VI კლასში დაგეგმილი სასკოლო ღონისძიების ჩატარებისას მოსწავლეთა თანამშრომლობაში წარმოქმნილი პრობლემები და მათი მოგვარების სტრატეგიები
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
VI2 კლასში დაგეგმილი სასკოლო ღონისძიების ჩატარებისას
მოსწავლეთა თანამშრომლობაში წარმოქმნილი
პრობლემები
და მათი მოგვარების სტრატეგიები
VI2 კლასის ხელმძღვანელი ნაზი ჩარქსელიანი
2017 სასწ წელი
სარჩევი
შესავალი-------------------------------------------------------------------------------------------------------3
ლიტერატურა--------------------------------------------------------------------------------------------------4
პრობლემის
შერჩევა-------------------------------------------------------------------------------------------7
კვლევის
ვადები------------------------------------------------------------------------------------------------8
კვლევის
მიზანი------------------------------------------------------------------------------------------------9
მეთოდოლოგია-------------------------------------------------------------------------------------------------9
მონაცემთა
შეგროვება და ანალიზი--------------------------------------------------------------------------10
კვლევის
მიგნებები --------------------------------------------------------------------------------------------12
შესაძლო
ინტერვენცია-----------------------------------------------------------------------------------------12
განხორციელებული
ცვლილებები---------------------------------------------------------------------------12
რეკომენდაციები-----------------------------------------------------------------------------------------------13
კვლევის
შემდგომი კვლევა-----------------------------------------------------------------------------------13
დასკვნა ---------------------------------------------------------------------------------------------------------14
დანართი 1-------------------------------------------------------------------------------------------------------15
დანართი 2-------------------------------------------------------------------------------------------------------16
გამოყენებული
რესურსი---------------------------------------------------------------------------------------17
შესავალი
ნებისმიერ სასკოლო
სივრცეში ყველა დამრიგებლის მოვალეობაა აღზარდოს თითოეული ბავშვი კანონმორჩილი ,
კეთილგანწყობილი საზოგადოებისა და ცოდნის მიმათ. სწორედ ამიტომ გვაქვს დაგეგმილი
უამრავი ღონისძიებები: სადამრიგებლო პროგრამები, კლასის საათები,
შემეცნებით-აღმზრდელობითი ღონისძიებები, რომელთაც სისტემატური ხასიათი აქვთ
თითქმის ყოველ სასწავლო წელს მოსწავლის ასაკის ცვლილების შესაბამისად. ამ
ღონისძიებების ჩატარებისას პედაგოგი არის უშუალო დამკვირვებელი და მკვლევარი
თითოეული მოზარდის პიროვნული თვისებების
ფორმირების, ასაკობრივი თავისებურების ჩამოყალიბებისა და სოციუმში ადგილის
დამკვიდრების.
საზოგადოებაში ადვილად დამკვიდრებისთვის კი აუცილებელი
პირობაა თანამშრომლობა თანატოლებთან თუ უფროსებთან, რომლის დროსაც საჭიროა სხვისი აზრის მოსმენა,
საკუთარი მოსაზრებების თუ გამოცდილებების გაიზიარება და შეთანხმებული
მოქმედება.სწორედ ეს ღირებულებანია დეფიციტი მოზარდთა ურთიერთობებში, რაც ყველაზე მწვავედ იკვეთება საახალწლო, თუ
ნებისმიერი სასკოლო ღონისძიებების მომზადების და ჩატარების დროს.
ამ პრობლემის დანახვა და მისი დაძლევის გზების ძიება გახდა ჩემი
პრაქტიკული კვლევის საგანი. ჩავატარეთ
საახალწლო ღონისძიება. ვაწარმოე თითოეულ ბავშვზე დაკვირვება და გამოიკვეთა
საგანგაშო დამოკიდებულება. ეთმანთს არ უსმენდნენ, მხოლოდ ნაწილს უნდოდა
მონაწილეობის მიღება, პირველობა ,ნაწილი კი- საერთოდ არ იყო დაინტერესებული
არანაირი წინსვლით და თავის გამოჩენით,რაც აფერხებდა ღონისძიების სრულფასოვნებას.
კლასში არის ოთხი მოსწავლე , რომლებიც
თვითნებურად იღებდნენ ლიდერობას საკუთარ თავზე და ერთმანეთში ხშირი კონფლიქტები ჰქონდათ.
ხშირად ტირილით და მშობლებთან დაბეზღებით მთავრდებოდა მათი ურთიერთობა. მე როგორც კლასის ხელმძღვანელი, ვარეგულირებდი მათ შორის ურთიერთობებს.
