recent posts

banner image

როგორ დავძლიოთ პირველ კლასში 10-ის გავლით ანგარიშში არსებული პრობლემები



                                                         პრაქტიკული კვლევა

როგორ დავძლიოთ პირველ კლასში 10-ის გავლით
ანგარიშში  არსებული პრობლემები

ავტორი: ქეთევან ქევხიშვილი




კრწანისის საჯარო სკოლა   

- 2017-


შინაარსი
შესავალი -----------------------------------------------------------------------------3
ლიტერატურის მიმოხილვა -------------------------------------------------------3
პრობლემის შერჩევა ----------------------------------------------------------------5
მეთოდოლოგია ---------------------------------------------------------------------6
ფოკუსჯგუფი -----------------------------------------------------------------------7
მონაცემთა ანალიზი ---------------------------------------------------------------7
ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილებზე----------------------------------10
კცლევის მიგნებები ----------------------------------------------------------------11
შესაძლო ინტერვენციები ----------------------------------------------------------11
განხორციელებული ცვლილებები -----------------------------------------------12
კვლევის შედეგების კვლევა -------------------------------------------------------13
რეკომენდაციები --------------------------------------------------------------------14
დასკვნა -------------------------------------------------------------------------------14
დანართი 1----------------------------------------------------------------------------15
დანართი 2 ---------------------------------------------------------------------------16
ბიბლიოგრაფია ---------------------------------------------------------------------17




                                                                     შესავალი
      წინამდებარე ნაშრომი არის პრაქტიკული კვლევის ანგარიში. ნაშრომში განხილულია პირველკლასელთა პრობლემები, როდესაც ისინი სწავლობენ 10-ის გავლით რიცხვების შეკრება-გამოკლებას.

ლიტერატურის მიმოხილვა
      თანამედროვე ეპოქაში მათემატიკა ცხოვრების განუყრელი ნაწილია. იგი გამოიყენება ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში: მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში, მედიცინაში, ეკონომიკაში, გარემოს დაცვასა და აღდგენა-კეთილმოწყობაში, სოციალურ გადაწყვეტილებათა მიღებაში. აგრეთვე აღსანიშნავია მათემატიკის განსაკუთრებული როლი კაცობრიობის განვითარებაში და თანამედროვე ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში. საინფორმაციო და გამოთვლითი ტექნოლოგიების განვითარება, სივრცე-დროის სტრუქტურის უკეთ გააზრება, ბუნებაში არსებული მრავალი კანონზომიერების აღმოჩენა და აღწერა, ნათლად წარმოაჩენს მათემატიკის სამეცნიერო და კულტურულ ღირებულებას. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათემატიკა ხელს უწყობს ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების განვითარებას. იგი იძლევა ეფექტიანი, ლაკონური და არაორაზროვანი კომუნიკაციის საშუალებას. მათემატიკის გამოყენებით შესაძლებელია რთული სიტუაციის თვალსაჩინო წარმოჩენა, მოვლენების ახსნა და მათი შედეგების განჭვრეტა.
      მათემატიკა ყველგანაა. ადამიანი ცხოვრების პირველივე წლიდან მოხუცებულობამდე მუდმივ კონტაქტშია ციფრებთან. ჩვეულებრივ, გვახსენდება რა რიცხვია დღეს, რომელ საათზე უნდა წავიდეთ სასწავლებელში ან სამსახურში, ან როდის აჩვენებენ საყვარელ სატელევიზიო გადაცემას,  რა ღირს სასურველი ნივთი, როდის აქვს მეგობარს დაბადების დღე და ა. . ერთი სიტყვით, თითოეულ ჩვენგანს ყოველდღიურად გვიწევს მათემატიკასთან შეხება. ის ყოველ წამსა და წუთს გვესაჭიროება. მათემატიკა არის ნებისმიერი ადამიანის თანამგზავრი ცხოვრებაში.  
     ცნობილი გერმანელი მათემატიკოსი, იოჰან კარლ ფრიდრიხ გაუსი, რომელსაც სიცოცხლეშივე მიანიჭეს „მათემატიკოსთა პრინცის“ ტიტული, ამბობდა: „მათემატიკა მეცნიერებათა დედოფალია, ხოლო არითმეტიკა - მათემატიკის“.      
-
როგორ უნდა ვასწავლო მათემატიკა, თუკი ის ასე გვჭირდება? -უფრო საინტერესოდ. ყოველი ახალი თემა უნდა იყოს ცხოვრებისეული ფაქტებით გამყარებული.
     დაწყებითი მათემატიკის სწავლების პროცესში უმნიშვნელოვანესი პირობაა ზეპირ გამოანგარიშებათა ცოდნა. ზეპირ ანგარიშს დიდი საგანმანათლებლო, განვითარებითი და პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. მოსწავლე პრაქტიკულ საქმიანობაში ყოველ ნაბიჯზე ხვდება ზეპირი ანგარიშის აუცილებლობას. წერითი ანგარიშის არსებობა შეუძლებელია ზეპირი ანგარიშის გარეშე. წერითი ანგარიშის ჩვევათა განვითარება დიდადაა დამოკიდებული ზეპირი ანგარიშის უნარ-ჩვევათა განვითარებაზე. წერითი და ზეპირი ანგარიში დაკავშირებულია ერთმანეთთან და ხელს უწყობს ერთმანეთის განვითარებას.
     ზეპირი ანგარიშის სწავლებას საფუძველი პირველ კლასშივე ეყრება.ზეპირი ანგარიშის ხერხების შეთვისება მოსწავლეთა მიერ ადვილად არ ხდება. ამიტომ განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი სავარჯიშოები უნდა იქნეს  გამოყენებული  პირველ კლასში, რადგან ხდება 20-ის ფარგლებში შეკრება- გამოკლების მოქმედებათა შესწავლა. ეს კი ამოსავალი პუნქტია მათემატიკის  შემდგომი სწავლებისათვის.
   უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ ენაში რიცხვთა ზეპირი ნუმერაცია 21-დან 100-მდე ათობით-ოცობითია და ამ ოცობითობის პრინციპის უგულვებელყოფა არ შეიძლება. 100-ის ფარგლებში ზეპირი ანგარიშის სწავლების დროს  ძალზე მოსახერხებელია შეკრება და გამოკლება ოცობით პრინციპზე დამყარებით ვასწავლოთ. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ  პირველკლასელი მოსწავლეები კარგად ფლობდნენ 20-ის ფარგლებში რიცხვებზე შეკრება- გამოკლების მოქმედებებს, რადგან ეს საბაზისო ცოდნა გაუადვილებს მათ 100-ის ფარგლებში რიცხვთა ნუმერაციისა და შეკრება-გამოკლების შესწავლას.
                                      
                 



პრობლემის შერჩევა
    პრაქტიკული კვლევა ჩატარდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლაში, სადაც მე, ქეთევან ქევხიშვილი ვასწავლი დაწყებით კლასებში საგნობრივ ჯგუფს, კონკრეტულად, წელს ვასწავლი პირველ კლასს. ჩემ მიერ ჩატარებული კვლევა გამომდინარეობს მათემატიკის სწავლების საჭიროებიდან.
    დაწყებითი კლასების მათემატიკის პედაგოგებთან და პირველკლასელი მოსწავლეების მშობლებთან გასაუბრების შედეგად დადგინდა, რომ პირველ კლასში მათემატიკის სწავლებისას რეალურად არსებობს პრობლემა, რაც მდგომარეობს შემდეგში: მოსწავლეებს უჭირთ პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტა, როდესაც ამოცანა მოითხოვს 10-ის გავლით შეკრება-გამოკლების მოქმედებათა შესრულებას.
     მასწავლებლებთან ინტერვიუების შედეგად დადგინდა, რომ ამ პრობლემის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად ამ ასაკში წარმოსახვის უნარის ნაკლებობა მიიჩნევა, თუმცა პრობლემები შეიძლება სხვაგვარიც იყოს.
    რა შეიძლება იყოს პრობლემის გამომწვევი მიზეზები? პრობლემის ზუსტად განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია ჩამოვაყალიბოთ კვლევის მთავარი კითხვა:
-  რა არის მიზეზი იმისა, რომ პირველკლასელებს უჭირთ 10-ის გავლით ანგარიში?
    საკვლევი პრობლემის აქტუალობის დასადგენად ინტერვიუ ჩავწერე დაწყებითი კლასის მათემატიკის მასწავლებლებთან და მოსწავლეთა მშობლებთან. ჩატარებული შეხვედრების შედეგად შევჯერდით, რა არის გასაუმჯობესებელი და რა შეიძლება იყოს აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზი.

