედაგოგი
კლასის დამრიგებელი ქ. ქადაგიძე


ფოტო და ნახატების გამოფენა; პლაკატებით სტენდის მოწყობა
23.03.2017
IX კლასის მოსწავლეები

.ცერცვაძე
(ისტორიის პედაგოგი
ხელოვნების მასწავლებელი ნ. ჯაფარიძე


სემინარი
24.03.2017
IX კლასის მოსწავლეები

.ცერცვაძე
(ისტორიის პედაგოგი



პროექტის მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგია:
პროექტს ვაფასებ ეტაპობრივად:
პროექტის დასაწყისში : ასოციაციური კავშირების რუკით,,ტოლერანტობა“-ვააქტიურებ საკითხის ირგვლივ არსებულ ცოდნას.
 სტრატეგია 3.2.1.
3 რამ ,რაც ვიცი ტოლერანტობის შესახებ
2 რამ, რაც განსაკუთრებით მაინტერესებს
1 რამ, რაზეც პროექტის ფარგლებში ვიმუშავებდი
პროექტის განხორციელების პროცესში პერიოდულად ვხვდები ჯგუფებს და ვუწევ კონსულტაციას, ვაძლევ რჩევებსა და მითითებებს.

თვითეული აქტივობის განხორციელების პროცესში ვინიშნავ, როგორი იყო მოსწავლეთა ჩართულობა, აგრეთვე  თვითეულ აქტივობას ვაფასებ შესაბამისი შეფასების რუბრიკებით, რომელიც წინასწარაა ცნობილი მოსწავლეთათვის (იხ. შფასების რუბრიკები))
პროექტის დასასრულს ვაფასებთ  შედეგებს:
 სტრატეგია 3.2.1
3 რამ ,რაც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა
2 რამ ,რაც ყველაზე მეტად მომეწონა
1 რამ, რაც ბუნდოვანი დამრჩა და უფრო საფუძვლიანად შევისწავლიდი
ივსება თვითშეფასებისა და ჯგუფური მუშაობის შეფასების კითხვარი, აგრეთვე დაკვირვების ფორმები, რომელთა ანალიზიც საშუალებას მაძლევს რეალურად შევაფასო მოსწავლეთა პროგრესი, მათი შესაძლებლობები და საჭიროებები და უკეთესად დავგეგმო შედეგზე ორიენტირებული სასწავლო აქტივობები.
შეფასების რუბრიკები:
ჯგუფური სამუშაოს პრეზენტაცია ( ჯგუფის თვითშეფასება)

შეფასების  კრიტერიუმები

კი

არა

ნაწილობრივ
პრეზენტაციაში მონაწილეობს ჯგუფის წევრთა უმრავლესობა

წარმოდგენილი პრეზენტაცია მიცემული დავალების ადექვატურია

პრეზენტაცია აუდიტორიისათვის საინტერესოდ, ნათლად და თანმიმდევრულადაა წარმოდგენილი

ჯგუფის წევრები ამჟღავნებენ საკითხის ღრმა ცოდნას, მათი მსჯელობა ფაქტებზე დაყრდნობილი არგუმენტებითაა გამყარებული

ჯგუფი  პრეზენტაციის დროს  იცავს დროის ლიმიტს





ეფექტური ჯგუფური მუშაობა:
შეფასების  კრიტერიუმები
კი
არა
ნაწილობრივ

ფუნქციები ცწორადაა დელეგირებული და ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია მუშაობაში

ჯგუფის წევრები აქტიურად თანამშრომლობენ, ისმენენ და იზიარებენ ერთმანეთის აზრს

ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაო მიცემული დავალების ადექვატურია

ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს





პროექტის განხორციელების პროცესში  მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
დაკვირვების საგანი
კი
ნაწილობრივ
არა
კომენტარი
შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში





იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია




ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი





აგრძელებდნენ თუ არა მოსწავლეები მუშაობას გაკვეთილების შემდეგ




იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავ­ლეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი





ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი





იმოქმედა თუ არა პროექტის განხორ­ციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე (თუ _ კი, მიუთითეთ კონკრეტული მაგალითები)






პედაგოგის  თვითშეფასების  რუბრიკა
კრიტერიუმები
დიახ
ნაწილობრივ
არა
1.პროექტის დაგეგმვის დროს გავითვალისწინე მოსწავლეთა მოსწავლეთა შესაძლებლობები და ინტერესები;




2. პროექტზე მუშაობის დაწყებამდე მოსწავლეებს   ვაცნობ პროექტის მოლოდინებს, სასწავლო მიზნებს და პროექტის შეფასების კრიტერიუმებს



3. მოსწავლეებთან ვაწყობ შეხვედრებს უკუკავშირის მისაღებად, შეფასების გასაზიარებლად, რჩევების შესათავაზებლად. ვაძლევ დამატებით ინსტრუქციებს  და ვპასუხობ შეკითხვებზე.



4. პროექტის მისაღწევი შედეგების გააზრებისთვის ჩემი მოსწავლეები იყენებენ რუბრიკას

5.სისტემატურად ვიყენებ ჩანაწერებს და დაკვირვების ფურცლებს, რათა მონიტორინგი გავუწიოთ ინდივიდუალურ და ჯგუფურ მუშაობას.




6. სისტემატურად ვიყენებ ჩანაწერებს და დაკვირვების ფურცლებს, რათა მონიტორინგი გავუწიოთ ინდივიდუალურ და ჯგუფურ მუშაობას.




7.მოვახერხე მოსწავლეთა მოტივირება და მათი მაქსიმალური ჩართვა ყველა ეტაპზე.




8.არჩეული სტრატეგიით მივაღწიე მოსალოდნელ შედეგებს.




9. პროექტი გაწერილ დროში შევასრულე.




10.პროექტის პრეზენტაციაზე დამსწრეთა უკუკავშირით  მიღებულ ინფორმაციას ვიყენებ მომავალი სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვისთვის.








მოსწავლის  თვითშეფასების  კითხვარი:

მე შევძელი 
   
კი

ნაწილობრივ
    არა
პროექტზე მუშაობის პროცესში ვყოფილიყავი ორგანიზებული




პირნათლად შემესრულებინა ჩემზე დაკისრებული მოვალეობა და მნიშვნელოვანი წვლილი შემეტანა ჯგუფის საქმიანობასი




ამა თუ იმ საკითხზე აზრი გადმომეცა ნათლად და თანმიმდევრულად და გამომეხატა ჩემი პოზიცია




ვცდილობდი გამემართლებინა მოლოდინები





აქტიური მონაწილეობა მიმეღო კელის გაზეთის გამოშვებაში




აქტიური მონაწილეობა მიმეღო სლაიდ-შოუს/ პრეზენტაციის მომზადებაში




აქტიური მონაწილეობა მიმეღო ესეების კონკურსში




აქტიური მონაწილეობა მიმეღო  დისკუსიაში




ობიექტურად შემეფასებინა ჩემი მეგობრების ნამუშვრები






ჯგუფური სამუშაოს პრეზენტაცია (10 ქ.)
·         წარმოდგენილი პრეზენტაცია მიცემული დავალების ადექვატურია-1 ქ.
·         პრეზენტაციას წინ უძღვის საინტერესო შესავალი-1 ქ.
·         პრეზენტაცია აუდიტორიისათვის საინტერესოდ, ნათლად და თანმიმდევრულადაა წარმოდგენილი-2 ქ.
·         თხრობა გამართული და დამაჯერებელია-1 ქ.
·         პრეზენტაცია ამომწურავად და უშეცდომოთაა წარმოდგენილი-3 ქ.
·         ჯგუფის წევრები ამჟღავნებენ საკითხის ღრმა ცოდნას, მათი მსჯელობა და დასმულ კითხვებზე პასუხები არგუმენტებითაა გამყარებული-2 ქ.
დისკუსია (განმავითარებელი შეფასება)
·         აქტიურადაა ჩართული დისუსიაში;
·         ადეკვატურად პასუხობს დასმულ კითხვებს და კონტრ შეკითხვებს;
·         აზრს აყალიბებს ნათლად, თანმიმდევრულად და ლაკონურად;
·         საკუთარ მოსაზრებას ამყარებს არგუმენტებით;
·         თანამშრომლობს თანაკლასელებთან, აცლის სხვებს აზრის გამითქმას და იცავს დისკუსიის წესებს.
ესე
·         წარმოდგენილი ნაშრომი  მიცემული დავალების ადექვატურია
·         დაცულია ესეს წერის სტილი
·         გამოყოფილია მთავარი სათქმელი
·         გამოთქმული მოსაზრება არგუმენტებითაა გამყარებული
·         აზრი ჩამოყალიბებულია ნათლად და თანმიმდევრულად
·         დაცულია სალიტერატურო ენის ნორმები
·         გამოხატულია საკუტარი დამოკიდებულება საკითხისადმი
·         გაკეთებულია ლოგიკური დასკვნა
პროექტის განხორცილების რისკები და შესაძლო ხარვეზები და მათი თავიდან აცილების გზები:
რისკები და შესაძლო ხარვეზები
მათი თავიდან აცილების გზები:

