ავტორი : ციცინო ძირკვაძე
-1-
დაბალი მოტივაციის
გავლენა აკადემიურ წარმატებაზე და მისი
ამაღლების საშუალებები
სარჩევი
შესავალი-----------------------------------------------------------------------------------------------1გვ.
1--თავი. საკვლევი საკითხის აქტუალობა, ინფორმაცია კლასის შესახებ,საკვლევი საკითხების
მიმოხილვა, კვლევისმიზანი დ ამოცანები---------------------------------------1-2გვ.
II-თავი .სხვადასხვა
ავტორთა მოსაზრებები საკვლევი საკითხის შესახებ;------------------3გვ.
III-თავი. კვლევის ვადები---------------------------------------------------------------------------4გვ.
IV-თავი. კვლევის მეთოლოგია,
კოლეგებთან ურთიერთობა--------------------------------------------------------------5გვ.
V-თავი. შედეგების
ანალიზი;
მოტივაციის ტესტის განმსაზღვრელი ტესტის შედეგების ანალიზი--------------5გვ.
მშობლების ფოკუს ჯგუფის შედეგების ანალიზი-----------------------------------6გვ.
მოსწავლეების ანკეტური გამოკითხვის შედეგების ანალიზი---------------------7გვ.
VI-თავი. კვლევის ჯგუფის მიგნებები------------------------------------------------------------8გვ.
შესაძლო ინტერვენციები და რეკომენდაციები
-----------------------------------9გვ.
VII-თავი კვლევის შედეგების კვლევა
----------------------------------------------------------10გვ.
VIII
-თავი თვითკრიტიკა და კვლევის ნაკლოვანებები----------------------------------------13გვ.
IX-თავი დასკვნა------------------------------------------------------------------------------------13გვ.
X -თავი გამოყენებული ლიტერატურა--------------------------------------------------------14გვ.
XI-თავი დანართები-------------------------------------------------------------------------------14გვ.
რეფლექსია
შესავალი -2-
სკოლა ცოცხალი ორგანიზმია და სასიცოცხლო
პროცესების წარმართვისათვის, მისი წარმატებული ფუნქციონირებისათვის აუცილებელია მნიშვნელოვანი
რგოლების , მოსწავლისა და მასწავლებლის შეთანხმებული მუშააობა . ამისათვის ერთ-ერთი
აუცილებელი პირობა აღნიშული რგოლების მაღალი მოტივაციაა. პრობლემა, რომელიც ნაშრომშია
განხილული უმნიშვნელოვანესია დღევანდელ სკოლაში-დაბალი
მოტივაცია მოსწავლეებში.
ნაშრომი წარმოადგენს კრწანისის საჯარო სკოლის მე-7(2)
კლასში განხორციელებულ კვლევას, რომელშიც ჩართული იყო კლასის 19 მოსწავლე, მშობლები
და ქართ. ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, პედაგოგები, ვინც ამ კლასს ასწავლის.
I თავი-
საკვლევი პრობლემის
აქტუალობა
სასკოლო მოტივაციის პრობლემა თანამედროვე განათლების
სისტემის ქვაკუთხედია. ეს პრობლემა აქტუალური ხდება სწავლების მე-2 და მე-3 საფეხურზე
გადასვლისას. სწავლის პრესტიულობა კლასში გვიჩვენებს რამდენად მნიშვნელოვანია საკლასო
კოლექტივში თანაკლასელის აკადემიური წარმატება.
სპეციალისტთა განმარტებით,მოტივაცია ქცევის ფსიქოლოგიური
საფუძველია, რაც მეტად მოტივირებული არიან მოსწავლეები, მით მაღალია სწავლის ხარისხი,
როდესაც მოტივაცია სუსტია, სწავლის ხარისხიც იკლებს.
კლასის დახასიათება
კრწანისის საჯარო სკოლის მე-7(1) კლასში სწავლობს 19 მოსწავლე. აქედან 6
ეთნიკური აზერბაიჯანელია და ყველა აკადემიურად სუსტია.არ ამჟღავნებენ არანაირ ინტერესს სწავლის მიმართ.ენობრივი ბარიერი 4 მოსწავლეს დაძლეული
აქვს საშუალოდ, ორს შედარებით უჭირს. კლასი ზოგადად სუსტია. არ არის არცერთი ცხრა და
ათოსანი მოსწავლე. სუსტია მოტივაცია. ხშირია გაცდენები. გაკვეთილზე ჩართულობა დაბალი
ხარისხისაა. ხშირად კლასის წინაშე დასმულ კითხვას დუმილით ხვდებიან.თითქოს ,,ეზარებათ’’
ხმის ამოღება. გაკვეთილები ხშირად უხალისოა. აქტივობების ცვლითაც ვერ ვიღებთ სასურვველ შედეგს. ხშირად ვატარებთ
გამოკითხვას როგორი გარემოს შექმნა სურთ, რომ სწავლის სურვილი გაუძლიერდეთ, მათ სურვილებს
ვითვალისწინებთ, მაგრამ სასურველი შედეგი არ დგება.
კვლევის მიზანი
კვლევის მიზანია, მივაგნოთ დაბალი მოტივაციის მიზეზს,
გავიგოთ რატომ არ აინტერესებთ და რატომ აქვთ გულგრილი დამოკიდებულება სწავლის მიმართ.
გამოკითხვებითა და სხვადასხვა მეთოდებით დავადგინოთ მათი ინტერესთა სფეროები და დავადგინოთ
საჭიროებები და ინტერვენციები. შევიმუშაოთ სტრატეგიები და გავზარდოთ
- 3-
მოტივაცია, რაც ხელს შეუწყობს აკადემიური მოსწრების
ამაღლებას და მიღებული შედეგები განვაზოგადოთ სხვა საგნებში.
II თავი--სხვადასხვა
ავტორთა მოსაზრებები საკვლევი საკითხის შესახებ
კვლევები
ამტკიცებს, რომ მხოლოდ მაღალი მოტივაციის პირობებშია შესაძლებელი მოსწავლეთა მიერ მაღალი
აკადემიური მოსწრების მიღწევა.