სარგებელი, რომელიც  აღნიშნული კვლევისგან  შეიძლება მიიღონ მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და სკოლამ:
მოცემული კვლევის შედეგად , პრობლემის გამომწვევი მიზეზებისა და მისი გადაჭრის გზების სწორად განხორციელების შემთხვევაში, მოსწავლეები დაუბრკოლებლად შეძლებენ  ისეთი პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტას, სადაც საჭირო იქნება 10-ის გავლით შეკრება-გამოკლების მოქმედებათა შესრულება,  რაც  მათ  შემდეგში გაუადვილებს  100-ის ფარგლებში რიცხვთა შეკრება-გამოკლების შესწავლას;  მასწავლებლებს გაუადვილდებათ სასწავლო პროცესის მართვა, რადგან მოსწავლეები მეტი ხალისით ჩაერთვებიან  სხვადასხვა აქტივობებში; სკოლა კი შეასრულებს  მთავარ მისიას, რასაც ზოგადი განათლების მიზნები აკისრებს, მოსწავლეები შეიძენენ აუცილებელ საბაზისო ცოდნა



მეთოდოლოგია
ამ თავში განხილულია საკვლევი საკითხი და ქვეკითხვები, მოცემულია კვლევის დიზაინი და კვლევის გეგმა; წარმოდგენილია ინფორმაცია კვლევისათვის მონაცემთა შეგროვების შესახებ.
    კვლევის მთავარ კითხვაში აღნიშნული პრობლემის მიზეზების დადგენაში დაგვეხმარება შემდეგ ქვეკითხვებზე პასუხის გაცემა:
2.      რამდენად ეფექტურია ამ რესურსების გამოყენება?
3.      იყენებენ თუ არა  მოსწავლეები ანგარიშისას თითებს?
4.      როგორ ართმევენ თავს მოსწავლეები იმ პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტას, რომელსაც სჭირდება 10-ის გავლით მოქმედების შესრულება?
     ვფიქრობ, რომ აღნიშნული კვლევის შედეგად პირველი კლასის მოსწავლეებს შედარებით გაუადვილდებათ  10-ის გავლით მოქმედების შესრულება, თუ აღმოჩენილი იქნება კვლევის მიგნებები.
     აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გასაცემად შევიმუშავე კვლევის გეგმა. კვლევის სანდოობის გაზრდის მიზნით მონაცემთა შეგროვების მეთოდად გამოვიყენე ფოკუს- ჯგუფი, ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილებზე და კითხვარები.





ფოკუს - ჯგუფი
     ფოკუს - ჯგუფი ჩატარების მიზანი  იყო მიგვეღო მშობლებისაგან ინფორმაცია, რომელიც დაგვეხმარებოდა კითხვარის შედგენაში. ფოკუს - ჯგუფი ჩატარდა I-კლასის მოსწავლეების მშობლებთან.  მონაცემთა შეგროვების აღნიშნული მეთოდის გამოყენების მიზანი იყო  შეგვესწავლა მშობელთა მოსაზრებები  თავიანთი შვილების მათემატიკური შესაძლებლობების შესახებ, რაც დაგვეხმარა კვლევის სწორად წარმართვასა და  კითხვარის მომზადებაში.
    კითხვარი მომზადდა პირველი კლასის მოსწავლეთა მშობლებისათვის (იხ. დანართი 1). 18-დან გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 12-მა მშობელმა, რაც კლასის მშობელთა საერთო რაოდენობის 66 %-ია, ამდენად მიგვაჩნია, რომ შევსებული კითხვარები ზოგად წარმოდგენას ქმნის მშობლების დამოკიდებულების და მოსაზრებების გასაგებად.
     კვლევის ქვეკითხვებზე პასუხის გასაცემად კითხვარი მომზადდა დაწყებითი კლასების მათემატიკის მასწავლებლებისთვისაც (იხ. დანართი 2).

მონაცემთა ანალიზი
კითხვარების ანალიზისა და დაკვირვებების შედეგად მოგროვილი მონაცემები მეტი თვალსაჩინოებისათვის წარმოვადგინე დიაგრამების სახით.
დიაგრამები
კითხვარი მშობლებისთვის
დიაგრამა1


დიაგრამა 2






დიაგრამა 3


დიაგრამა 4


კითხვარი მასწავლებლებისთვის
დიაგრამა 5


დიაგრამა 6



                                   

ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილებზე.
10-ის გავლით მოქმედებათა შესრულების პრობლემის მიზეზების დადგენასთან დაკავშირებით დავაკვირდი საგაკვეთილომ პროცესს I-ბ კლასში მათემატიკის გაკვეთილებზე, სადაც ფოკუსირებული დაკვირვება ვაწარმოე იმ მომენტში, როდესაც მოსწავლეებს 10-ის გავლით მოქმედების შესრულება სჭირდებოდათ პრაქტიკული ამოცანების გადასაწყვეტად.
I  დაკვირვებაზე აღმოჩენილი პრობლემების შემდეგ ქალბატონ მაია თევზაძესთან ერთად მოვამზადე რესურსი (გასაფერადებელი ნახატი მათემატიკური მოქმედებებით და მაგნიტური ფერადი ფიგურები), რომელსაც უნდა გაეადვილებინა მოსწავლეებისთვის 10-ის გავლით მოქმედებათა შესრულება.
II  ფოკუსირებულმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ რესურსების გამოყენებამ შეამცირა პრობლემები და აამაღლა მოსწავლეთა მოტივაცია.

კვლევის მიგნებები
     მონაცემთა ანალიზისათვის გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვენელოვანი მიგნება:
- მოსწავლეებში წარმოსახვითი უნარის განვითარების საჭიროება;
- სწავლების პროცესში მრავალფეროვანი თვალსაჩინოების გამოყენების საჭიროება;
- ისეთი აქტივობების დაგეგმვის საჭიროება, სადაც მოსწავლეები ისწავლიან კეთებით და თამაშით;
-პედაგოგთა შორის ინფორმაციის გაცვლის ნაკლებობა.




შესაძლო ინტერვენციები

კვლევის პროცესში მიღებული ინფორმაციისა და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე შევიმუშავე სავარაუდო ინტერვენციის გეგმა:
1.      გამოვიყენოთ მრავალფეროვანი თვალსაჩინოება;
2.      დავგეგმოთ ისეთი აქტივობები, სადაც მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ისწავლონ კეთებით და თამაშით;
3.      შევქმნათ დადებითი სასწავლო ატმოსფერო;
4.      გავუზიაროთ გამოცდილება კოლეგებს (პედაგოგებს);
5.      ვიქონიოთ მშობლებთან სისტემატიური კომუნიკაცია.



                                           

განხორციელებული ცვლილებები

     შემუშავებული ინტერვენციის გეგმისა და ჩვენს ხელთ არსებული რესურსების  გათვალისწინებით განვახორციელეთ შემდეგი ცვლილებები: სასწავლო პროცესში დავგეგმეთ სხვადასხვა სახალისო აქტივობები,  გამოვიყენეთ მრავალფეროვანი თვალსაჩინოება სათვლელი ჩხირების, საანგარიშოს, გასაფერადებელი ნახატების,  GPriEd-ის  ფერადი კუბურებისა და სხვათა სახით; 10-ის გავლით მოქმედებათა შესრულების დამონსტრაციისთვის გამოვიყენეთ ასევე  ხანის აკადემიის შესაბამისი ვიდეოჩანაწერი, რამაც თვალნათლივ დაანახა ბავშვებს, როგორ უნდა შეასრულონ 10-ის გავლით შეკრება ან გამოკლება.
     მრავალფეროვანი აქტივობებისა და თვალსაჩინოების გამოყენებამ სასწავლო პროცესი უფრო საინტერესო და სახალისო გახადა, რითაც შევქმენით დადებითი სასწავლო ატმოსფერო. მოსწავლეები საკუთარი ხელით აწყობდნენ და შლიდნენ ფერად კუბურებს და ხალისით, თამაშით ასრულებდნენ მიცემულ დავალებას, რამაც აამაღლა მოსწავლეთა მოტივაცია და საბოლოოდ დადებითად იმოქმედა პრობლემის გადაწყვეტაზე.
    კვლევის შედეგად მიღებული გამოცდილება გავუზიარეთ დაწყებითი კლასის მათემატიკის მასწავლებლებს, რათა მათ გაითვალისწინონ  და სიახლეები შეიტანონ პირველკლასელებისთვის 10-ის გავლით შეკრება-გამოკლების სწავლების პროცესში.
    სისტემატიური ურთიერთობა გვქონდა მოსწავლეთა მშობლებთან, რომლებიც ყურადღებით ადევნებდნენ თვალს იმ ცვლილებებს, რასაც მივმართავდით კვლევის პროცესში და რამაც დადებითი ზეგავლენა იქონია მათი შვილების მათემატიკური აზროვნების განვითარებაზე.








                                                    



კვლევის შედეგების კვლევა

განხორციელებული კვლევის შედეგების შესაფასებლად კიდევ ერთხელ მივმართე პედაგოგებს კითხვით: - განხორციელებული ინტერვენციის შემდეგ როგორ ართმევენ მოსწავლეები თავს 10-ის გავლით მოქმედებათა შესრულებას?
    ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მოსწავლეთა უმეტესობას აუმაღლდა მათემატიკური აზროვნების უნარი, ისინი უკეთ ართმევენ თავს ისეთი პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტას, რომელსაც სჭირდება 10-ის გავლით მოქმედების შესრულება.
დიაგრამა 7.






რეკომენდაციები

კვლევის შედეგად  შევიმუშავე რეკომენდაციები დაწყებითი კლასების მათემატიკის მასწავლებლებითვის, რომლებიც შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
1.      სწავლების პროცესში გამოყენებული უნდა იქნას მრავალფეროვანი თვალსაჩინოება.
2.       უნდა შეირჩეს საინტერესო და სახალისო აქტივობები, სადაც მოსწავლეებს მიეცემათ  საშუალება - ისწავლონ კეთებით, თამაშით.
3.      მიცემულ დავალებებში უნდა სჭირდებოდეთ მიღებული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება.
4.      სწავლის პროცესში არ უნდა დაგვავიწყდეს მოსწავლეთა შექება და წახალისება.
5.      მოსწავლეებს უნდა შევუქმნათ დადებითი სასწავლო გარემო.
6.      მოსწავლეებს შორის უნდა ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ურთიერთობები.
7.      პედაგოგებს შორის აუცილებლად უნდა ხდებოდეს გამოცდილების გაზიარება.
8.      სისტემატიური კომუნიკაცია უნდა გვქონდეს მოსწავლეთა მშობლებთან.



დასკვნა

       ჩემ მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე შემიძლია დავასკვნა, რომ პირველ კლასში 10-ის გავლით ანგარიშში არსებული პრობლემების მიზეზებია: სწავლის პროცესში სახალისო აქტივობების დაგეგმვის ნაკლებობა, მოსწავლეებში წარმოსახვითი უნარის  განუვითარებლობა და პედაგოგთა შორის ინფორმაციის გაცვლის ნაკლებობა.
     აღნიშნული პრობლემების გამოსასწორებლად გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები. ჩატარებული ინტერვენციების შეფასებისას კი გამოვლინდა, რომ მათი უმეტესობა შედეგიანი იყო.


დანართი  1.
კითხვარი მშობლებისთვის

·         სრულებს თქვენი შვილი საშინაო დავალებას დამოუკიდებლად, სხვისი დახმარების გარეშე?
                  დიახ                                     არა                                      ზოგჯერ
·         ეხმარებით მათემატიკის დავალების შესრულებაში?
                  დიახ                                     არა                                      ზოგჯერ
·         უჭირს 10-ის ფარგლებში ანგარიში?
                  დიახ                                     არა                                     საშუალოდ
·         უჭირს 20-ის ფარგლებში ანგარიში?
                  დიახ                                     არა                                     საშუალოდ
·         ანგარიშისას იყენებს თუ არა თითებს ან სხვა დასათვლელ საშუალებებს?
                დიახ                                       არა                                      ზოგჯერ
·         ახერხებს ზეპირად ანგარიშს?
            დიახ                                          არა                                      საშუალოდ
·         შეუძლია თავისი შეცდომის გასწორება?
               დიახ                                       არა                                      ზოგჯერ   
·         თქვენი აზრით რატომ უჭირს თქვენს შვილს  20-ის ფარგლებში შეკრება-გამოკლება?

·         რა შემთხვევაში უჭირს ზეპირად ანგარიში?

გმადლობთ მონაწილეობისთვის!
დანართი  2.
კითხვარი მასწავლებლებისთვის

1.      რა რესურსებს იყენებთ პირველ კლასში ანგარიშის სწავლებისას?


2.      რამდენად ეფექტურია ამ რესურსების გამოყენება?





3.      იყენებენ თუ არა  მოსწავლეები ანგარიშისას თითებს?




4.      როგორ ართმევენ თავს მოსწავლეები იმ პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტას, რომელსაც სჭირდება 10-ის გავლით მოქმედების შესრულება?


5.      როგორ ფიქრობთ, რატომ უჭირთ პირველკლასელებს
10-ის გავლით ანგარიში?




გმადლობთ მონაწილეობისთვის!


ბიბლიოგრაფია

1.      2011-2016 სასწ. წლების ეროვნული სასწავლო გეგმა
2.      დაწყებით სკოლაში მათემატიკის სწავლების მეთოდიკა; ავტორი: ჯ. ჯინჯიხაძე, გამომცემლობა: „განათლება“,  თბ., 1990 წ.
3.      Wikipedia;
4.      www.youtube.com/watch?v=dWgHN7ZnAFs Khanacademy.Kartuli;მიმატება 20-ის ფარგლებში. გამოკლება 20-ის ფარგლებში.
5.       www.mecnier.com; გავხადოთ მათემატიკა უფრო საინტერესო; ავტორი: მ. კვინიკაძე, 2015 წ.
6.      www.youtube.com/watch?=INqHyTFfYVc Sabavshvo TV ვისწავლოთ მატემატიკა 10-20.
7.      https://youtu.be/tdHL5214wkg&feature  შეკრება-გამოკლება (7+5;  14-5) ლია ჯაბანაშვილი, დუშეთის მეორე საჯარო სკოლა.







                                                  კვლევის რეფლექსია


       2016-2017 სასწავლო წელს განვახორციელე პრაქტიკული კვლევა - “როგორ დავძლიოთ პირველ კლასში 10-ის გავლით ანგარიშში  არსებული პრობლემები
       კვლევის შედეგად ჩამოვაყალიბე რეკომენდაციები შემდეგი სახით:
1.      სწავლების პროცესში გამოყენებული უნდა იქნას მრავალფეროვანი თვალსაჩინოება.
2.       უნდა შეირჩეს საინტერესო და სახალისო აქტივობები, სადაც მოსწავლეებს მიეცემათ  საშუალება - ისწავლონ კეთებით, თამაშით.
3.      მიცემულ დავალებებში უნდა სჭირდებოდეთ მიღებული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება.
4.      სწავლის პროცესში არ უნდა დაგვავიწყდეს მოსწავლეთა შექება და წახალისება.
5.      მოსწავლეებს უნდა შევუქმნათ დადებითი სასწავლო გარემო.
6.      მოსწავლეებს შორის უნდა ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ურთიერთობები.
7.      პედაგოგებს შორის აუცილებლად უნდა ხდებოდეს გამოცდილების გაზიარება.
8.      სისტემატიური კომუნიკაცია უნდა გვქონდეს მოსწავლეთა მშობლებთან.

       ამ რეკომენდაციებისა და კვლევის შედეგების გაზიარება მოვახდინე  სამუშაო შეხვედრაზე კოლეგებთან. გადავეცი წერილობითი ფორმით, რომელსაც დავურთე სიტყვიერი კომენტარები. პედაგოგებისგან მიღებული უკუკავშირიდან ჩანდა, რომ საკითხი მართლაც იყო აქტუალური და საჭიროებდა გამოსწორებას.
       რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ მითითებული რეკომენდაციები დაეხმარათ და მომავალშიც დაეხმარებათ საგაკვეთილო პროცესის უკეთ წარმართვაში,  რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა საბაზისო ცოდნის კონსტრუირებას და მათემატიკური აზროვნების განვითარებას.
                                  

                                ქეთევან ქევხიშვილი








როგორ დავძლიოთ პირველ კლასში 10-ის გავლით ანგარიშში არსებული პრობლემები როგორ დავძლიოთ პირველ კლასში 10-ის გავლით  ანგარიშში  არსებული პრობლემები Reviewed by Krwanisi's Public School on June 11, 2018 Rating: 5

top navigation

Powered by Blogger.