მოსწავლეთა ნაწილის დაბალი მოტივაცია

·         ჯგუფების დაკომპლექტება მოსწავლეთა სურვილების მიხედვით
·         ფუნქციათა სწორი დელეგირება (დავალებების სურვილებისა და შესაძლებლობების მიხედვით)
·         მოსწავლეებთან პერიოდული შეხვედრები და რჩევების მიცემა

სუსტი მოსწავლეები  ამოეფარნენ ძლიერებს

·         ჯგუფის მუშაობის შეფასების კრიტერიუმების წინასწარი გაცნობა და პასუხისმგებლობის გაძლიერება ( ჯგუფური მუშაობის ერთ-ერთი კრიტერიუმი ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია მუშაობაში).
·         ჯგუფის სამუშაო მენიუს შედგენა

ჯგუფური სამუშაოს პრეზენტტაციის ან დისკუსიის დღეს,  რომელიც სააქტო დარბაზშია დაგეგმილი, შეიძლება დაიგეგმოს სხვა ღონისძიებაც.

·         ღონისძიებების გრაფიკის შედგენა და სკოლის საინფორმაციო დაფაზე განთავსება.
·         დირექციისა და კოლეგების წინასწარ ინფორმირება.

დისკუსიის პროცესში დაბალი ჩართულობა ან ზედმეტი აქტიურობა.

·         დისკუსიის წესების მოსწავლეებთან ერთად შემუშავება და დროისა და ჩართულობის ლიმიტის განსაზღვრა.
·         გარემოს შესაბამისად მოწყობა (სკამები წრეზე)
·         პასიური მოსწავლეებისათვის საკუთარი აზრის დაფიქსირების შეთავაზება.



ტექნიკური ხარვეზი(შუქის გათიშვა) ჯგუფური სამუშაოპს პრეზენტაციის დღეს.

მოსწავლებთან შეთანხმებით ამ აქტივობის სხვა აქტივობით ჩანაცვლება (საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება ან კედლის გაზეთების პრეზენტაცია)






მოსალოდნელი შედეგები:
·         ჯგუფური მუშაობის დროს  მოძიებული და დამუშავებული ინფორმაციის მეშვეობით ბავშვებს გაუღრმავდებათ ცოდნა ტოლერანტობის,  ადმიანის უფლებებისა და ამ სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესახებ, გამოუმუშავდებათ კვლევის, ანალიტიკური აზროვნებისა და ლოგიკური დასკვნის გაკეთების უნარი.
·         მოსწავლეები პროექტის ფარგლებში მოძიებული მასალების ორგანიზების  შედეგად დაამუშავებენ სასემინარო თემებს ჯგუფებში გადანაწილებული თემატიკის მიხედვით, გამოსცემენ კედლის გაზეთებს, მოაწყობენ საკუთარი ნამუშევრების  გამოფენას,  შექმნიან პლაკატებსა და საინფორმაციო ბუკლეტებს, დაწერენ ესეებს და მოაწყობენ საინტერესო  დისკუსიას პროექტის თემატიკასთან დაკავშირებით
·         ჯგუფური მუშაობის პრეზენტაციით გამოუმუშავდებათ აუდიტორიასთან ურთიერთობისა და  პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.
·         სასემინარო თემების დამუშავებით განუვითარდებათ კვლევის, წყაროთა ინტერპრეტაციის, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების, წერითი მეტყველების, თემის წერის უნარ-ჩვევები.
·         გამოშვებული კედლის გაზეთის მეშვეობით განუვითარდებათ წერითი მეტყველების, ინფორმაციის ორგანიზებისა და შემოქმედებითი უნარი.
·         ესეების კონკურსით მოსწავლეები გაიაზრებენ თავისუფლების მცნებას და უფლებებისა და მოვალეობების თანაფარდობას, აგრეთვე გააანალიზებენ  კანონის უზენაესობის მნიშვნელობას თითოეული მოქალაქის ინტერესებისათვისგანუვითარდებათ პრობლემის გააზრების, არგუმენტირებული მსჯელობის, ანალიზის, სინთეზისა და შეფასების უნარები
·         დისკუსიის შედეგად მოსწავლეები გააანალიზებენ  რა არის თავისუფლება, ყველა ადამიანი თავისუფალია თუ არა მსოფლიოში, ყველაზე ხშირად რომელი უფლებები ირღვევა ცალკეული პიროვნებების ან სახელმწიფოს მიერ, რა არის ძალადობა და როგორ არეგულირებს ამ პრობლებას სახელმწიფო. განუვითარდებათ საკუთარი მოსაზრების ნათლად, ლაკონურად ჩამოყალიბებისა და არგუმენტირების, საწინააღმდეგო მოსაზრების გაბათილების, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების, მოსმენის, სხვისი აზრის პატივისცემისა და დროის ლიმიტის დაცვის უნარ-ჩვევები
პროექტის განხორციელებისათვის საჭირო რესურსი:
          თაბახის ფურცლები(თეთრი და ფერადი)
          მარკერები
          ფოტო და ვიდეო აპარატი
          -ტოლერანტობის პრინციპების დეკლარაცია
          ,,ადამიანის უფლებათა დეკლარაცია“
          ,,ბავშვთა უფლებების კონვენცია“
          კომპიუტერი
          პროექტორი
          პრინტერი
          მაგნიტური დაფა
          თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების კითხვარი, დაკვირვების ფორმები



რეფლექსია სასწავლო პროექტის განხორციელებაზე
პროექტის ავტორი:ნინო ცერცვაძე, ისტორიის პედაგოგი;
პროექტის თემა: ,,ტოლერანტობა-მესიჯი 21-ე საუკუნეს“
განხორციელების ადგილი და დრო: სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის         საჯარო სკოლა;  13-24 მარტი
კლასი: მე-9

პროექტის განხორციელების შემდეგ , შედეგების ანალიზის შედეგად გავაკეთე თვითშეფასება

მიმაჩნია, რომ  პროექტი წარმატებით განხორციელდა, რადგან  მოხერხდა დასახული მიზნების მიღწევა, მრავალფეროვანი და საინტერესო რესურსის შექმნა და მოსწავლეთა ,მათ შორის სსსმ და არაქართულენოვანი მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა; რაც განაპირობა მათი საჭიროებების, შესაძლებლობებისა და სურვილების გათვალისწინებით საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული აქტივობების დაგეგმვამ, აქტიურმა  კონსულტაციებმა და კონსტრუქციულმა უკუკავშირმა პროექტის განხორციელების პროცესში.  ყველა აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად.
პროექტის ფარგლებში  მოსწავლეები გაეცნენ სხვადასხვა ტიპის დოკუმენტებს , გაუღრმავდათ ცოდნა ტოლერანტობის შესახებ, გაიზარდა მათი სამოქალაქო ცნობიერება და სამოქალაქო აქტივობა, შეიქმნა მრავალფეროვანი რესურსი(სლაიდშოუ და ვიდეორგოლი , კედლის გაზეთები, საინფორმაციო ბუკლეტები, საკონფერენციო თემები, ფოტოები, ნახატები, ესეეი ). პროექტის ფარგლებში, დასახული მიზნის მისაღწევად  განხორციელებულმა  აქტივობებმა, მოსწავლეებს განუვითარათ შემდეგი უნარ-ჩვევები:
·         სხვადასხვა ტიპის წყაროებზე მუშაობით განუმტკიცდათ-კვლევის, წყაროთა ინტერპრეტაციის, ინფორმაციის დახარისხებისა და ანალიტიკური/კრიტიკული  აზროვნების უნარი;
·         ჯგუფური  მუშაობის დროს  - სოციალური უნარები, როგორიცაა- თანამშრომლობა, პასუხისმგებლობა, სხვისი აზრის პატივისცემა, კომპრომისზე წასვლა, ფუნქციათა დელეგირება და სხვა.
·         საკონფერენციო თემების დამუშავებით-ისტორიული თემის სტრუქტუირების, ინფორმაციის დახარისხების, ანალიტიკური აზროვნების, ლოგიკური დასკვნის გაკეტებისა და შეფასების უნარი;
·         საკონფერენციო თემების პრეზენტაციით - აუდიტორიასთან ურთიერთობისა და  პრეზენტაციის უნარ-ჩვევები;
·         გამოშვებული კედლის გაზეთის მეშვეობით - წერითი მეტყველების, ინფორმაციის ორგანიზებისა და შემოქმედებითი უნარი.

·         დისკუსიის შედეგად იმსჯელეს დიდ ქართველთა დამსახურებაზე ჩვენი ქვეყნის წინაშე; განუვითარდათ საკუთარი მოსაზრების ნათლად, ლაკონურად ჩამოყალიბებისა და არგუმენტირების, საწინააღმდეგო მოსაზრების გაბათილების, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების, მოსმენის, სხვისი აზრის პატივისცემისა და დროის ლიმიტის დაცვის უნარ-ჩვევები
პროექტზე მუშაობის პროცესში მუდმივმა დაკვირვებამ და შეფასება-მონიტორინგმა უკეთესად დამანახა თითოეული  მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარე.
მოსწავლეები მაღალი მოტივაციით ასრულებენ მათთვის საინტერესო დავალებებს, მოსწონთ არაფორმალურ, განსხვავებულ გარემოში სწავლა. მოსწავლეთა უმრავლესობა კარგად ახერხებს მრავალფეროვანი რესურსის მოძიებას, სხვადასხვა ტიპის წყაროებზე მუშაობას, მათ  ინტერპრეტაციასა და შეჯერებას, მიღებული ინფორმაციის დახარისხებას, დიდ ნაწილს ( დაახლოვებით კლასის მოსწავლეთა 60% შეუძლია საკონფერენციო თემის დამუშავება, მაგრამ უმრავლესობას უჭირს საკუთარი ნაშრომის წარდგენა აუდიტორიის წინაშე .  აუდიტორიასთან კომუნიკაციისა და დახვეწილი, სალიტერატურო ენით მეტყველების უნარები ,ნამდვილად საჭიროებს გაუმჯობესებას. ამ უნარების განსამტკიცებლად ხშირად დავგეგმავ ასეთი ტიპის ღონისძიებებს-სასწავლო და სოციალურ პროექტებს, ასევე გავზრდი ზეპირი პრეზენტაციის აქტივობის წილს  საგაკვეთილო პროცესში .
პროექტის განხორციელების პროცესში მოხდა გეგმის მოდიფიცირება, მოსწავლეთა თხოვნით დავამატეთ ერთი აქტივობა- საპრეზენტაციო სლაიდებისა და ვიდეორგოლის აწყობა-პრეზენტაცია , სემინარზე რესურსად გმოყენება.
 მსგავს პროექტზე მუშაობის დროს აუცილებლად გავითვალისწინებ დავგეგმო შესაბამისი თემატიკის/პრობლემის ირგვლივ დადგმულ სპექტაკლზე  ან ფილმზე დასწრება, დავგეგმავ ექსკურსიას ძველ  თბილისში სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის ძეგლების დასათვალიერებლად, ამასთანავე დავგეგმავ უფრო მეტი ადამიანური რესურსის გამოყენებას და აქცენტს გავაკეთებ არამარტო რელიგიასა და ტრადიციებზე, არამედ საქართველოში მცხოვრები სხვა ეროვნების ხალხების მიღწევებზე ლიტერატურაში, ხელოვნებასა და მეცნიერებაში.
      


ნინო ცერცვაძე - ტოლერანტობა-მესიჯი 21-ე საუკუნეს ნინო ცერცვაძე - ტოლერანტობა-მესიჯი 21-ე საუკუნეს Reviewed by Krwanisi's Public School on June 11, 2018 Rating: 5

top navigation

Powered by Blogger.