მაშინ, როცა სასწავლო პროცესში მოტივაციის ნაკლებობა
შეინიშნება, აუცილებელია განისაზღვროს ის სტრატეგიები, რომლებიც მოსწავლეს შინაგან
და გარეგან მოტივაციას აღუძრავს.
ცნობილია, რომ არამარტო სწავლას, არამედ ნებისმიერ აქტივობას
მოტივაცია უდევს საფუძვლად. მოტივაცია გულისხმობს ისეთი ფაქტორებისა და სიტუაციის შექმნას,
რომელიც მოსწავლეს სწავლის ხალისსა და უნარს შემატებს.
მოტივაცია არის იმპულსი, სურვილი,შინაგანი პროცესი,
რომელიც ადამიანს ქმედებისაკენ უბიძგებს და გარკვეული მიზნის მიღწევისაკენ მიმართავს.
მოტივაციის ამაღლებაზე სისტემატური მუშაობა
დიდწილად განაპირობებს მოსწავლეთა მაღალ აკადემიურ მაჩვენებლებს და სასწავლო პროცესის
სახალისოდ წარმართვას.
დასავლური ფსიქოლოგები
გამოყოფენ ე.წ შინაგან და გარეგან მოტივაციას.
შინაგანი მოტივაცია არის კონკრეტული ქმედებისაკენ სწრაფვა,რომელიც
შიგნიდან არის გამოწვეული ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების თუ რაღაცის აღმოჩენის სურვილით.
გარეგანი მოტივაციისას გარეშე ფაქტორები ამძაფრებს მიზნის
მიღწევის ,
სურვილს, გარკვეული ჯილდოს ან აღიარების მოპოვება.
მოსწავლის შინაგანი მოტივაციის გაღვიძება განსაკუთრებით
დადებით გავლენას ახდენს მაგრამ აუცილებელია გარეგანი მოტივაციის სტრატეგიების გამოყენებაც.
ქართველი მეცნიერი დ. უზნაძე საუბრობს შემეცნებით ინტერესებზე
და სწავლის ღირებულებების მიმართ გაცნობიერებულ დამოკიდებულებაზე, (დ უზნაძე განწყობის
თეორია) რაც უახლოვდება დასავლური ფსიქოლოგიური
სკოლის მიერ აღიარებულ შინაგან მოტივაციას.
მეცნიერთა უმრავლესობა
მიიჩნევს, რომ I-III კლასებში მოსწავლეთა დიდი ნაწილი შინაგანად მოტივირებულია, შემდეგ
კლებულობს შინაგანი მოტივაცია და მოსწავლეები ანგარიშს გარეგან ფაქტორებს უწევენ, მაგ.
წარმატების მიღწევას, მხოლოდ იმ საგანში, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად
სჭირდებათ, მაგრამ ხშირად გარე ფაქტორებიც
უძლურია. მასალა რთულდება, საგაკვეთილო პროცესი მოსაწყენი ხდება და მოსწავლე კარგავს
მოტივაციას (ორმონდი, 2008). სწორედ აქ იკვეთება მასწავლებლი
-4-
განსაკუთრებული როლი იზრუნოს მოსწავლეებში, როგორც შინაგანი
ასევე გარეგანი მოტივაციის ამაღლებისათვის.(,,მოტივაცია და მოტივაციის ამააღლების საშუალებები
ქ.თოფაძე.გვ.3-5)
ნაშრომში ,,მოტივაცია- თანამედროვე სკოლის მნიშვნელოვანი
პრობლემა’’(ნ. კოდუა 30/11/2013. ინტერნეტგაზეთი) ასახელებს ფაქტორებს, რომელთა საშუალებით
შეგვიძლია შევცვალოთ, გავზარდოთ ან ავამაღლოთ მოტივაცია.
- მოსწავლეებმა თავი უნდა იგრძნონ დაცულად და უსაფრთხოდ.
შევქმნათ მეგობრული ატმოსფერო, დარწმუნდნენ, რომ მათ მიერ გამოთქმული აზრები არ იქნება
განსჯისა და დაცინვის საგანი. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ჩართულობა და ინტერესი შემცირდება
და საბოლოოდ მოტივაციის შემცირებისაკენ მივყავართ.
-სწავლის პრესტიჟულობა ოჯახში. ის გვიჩვენებს რამდენად
მნიშვნელოვანია მოზარდის ოჯახში მისი წარმატებული სწავლა.
- სასკოლო და
საკლასო გარემოს მოწყობა, ვიზუალური რესურსების გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის მოსწავლეთა
ცნობისმოყვარეობასა და ინტერესს.
- გარეგანი მოტივაციის ფორმები: შექება, ჯილდო ან სხვა
ფორმით წახალისება სტიმულს აძლევს მათ შემდგომი კვლევა-ძიებისათვის. მაგრამ გარეგანი
მოტივაცია ხანმოკლეა და ამიტომ სასურველია იგი გადავაქციოთ შინაგან მოტივაციად.
კვლევის ვადები
მეთოდი
|
ამოცანა
|
დრო
|
ანკეტირება
|
მოსწავლეების მოტივაციის განსაზღვრა
სპეციალური ტესტით ერთ კონკრეტულ
საგანში(ქართ.)
|
25.01.17
|
ფოკუს-ჯგუფი
მასწავლებლებთან, ვინც ასწავლის ამ კლასს
|
ინფორმირება კვლევის მეთოდებისა და საკვლევი საგნის შესახებ
|
30.01.17
|
ფოკუს ჯგუფი
მშობლებთან
|
რამდენად არიან დაინტერესებული შვილების სწავლით, როგორ აკონტროლებენ, ან როგორ ეხმარებიან
|
1.02.17
|
ანკეტირება
მოსწავლეებთან
|
კლასისუსაფრთხოების,თითოელის
ინტე-
რესების დაცულობის შესახებ
|
7.02.17
|
ანკეტირება
მოსწავლეებთან
|
სასწავლო გარემო რამდენად აკმაყოფილებთ და რის შეცვლას ისურვებდნენ
|
14.02.17
|
ფოკუს -ჯგუფი
ეთნიკურ აზერბაიჯანელ
მოსწავლეებთან
|
მათი სურვილისა მიზნების გარკვევა, ინტერესების განსაზღვრა.
|
17.02.17
|
კვლევის შედეგების კვლევა
|
აკადემიური მონაცემების დამუშავება საკლასო ჟურნალის ორი განშლის მიხედვით
და მიმდინარე შედეგების ანალიზი
|
20/02-20/05- მდე
|
-5-
თავი-III კვლევის მეთოდოლოგია
კვლევისას გამოყენებული იყო კვლევის რაოდენოდრივი და თვისებრივი მეთოდები,
ფოკუს-ჯგუფი,ანკეტური გამოკითხვა( ღია კითხვები).
კოლეგებთან ურთიერთობა
კვლევაში ჩავრთეთ სხვადასხვა საგნის მასწავლებლები ფოკუს
-ჯგგუფის სახით საკვლევი პრობლემის აქტუალობის
დასადგენად კოლეგების მიერ მოწოდებული მასალების გაანალიზებისას აღმოჩნდა, რომ ყველა
საგანში იგივე მდგომარეობაა. . გამოკითხვის შედეგად შევჯერდით განსახორციელებელი ამოცანების შესახებ.
უპირველესი ამოცანა იყო გამერკვია მოსწავლეების დამოკიდებულება
საგნის და ზოგადად სწავლის მიმართ.
შედეგების ანალიზი
როგორც აღვნიშნეთ, გამოყოფენ მოტივაციის აღმძვრელ შინაგან
და გარეგან ფაქტორებს. დასაწყისში დავინტერესდი როგორ იყო საქმე ჩემი საგნის სწავლა/სწავლებისას
და ჩავატარე მოკლე კვლევა, (სანდოობისათვის ანონიმურობა დავიცავი).
მოსწავლეებს
დავურიგეთ კითხვარი, რომლითაც უნდა გამოეხატათ თავიანთი დამოკიდებულება იმ საგნის მიმართ,
რომელსაც მე ვასწავლი პასუხით ,,კი’’ ან ,,არა’’(კითხვარი აღებულია ნაშრომიდან ,,საინტერესო ტესტი’’- მ.ჯაფარიძე ,,ინტერნეტგაზეთი’’ (დანართი 1)
გამოკითხვის შედეგები ასახულია მოცემულ სქემებზე:
შინაგანი მოტივაცია
|
|
10
ქულა
|
1
მოსწავლე
|
9
ქულა
|
2
მოსწავლე
|
ნაწილობრიც შინაგანად მოტივირებული
|
|
8 ქულა
|
2 მოსწავლე
|
7 ქულა
|
4 მოსწავლე
|
გარეგანი მოტივაცია
|
|
5 ქულა
|
4 მოსწავლე
|
6 ქულა
|
1 მოსწავლე
|
4 ქულა
|
5 მოსწავლე
|
-6-
ასეთი შედეგების
შემდეგ აუცილებლად მივიჩნიეთ გამოგვეკვლია რამდენად დაინტერესებული არიან მშობლები მათი შვილების სწავლით, როგორ ეხმარებიან
და აკონტროლებენ მათ.
-შევიმუშავეთ კითხვები და ჩავატარეთ
მშობელთა ფოკუს ჯგუფი (დანათი2)
ანკეტების პასუხების
დამუშავების შემდეგ შედეგები ასე გამოიყურება:
კითხვები
|
დიახ
|
არა
|
დაინტერესებული ხართ თუ არა თქვენი შვილის სწავლით?
|
15
|
|
როგორ აკონტროლებთ სწავლობს თუ არა:
არ ვაკონტროლებ
დავალებებს ვუმოწმებ და გაკვეთილებს ვეკითხები
მხოლოდ ვეკითხები და არ ვუმოწმებ
|
2
10
|
8
13
5
|
დავაგზავნეთ 19 ანკეტა დაგვიბრუნდა 15. 4 მშობელი
არ ჩაერთო ფოკუს-ჯგუფში. ჩართული თხუთმეტივე მშობელი დაინტერესებულია შვილის სწავლით,
მაგრამ ან სულ არ
-7-
აკონტროლებს, ან არასრულყოფილი კონტროლის მექანიზმს
იყენებს და შედეგი არ მოაქვს.აღმოჩნდა, რომ მშობლების მხრიდან კონტროლის არ არსებობის
გამო, შესაბამისად მშობლებისაგან ვერ იღებენ მოტივაციის აღმძვრელებს, როგორიცაა: შექება,
ჯილდო და ა.შ. რაც ხელს შეუწყობდა გარეგანი მოტივაციის ამაღლებას.
მოტივაციის ამაღლების ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობა უსაფრთხო
გარემოა, სადაც მოსწავლე თავს დაცულად გრძნობს
მისი აზრი და მოქმედება დაცინვის საგანი არ ხდება კლასელებისაგან.ამ მიმართულებით
ხომ არ ეზღუდებათ თავისუფლება. ვინაიდან კლასი ძნელად სამართავია და ხშირად იყო კონფლიქტური
სიტუაციები, წინა სასწავლო წელს კლასში ბევრი მუშაობა ჩავატარეთ მდგომარეობის დასარეგულირებლად,
მაგრამ საჭიროდ მივიჩნიე ჩამეტარებინა გამოკითხვა, რაც საშუალებას მოგვცემდა არსებული
სიტუაციის ანალიზისას პასუხი გაეცა კითხვაზე
რატომ არ აქტიურობენ გაკვეთილზე. (სანდოობისათვის
ანონიმურად).( დანართი 3)
გამოკითხვის შედეგები შემდეგნაირად გამოიყურება: (მონაწ. 16 მოსწ.)
კითხვა
|
დიახ
|
არა
|
1.
არის თუ არა კლასში მეგობრული ატმოსფერო?
|
7 მოსწ.
|
9 მოსწ.
|
2.
თავისუფალი აზრის გამოხატვისას ხომ არ გეშინია დაცინვის?
|
4 მოსწ.
|
12 მოსწ.
|
3.
რატომ არ აქტიურობ?
არ ვარ დარწმუნებული პასუხის სისწორეში
არ ვიცი (გაურკვეველია თავის ქმედებაში)
|
7 მოსწ.
5 მოსწ.
|
გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ კლასში
კვლავ რჩება პრობლემად უსაფრთხო გარემო,
დაცულობა. 7მოსწავლე მიზეზად არამეგობრულ ატმოსფეროს
ასახელებს. 4 მოსწავლეს ეშინია დაცინვის. 5 არ არის გარკვეული თავის ქმედებაში. საკმაოდ
დიდი ნაწილი (7 მოსწ.) ცოდნაში არაა დარწმუნებული.
ვინაიდან კლასში სწავლობს 6 ეთნიკური აზეირბაიჯანელი
და ყველა მათგანი დაბალი აკადემიური მოსწრებისაა
საჭიროდ ჩავთვალეთ მათი ინტერესების გარკვევა. შევადგინეთ კითხვები ფოკუს-ჯგუფისათვის( რაოდენობა 6 მონაწილე)
. ჩვენი მიზანია რამდენიმე რესპოდენტთან ერთად გასაუბრებით ხელი შევუწყოთ მათ შორის
აზრთა გაცვლას. ფოკუს- ჯგუფის დროს რესპოდენტები უფრო თამამი და გულახდილები იყვნენ,
რამაც მოგვცა საშუალება გაგვერკვია თუ რა დამოკიდებულება ჰქონდათ მათ აღნიშული საკითხის
მიმართ.
-8-
დისკუსიის დროს მოსწავლეები თავს გრძნობდნენ თავისუფლად.
(კითხვები დისკუსიისათვის (დანართი 4)
ფოკუს-ჯგუფი მიმდინარეობდა 50 წუთს. ვერბალურ ინფორმაციაზე
დაყრდნობით მიღებული შედეგების გაანალიზებამ გვიჩვენა,რომ მათი მიზანია ისწავლონ სასაუბრო ენა,
რომელიც გაუადვილებს კომუნიკაციას ადამიანებთან და დაეხმარებათ ინტეგრაციაში ქართველებთან.
ვინაიდან ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ კომპაქტურად და საუბრობენ აზერბაიჯანულად, მოსწავლეებს უჭირთ ენის შესწავლა.
ენის ცუდად ცოდნა შემაფერხებელია გაკვეთილებზე სრულყოფილად ჩართვისა.ვერ აყალიბებენ
სათქმელს სწორად, აზრი გაუგებარია, შეიძლება დაცინვის საგანი გახდეს ამიტომ ურჩევნიათ ჩუმად იყვნენ. არცერთი არ არის
შინაგანად განწყობილი სწავლის გასაგრძელებლად. შესაბამისად მოტივირებული არ არიან. მხოლოდ გარეგანი
მოტივაციაა მათი მამოძრავებელი და ისიც საკმაოდ სუსტი.
მოტივაციის
ამაღლების ერთ-ერთი საშუალება სასწავლო გარემოს კეთილმოწყობა, საგაკვეთილო პროცესში
აუდიოვიზუალური რესურსების გამოყენება, აქტივობების ხშირი ცვლა, კლასგარეშე წრეობრივი
მუშაობა და იქ მიღწეული წარმატებებიც მატებს
თავდაჯერებულობას. კლასში ჩავატარეთ წერილობითი გამოკითხვა
რას ფიქრობენ მოსწავლეები, როგორ გაკვეთილებს ისურვებდნენ, რა გაახალისებდათ, რამდენად
აკმაყოფილებთ არსებული საგაკვეთილო სისტემა? (დანართი 5)
კითხვა
|
დიახ
|
არა
|
მოგწონთ თუ არა ისეთი გაკვეთილები,როგორიც
გიტარდებათ?
|
13
|
4
|
როგორი გაკვეთილები დაგაინტერესებს?
აუდიოვიზუალური
საკლასო ოთახს გარეთ (არაფორმალურ გარემოში)
ჯგუფური სწავლება
|
8
7
3
|
გამოკითხულია 19 მოსწავლე, აქედან 13 მოსწავლეს მოსწონს არსებული ფორმით ჩატარებული
გაკვეთილები, მიუხედავად ამისა მათ ინტერესის გასაღვივებლად სჭირდებათ სხვა ფორმატში
გაკვეთილების ჩატარება და 18 მოსწავლე აფიქსირებს თავის ინტერესს, რომ ისურვებდა უკეთეს
გარემოში სწავლას და თუ გაკვეთილების ჩატარების ფორმატიც შეიცვლება, უფრო საინტერესო
იქნება სწავლა და უფრო ადვილად ასათვისებელი გახდება სასწავლო
-9-
მიგნებები
1.
კლასში ნაწილობრივ
კვლავ არსებობს არამეგობრული ატმოსფერო.
მოსწავლეთა გარკვეული ნაწილისათვის დამაბრკოლებელია, ხელს უშლის აქტიურობაში;
2.
ეთნიკური აზერბაიჯანელი მოსწავლეების ძირითადი მიზანი
სასაუბრო ენის შესწავლაა. ამიტომ სწავლის მოტივაცია დაბალია.
3.
ნაკლებად ესმით საგნის აქტუალობა. ნაკლებად უკავშირებენ
ცხოვრებას.
4.
სახელმძღვანელოში მოცემული თემების ნაწილი კონკრეტული კლასისათვის ძნელად გასაგებია,ამიტომ
უინტერესოა და უკარგავს შესწავლის ინტერესს
5.
რამდენიმე მოსწავლეს (16პროცენტს) აქვს სწავლის მოთხოვნილება, მაგრამ ვინაიდან კლასში დაბალია სწავლის
პრესტიჟულობა , ამიტომ ისინიც შენიღბული არიან და არ ამჟღავნებენ, არ აქტიურობენ.
6.
ნაკლებია განმამტკიცებლები: შექება, ჯილდო და ა.შ.
7.
მოსწავლეებს სურთ მეტი წვდომა ჰქონდეთ აუდიოვიზუალურ
და არაფორმალურ გარემოში ჩატარებულ გაკვეთილებზე.
8.
მოსწავლეები ნაკლებად არიან ჩაბმული არასაგაკვეთილო
საქმიანობაში( კონცერტები, ზეიმები, ექსკურსიები, წრეობრივი მუშაობა), რაც დაბლა სწევს
თვითშეფასებას და აკლიათ თავდაჯერებულობა.
9.
თითქმის არ არსებობს მშობლებისაგან კონტროლის მექანიზმი,
არც შექება და ჯილდო, რაც აისახება კიდევაც მოსწავლეთა აკადემიურ მაჩვენებლებზე.
შესაძლო
ინტერვენციები
კვლევის პროცესში მიღებული ინფორმაციისა
და მონაცემების ანალიზის საფუძველზე შევიმუშავეთ სავარაუდო ინტერვენციის რამდენიმე
ვარიანტი.
·
კლასში მეგობრული ატმოსფეროს გაუმჯობესების მიზნით მუშაობის
გააქტიურება იმ მოსწავლეებთან, ვისგანაც მოდიოდა აგრესია და თრგუნავდა თანაკლასელთა ნაწილს.
·
ეთნიკურ აზერბაიჯანელების ენის ბარიერის დასაძლევად
დიფერენცირებული სწავლების პროგრამის ამოქმედება. კერძოდ ჯიპრაიდს აქვს სასწავლო მეთოდოლოგიური
პროგრამა ,,ქართულის, როგორც მეორე ენის, სწავლება-სწავლა’’.
·
ჩვეულებრივი გაკვეთილების ფორმატის ნაწილობრივ შეცვლა
არაფორმალურ გარემოში ჩატარებული გაკვეთილებით.
თემების არჩევითობა ინტერესების მიხედვით. მრავალფეროვანი აქტივობების შემოტანა სწავლებაში
და წახალისების ინსტრუმენტების ამოქმედება.
·
მშობლების ჩართულობის მაქსიმალურად გააქტიურება და კონტროლის
მექანიზმის რეგულარულად ამოქმედება.
10-
რეკომენდაციები
1.
კლასში მეგობრული ატმოსფეროს შექმნა.
2.
ენის ბარიერის დასაძლევად დიფერენცირებული მიდგომისათვის
საჭირო ინსტრუმენტების ამოქმედება
3.
სასწავლო საგნის აქტუალურობის გასააზრებლად უფრო მეტი
პრაქტიკული სამუშაოს დაგეგმვა და ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან პარალელების გავლება.
4.
საგაკვეთილო თემების შესწავლისას რამდენიმე ალტერნატიული
ვარიანტის შეთავაზება. აირჩიონ მათთვის საინტერესო.
5.
მოსწავლეების ჩაბმა არასაგაკვეთილო საქმიანობაში, წრეებში, დახმარება სხვადასხვა ღონისძიებების
მომზადებაში
6.
მშობლების მხრიდან კონტროლის გაძლიერება , რომ სათანადოდ მოამზადონ გაკვეთილები;
7.
უფრო მეტი ურთიერთობა მშობლებთან. საჭიროა მშობლებისგან,
თანაკლასელებისაგან, გარშემო მყოფთა მხრიდან სოციალური მოწონების, აღიარების მოტივის
გაძლიერება, მათ უნდა იგრძნონ, რომ მნიშვნელოვანია მათი სასწავლო წარმატებები.
რეკომენდაციები მშობლებს
1.კონტროლის გაძლიერება, კერძოდ შევამოწმოთ აქვს თუ არა შესრულებული
დავალება, ისწავლა თუ არა გაკვეთილები.
2. სისტემატური კონტაქტი იქონიეთ მასწავლებლებთან;
3. აკონტროლეთ სკოლაში დროული გამოცხადება, აღკვეთეთ გაცდენები;
4. დაესწარით კლასში ჩატარებულ ღონისძიებებს;
5. აამოქმედეთ წახალისების ინსტრუმენტები, შექება და ა. შ.
კვლევის შედეგების
კვლევა (განხორციელებული ცვლილებები)
პრობლემების აღმოსაფხვრელად გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები. გატარებული
ინტერვენციების შეფასებისას გამოვლინდა,
რომ მათი უმრავლესობა შედეგია-
ნი იყო.
კვლევა მიმდინარეობდა პირველი
სემესტრის დამთავრების შემდეგ, 20 იანვრიდან
-11-
20 თებერვლამდე, ერთი თვის განმავლობაში. კვლევის დამთავრების შემდეგ
დავიწყეთ კლასში მუშაობა კვლევის მიგნებების მიხედვით ჩამოყალიბებული
რეკომენდაციების განხორციელებისათვის. (20/02---20/05)
გამოკითხვამ აჩვენა,მიუხედავად იმისა,
რომ გარეგნულად ეს არ ჩანდა,
კლასში კვლავ იყო არამეგობრული დამოკიდებულება.
კერძოდ დაცინვის მომე-
მომენტები, რაც იწვევდა მოსწავლეთა
გარკვეულ ნაწილში შიშის გრძნობას და
მათ აქტიურობას აქვეითებდა, იძულებული
ხდებოდა გაჩუმებულიყო.
კლასში გავაააქტიურეთ მუშაობა,
ინკოგნიტოდ გამოვავლინეთ ვისგან მომდი-
ნარეობდა ეს ქმედებები. აღმოჩნდა
ორიოდე მოსწავლე. მათთან და მთელ კლას-
თან გავააქტიურეთ მუშაობა, სიტუაციური
ამოცანების განხილვით, სხვადასხვა
ტექსტების წაკითხვის შემდეგ დისკუსიის
გამართვით, როლური თამაშებითა და
საუბრებით, კონკრეტულ მოსწავლეებთან
ინდივიდუალური მუშაობით ეს პრობ-
ლემა ძირითადად მოგვარდა.
გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ საგაკვეთილო პროცესში.
მნიშვნელოვნად
გავააქტიურეთ დიფერენცირებული სწავლების ინსტრუმენტები, მივეცი მოსწავ-
ლეებს თემების არჩევანის თავისუფლება. აქტივობების ხშირი ცვლით მივაღწიე
მოსწავლეთა გარკვეული ნაწილის გააქტიურებას.
განმავითარებელი შეფასებით
მოსწავლის მიღწევას
ვახალისებ. ეს ხელს უწყობს გარეგანი მოტივაციის
ამაღლებას.
მშობელთა მცირე ნაწილთან მოხერხდა
თანამშრომლობა. ცდილობენ გააკონტ-
როლონ შვილების
მეცადინეობა და შედეგები. ამ მოსწავლეებთან ნამდვილად
გვაქვს შედეგი. მშობელთა მხრიდან
კონტროლი ჯერჯერობით ყველაზე ძლიერი
ინსტრუმენტი აღმოჩნდა შედეგების გაუმჯობესების მიმართულებით.
ყოველივე ეს ნაწილობრივ აისახა აკადემიურ
მაჩვენებლებზე კვლევის დასრუ-
ლების შემდეგ, ინტრვენციების განხორციელების პერიოდში .
შედეგების კვლევის პროცესში კვლავ გავიმეორეთ მოტივაციის გამნსაზღვრელი
-12-
ტესტით გამოკითხვა. ტესტირებამ გვიჩვენა სიტუაციის გაუმჯობესება. რაც
გრაფიკულად შემდეგნაირად
გამოიყურება
სქემაზე
გამოსახულია 20 თებერვლიდან 20 მაისამდე
დროის მონაკვეთში გატარებული ინტერვენციების შედეგად გაუმჯობესებული მდგომარეობა,
მართალია შედეგი მინიმალურია, მაგრამ მოტივაციის გაუმჯობესების ტენდენცია ჩანს. მოტივაციის
ამაღლება ნაწილობრივ აისახა აკადემიურ მაჩვენებლებზე.
დაკვირვების პერიოდი
|
ნიშნების რაოდენობა
|
ჯამური ქულა
|
საერთო ქულა
|
16/01-21/02
|
94 ერთეული
|
564
|
6
|
22/02-6/4
|
89 ერთეული
|
589
|
6,6
|
6/04-18/05
|
90 ერთეული
|
625
|
6,9
|
მოცემული მონაცემები გვიჩვენებს, რომ 22/02-დან 18/05 პერიოდში როდესაც მიმდინარეობდა რეკომენდაციებით
განსაზღვრული ინტერვენციების განხორციელება გვაქვს აკადემიური მაჩვენებლების ზრდის
ტენდენცია და ჯამური ქულა თითქმის ერთი ქულით გაზრდილია.
გრძელდება კვლევის შედეგად მიღებული რეკომენდაციებით მუშაობა არა მარტო კონკრეტულად საკვლევ საგანში,
არამედ ვახდენთ კვლევის შედეგების განზოგადებას სხვა საგნებში.
-13-
თვითკრიტიკა--კვლევის ნაკლოვანებები
კოლეგებთან ურთიერთობა--კოლეგების ფოკუს-ჯგუფის გამოკითხვით ყველა საგანში
თითქმის ერთნაირი პრობლემები გამოიკვეთა,მაგრამ აქტიურად არ ჩამირთავს კვლევაში. ჩავთვალე, რომ საკმარისი იქნებოდა მიგნებების,
რეკომენდაციებისა და დასკვნების გაზიარება.
აღარ შეკრებილა ფოკუს-ჯგუფი რეკომენდაციების გაზიარების შემდეგ და არ გაგვიანალიზებია
რა შედეგი მოგვცა გატარებულმა ინტერვენციებმა სხვა საგნებში. ჩვენი მიზანი ზოგადად
კლასის მოტივაციის ამაღლება იყო, შედეგი სემესტრის
ნიშნების დაჯამების შემდეგ გამოჩნდება.
მშობლებთან ურთიერთობა--ვერ
მოხერხდა მშობელთა აქტიური ჩართულობა. ფოკუს - ჯგუფის შეხვედრა ერთხელ მოვახერხეთ.
სხვა დროს ურთიერთობა მათთან ხდებოდა მიმოწერით.
ენის ბარიერის გამო მშობელთა ნაწილის
ჩართულობა ფორმალური იყო.
დასკვნა
სკოლაში ჩატარებული
პრაქტიკული კვლევის საფუძველზე (კვლევა მოიცავდა პრობლემის შესწავლის, ცვლილების დაგეგმვა-განხორციელების
ეტაპებს) შეიძლება დავასკვნათ, რომ მე-7 კლასის დაბალი აკადემიური მაჩვენებლების მიზეზი დაბალი მოტივაციაა. კვლევამ გამოავლინა დაბალი მოტივაციის გამომწვევი მიზეზები:
მშობლების
დამოკიდებულება: თვითდინებაზე მიშვებული მეცადინეობა,
არ აკონტროლებენ რას ან როგორ სწავლობენ? დიდ დროს ატარებენ კომპიუტერთან.
არსებული რესურსებით
ჯერ კიდევ სრულად ვერ უზრუნველვყოფთ ყველა მოსწავლის დაინტერესებას. ყველასთვის საინტერესო და მისაწვდომი არ არის მიწოდებული მასალა.
კლასში
შეინიშნება არამეგობრული დამოკიდებულება, რაც ხელს უშლის ნაწილს აქტიურობაში.
ნაკლები ჩართულობა არასაგაკვეთილო პროცესში.
აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად გადაიდგა გარკვეული
ნაბიჯები, გატარებული ინტერვენციების შეფასებისას გამოვლინდა, რომ მათი უმრავლესობა
შედეგიანი იყო. აკადემიური მაჩვენებლები გაიზარდა.
-14-
გამოყენებული ლიტერატურა
,,სწავლება და შეფასება’’-გამომცემლობა ,,საქართველოს
მაცნე’’-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი-2008
,,მოტივაცია და მოტივაციის ამაღლების საშუალებებ’’-ქ.
თოფაძე.გვ.3-5
როგორ ავუმაღლოთ მოსწავლეს მოტივაცია 9/08/2014
ქ.ოსიაშვილი
მოტივაცია თეორიასა და პრაქტიკაში
ნ. კოდუა 30/11/2013. ინტერნეტგაზეთ
დანართები
დანართი-1
პატივცემულო კოლეგებო!
მოგეხსენებათ მეშვიდე -2 კლასში გვაქვს რთული სიტუაცია,
რაც გამოიხატება დაბალი აკადემიური მაჩვენებლებით და მიზეზი არის სწავლის მიმართ დაბალი
მოტივაცია. გადავწყვიტე კლასში კვლევის ჩატარება, რათა დავადგინო დაბალი მოტივაციის
მიზეზი და გამოვნახო გზები სიტუაციის შესაცვლელად.
გთხოვთ მასწავლებლებს,
რომლებიც ამ კლასში ასწავლით, ჩაერთოთ ფოკუს-ჯგუფის მუშაობაში და მომაწოდოთ ინფორმაცია რა მდგომარეობაა ამ მიმარულებით თქვენს საგანში.
გვაქვს თუ არა იგივე პრობლემა?
კვლევის დასრულების შემდეგ კი მიგნებებს და რეკომენდაციებს
სიტუაციის გამოსასწორებლად განვაზოგადებთ ყველა
საგანში.
დახმარებისათვის წინასწარ გიხდით მადდლობას
ქართ. ენისა და ლიტერატურის მასწ. ციცინო ძირკვაძე
(დანართი-2)
მოსწავლეებს ეძლევათ ინსტრუქცია: წაიკითხეთ ყოველი დებულება და გამოხატეთ დამოკიდებულება იმ საგნის მიმართ, რომელსაც მე გასწავლით. დებულებას გვერდით მიუწერეთ თქვენი პასუხი – „კი” ან „არა”.
მოსწავლეებს ეძლევათ ინსტრუქცია: წაიკითხეთ ყოველი დებულება და გამოხატეთ დამოკიდებულება იმ საგნის მიმართ, რომელსაც მე გასწავლით. დებულებას გვერდით მიუწერეთ თქვენი პასუხი – „კი” ან „არა”.
-15-
1.
საგნის შესწავლა შესაძლებლობას მომცემს, ჩემთვის მნიშვნელოვანი რამ შევიტყო,
გამოვავლინო ჩემი უნარები
2. საგანი მაინტერესებს და მსურს, რაც შეიძლება მეტი ვიცოდე ამ სფეროში.
3. ამ საგანში ჩემთვის სავსებით საკმარისია ის ცოდნა, რასაც გაკვეთილზე ვიძენ.
4. დავალებები არ მომწონს, ვასრულებ მხოლოდ იმიტომ, რომ გვავალებთ.
5. სწავლის პროცესში თავჩენილი სირთულეები საგანს ჩემთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
6. მოცემულ საგანში, გარდა სახელმძღვანელოსი, დამატებით ლიტერატურასაც ვკითხულობ.
7. მიმაჩნია, რომ სავსებით შესაძლებელია, საგანში შემავალი რთული თეორიული საკითხები საერთოდ არ ისწავლო.
8. თუ რამე ვერ გავიგე, ვცდილობ მის გარკვევას, მოვლენის არსის წვდომას.
9. ხშირად საერთოდ არ მაქვს ამ საგნის სწავლის განწყობა.
10. აქტიურად ვმუშაობ და დავალებებს ვასრულებ მხოლოდ მაშინ, როცა მასწავლებელი მკაცრად მაკონტროლებს.
11. საგანში შემავალ საკითხებს ხშირად აქტიურად განვიხილავ თავისუფალ დროსაც (შესვენებაზე, შინ) თანაკლასელებთან, მეგობრებთან.
12. ვცდილობ, დამოუკიდებლად შევასრულო დავალებები, არ მიყვარს, როდესაც მკარნახობენ და მეხმარებიან.
13. თუ შესაძლებლობა მომეცა, ვცდილობ გადავიწერო ან სხვას ვთხოვ დავალების დაწერას.
14. მიმაჩნია, რომ ამ საგნის ცოდნა ღირებულია და უნდა ეცადო, რაც შეიძლება მეტი იცოდე.
15. ამ საგანში ჩემთვის ნიშანია მთავარი და არა ცოდნა.
16. ამ საგანში გაკვეთილის უცოდინრობას არ განვიცდი.
17. თავისუფალ დროს ჩემი ინტერესები და გატაცებები ამ საგანს უკავშირდება.
18. ძლივს ვსწავლობ ამ საგანს, დავალების შესრულებისას ვწვალობ.
19. თუ გაკვეთილი ავადმყოფობის გამო (ან სხვა მიზეზით) გამიცდა, ძალიან მწყინს.
20. შესაძლებელი რომ იყოს, ამ საგანს საერთოდ ამოვიღებდი ცხრილიდან (სასწავლო გეგმიდან).
შედეგების დამუშავება:
2. საგანი მაინტერესებს და მსურს, რაც შეიძლება მეტი ვიცოდე ამ სფეროში.
3. ამ საგანში ჩემთვის სავსებით საკმარისია ის ცოდნა, რასაც გაკვეთილზე ვიძენ.
4. დავალებები არ მომწონს, ვასრულებ მხოლოდ იმიტომ, რომ გვავალებთ.
5. სწავლის პროცესში თავჩენილი სირთულეები საგანს ჩემთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
6. მოცემულ საგანში, გარდა სახელმძღვანელოსი, დამატებით ლიტერატურასაც ვკითხულობ.
7. მიმაჩნია, რომ სავსებით შესაძლებელია, საგანში შემავალი რთული თეორიული საკითხები საერთოდ არ ისწავლო.
8. თუ რამე ვერ გავიგე, ვცდილობ მის გარკვევას, მოვლენის არსის წვდომას.
9. ხშირად საერთოდ არ მაქვს ამ საგნის სწავლის განწყობა.
10. აქტიურად ვმუშაობ და დავალებებს ვასრულებ მხოლოდ მაშინ, როცა მასწავლებელი მკაცრად მაკონტროლებს.
11. საგანში შემავალ საკითხებს ხშირად აქტიურად განვიხილავ თავისუფალ დროსაც (შესვენებაზე, შინ) თანაკლასელებთან, მეგობრებთან.
12. ვცდილობ, დამოუკიდებლად შევასრულო დავალებები, არ მიყვარს, როდესაც მკარნახობენ და მეხმარებიან.
13. თუ შესაძლებლობა მომეცა, ვცდილობ გადავიწერო ან სხვას ვთხოვ დავალების დაწერას.
14. მიმაჩნია, რომ ამ საგნის ცოდნა ღირებულია და უნდა ეცადო, რაც შეიძლება მეტი იცოდე.
15. ამ საგანში ჩემთვის ნიშანია მთავარი და არა ცოდნა.
16. ამ საგანში გაკვეთილის უცოდინრობას არ განვიცდი.
17. თავისუფალ დროს ჩემი ინტერესები და გატაცებები ამ საგანს უკავშირდება.
18. ძლივს ვსწავლობ ამ საგანს, დავალების შესრულებისას ვწვალობ.
19. თუ გაკვეთილი ავადმყოფობის გამო (ან სხვა მიზეზით) გამიცდა, ძალიან მწყინს.
20. შესაძლებელი რომ იყოს, ამ საგანს საერთოდ ამოვიღებდი ცხრილიდან (სასწავლო გეგმიდან).
შედეგების დამუშავება:
„კი”
– 1 ქულა კითხვებისთვის: 1, 2, 5, 6, 8, 11, 12, 14, 17, 19;
არა” – 1 ქულა კითხვებისთვის: 3, 4, 7, 9, 10, 13, 15, 16, 18, 20
0-10 ქულა – გარეგანი მოტივაცია
11-20 – ქულა შინაგანი მოტივაცია
არა” – 1 ქულა კითხვებისთვის: 3, 4, 7, 9, 10, 13, 15, 16, 18, 20
0-10 ქულა – გარეგანი მოტივაცია
11-20 – ქულა შინაგანი მოტივაცია
დანართი -3---- კითხვები მშობელთა ფოკუს ჯგუფისათვის;
1.
დაინტერესებული ხართ თუ არა თქვენი შვიულის სწავლით
დიახ-
არა-
2.
როგორ აკონტროლებთ სწავლობს თუ არა:
არ ვაკონტროლებ-
დავალებებს ვუმოწმებ გაკვეთილებს
ვეითხები---
მხოლოდ ვეკითხები და არ ვამოწმებ-
-16-
დანართი-4 --კითხვები, რომლითაც გავარკვევთ არის თუ არა
კლასში სწავლისათვის უსაფრთხო გარემო
1.არის თუ არა კლასში მეგობრული ატმოსფერო?
დიახ---
არა---
2. თავისუფალი აზრის გამოხატვისას ხომ არ გეშინია დაცინვის?
დიახ----
არა---
რატომ არ აქტიურობ გაკვეთილზე?
არ ვარ დარწმუნებული პასუხის სისწორეში--
არ ვიცი--
დანართი-5
-- ეთნიკური აზერბაიჯანელების ინტერესების გამოსავლენად ჩატარებული ფოკუს- ჯგუფის სადისკუსიო
კითხვები
რატომ დადიან ქართულ სკოლაში?
აპირებენ თუ არა სწავლის გაგრძელებას?
რატომ არ აქტიურობენ გაკვეთილებზე?
დანართი- 6 --კითხვები
სასწავლო გარემოს მოწყობის შესახებ
1.
გაკმაყოფილებთ თუ არა გაკვეთილების არსებული ფორმა და
შინაარსი?
დიახ-- არა--
2.
როგორი გაკვეთილები აღძრავს შენში სწავლის
ინტერესს?
აუდიოვიზუალური--
საკლასო ოთახს გარეთ--
სხვადასხვა აქტივობებით დატვირთული --
3.
ჯგუფური სწავლება
-17-
რეფლექსია
კვლევის მიზანი იყო მე-7 (2) კლასში გამოვლენილი პრობლემის,
კერძოდ , დაბალი აკადემიური მაჩვენებლებისა და სწავლისადმი უინტერსო დამოკიდებულების
მიზეზების ძიება. მაინტერესებდა რა იყო დაბალი
მოტივაციის მიზეზები. გავეცანი სხვადასხვა ლიტერატურასა და კვლევებს, შევადგინე კვლევის
დიზაინი და გეგმა. შევარჩიე მეთოდები.
უპირველესად გამოვიკვლიე ჩემი საგნის მიმართ დამოკიდებულება.
რამდენი მოსწავლე იყო განწყობილი შინაგანად სწავლისათვის. გამოკითხვის არასახარბიელო
შედეგები ასახულია წრიულ დიაგრამაზე. მშობლების
ფოკუს-ჯგუფის გამოკითხვის საშუალებით დავადგინეთ მშობლების ნაკლები ინტერესი და სრულიად
უკონტროლოდ, თვითდინებაზე მიშვებული შვილების მეცადინეობა. კოლეგების ფოკუს-ჯგუფის
ანკეტირების შემდეგ გამოიკვეთა ყველა საგანში მსგავსი პრობლემა. ანკეტირებით გამოვიკვლიეთ : რამდენად უასფრთხო იყო სწავლისათვის
საკლასო გარემო; აკმაყოფილებდათ თუ არა სწავლების არსებული მეთოდები; რის შეცვლას ისურვებდნენ, რომ მათთვის საინტერესო ყოფილიყო
გაკვეთილები. მოსწავლეების მიერ შემოთავაზებული წინადადებების საფუძველზე შევიმუშავეთ შესაძლო ინტერვენციები და რეკომენდაციები და მაქსიმალურად
ვეცადეთ მათ გამოყენებას შედეგების მისაღწევად. შემუშავებული რეკომენდაციები გადავეცი
კოლეგებს მუშაობის დროს გასათვალისწინებლად. ასევე მშობლებსაც მივაწოდეთ მათთვის შემუშავებული
რეკომენდაციები.
კვლევის შედეგების
კვლევისას გამოვლინდა მდგომარეობის გაუმჯობესება.
ვინაიდან კვლევის ატვირთვის ვადა არის 17 ივნისი, ხოლო
სემესტრი მთავრდება 15 ივნისს, სემესტრული ნიშნების ანალიზი ვერ ესწრება, საანალიზოდ
გამოვიყენეთ 20 თებერვლიდან 20 მაისამდე პერიოდი. დროის ამ მონაკვეთში გვაქვს აკადემიური
მაჩვენებლების გაუმჯობესების ტენდენცია. აქედან გამომდინარე ვფიქრობ მივაგენით მიზეზს
და დაძლევის გზებს. რეკომენდაციები მუშაობაში
მომავალშიც ინტენსიურად უნდა გამოვიყენოთ.
კვლევას ჰქონდა ხარვეზები, რომელიც ასახულია ანგარიშის
შესაბამის თავში ,,თვითკრიტიკა და კვლევის ხარვეზები’’.
დაბალი მოტივაციის გავლენა აკადემიურ წარმატებაზე და მისი ამაღლების საშუალებები
Reviewed by Krwanisi's Public School
on
June 11, 2018
Rating: