recent posts

banner image

„მოსწავლეთა ცოდნის ტრანსფერი საშუალო საფეხურზე



პრაქტიკული კვლევა


მოსწავლეთა ცოდნის ტრანსფერი საშუალო საფეხურზე--ტრანსფერის უნარის ნაკლებობით გამოწვეული პრობლემები და მისი გაუმჯობესების გზები“





ავტორი: მანანა ბოკუჩავა
კრწანისის საჯარო სკოლა  2017 წელი




სარჩევი
კვლევის ვადები--------------------------------------------------------------------3
შესავალი -----------------------------------------------------------------------------4
კვლევის მიზანი----------------------------------------------------------------------4
ლიტერატურის მიმოხილვა--------------------------------------------------------4-6
პრობლემის შერჩევა-----------------------------------------------------------------7
მეთოდოლოგია---------------------------------------------------------------------- 8
ფოკუსჯგუფი-------------------------------------------------------------------------8
მონაცემთა შეგროვება და ანალიზი------------------------------------------------8-9
დიაგრამები----------------------------------------------------------------------------10-11
კვლევის მიგნებები------------------------------------------------------------------12
შესაძლო ინტერვენციები----------------------------------------------------------- 12
განხორციელებული ცვლილებები-------------------------------------------------12
კვლევის შედეგების კვლევა---------------------------------------------------------13
რეკომენდაციები----------------------------------------------------------------------13
დასკვნა---------------------------------------------------------------------------------14
ბიბლიოგრაფია------------------------------------------------------------------------14
დანართი 1___________________________________________________________15
დანართი 2 __________________________________________________________16
დანართი 3____________________________________________________________17







კვლევის  ვადები:
აქტივობა
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი

პრობლემის  იდენტიფიცირება






კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება






ლიტერატურის დამუშავება






მონაცემთა შეგროვება
ü   





ფოკუსჯგუფი და ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილებზე
ü   





მონაცემების დამუშავება
ü   




ინტერვენციების შემუშავება
ü   





ინტერვენციების განხორციელება

ü   


მეორადი შედეგების შეგროვება და ანალიზი

ü   


რეკომენდაციების ჩამოყალიბება და პედაგოგებისთვის გაცნობა.

ü   



გაწეულ რეკომენდაციებზე პედაგოგებისაგან უკუკავშირის მიღება


ü   


კვლევის შედეგების პრეზენტაცია კოლეგებთან


ü   












შესავალი
      ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნაა,მასწავლებელმა ხელი შეუწყოს მოსწავლეებს,შეძენილი  ცოდნა და გამოცდილება სხვადასხვა შინაარსობრივ კონტექსტში გადაიყვანოს და გამოიყენოს.
      დიდი მნიშვნელობა აქვს,რომ მოსწავლეებს ჰქონდეთ ფუნქციური ცოდნა,რომელიც საშუალებას აძლევს თავისი ცოდნა ადეკვატურად გამოიყენონ სხვსდსხვა კონტექსტში.ესე იგი  მოახდინოს ცოდნის გადატანა,ანუ  ტრანსფერი.
   წინამდებარე ნაშრომი არის პრაქტიკული კვლევის ანგარიში. ნაშრომში განხილულია უნარების ტრანსფერის პრობლემები სხვადასხვა საგნების შესაწავლისას და ყოველდღიური პრობლემების გადაჭრისას;
კვლევის მიზანი:
მოსწავლეებს აუმაღლდებათ ტრანსფერის უნარი.
პირობისეულ ცოდნას გადაიყვანენ ფუნქციურ ცოდნაში.
 მოსწავლე ნასწავლ საკითხ დაუკავშირებს მსგავს თემებს სხვა სფეროებში.
სასწავლო  პროცესში დაინერგება პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილების ჩატარება.

ლიტერატურის მიმოხილვა:
ტრანსფერი ერთგვარ სიტუაციაში ნასწავლის სხვაგვარ, განსხვავებულ სიტუაციაში გამოყენებას ნიშნავს. . უზნაძის აზრით, აზროვნებას ახასიათებს ტრანსპოზიციის ან გადატანის უნარი. მას შემდეგ, რაც მოსწავლე გადაჭრის ამოცანას, მას უკვე აღარ უჭირს ანალოგიური ამოცანის გადაჭრა: „აზროვნებას ერთხელ გადაჭრილი ამოცანის ხერხი ანალოგიურ ახალ ამოცანაზე გადააქვს“. მაგალითად, მათემატიკაში ნასწავლის გამოყენება სხვა გაკვეთილზე (ფიზიკაში) ან სკოლის გარეთ (სუპერმარკეტში).
განათლების სპეციალისტებისათვის დილემას წარმოადგენს იმის გარკვევა, თუ რა შემთხვევაში ხდება ან არ ხდება ტრანსფერი. მაგალითად, ბუნებისმეტყველების მასწავლებლები მუდმივად ჩივიან, რომ მათ თავიდან უხდებათ მოსწავლეებისთვის მათემატიკის სწავლება, მაშინაც კი, როდესაც ეს მოსწავლეები კარგად სწავლობენ მათემატიკას. გარკვეული უნარის თავდაპირველი დაუფლება ხორციელდება კონკრეტული შინაარსის საფუძველზე. თუ უნარს ვავითარებთ მხოლოდ ერთი ტიპის შინაარსთან მიმართებაში და არ ვითვალისწინებთ იმას, რომ ეს უნარი მოსწავლემ სხვა შინაარსთან მიმართებაშიც უნდა გამოიყენოს, მაშინ მოსწავლეს ტრანსფერის განხორციელება გაუჭირდება.
ტრანსფერი არ ხდება თავისთავად. საჭიროა სწავლების სპეციალურად დაგეგმვა იმისათვის, რომ ტრანსფერი განხორციელდეს.
ტრანსფერს ხელს უწყობს შემდეგი პირობები:
(1)
ცოდნა, რომლის ტრანსფერიც ხდება, უნდა იყოს მიზეზშედეგობრივი მიმართების შემცველი;
(2)
სწავლების პროცესში ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, რომ შეძენილი გამოცდილება შესაძლოა გამოყენებულ იქნას სხვადასხვა სიტუაციაში;
(3)
სწავლის პროცესში მოსწავლემ უდა აღმოაჩინოს ამოცანის გადაჭრის ძირითადი პრინციპები.
გამოყოფენ ტრანსფერის ორ ძირითად ფორმას. ერთ შემთხვევაში ტრანსფერი ხორცილედება გაკვეთილზე განხილული თემის დაკავშირებით ანალოგიურ თემებთან. მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეს ნასწავლი საკითხი დაუკავშიროს მსგავს თემებს სხვა სფეროებში. ტრანსფერის განხორციელება არ არის რთული. საჭიროა მასწავლებელმა გარკვეული დრო დაუთმოს საკითხის ფართო განხილვას და მოსწავლეთა ყურადღება გაამხვილოს სხვა სფეროებში არსებულ ანალოგიურ თემებზე, მოვლენებზე და .. მაგალითად, საქართველოში მომხდარი ვარდების რევოლუცია მასწავლებელმა შესაძლოა დაუკავშიროს იმავე მოვლენებს, რომლებიც მოხდა სხვა ქვეყნებში, მაგალითად უკრაინაში.
ტრანსფერის მეორე ფორმის დროს ხდება შესასწავლი საკითხის ძირითადი პრინციპების ღრმად გაგება. ამის განხორციელება შესაძლებელია პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებით. პრობლემაზე მუშაობით მოსწავლეები იძენენ ცოდნას და უნარ-ჩვევებს, რომელიც შეუძლიათ თავისუფლად გამოიყენონ სხვა პრობლემის გადაჭრის დროს. მაგალითად, ლიტერატურის მასწავლებელი ასწავლის მოსწავლეს ფაქტების და ავტორის დამოკიდებულების ამოცნობას ლიტერატურულ
მეოცე საუკუნის დასაწყისში ამერიკელმა ფსიქოლოგებმა პირველებმა გამოიყენეს ცოდნის ტრანსფერის ხარისხის გასაზომი ტესტები. მათ სწავლა-სწავლებასთან დაკავშირებული იმდროინდელი შედეგების გამოკვლევა სურდათ. მათი ერთ-ერთი მიზანი იყო, შეემოწმებინათ ეგრეთ წოდებულიფორმალური დისციპლინისდოქტრინა, რომელიც იმხანად ძალიან იყო გავრცელებული განათლებაში. ამ დოქტრინის თანახმად, რაიმე საგნის, მაგალითად, ინგლისური ენის ან გეოგრაფიის სწავლისას მოსწავლე იღებს უფრო ეფექტურ განათლებას, ვიდრე უბრალოდ საგნის ცოდნაა, ანუ პარალელურად იძენს სწავლის ზოგად უნარებს. ამ დოქტრინის მიმდევრები ამტკიცებდნენ, რომ ადამიანის ფსიქიკა ზოგადი უნარების კრებულია - ისეთებისა, როგორიცაა დაკვირვება, ყურადღება, ამოცნობა, მსჯელობა - და ეს უნარები ვარჯიშის შედეგად ვითარდება. ამ და სხვა კვლევების შედეგად მეცნიერებმა წამოაყენეს ჰიპოთეზა, რომ კონკრეტულ სფეროში კომპეტენტურობის განვითარება ხდება ამ სფეროს პრობლემების გადაწყვეტის წესებისა და საკითხის დინამიკური, ხანგრძლივი შესწავლის შემდეგ. თუ შევაჯერებთ მეოცე საუკუნის განმავლობაში ცოდნის ტრანსფერის შესახებ მიმდინარე მსჯელობებს, მივიღებთ ასეთ სქემას: მოსაზრება: სწავლაზე დახარჯულ დროს აქვს უდიდესი მნიშვნელობა უკიდურესი მოსაზრება: კომპეტენტურობა მთლიანად სწავლის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული და არა ნიჭზე მაგალითი: აზიის ქვეყნებში მათემატიკაში მოსწავლეთა წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ იქ ორჯერ მეტ დროს ანდომებენ მათემატიკის სწავლას, ვიდრე სხვა ქვეყნებში. მოსაზრება: არსებობენ ადამიანები, რომლებიც დიდხანს თამაშობენ ჭადრაკს ან მისდევენ რაიმე სპორტს, მაგრამ განსაკუთრებულ შედეგებს ვერ აღწევენ. ზოგადი დასკვნა: ტრანსფერული ცოდნის შეძენაზე ორიენტირებული სწავლებისას გადამწყვეტია მიზანმიმართული პრაქტიკა, რომლის დროსაც მოსწავლეს აქვს დიდი მოტივაცია სწავლისთვის და არა უბრალოდ დავალებების შესასრულებლად. მაგალითი: მოსწავლეთა ორ ჯგუფს მშვილდ-ისრის მიზანში სროლა დაავალეს. სამიზნე მოათავსეს წყალში. ერთ ჯგუფს აუხსნეს სინათლის სხივების გარდატეხის კანონი, რომელიც ხსნის, რომ წყალში მოთავსებული სამიზნის მდებარეობას ცდომილება ახასიათებს /რეალურად სხვაა, ჩანს სხვაგვარად/. მეორე ჯგუფისთვის ეს არ აუხსნიათ, მაგრამ დიდხანს ვარჯიშის საშუალება მისცეს. საბოლოოდ ორივე ჯგუფის შედეგი თითქმის ერთნაირი აღმოჩნდა, მაგრამ როცა სამიზნეს ადგილმდებარეობა შეუცვალეს, იმ ჯგუფმა, რომელსაც იცოდა სხივების გარდატეხის კანონი, უფრო უკეთესი შედეგი აჩვენა, რადგან ამ ჯგუფის წევრებს ესმოდათ პრობლემსი არსი და უფრო ადვილად იპოვეს მისი გადაჭრის გზა, ანუ მოახდინეს ცოდნის ტრანსფერი. დასკვნა: ცოდნის ტრანსფერი განპირობებულია ნასწავლი მასალის გაგების დონით და არა დამახსოვრებული ფაქტებისა და პროცედურების კრებულით. სწავლა მიბმულია იმ კონტექსტს, რომელშიც ხორციელდება, ამიტომ უფრო ეფექტიანია საკითხის სწავლება მრავალ კონტექსტში, როცა სწავლა ნასწავლის გამოყენების მაგალითებსაც შეიცავს. აღიარებულია, რომ მეტისმეტად კონტექსტუალიზებული ცოდნა ხელს უშლის ტრანსფერს. ამის დასაძლევად არსებობს სხვადასხვა მიდგომა: 1. მსგავსი პრობლემის წამოჭრა, რათა მოსწავლემ შეძლოს ზოგადი პრინციპების აბსტრაგირება; 2. კონკრეტულ კონტექსტში სწავლა და შემდეგ კითხვის რა მოხდება, თუ (what if) დასმა. მაგალითად, რა მოხდება, თუ შევცვლით პრობლემის ერთ ნაწილს და .; 3. განზოგადება, როცა მოსწავლეებს ევალებათ არა კონკრეტული პრობლემის, არამედ პრობლემათა მთელი კლასის გადაჭრა. ტრანსფერს ხელს უწყობს სწავლება, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს, წარმოაჩინონ პრობლემები აბსტრაქციის რაც შეიძლება მაღალ დონეზე. განათლების სპეციალისტებს უჭირთ გარკვევა, რა შემთხვევაში ხდება ან არ ხდება ტრანსფერი. მაგალითად, ბუნებისმეტყველების მასწავლებლები გამუდმებით ჩივიან, რომ მათ თავიდან უხდებათ მოსწავლეებისთვის - კარგებისთვისაც კი - ისეთი მათემატიკური საკითხების სწავლება, როგორიცაა პროცენტი, გრაფიკის აგება, რიცხვის ათწილადებად წარმოდგენა და .. რისი ბრალია ეს? ფაქტია, გარკვეულ უნარს ადამიანი თავდაპირველად კონკრეტული შინაარსის საფუძველზე ეუფლება. თუ უნარს ვავითარებთ მხოლოდ ერთი ტიპის შინაარსთან მიმართებით და არ ვითვალისწინებთ, რომ ეს უნარი მოსწავლემ სხვა შინაარსთან მიმართებითაც უნდა გამოიყენოს, მას ტრანსფერის განხორციელება გაუჭირდება. პედაგოგიკის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ საჭიროა სწავლების საგანგებოდ დაგეგმვა, რომ ტრანსფერი განხორციელდეს. ტრანსფერს ხელს უწყობს შემდეგი პირობები: 1. ცოდნა, რომლის ტრანსფერიც ხდება, უნდა იყოს მიზეზშედეგობრივი მიმართების შემცველი; 2. სწავლების პროცესში ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, რომ შეძენილი გამოცდილების გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა სიტუაციაში; 3. სწავლის პროცესში მოსწავლემ უნდა აღმოაჩინოს ამოცანის გადაჭრის ძირითადი პრინციპები. გამოყოფენ ტრანსფერის ორ ძირითად ფორმას. პირველ შემთხვევაში გაკვეთილზე განხილულ თემას ანალოგიურ თემებთან ვაკავშირებთ. ტრანსფერის განხორციელება არ არის რთული. საკმარისია, მასწავლებელმა გარკვეული დრო დაუთმოს საკითხის ფართო განხილვას და მოსწავლეთა ყურადღება გაამხვილოს სხვა სფეროებში არსებულ ანალოგიურ მოვლენებზე. ტრანსფერის მეორე ფორმის დროს ხდება შესასწავლი საკითხის ძირითადი პრინციპების ღრმად გაგება. ამის განხორციელება შესაძლებელია პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებით. პრობლემაზე მუშაობით მოსწავლეები იძენენ ცოდნას და უნარ-ჩვევებს, რომელიც შეიძლება თავისუფლად გამოიყენონ სხვა პრობლემის გადაჭრის დროს. მაგალითად, ლიტერატურის მასწავლებელი ასწავლის მოსწავლეს ფაქტებისა და ავტორის დამოკიდებულების ამოცნობას ლიტერატურულ ნაწარმოებში. მასწავლებელმა უნდა დაავალოს მოსწავლეს იმავე ოპერაციის შესრულება სხვა ტიპის ტექსტზე, მაგალითად, ისტორიულ წყაროზე. მასწავლებელი იმისთვის ასწავლის, რომ მოსწავლემ შეძლოს ნასწავლის გადატანა ერთი პრობლემიდან მეორეზე, როგორც ერთი საგნის ფარგლებში, ასევე სხვა საგნებში და ცხოვრებისეულ სიტუაციებშიც.




პრობლემის შერჩევა
პრაქტიკული კვლევა ჩატარდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლაში,სადაც მე, მანანა  ბოკუჩავა, საშუალო საფეხურზე ვასწავლი მათემატიკას. ჩემს მიერ ჩატარებული კვლევა გამომდინარეობს საგნის სწავლების საჭიროებიდან. საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებთან და მოსწავლეთა მშობლებთან გასაუბრების შემდეგ დადგინდა, რომ საგნის სწავლებისას რეალურად არსებობდა პრობლემა,რაც მდგომარეობს შემდეგში: საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისას მოსწავლეები ვერ იყენებენ იმ მათემატიკურ უნარებს,რომელიც მათემატიკიკის გაკვეთილზე თითქოსდა კარგად გამოსდით,რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს პროტესტს საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებისგან. ისტორიის პედაგოგიც ამბობს , რომ მოსწავლეებს უჭირთ მათემატიკური უნარების გამოყენება ქორონიკონის წელთაღრიცხვის შესწავლისას. მშობლებთან გასაუბრებისას კი აღმოჩნდა,რომ ბავშვები არც თუ ისე კარგად იყენებენ მათემატიკურ უნარებს ყოველდღიური პრობლემების გადასაჭრელად; მასწავლებლებთან ინტერვიუების შედეგად დადგინდა,რომ სკოლა ამ პრობლემის გამომწვევ ერთ-ერთ ძირითად მიზეზად ფუნქციური ცოდნის უკმარისობას მიიჩნევს,თუმცა,პრობლემები შეიძლება სხვაგვარიც იყოს.
რა შეიძლება იყოს პრობლემის გამომწვევი მიზეზები? პრობლემის ზუსტად განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია ჩამოვაყალიბო კვლევის მთავარი კითხვა:
     რა არის მიზეზი იმისა, რომ მოსწავლეებს უჭირთ ცოდნის ტრანსფერი?
   საკვლევი პრობლემის აქტუალობის დასადგენად ინტერვიუ ჩავწერე ფიზიკისა და ქიმიის მასწავლებლებთან და ახლომდებარე სუპერ-მარკეტის მენეჯერთან. ჩატარებული შეხვედრების შედეგად შევჯერდით ,რა არის გასაუმჯობესებელი და რა შეიძლება იყოს აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზი.
სარგებელი, რომელიც  აღნიშნული კვლევისგან შეიძლება მიიღონ მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და სკოლამ:
მოცემული კვლევის შედეგად , პრობლემის გამომწვევი მიზეზებისა და მისი გადაჭრის გზების სწორად განხორციელების შემთხვევაში, მოსწავლეებს აუმაღლდებათ ცოდნის ტრანსფერის უნარი, რაც  მათ საშუალებას მისცემს ნებისმიერ საგანში გაიუმჯობესონ აკადემიური მოსწრების შედეგები. მასწავლებლებს კი გაუადვილდებათ სასწავლო პროცესის მართვა, რადგან მოსწავლეები მეტი ხალისით ჩაერთვებიან   სხვადასხვა აქტივობებში. სკოლა კი შეასრულებს  მთავარ მისიას, რასაც ზოგადი განათლების მიზნები აკისრებს, მოსწავლეებს ექნებათ ფუნქციური ცოდნა.


 
 მეთოდოლოგია
  ამ თავში განხილულია საკვლევი საკითხი და ქვეკითხვები,მოცემულია კვლევის დიზაინი და კვლევის გეგმა. წარმოდგენილია ინფორმაცია კვლევისათვის მონაცემთა შეგროვების მეთოდების შესახებ.
      კვლევის მთავარ კითხვაში აღნიშნული პრობლემების მიზეზებში დაგვეხმარება შემდეგ ქვეკითხვებზე პასუხის გაცემა:
1.      ვცდილობთ თუ არა მასწავლებლები დავანახოთ მოსწავლეებს შეძენილი ცოდნის საჭიროება და გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში?
2.      ვაკავშირებინებთ თუ არა ნასწავლ საკითხს მსგავს თემებთან სხვა სფეროში?
3.      ვიყენებთ თუ არა სათანადო აქტივობებს ,რომელიც მოსწავლეებს განუვითარებთ ტრანსფერის უნარს,როგორც ერთი საგნის ფარგლებში,ასევე ინტეგრირებული სწავლებისას?
4.      იყენებენ თუ არა მოსწავლეები სკოლაში მიღებულ საგნობრივ ცოდნას საოჯახო პრობლემების გადაწყვეტისას?

ვფიქრობ,რომ აღნიშნული კვლევის შედეგად მოსწავლეებში გაიზრდება ფუნქციური ცოდნა.
    აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გასაცემად შევიმუშავე კვლევის გეგმა. კვლევის სანდოობის გაზრდის მიზნით,მონაცემა შეგროვების მეთოდად გამოვიყენე  ინტერვიუები,ფოკუსჯგუფი,ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილებზე და კითხვარები.


ფოკუსჯგუფი
ფოკუსჯგუფი ჩატარდა საშუალო საფეხურის საბუნებისმეტყველო  საგნების მასწავლებლებთან.მისი მიზანი იყო გამომეკვლია,კონკრეტულად რა პრობლემებს აწყდებოდნენ ამ საგნების სწავლისას მოსწავლეები მათემატიკური ფუნქციური ცოდნის გამოყენებასთან დაკავშირებით ( ზოგადი ფონის შესწავლა),რაც დამეხმარა კვლევის სწორად წარმართვასა და კითხვარის მომზადებაში.

  კითხვარის შევსება( იხ. დანართი 1.) ვთხოვე საშუალო საფეხურის მასწავლებლებს.
კითხვარი შედგებოდა ღია და დახურული დავალებებისგან.ამით შევძელი,რომ შემეგროვებინა ინფორმაცია იმის შეახებ,თუ რას თვლიდნენ პრობლემის მიზეზად.
შევსებული კითხვარის ანალიზის შემდეგ გაირკვა,რომ პედაგოგები პრობლემის მიზეზად თვლიდნენ ინტეგრირებული გაკვეთილების ნაკლებობას,აგრეთვე საგაკვეთილო პროცესში პრობლემაზე ორიენტირებული დავალებების ნაკლებობას.
კითხვარის საშუალებით (იხ.დანართი 2.) პრობლმის მიზეზის გარკვევას შევეცადე მშობლებთან. გამოვიკითხე 10 მშობელი. მშობლებმა დაადასტურეს,რომ მათ შვილებს უჭირთ ცოდნის დაკავშირება სხვა სფეროსთან,მიზეზის დასახელება გაუჭირდათ. საკითხის გარკვევა სკოლას მოგვანდეს.
  აგრეთვე კითხვარით მივმართე საშუალო საფეხურის მოსწავლეებს. (იხ. დანართი 3) შევსებული კითხვარის ანალიზით გაირკვა ,რომ მოსწავლეები მართლაც იღებენ საყვედურებს სხვა საგნის პდაგოგებისგან მათემატიკური ცოდნის გამოყენებასთან დაკავშირებით.მიზეზად მიაჩნიათ ის,რომ უჭირთ საკითხის დაკავშირება ერთმანეთთან.
ინტერვიუ ჩავწერე ისწორიის პედაგოგთან, რომელმაც აღნიშნა, რომ მოსწავლეებს ხშირად სჭირდებათ 



ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილებზე- მათემატიკური უნარების სხვა საგნებში გამოყენებასთან დაკავშირებით დავაკვირდი საგაკვეთილო პროცესებს ფიზიკის, ქიმიისა და ისტორიის გაკვეთილებს. დაკვირვების შედეგად არმოჩნდა,რომ მოსწავლეთა ნაწილი საკმაოდ კარად იყენებდა მათემატიკურ უნარებს საჭირო მომენტში,უმრავლესობას კი საკითხის დაკავშირება ძალიან უჭირდა.








მონაცემთა ანალიზი
კითხვარების ანალიზისა და დაკვირვებების შედეგად მოგროვილი მონაცემები მეტი თვალსაჩინოებისათვის წარმოვადგინე დიაგრამების სახით.








კვლევის მიგნებები
მონაცემთა ანალიზისათვის გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვენელოვანი მიგნება:
ინტეგრირებული გაკვეთილების საჭიროება;
პრობლემაზე ორიენტირებული სწავლების საჭიროება;
ნებისმიერ საგანში საკითხის შესწავლისთანავე მოსწავლემ უნდა გაიაზროს მისი პრაქტიკული გამოყენება;

შესაძლო იტერვენციები:
კვლევის პროცესში მიღებული ინფორმაციისა და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე შევიმუშავე სავარაუდო ინტერვენციის გეგმა:
1.      ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარება ფიზიკის , ქიმიის და ისტორიის მასწავლებელებთან ერთად.
2.      გაკვეთილების დაგეგმვისას ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე,რომ  შეძენილი გამოცდილება შესაძლოა გამოყენებული იქნას სხვადასხვა სიტუაციაში.
3.      მოსწავლეებს მივცეთ საშუალება  სწავლის პროცესში აღმოაჩინონ ამოცანის გადაჭრის ძირითადი პრინციპები.
4.      მოსწავლეებს ხშირად მივცეთ პრობლემის გადაჭრაზე დაფუძნებული ამოცანები.
მაგალითად: მათემატიკის მასწავლებელმა  აუხსნა სტატისტიკური მეთოდები და ოპერაციები,რის შემდეგაც დაგეგმოს  ჯგუფური სასწავლო პროექტი,რომლის მიზანი იქნება,რომ მოსწავლეებმა შეაგროვონ სტატისტიკური მონაცემები და დაადგინონ კავშირები მაღაზიაში ფასდაკლებასა და გაყიდული პროდუქციის რაოდენობას შორის.
6.ჩავატარებ სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს პედაგოგებთან და გავუზიარებთ ერთმანეთს მოსაზრებებს პრობლემაზე ორიენტირებულ სწავლებასთან დაკავშირებით;გამოვიყენებთ  „ათასწლეულის გამოწვევა“ პროექტში მიღებულ ცოდნას.

განხორციელებული ცვლილებები:
საგაკვეთილო პროცესში ყველა საკითხის ახსნისთანავე მოსწავლეებს დავანახეთ და გავაანალიზებინეთ ამ საკითხის პრაქტიკული მნიშვნელობა. მივეცით ისეთი ტიპის დავალებები,რომელიც მოითხოვდა ამ საკითხის დაკავშირებას სხვა სფეროებთან და იყო პრობლემაზე ორიენტირებული.მოსწავლეებს მივეცით უფრო მეტი დრო ,მოეფიქრებინათ თავიანთი ვარიანტები საკითხის გადასაჭრელად.
ჩავატარე  ინტეგრირებული გაკვეთილი ფიზიკასა და ქიმიასთან ერთად. მოსწავ- ლეებს მივეცით ისეთი საშინაო დავალებები,რომლებიც მოითხოვდა ნასწავლის დაკავშირებას ყოველდღიურ პრობლემებთან(მაგალითად: მონაწილეობა მიეღოთ ოჯახის ბიუჯეტის განაწილებაში,გამოეთვალათ დენისა და გაზის გადასახადი რთული ფორმულით .....)


კვლევის შედეგების კვლევა
მოსწავლეებთან ჩავწერე ღია ინტერვიუ შეძლებდნენ თუ არა მსგავსი მეთოდით ახსნილი საკითხის კონკრეტულ სიტუაციებში გამოყენებას. დაკვირვება ვთხოვე ფიზიკის მასწავლებელს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით შეძლებდა თუ არა მოსწავლეთა უმრავლესობა იმ მათემატიკური უნარის გამოყენებას,რომლის შესახებაც მოსწავლეს მათემატიკის გაკვეტილზე გადაჭრილი ჰქონდა პრობლემაზე ორიენტირებული რამოდენიმე ამოცანა. ანალიზის შეხდეგად დადგინდა,რომ მოსწავლეებს აუმაღლდათ ტრანსფერის უნარი იმ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით,რომელზეც გაკვეთილებზე აქცენტი გაკეთდა.

დიაგრამა






რეკომენდაციები
კვლევის შდეგად  შევიმუშავე რეკომენდაციები საშუალო საფეხურის მასწავლებლებისთვის რეკომენდაციები შემდეგნაირად ცამოყალიბდა:
1.სწავლების პროცესში ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე,რომ შეძენილი ცოდნა შესაძლოა გამოყენებული იქნას სხვა სიტუაციაში(დაკონკრეტდეს სიტუაციები).
2.სწავლის პროცესში მოსწავლემ თავად უნდა აღმოაჩინოს ამოცანის გადაჭრის ძირითადი პრინციპები.
3.ცოდნა ,რომლის ტრანსფერიც ხდება,უნდა იყოს მიზეზ-შედეგობრივი მიმართების შემცველი.
4.მიცემულ დავალებებში უნდა სჭირდებოდეთ მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება.
5.ჩატარდეს ინტეგრირებული გაკვეთილები ხშირად.





დასკვნა 
ჩემს მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე შემიძლია დავასკვნა ,რომ საშუალო საფეხურზე მოსწავლეებში ფუნქციური ცოდნის უკმარისობის მიზეზია: პედაგოგების მხრიდან პრობლემაზე ორიენტირებული სწავლების, ინტეგრი-რებული გაკვეთილებისა და სასწავლო პროცესში შეძენილი გამოცდილების პრაქტიკასთან დაკავშირების ნაკლებობა.
აღნიშნული პრობლემების გამოსასწორებლად გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები. ჩატარებული ინტერვენციების შეფასებისას გამოვლინდა,რომ მათი უმრავლესობა შედეგიანი იყო.



ბიბლიოგრაფია

მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის გზამკვლევი (2014 წელი    მასწავლებელთ პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გვ 84-87)
სამაგიდო წიგნი მასწავლებლებისთვის (200 7წელი კომპანია“ მაესტრა“  გვ 17, 18, 19)










  დანართი 1
 მოგესალმებით!
     კრწანისის საჯარო სკოლის პედაგოგი ,მანანა ბოკუჩავა ,ვატარებ  პრაქტიკულ კვლევას დაწყებით  საშუალო საფეხურზე  მოსწავლეებში  ფუნქციურ ცოდნის  გასაუმჯობესებლად. თქვენი,როგორც ამავე საფეხურის მასწავლებლის მონაწილეობა ძალზე მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისათვის;  ქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია.არაა საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.
მადლობას გიხდით მონაწილეობისათვის.
1.      მოსწავლეები საჭიროების შემთხვევაში  თქვენს საგანში იყენებენ თუ არა სხვა საგნებში მიღებულ ცოდნას?
ა) დიახ.             ბ) არა.    გ) ნაწილობრივ.

2.      უკავშირებენ თუ არა მოსწავლეები ნასწავლ საკითხს,მსგავს თემებს  სხვა  სფეროში?
ა) დიახ.    ბ) არა.   გ) ნაწილობრივ.

3.      საჭიროების შემთხვევაში კონკრეტულად მათემატიკაში მიღებულ ცოდნას უკავშირებენ თუ არა თქვენს საგანს?
ა) დიახ.                    ბ) არა.  გ) ნაწილობრივ.
4.      თუ უჭირთ ცოდნის ტრანსფერი,  რა მიგაჩნიათ პრობლემის გადაჭრის გზად?

________________________________________________________________________












დანართი 2
მოგესალმებით!
     კრწანისის საჯარო სკოლის პედაგოგი ,მანანა ბოკუჩავა ,ვატარებ  პრაქტიკულ კვლევას  საშუალო საფეხურზე  მოსწავლეებში  ფუნქციურ ცოდნის  გასაუმჯობესებლად. თქვენი,როგორც ამავე საფეხურის მოსწავლის მშობლის  მონაწილეობა ძალზე მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისათვის;  ქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია.არაა საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.
მადლობა მონაწილეობისათვის.
1.      საჭიროების შემთხვევაში იყენებს თუ არა თქვენი შვილი სხვადასხვა საგნებში მიღებულ ცოდნას ყოველდღიურ ცხოვრებაში?
ა) დიახ.                  ბ) არა.             გ)ნაწილობრივ.
2.      უკავშირებს თუ არა ნასწავლ საკითხს მსგავს თემებს სხვა სფეროში?
ა) დიახ.                       ბ) არა.                             გ)ნაწილობრივ.
3.      საჭიროების შემთხვევაში კონკრეტულად მათემატიკაში მიღებულ ცოდნას იყენებენ თუ არა,ყოველდღიური პრობლემების გადასაწყვეტად?
ა) დიახ.                     ბ) არა.                      გ) ნაწილობრივ.
4.      თუ უჭირთ ცოდნის გამოყენება,რა მიგაჩნიათ პრობლემის გადაჭრის გზად?














დანართი 3
მოგესალმებით!
     კრწანისის საჯარო სკოლის პედაგოგი ,მანანა ბოკუჩავა ,ვატარებ  პრაქტიკულ კვლევას  საშუალო საფეხურზე  მოსწავლეებში  ფუნქციურ ცოდნის  გასაუმჯობესებლად. თქვენი,როგორც ამავე საფეხურის მოსწავლის  მონაწილეობა ძალზე მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისათვის;  ქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია.არაა საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.
მადლობა მონაწილეობისათვის.
1.იყენებთ სახვა საგნებში მათემატიკაში მიღებულ ცოდნას?
ა)   დიახ.                             ბ)არა.              გ) ნაწილობრივ.
2.  უკავშირებთ თუ ვერა ნასწავლ საკითხ მსგავს თემებს სხვა სფეროში?
ა)    დიახ.                             ბ)არა.                       გ)      ნაწილობრივ.
3. საჭიროების შემთხვევაში კონკრეტულად მათემატიკაში მიღებულ ცოდნას უკავშირებთ თუ არა სხვა საგანს?
ა)დიახ.                     ბ)არა.                                     გ) ნაწილობრივ.
4.   თუ ვერ უკავშირებთ რა მიგაჩნიათ  პრობლემის გადაჭრის გზად?

______________________________________________________________________________________

კვლევის რეფლექსია

2016-2017 სასწავლო წელს განვახორციელე პრაქტიკული კვლევა „მოსწავლეთა ცოდნის ტრანსფერი საშუალო საფეხურზე-ტრანსფერის უნარის ნაკლებობით გამოწვეული პრობლემები და მისი გაუმჯობესების გზები.“
კვლევის შედგად ჩამოყალიბდა რეკომენდაციები შემდეგი სახით:
1.      სწავლების პროცესში ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე,რომ შეძენილი ცოდნა შესაძლოა გამოყენებული იქნას სხვა სიტუაციაში(ყოველთვის დაკონკრეტდეს რამოდენიმე სიტუაცია მაინც).
2.      სწავლის პროცესში მოსწავლემ  თვითონ უნდა აღმოაჩინოს ამოცანის გადაჭრის ძირითადი პრინციპები.
3.      ცოდნა ,რომლის ტრანსფერიც ხდება უნდა იყოს მიზეზ-შედეგობრივი მიმართების შემცველი.
4.      მიცემულ დავალებებში უნდა სჭირდებოდეთ პრაქტიკული ცოდნის გამოყენება და ჩატარდეს ინტეგრირებული გაკვეთილები ხშირად.
ამ რეკომენდაციებისა და კვლევის შედეგების გაზიარება მოვახდინე  სამუშაო შეხვედრაზე კოლეგებთან. გადავეცი წერილობითი ფორმით,რომელსაც დავამატე სიტყვიერი კომენტარები. ვთხოვე პედაგოგებს გაეთვალისწინებინათ რეკომენდაციები, დაენერგათ პრაქტიკაში და მოეცათ ჩემთვის უკუკავშირი ცვლილებების შედეგიანობაზე, თუ როგორ დაეხმარათ რეკომენდაციები სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებაში.პედაგოგებიდან მიღებული უკუკავშირიდან ჩანდა ,რომ საკითხი მართლაც იყო აქტუალური და საჭიროებდა გამოსწორებას.
რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ პედაგოგებმა აღნიშნეს,რომ მითითებული რეკომენდაციები დაეხმარათ და მომავალშიც დაეხმარებათ საგაკვეთილო პროცესების უკეთ წარმართვაში ,რათა ხელი შეეწყოს მოსწავლეთა ცოდნის სხვადასხვა კუთხით რეალიზებას. პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ სხვა დროს არ გაუმახვილებიათ ყურადღება ამ მიმართულების, თუმცაღა საქმეს აკეთებდნენ ყოველთვის მსგავსად. ისტორიის პედაგოგმა აღნიშნა, რომ მაგალითად, ქორონიკონის წელთაღრიცხვის სწავლებისას მოსწავლეებს დაანახა თუ როგორ უნდა გამოეყენებინათ მათემატიკური უნარები და მოეხდინათ ცოდნის ტრანსფერი.  ფიზიკის პედაგოგმა აღნიშნა, რომ მოსწავლეებს აუმაღლდათ მათემატიკური უნარის გამოყენება ფიზიკის ამოცანების გადაწყვეტისას რამაც აამაღლა სწავლა-სწავლების ხარისხი და  მოსწავლეთა მოტივაცია.
სკოლის ერთერთი მთავარი მისიაა აღჭურვოს მოსწავლეები ფუნქციური ცოდნით. რასაც ხელი შეეწყო ამ კვლევის შედეგად.
მანანა ბოკუჩავა

„მოსწავლეთა ცოდნის ტრანსფერი საშუალო საფეხურზე „მოსწავლეთა ცოდნის ტრანსფერი საშუალო საფეხურზე Reviewed by Krwanisi's Public School on June 11, 2018 Rating: 5

top navigation

Powered by Blogger.