ლიტერატურის მიმოხილვა
თანამშრომლობა (cooperative
learning, collaborative learning) დასავლეთის საგანმანათლებლო
სისტემის განუყოფელი
სასწავლო სტრატეგიაა.
შეიძლება თამამად
ითქვას, რომ
თანამშრომლობითი მუშაობის
გამოყენებამ ძირეულად
შეცვალა ამერიკული
თუ აზიური
სასკოლო სისტემა
და „რევოლუცია“
34 მოახდინა, როგორც
მოსწავლეთა, ასე
მასწავლებელთა ცნობიერებაში
(Gailett,1994, Brown&Thomson,2000).
ზოგადი
დებულებების თანახმად,
სწავლა თანამშრომლობით
გარემოში დამოკიდებულია
სოციალურად სტრუქტუირებული
ინფორმაციის გაცვლაზე
მოსწავლეთა ჯგუფებს
შორის, რომლებშიც
მოზარდები პასუხისმგებელნი
არიან თანაჯგუფელთა
მიღწევებზე ისევე,
როგორც საკუთარ
შედეგზე; ანუ,
მოზარდები მოტივირებულნი
არიან სხვათა
სწავლებით(Olsen&Kagan,1992). მრავალი
კვლევა ცხადყოფს,
რომ ერთობლივი
სწავლება (სინ.
თანამშრომლობითი სწავლების;
collaborative learning) ფორმალური განათლების
სფეროში, გაცილებით
ეფექტიანია, ვიდრე
სხვა სასწავლო
სტრატეგია(Marr,1997;
Perret-Clermont,1991). ურთიერთსწავლება უზრუნველყოფს
ინფორმაციის მოძიებას,
გაცვლას, დახმარებასა
და ურთიერთწახალისებას.
ცოდნა ყალიბდება
მოზარდთა ურთიერთქმედებითა
და ანალიზით
გარემოსთან კავშირში(Gillies&Ashman,1998).
თანამშრომლობის მიზნის
სტრუქტურა ქმნის
სიტუაციას, რომელშიც
გუნდის წევრები
პირად მიზანს
აიგივებენ ჯგუფის
წარმატებასთან, აქედან
გამომდინარე, იმისათვის,
რომ მოზარდებმა
დასახულ მიზანს
მიაღწიონ, ცდილობენ
წაახალისონ თანაჯგუფელები
თანამშრომლობაში და
დაეხმარონ ერთმანეთს
სასწავლო აქტივობებში
(Johnson,Johnson&Smith,1986; Slavin,1990). უ.გლასერის(William
Glasser) „კონტროლის თეორიის“
მიხედვით, თუ
მოსწავლე და
მასწავლებელი ძალისხმევას
თანაბრად ხარჯავენ
სასწავლო პროცესშისპენსერ
კაგანმა (Spenser Kagan) თანამშრომლობითი
სწავლების თავისებური
პარადიგმა შეიმუშავა,
რომლის მიხედვითაც,
მასწავლებელს მთავარი
ფუნქცია მიანიჭა.
მისი შეხედულებით,
სწავლების პროცესი
უნდა წარმოებდეს
კრეატიულობითა და
ინოვაციური მეთოდებით,
რათა მოზარდში
ცოდნის დაუფლების
სურვილი წარმოიშვას.
კაგანის მოსაზრებით,
წინასწარ შემუშავებული
სილაბუსი, რომელიც
პუნქტობრივადაა გაწერილი,
განაპირობებს წარმატებულ
თანამშრომლობას ჯგუფებში.
თანამშრომლობითი სწავლებისას
მხოლოდ გუნდი
უნდა მოიაზრებოდეს;
ჯგუფი შესაძლებელია
მერყეობდეს რაოდენობრივად
და თვისებრივად,
მაგრამ გუნდი
მყარია, როგორც
შემადგენლობით, ასევე
ინდივიდუალობით. ჰეტეროგენულობის
პრინციპის დაცვა
წარმატების საწინდარია. მნიშვნელოვანია მოსწავლეებში
განვავითაროთ თანამშრომლობის სურვილი.
თანამშრომლობას სამი
გზა განაპირობებს;
გუნდური მუშაობა,
საკლასო მუშაობა
და წახალისების
სისტემა. შედეგის ასამაღლებლად
მაღალი აკადემიური
მოსწრების მოსწავლეები
უნდა ეხმარებოდნენ
დაბალი აკადემიური
შედეგის მქონე
თანაკლასელებს.
დაგეგმილი ღონისძიებების დროს
მნიშვნელოვანია ერთობლივი
მუშაობის
ოთხი
განუყოფელი ასპექტი: 1)დადებითი
ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც
მოიაზრებს გუნდის
წევრების საქმიანობის
ერთობლივად წარმართვას;
ერთის წარმატება ყველასათვის სასიხარულო
უნდა იყოს.
2)ინდივიდუალური პასუხისმგებლობა;
ნებისმიერი მოსწავლე
უნდა ფლობდეს
დამოუკიდებელ უნარ-ჩვევებს,
რათა შეძლოს
მუშაობის ინდივიდუალური
წარმართვა. 3) თანამონაწილეობა;
ჯგუფის თითოეული
წევრი უნდა
სარგებლობდეს თანაბარი
უფლებებით. 4)ურთიერთქმედება
და ურთერთდამოკიდებულება;
გუნდის წევრები
უნდა იყვნენ
აქტიურნი ნებისმიერ
მომენტში პრინციპით
„ყველა ერთისათვის
და ერთი
ყველასათვის“. ამ
ასპექტების განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია სასწავლო აქტივობები , რომლის
შედეგადაც დადებითი შედეგი
აუცილებლად მიიღება.
ამასთანავე, საბოლოო
შედეგში მოიაზრება
ა)კლასის
დახელოვნება, ბ)ერთ გუნდად
ჩამოყალიბება.
გ)კომუნიკაცია,
დ)ინფორმაციის
გაზიარება, ე)დახელოვნება,
ვ)აზროვნების
დახვეწა.
„ჩვენ გვჯერა,
რომ ნებისმიერ
მოსწავლეს შესწევს
უნარი იმუშაოს
და ისწავლოს
ავტონომიურად გართობის
თანხლებით, ამასთანავე,
ითანამშრომლოს სხვებთანაც,
მაგრამ მნიშვნელოვანია,
მოსწავლემ იცოდეს
მუშაობისას, როდის
ითანამშრომლოს და
როდის შეეჯიბროს
თანაკლასელებს“(Johnson&Johnson, 1999). ეს
ფრაზა უკუთვნით
მინესოტის უნივერსიტეტის
პროფესორებს, დევიდ
და როჯერ
ჯონსონებს, რომლებმაც
თანამშრომლობითი სწავლების
სტრატეგიას ფილოსო-
ფიურ-პრაქტიკული
დატვირთვა შესძინეს
და ახლებურ
ჭრილში გადაიტანეს
ჯგუფური სწავლების
სისტემა. ჯონსონების
მრავალმა კვლევამ დაადგინა თანამშრომლობითი სწავლების როლი
მოზარდის მრავალმხრივ განვითარებაში (Humphreys,Johnson&Johnson; 1982;Johnson, Johnsn&Maruyama,1981;
Johnson,Maruyama,Johnson,Nelson&Skon;1983; Johnson&Johnson,2002). ჯონსონების მიხედვით,
თანამშრომლობითი სწავლების
წარმატების ფორმულა
ჯგუფების დაკომპლექტებაზეა
დამოკიდებული. პედაგოგი
ფლაგმანის როლს
ასრულებს, რომელსაც
ჯგუფთა შექმნაში
მნიშვნელოვანი ფუნქცია
აკისრია.
თანამშრომლობითი
სწავლების განვითარებაში
მნიშვნელოვანი წვლილი
შეიტანა ელიზაბეტ
კოჰენმა (Elizabeth Cohen). მისი
შეხედულებით, თუ
სასწავლო ჯგუფებში
არაა დაცული
სტრუქტურა და
წესები მაშინ
უმჯობესია მოსწავლეებმა
ინდივიდუალურად იმუშაონ.
როდესაც გუნდის
ყველა წევრი
აღიარებს და
იცავს გუნდური მუშაობის
ნორმებს,
მაშინ ეს
„წესი“ იძენს
საყოველთაო მართვის
ფორმას. კოჰენი,
ისევე როგორც
ჯონსონები, მიიჩნევდა,
რომ ჯგუფში
თითოეულ წევრს
თანაბარი უფლებებით
უნდა ესარგებლა;
კოჰენმა დაასკვნა,
რომ მოსწავლეები,
რომლებიც ერთობლივად
სწავლობდნენ, ერთობლივად
გეგმავენ და ანხორციელებენ დაგეგმილ
ღონისძიებებს უფრო შედეგიანები
იყვნენ, ვიდრე
ის მოზარდები,
რომლებიც ინდივიდუალურად
მუშაობდნენ (Cohen,1984). კოჰენის
მოსაზრებით, არსებობს
ორი მოდელი
მკაფიო თანამშრომლობითი
და მეგობრული.
მკაფიო თანამშრომლობითი
მოდელი მოითხოვს
რაიმე საკითხის
განხილვისას ჯგუფის
წევრებს შორის
სრული კონსენსუსის
მიღწევას. მოსწავლეებმა
პრობლემის გადაჭრა
ერთობლივად, სინქრონულად
უნდა მოახდინონ.
პროცესში შესაძლებელია
ზოგიერთ მოსწავლეს
მოუწიოს იდეათა
უარყოფა. ძიების
გზებში დასაშვებია
პრობლემათა წარმოშობა,
როგორიცაა კონფლიქტი
და ემოციები,
მაგრამ აქვე
უნდა მოხდეს
მათი დაძლევა.
ფასილიტატორმა, რომლის
როლიც მასწავლებელს
აკისრია, ყოველმხრივ
უნდა გაუკეთოს
მოდიფიცირება მისაღებ
მოდელს, რათა
არ იქნას
შელახული რომელიმე
მოსწავლის გრძნობები
და იდეები
(Cohen,1994). მეგობრული მოდელი
ითვალისწინებს გუნდის წევრებს
შორის ერთმანეთის
მიმართ დახმარებას.
გუნდის წევრები
ერთმანეთს ეხმარებიან
თემის გაგების,
საკითხავი მასალის
გააზრებაში. უფრო
მაღალ ეტაპზე,
მოსწავლეები, რომლებმაც
რთულ დავალებებს
გაართვეს თავი,
ვალდებულნი არიან
დაეხმარონ იმ
თანაჯგუფელებს.
კოჰენი მოტივაციის,
პასუხისმგებლობისა და
თვითშეფასების ამაღლებაში
ხედავდა კოლეგიალობის
მოდელს. „მოზარდებს
შეუძლიათ ასწავლონ
ერთმანეთს კოლეგიალობის
მეგობრული მოდელით.
ეს ერთობლივი
სწავლების უდავოდ
დადებითი მხარეა,
ვინაიდან, ეფექტიანობის
ხარისხით ვლინდება
ინტელექტუალური და
სააზროვნო ცნობიერების
ამაღლების ნიშნები“(Cohen,1994).
თანამშრომლობით
მუშაობაში გადამწყვეტ როლს
მოსწავლეთა შორის
პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულება
ასრულებს. პოზიტიური
ურთიერთდამოკიდებულება წყვეტს
ისეთ ამოცანას,
როგორიცაა მოსწავლეთა
მიერ წარმატება-წარუმატებლობის
აღქმა, ერთობლიობა
და გუნდურობა.
თანამშრომლობით სწავლებას
შეუძლია დადებითი
შედეგის მოტანა
სამ დონეზე,
როგორიცაა, აკადემიური
მიღწევა, ინტერპერსონალური
ქცევები და
სოციალური განვითარება(Karnes
&Collins,1997. ანუ, თანამშრომლობითი
სწავლებით მიიღწევა
როგორც ეფექტიანობა
და პროდუქტიულობა
სწავლებაში, ასევე
უმჯობესდება ახალი
იდეების, კრეატიული
განვითარების, მოტივაციის
უნარი, მაღლდება
თვითშეფასება ურთიერთდამოკიდებულება,
პასუხისმგებლობა და
სოციალური კომპეტენცია
(Slavin,1983; Sharan,1980). დასკვნით
ეტაპზე შეიძლება
ითქვას, რომ
თანამშრომლობითი სწავლების
გამოყენება სკოლაში
მნიშვნელოვანია არა
მხოლოდ აკადემიური
შეფასებისა და
სოციალური მიღწევებისათვის,
არამედ, ეს
სტრატეგია განაპირობებს
რთული სიტუაციებისადმი
ინდივიდუალურად გამკლავების
უნარის გამომუშავებას
(Santoro, Borges&Santos, 2005)
პრობლემა
და საკვლევი საკითხი
VI2 კლასში დაგეგმილი
ღონისძიებების ჩატარებისას მოსწავლეთა თანამშრომლობაში წარმოქმნილი პრობლემები.
ჩემს მიერ წარმოებული კვლევის აქტუალობა მდგომარეობს იმაში, რომ VI2 კლასში ნებისმიერი
აქტივობის ჩატარების დროს თავს იჩენს თანამშრომლობის დეფიციტი მოზარდთა
ურიერთობებში. განსაკუთრებით ეს პრობლემა მწვავედ გამოიკვეთა საახალწლო სასკოლო
ღონისძიების მომზადების დროს. ბავშვებს უჭირთ სხვისი აზრის მოსმენა და გაზიარება,
შესაბამისად შეთანხმებული მოქმედებაც. მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი ცდილობს
ადვილად დამკვიდრებას კლასში, სურთ იყვნენ ლიდერები. ბუნებრივია აღნიშნული
ურთიერთობები იწვევს დაძაბულობას კლასში.
კვლევის მიზანი
კვლევის მიზანია:
დაკვირვების შედეგად აღმოჩენილი პრობლემის, კერძოდ სასკოლო
ღონისძიებებში მოსწავლეთა თანამშრომლობის დაბალი
უნარის მიზეზის გამოკვლევა
და პრობლემის აღმოფხვრა.
სამიზნე ჯგუფი :
VI2 კლასი.
აღმოჩენილი
პრობლემიდან გამომდინარე რა
შეიძლება იყოს პრობლემის გამომწვევი მიზეზები?პრობლემის ზუსტად განსაზღვრისათვის
მნიშვნელოვანია ჩამოვაყალიბოთ კვლევის მთავარი კითხვა:
რა
არის მიზეზი იმისა,რომ VI2 კლასის
მოსწავლეებს უჭირთ თანამშრომლობა
და ერთმანეთის აზრის
მოსმენა და გაზიარება
სასკოლო ღონისძიებების დაგეგმვა- მომზადებაში?
მეთოდოლოგია
ამ
თავში განხილულია საკვლევის საკითხი და ქვეკითხვები. მოცემულია, კვლევის დიზაინი
და კვლევის გეგმა. წარმოდგენილია ინფორმაცია კვლევის ჯგუფის ჩამოყალიბების და
მუშაობის ეტაპების შესახებ. ასევე განხილულია, კვლევისათვის მონაცემთა შეგროვების
მეთოდები.
როგორც
წინა თავში აღვნიშნეთ, ჩვენი კვლევის მთავარი კითხვაა _ რა
არის მიზეზი იმისა,რომ VI2 კლასის
მოსწავ;ლეებს უჭირთ თანამშრომლობა
და ერთმანეთის აზრის
მოსმენა და გაზიარება
სასკოლო ღონისძიებების დაგეგმვა- მომზადებაში?
კვლევის მთავარ კითხვაში აღნიშნული პრობლემების
მიზეზების დადგენაში დამეხმარა შემდეგ ქვეკითხვებზე პასუხის გაცემა:
Ø იყვნენ თუ არა ჩართულნი ბავშვები
საერთო საოჯახო თუ საზოგადო საქმიანობაში?
Ø იყვნენ ჩართულნი მათი შვილების სასკოლო ცხოვრებაში? აქტიურად თანამშრომლობთ?
Ø უწყობდნენ თუ არა ხელს, განეწყოთ
შვილები სასკოლო ღონისძიებებში ჩართულობისთვის?
Ø საოჯახო საქმიანობაში მონაწილეობის
მიღება მარტო ერჩევნათ თუ მათთან ერთან ერთად?
Ø ამჩნევდნენ თუ თუ არა რომ მათ შვილს ლიდერობის უნარი აქვს?
Ø თანამშრომლობდნენ გუნდურ ღონისძიებებში
და ყველას აზრს ითვალისწინებდნენ?
Ø ინაწილებდნენ თუ არა ყველა თანაბრად როლებს და ხომ არ გამოიკვეთებოდა ერთი და იგივე
მოსწავლე ლიდერად?
Ø იქნებოდაა მათი აზრით, ერთი ბაშვის წარმატება ყველას წარმატება?
Ø
მშობლებთან
ერთად ღებელობდნენ თუ არა მონაწილეობას მათ საქმიანობაში?
Ø მათი აზრით,
რომ ერთი ბავშვის მიერ დაგეგმილი ღონისძიება უფრო წარმატებული იქნება თუ
ბევრის მონაწილეობით დაგეგმილი?
Ø ირჩევენ ლიდერს და მისი ყველა აზრი მისაღებია მათთვის?
კვლევის გეგმა
კვლევის
სანდოობის გაზრდის მიზნით მონაცემთა შეგროვების მეთოდებად გამოვიყენეთ ინტერვიუები, მეორადი მონაცემების ანალიზი,
კითხვარები.
კითხვარები
მომზადდა როგორც მშობლებისთვის
(იხ.დანართი 1), ასევე მეექვსე(იხ.დანართი 2) კლასის
მოსწავლეებისთვის. რომლის
საფუძველზე გამოიკვეთა საკვლევი პრობლემა.
კვლევის
ფარგლებში ინტერვიუ ჩავწერე
მოსწავლეთა მშობლებთან.
მაინტერესებდა გამეგო მონაწილეობას
აღებინებენ თუ არა შვილებს საოჯახო საქმიანობის წარმართვაში. მივიღე მონაცემები, რომელიც წარმოდგენილია დიაგრამაზე:
ინტერვიუს კითხვებით წარმოვადგინეთ შემდეგი
მონაცემები:
მშობლების
პასუხებიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ. რომ მშობლების დიდი ნაწილი არ
აღებინებს მონაწილეობას საოჯახო საქმიანობის წარმართვაში და შესაბამისად ბავშვებს
არა აქვთ თანამშრომლობის უნარი.
კითხვარის
საშუალებით მოსწავლეების გამოკითხვამ
შემდეგი სურათი გამოკვეთა. კითხვაზე:
თვლი
თუ არა რომ ერთი ბავშვის წარმატება ყველას
წარმატებაა?
ბავშვების
უმრავლესობამ -67% მა დადებითი პასუხი გამცა.
დიაგრამაზე
ეს მონაცემი შემდეგნაირად აისახა
კლასის
დიდი ნაწილი თვლის რომ ერთი ბავშვის წარმატება ყველას წარმატებაა, რაც არა სწორი
შეხედულებაა და შესაბამისი
მდგომარეობაა კლასში.
შემდეგ
კითხვაზე, წარმატებული იქნება ერთი ბავშვის მიერ დაგეგმილი თუ გუნდურად
დაგეგმილი ღონისძიება 72% -ის პასუხია
ერთი ბავშვის მიერ დაგეგმილი , ხოლო 28%-ის პასუხია გუნდურად დაგეგმილი.
კვლევისმიგნებები
მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა რამდენიმე
მნიშვნელოვანი მიგნება:
Ø
ბავშვების აზრით, ერთი ბაშვის წარმატება, ყველას
წარმატებაა.
Ø
მშობლები
არ აღებინებენ მონაწილეობას ბავშვებს
მათთან საქმიანობაში.
Ø
ბავშვებს
ჰგონიათ, რომ ერთი ბავშვის მიერ დაგეგმილი
ღონისძიება უფრო წარმატებული იქნება.
Ø
ბავშვები
ეყრდნობიან ლიდერს და მისი ყველა აზრი მისაღებია მათთვის.
შესაძლოინტერვენციები
კვლევისპროცესშიმიღებულიინფორმაციისდამონაცემებისანალიზისსაფუძველზე, შევიმუშავეთ სავარაუდო ინტერვენციის შემდეგი
ვარიანტი:
Ø ჩავრთოთ ყველა ბავშვი
გუნდურ მუშაობაში და გამოვავლინოთ სათითაოდ მათი წარმატება.
Ø ხშირად მიაღებინონ მშობლებმა მონაწილეობა ბავშვებს მათთან საქმიანობაში.
Ø ბავშვებს ჩაუტარდეთ ჯგუფური მუშაობები, სადაც
დავალებები განაწილებული იქნება თანაბრად, ჩაერთონ დააქტიურად გამოავლინონ ჯგუფის
წარმატება.
Ø ღონისძიების დროს ყველა ბავშვს მიანიჭონ ლიდეროდის
თანაბარი უფლება და აგრძნობინონ, რომ მათი
აზრი მისაღებია.
განხორციელებული
ცვლილებები:
გამოკითხვისა და მიგნებების შემდეგ შევიმუშავე
გეგმა, რომელიც შემდეგში მდგომარეობს:
მოვაწყვე ერთობლივი შემეცნებითი ღონისძიება სადაც
ყველა ბავშვი იყო მსვლელობაში ჩართული, თითოეულმა ბავშვმა გამოავლინა საკუთარი
თავი წარმატებულად.
ასევე გუნდურ ღონისძიებაში მშობლების წახალისებით
ბავშვებმა ერთობლივად მიიღეს მონაწილეობა.
კლასში მოსწავლეებს ჩავუტარე ჯგუფური მუშაობა
დავალებები გავუნაწილე თანაბრად და გამოვავლინე ჯგუფის წარმატება. დაგეგმილ და
ჩატარებულ ღონისძიებაში თითოეული ბავშვი თავს გრძნობდა ლიდერად.
რეკომენდაციები მშობლებისთვის და მოსწავლეებისთვის
კვლევის ანალიზის შედეგად
შევიმუშავე რეკომენდაციები მშობლებისათვის და წარმოვადგინე შემდეგი სახით:
Ø ხშირად ჩართონ ბავშვები საერთო საოჯახო
თუ საზოგადო საქმიანობაში.
Ø ჩაერთონ შვილების სასკოლო ცხოვრებაში
და აქტიურად ითანამშრომლონ.
Ø განაწყონ შვილები სასკილო
ღონისძიებებში ჩართულობისთვის.
Ø გუნდურ ღონისძიებებში ითანამშრომლონ და
ყველას აზრი გაითვალისწინონ.
Ø ყველამ თანაბრად გადაინაწილოს როლები
და არ გამოიკვეთოს ერთი და იგივე ლიდერი
კვლევის შემდგომი კვლევა:
ინტერვენციის შემდგომ ჩავატარე
მოსწავლეებსა და მშობლებს შორის
გამოკითხვა, თუ რამდენად ითანამშრომლეს და რაოდენ საინტერესო გახდა ბავშვებისთვის თანაბრად
გადანაწილებული როლებით ღონისძიების ჩატარება.
კვლევის შემდგომმა კვლევამ გამოკვეთა
დადებითი სურათი მოსწავლეთა თანამშრომლობის თვალსაზრისით. გამოკითხულთა 90% თვლის, რომ მოსწავლეთა თანამშრომლობა გაიზარდა და მოსწავლეები
აქტიურად არიან ჩართული ღონისძიებაში, ხოლო 10% -ის აზრით არ არიან ჩართული.
დასკვნა:
ჩატარებული კვლევის საფუძველზე შემიძლია დავასკვნა, რომ სასკოლო
ღონისძიებებში მოსწავლეების დაბალი
თანამშრომლობის გამომწვევი მიზეზებია ის რომ ხშირ შემთხვევაში ლიდერი
მოსწავლე არ ითვალისწინებს უმრავლესობის აზრს. ღონისძიებების ჩატარების დროს
მშობლები ნაკლებად არიან ჩართული და არ თანამშრომლობენ მათთან. რის შედეგადაც
ნაკებად ვლინდება უმრავლესობის აზრები. ხსენებული პრობლემების გადასაჭრელად გატარდა
სხვადასხვა ინტერვენციები, რომლის შედეგადაც აქტიურად გაიზარდა მოსწავლეთა თანამშრომლობა
სასკოლო ღონისძიებებში. გატარებული
ინტერვენციების შეფასებისას გაირკვა, რომ ყველა მიმდინარე მსვლელობა შედეგიანი
იყო. რასაც უკუკავშირით ადასტურებენ მშობლები და კლასის ხელმძღვანელი.
დანართი-1
კითხვარი მეექვსე -2
კლასის მოსწავლეთა მშობელთათვის
მოგესალმებით!
საჯარო სკოლის პედაგოგი ვატარებ პრაქტიკულ კვლევას დაწყებით საფეხურზე. „მოსწავლეების სასკოლო
ღონისძიებების ჩატარებისას ურთიერთთანამშრომლობის გასაუმოჯობესებლად“. თქვენი როგორც მშობლების
ჩართულობა მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისათვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია
ანონიმურია.
Ø არიან თუ არახშირად ჩართულნი ბავშვები
საერთო საოჯახო თუ საზოგადო საქმიანობაში?
Ø ხართ თუ არა ჩართულნი თქვენი შვილების სასკოლო ცხოვრებაში? აქტიურად თანამშრომლობთ?
Ø უწყობთ თუ არა ხელს,განაწყოთ შვილები
სასკოლო ღონისძიებებში ჩართულობისთვის?
Ø საოჯახო საქმიანობაში მონაწილეობის
მიღება მარტო ურჩევნია თუ თქვენთან ერთად?
Ø ამჩნევთ თუ არა რომ თქვენ
შვილს ლიდერობის უნარი აქვს?
დანართი 2
კითხვარი VI2კლასის მოსწავლეთათვის
მოგესალმებით!
პედაგოგოგი ნაზი ჩარქსელიანი ვატარებ პრაქტიკულ კვლევას თქვენი თანამშრომლობის
გასაუმჯობესებლად სასკოლო ღონისძიებებში. თქვენი როგორც მოსწავლეების მონაწილეობა ძალიან
მნიშვნელოვანი და აუცილებელია პროექტის წარმატებისათთვის.
თქვენგან მიღებული ინფორმაცია
ანონიმურია. არაა საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მოფიქრება.
Ø თანამშრომლობთ გუნდურ ღონისძიებებში და ყველას აზრს ითვალისწინებთ?
Ø ინაწილებთ თუ არა ყველა თანაბრად როლებს და ხომ არ გამოიკვეთება ერთი და იგივე
მოსწავლე ლიდერად?
Ø თქვენი აზრით, ერთი ბაშვის წარმატება, ყველას
წარმატებაა?
Ø
მშობლებთან
ერთად ღებელობთ უ არა მონაწილეობას მათ საქმიანობაში?
Ø თქვენი აზრით,
რომ ერთი ბავშვის მიერ დაგეგმილი ღონისძიება უფრო წარმატებული იქნება თუ
ბევრის მონაწილეობით დაგეგმილი?
Ø ლიდერს და მისი ყველა აზრი მისაღებია თქვენთვის?
გამოყენებული რესურსი:
·
Maswavlebeli.ge/?p=1915
·
მასწავლებლის
პროფესიული სტანდარტის გზამკვლევი
2014 წელი
მასწავლებელთ პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
კვლევის რეფლექსია
ჩემს მიერ VI2 კლასში კვლევის ჩატარება გამოიწვია მოსწავლეთა დაბალმა თანამშრომლომლობის უნარმა, რომელიც განსაკუთრებით იჩენს თავს
ერთობლივი სასკოლო ღონისძიებების მომზადების დროს.
მიზანი:
VI2 კლასში დაგეგმილი სასკოლო ღონისძიების ჩატარებისას მოსწავლეთა თანამშრომლობაში
წარმოქმნილი პრობლემები და მათი მოგვარების სტრატეგიები.
მას შემდეგ, რაც პრობლემის წინაშე დავდექი,
ჩამოვაყალიბე კვლევის მიზანი და გავეცანი ლიტერატურას. დაბალი თანამშრომლობის მიზეზების დასადგენად შევაგროვე მონაცემები,
გავაკეთე ანალიზი, შევიმუშავე რეკომენდაციები
მშობლებისთვის და მოსწავლეებისთვის, გავაცანი მათ .
რეკომენდაციები
მშობლებისთვის და მოსწავლეებისთვის
კვლევის ანალიზის შედეგად შევიმუშავე
რეკომენდაციები მშობლებისათვის და წარმოვადგინე შემდეგი სახით:
Ø ხშირად ჩართონ ბავშვები საერთო საოჯახო
თუ საზოგადო საქმიანობაში.
Ø ჩაერთონ შვილების სასკოლო ცხოვრებაში
და აქტიურად ითანამშრომლონ.
Ø განაწყონ შვილები სასკილო
ღონისძიებებში ჩართულობისთვის.
Ø გუნდურ ღონისძიებებში ითანამშრომლონ და
ყველას აზრი გაითვალისწინონ.
Ø ყველამ თანაბრად გადაინაწილოს როლები
და არ გამოიკვეთოს ერთი და იგივე ლიდერი.
მშობლებმა და მოსწავლეებმა
რეკომენდაციების გათვალისწინებით დაგეგმეს ღონისძიებები. უფრო მეტად გაითვალისწინეს
მოსწავლეებმა მშობლების აზრი, მიაღებინეს მონაწილეობა ერთობლივად დაგეგმილ სასკოლო
ღონისძიებაში. ხშირად ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეების აზრი, თუ რამდენად
შეიცვალა სურათი განხორციელებული ცვლილებების შემდეგ მოსწავლეთა თანამშრომლობის კუთხით. ამისთვის ჩავატარე გამოკითხვა მშობლებთან.
მათი აზრით რეკომენდაციების
გათვალისწინებით დაგეგმილი ღონისძიებები
შედეგიანი იყო. კვლევა დამეხმარა კარგად დამენახა ის მიზეზები, რომელიც იწვევს
მოსწავლეთა დაბალ თანამშრომლობასრომ სასკოლო ღონისძიებებში
მოსწავლეების დაბალი თანამშრომლობის
გამომწვევი მიზეზებია ის რომ ხშირ შემთხვევაში ლიდერი მოსწავლე არ ითვალისწინებს
უმრავლესობის აზრს. ღონისძიებების ჩატარების დროს მშობლები ნაკლებად არიან ჩართული
და არ თანამშრომლობენ მათთან. რის შედეგადაც ნაკებად ვლინდება უმრავლესობის
აზრები. ხსენებული პრობლემების
გადასაჭრელად გატარდა სხვადასხვა ინტერვენციები, რომლის შედეგადაც აქტიურად
გაიზარდა მოსწავლეთა თანამშრომლობა სასკოლო ღონისძიებებში. გატარებული ინტერვენციების შეფასებისას
გაირკვა, რომ ყველა მიმდინარე მსვლელობა შედეგიანი იყო. რასაც უკუკავშირით
ადასტურებენ მშობლები და დამანახა მისი ამაღლების
გზები. თუმცა არის პრობლემები, რომელიც ჯერ
კიდევ გადასაჭრელია. რომლის აღმოფხვრაზეც
ვმუშაობთ და ჩვენი მუშაობა ვფიქრობ, დადებითად აისახება მოსწავლეთა თანამშრომლობაზე
სასკოლო ღონისძიებების ჩატარების დროს.
VI კლასში დაგეგმილი სასკოლო ღონისძიების ჩატარებისას მოსწავლეთა თანამშრომლობაში წარმოქმნილი პრობლემები და მათი მოგვარების სტრატეგიები
Reviewed by Krwanisi's Public School
on
June 11, 2018
Rating: