recent posts

banner image

VIII კლასის მოსწავლეთა დაბალი ჩართულობით გამოწველი პრობლემები და გადაჭრის გზები







პ რ ა ქ ტ იკ უ ლ ი    კ ვ ლ ე ვ ა


VIII კლასის მოსწავლეთა დაბალი ჩართულობით გამოწველი
პრობლემები და გადაჭრის გზები


                                                     ავტორი : გაბაიძე 






სარჩევი

შესავალი-------------------------------------------------------------------------------------------------------3
ლიტერატურა--------------------------------------------------------------------------------------------------3
პრობლემის შერჩევა-------------------------------------------------------------------------------------------7
კვლევის ვადები------------------------------------------------------------------------------------------------7
კვლევის მიზანი------------------------------------------------------------------------------------------------8
მეთოდოლოგია-------------------------------------------------------------------------------------------------8
ფოკუსჯგუფი---------------------------------------------------------------------------------------------------10
მონაცემთა შეგროვება და ანალიზი--------------------------------------------------------------------------10
კვლევის მიგნებები --------------------------------------------------------------------------------------------13
შესაძლო ინტერვენცია-----------------------------------------------------------------------------------------13
განხორციელებული ცვლილებები---------------------------------------------------------------------------14
რეკომენდაციები-----------------------------------------------------------------------------------------------14
კვლევის შემდგომი კვლევა-----------------------------------------------------------------------------------15
ინტერვენციის შეფასება---------------------------------------------------------------------------------------16
დასკვნა ---------------------------------------------------------------------------------------------------------16
დანართი 1-------------------------------------------------------------------------------------------------------17
დანართი 2-------------------------------------------------------------------------------------------------------18
გამოყენებული რესურსი---------------------------------------------------------------------------------------19







შესავალი
            წინამდებარე ნაშრომი არის პრაქტიკული კვლევის ანგარიში. იგი ეძღვნება  ჩემს სადამრიგებლო VIII   კლასში  საგაკვეთილო  პროცესში მოსწავლეთა დაბალ ჩართულობას და ამ პრობლემების გადასაჭრელად დაგეგმილ და განხორციელებულ ცვლილებებს.

       

ლიტერატურის მიმოხილვა

დღესდღეობით უამრავი მასწავლებელი აწყდება მოსწავლეების ჩართულობასთან დაკავშრებულ პრობლემას. ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვები არ ადევნებენ თვალ-ყურს გაკვეთილის მსვლელობას, მათი გონება სხვაგან ჰქრის. ესეთი მოსწავლეები იწყებენ სხვებთან საუბარს, რაც, ცხადია, მასწავლებლისთვის ხელშემშლელი ფაქტორია. ამ წერილის ფარგლებში მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე ნაბიჯი, რომლებიც, ჩემი აზრით, მოსწავლეებს კლასში აქტიურად ჩართვის მოტივაციას აძლევს.
გავიგოთ, რისი მოსმენა სურთ მათ!
უმთავრესი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ გვისმენენ ბავშვები გაკვეთილზე, ვფიქრობ, არის ის, რომ მათ ჩვენი მონათხრობი საინტერესოდ არ ეჩვენებათ. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ - მასწავლებლები - არ ვეკითხებით ხოლმე მოსწავლეებს თუ რისი მოსმენა სურთ მათ. სავსებით შესაძლებელია, ამ ყველაფრის გამო პატარებს დარჩეთ შთაბეჭდილება, რომ ჩვენ მათი აზრი არ გვაინტერესებს, რაც იმთავითვე არასწორია.
ჩემი რჩევა იქნება, რომ გაკვეთილის დაწყებისთანავე ავუხსნათ ბავშვებს, თუ რა თემის შესახებ იქნება იმ დღეს საუბარი და ვკითხოთ, რა უფრო აინტერესებთ განსახილველი საკითხის გარშემო.
მას შემდეგ, რაც მათ ინტერესებს გავიგებთ, ვაცნობოთ მთელ კლასს, რომ მათ კითხვებზე პასუხებს გაკვეთილის დასასრულისკენ მიიღებენ. ეს მისცემს ბავშვს სტიმულს, რომ ჩვენს მონათხრობს ბოლომდე უსმინოს და იმ ნაწილს განსაკუთრებით დაელოდოს, რომელშიც თავის კითხვას გაეცემა პასუხი.
მივცეთ უფლება, აუხსნან ერთმანეთს!
წარმოვიდგინოთ ჩვეულებრივი საკლასო სიტუაცია, სადაც ახალ მასალას ვხსნით. დავუშვათ, ეს მასალა არც ისე მარტივია და რამდენჯერმე გამეორებაა საჭირო იმისთვის, რომ მთელმა კლასმა აითვისოს იგი. ასეთ სიტუაციაში, მგონია, რომ კარგი იქნება, თუ თავიდანვე ავარჩევთ რამდენიმე მოსწავლეს, რომელსაც დაევალება მერე თავად აუხსნას იგივე მასალა თანაკლასელებს. მათ შეგვიძლია დავარქვათ დამხმარე მასწავლებელი ან სხვა სახალისო სახელი, რომელიც ბავშვების აღტკინებას გამოიწვევს.
შესაძლოა, ასეთმა მიდგომამ ჩვეულებრივზე მეტი დრო წაიღოს, მაგრამ ბავშვების ჩართულობის გარანტიას, ვფიქრობ, ნამდვილად იძლევა.
ერთი მხრივ, ჩვენ ვზრდით იმ მოსწავლეების ყურადღების ხარისხს, რომელთაც მასალის ახსნა მოუწევთ მეგობრებისთვის, მეორე მხრივ კი, დიდ ინტერესს აღძვრავთ დანარჩენ კლასშიც, რადან საკითხისადმი ასეთი მიდგომა საკმაოდ უცხო და ეგზოტიკური იქნება ყველასთვის.
მივცეთ უფლება, იმუშაონ ჯგუფურად!
ჯგუფური მუშაობის უნარები თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი სასიცოცხლოდ აუცილებელი უნარია იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიო. ყველას ძალიან დიდ სიამოვნებას ანიჭებს შეკრულ ჯგუფთან ერთად წარმატების მიღწევა. ის მასალა, რომელსაც ვასწავლით, ძალიან მარტივი ჩანს ჩვენთვის, მაგრამ ბავშვებს რამდენჯერმე გამეორება სჭირდებათ იმისთვის, რომ სასურველ შედეგს მიაღწიონ. გამეორების ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდი კი დავალებების შესრულებაა. დავალებებში კი არ უნდა ვიგულისხმოთ მხოლოდ სახლში შესასრულებელი ამოცანები.

ჩემი გაოცდილებით, ქვემოთ მოყვანილი მიდგომა ძალიან ეფექტურია:

მასალის ახსნის შედმეგ შეგიძლიათ მოსწავლეები დაყოთ 5-8-კაციან ჯგუფებად (შეეცადეთ, ჯგუფში იყოს როგორც მაღალი, ისე დაბალი აკადემიური მოსწრების ადამიანები), მისცეთ მათ ხუთწუთიანი დავალებები და შემდეგ გამოავლინოთ გამარჯვებული გუნდი.
ჩემი ღრმა რწმენით, ამ ხერხის გამოყენების შემდეგ თქვენს მოსწავლეებს ექნებათ უდიდესი სტიმული, მოისმინონ თქვენ მიერ მონათხრობი ყველა ამბავი, და რაც მთავარია - დიდი სიამოვნებით დაელოდებიან თქვენს გაკვეთილებს.
ნუ ვიქნებით მონოტონურები!
როგორც ვიცით, ადამიანის გონებას გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ძალიან უჭირს მოსმენა, ეს კი განსაკუთრებით პატარებს ეხებათ. ჩვენ ხშირად ისე შევიჭრებით ხოლმე საკუთარ როლში და იმდენად გვიყვარს ჩვენს საყვარელ სფეროზე საუბარი, რომ ზოგჯერ გვავიწყდება ჩვენი მოსწავლეები. ინტერაქცია აუცილებელი პირობაა იმისა, რომ ბავშვები ჩავრთოთ საგაკვეთილო პროცესში და გაკვეთილი არ გახდეს მონოტონური.
ამიტომაც, ძალიან კარგი იქნება, თუ ახსნის პროცესში ხშირად დავუსვამთ მათ შეკითხვებს, იმის შესახებ თუ რას ფიქრობენ ჩვენს ნათქვამზე, თავად როგორ მოიქცეოდნენ, ასეთი რამ თუ სმენიათ მანამდე და ..
თუ ბავშვებს ექნებათ იმის მოლოდინი, რომ თქვენ მათ ნებისმიერ დროს დაუსვამთ კითხვას, თავს არ მისცემენ მოდუნების საშუალებას და შეეცდებიან, ბოლომდე გაიგონ თქვენი მონათხრობი.
           კონსულტაცია მასწავლებელი, მოსწავლეთა თანამონაწილეობით, გამოყოფს საკითხებს, პრობლემებს, ამ ყველაფერს უკავშირებს მოსწავლეთა გამოცდილებას, საჭიროებებს, მოსწავლეებთან ერთად განიხილავს საკონსულტაციო საკითხებს, ახორციელებს კონსულტაციებს და იღებს უკუკავშირს.
ერთობლივი გადაწყვეტილების მიღება ნიშნავს, რომ მასწავლებელმა გამოიწვიოს, ჩართოს და წაახალისოს მოსწავლეები, რათა მათ ლეგიტიმურად გამოთქვან თავიანთი წინადადებები, განიხილონ მუშაობის წესები, რეგლამენტის საკითხები, შეფასების კრიტერიუმები, რესურსების ხელმისაწვდომობის საკითხები, ალტერნატივები და ..
ერთობლივი ქმედება არის მასწავლებლისა და მოსწავლის ერთობლივი, დაგეგმილი მოქმედება, დაგეგმილი აქტივობა, რომლის მიზანი შეთანხმებულია მოსწავლეებთან. ეს მიდგომა კოლაბორაციულ პრინციპებს ეფუძნება, აქტივობის დრო, რესურსები, შეფასების კრიტერიუმები განსაზღვრულია, რაც თავისთავად უკვე პარტნიორობაა.
    ჩართულობა თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესი მოსწავლეთა განსაკუთრებულ აქტიურობას მოითხოვს. ეს გულისხმობს მათ აქტიურ მონაწილეობას არა მხოლოდ განათლების მიღების, არამედ თანატოლთა სწავლების პროცესშიც. გაკვეთილზე ჯგუფური მუშაობისას, პროექტებში მონაწილეობისას, წარმოდგენების დაგეგმვისა თუ განხორციელებისას მოსწავლეები ერთმანეთს ეხმარებიან სხვადასხვა კონცეფციის უკეთ გაგებაში, უნარ-ჩვევების დაუფლება-განვითარებასა და დამოკიდებულებათა ჩამოყალიბებაში, რაც თავისთავად გულისხმობს გაკვეთილის პროცესში მათ მონაწილეობას.


1. დისკუსია/დებატები ინტერაქციული სწავლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია. დისკუსიის პროცესი მკვეთრად ამაღლებს მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხსა და აქტივობას. დისკუსია შესაძლოა კამათში გადაიზარდოს. ეს პროცესი არ შემოიფარგლება მასწავლებლის მიერ დასმული შეკითხვებით. ეს მეთოდი უვითარებს მოსწავლეს კამათისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარს.
2. ჯგუფური (collaborative) მუშაობა. ამ მეთოდით სწავლება გულისხმობს ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციების გადანაწილებას. ეს სტრატეგია უზრუნველყოფს ყველას მაქსიმალურ ჩართულობას სასწავლო პროცესში.

3. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL) სასწავლო მეთოდია, რომელიც ახალი ცოდნის მიღებისა და ინტეგრაციის პროცესის საწყის ეტაპად იყენებს პრობლემას.
4. თანამშრომლობითი (cooperative) სწავლება სწავლების იმგვარი სტრატეგიაა, სადაც ჯგუფის თითოეული წევრი ვალდებულია, არა მხოლოდ თავად შეისწავლოს საგანი, არამედ თანაგუნდელსაც დაეხმაროს მის უკეთ შესწავლაში. ჯგუფის თითოეული წევრი მუშაობს პრობლემაზე, ვიდრე ყოველი მათგანი არ დაეუფლება საკითხს.
5. ევრისტიკული მეთოდი ეფუძნება მოსწავლეთა წინაშე დასმული ამოცანის ეტაპობრივი გადაწყვეტის პრინციპს. ეს ამოცანა სწავლების პროცესში ფაქტების დამოუკიდებლად დაფიქსირებისა და მათ შორის კავშირების დანახვის გზით სრულდება.
6. შემთხვევის ანალიზი (Case study). მასწავლებელი განიხილავს კონკრეტულ შემთხვევებს, რომლებიც ყოველმხრივ და საფუძვლიანად შეისწავლის საკითხს. მაგალითად, საზოგადოებრივ მეცნიერებაში ეს შეიძლება იყოს კონკრეტული, ვთქვათ ყარაბახის (სომხეთ-აზერბაიჯანის) კონფლიქტის ანალიზი და . .
7. გონებრივი იერიში (Brain storming). ეს მეთოდი გულისხმობს კონკრეტული თემის ფარგლებში კონკრეტული საკითხის/პრობლემის შესახებ მაქსიმალურად მეტი, სასურველია, რადიკალურად განსხვავებული იდეის ჩამოყალიბებასა და მათი გამოთქმის ხელშეწყობას. მეთოდი ხელს უწყობს პრობლემისადმი შემოქმედებითი მიდგომის განვითარებას.

8. როლური და სიტუაციური თამაშები. სცენარის მიხედვით განხორციელებული როლური თამაშები მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა კუთხით შეხედონ საკითხს და ეხმარება მათ ალტერნატიული თვალსაზრისის ჩამოყალიბებაში. ისევე როგორც დისკუსია, როლური თამაშებიც უყალიბებს მოსწავლეს საკუთარი პოზიციის დამოუკიდებლად გამოთქმისა და მისი დაცვის უნარს.
9. დემონსტრირების მეთოდი ინფორმაციის ვიზუალურად წარმოდგენას გულისხმობს და საკმაოდ ეფექტურია. ხშირად უმჯობესია, მასალა ერთსა ად იმავე დროს აუდიო- და ვიზუალური გზით მივაწოდოთ მოსწავლეებს. შესასწავლი მასალის დემონსტრირება შეიძლება განახორციელონ როგორც მასწავლებელმა, ისე მოსწავლემ. ამ მეთოდით თვალსაჩინოებას ვმატებთ სასწავლო მასალის აღქმის სხვადასხვა საფეხურს, ვაკონკრეტებთ, რის გაკეთება მოუწევთ მოსწავლეებს დამოუკიდებლად. ამავე დროს, ეს სტრატეგია ვიზუალურად წარმოაჩენს საკითხის/პრობლემის არსს. დემონსტრირება შეიძლება მოხდეს როგორც მარტივად, მაგალითად, მათემატიკური ამოცანის ამოხსნით, მისი საფეხურების დაფაზე თვალსაჩინოდ წარმოდგენით, ისე რთული ფორმითაც, მაგალითად, მრავალსაფეხურიანი საბუნებისმეტყველო ექსპერიმენტის ჩატარებით.

10. ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი.
სწავლების ინდუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი საგნობრივი ცოდნის ისეთ ფორმას, როდესაც სწავლის პროცესში აზრის მსვლელობა კერძოდან საზოგადოსკენ, ფაქტებიდან განზოგადებისკენ არის მიმართული.
სწავლების დედუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი საგნობრივი ცოდნის გადაცემის ისეთ ფორმას, რომელიც ზოგად ცოდნაზე დაყრდნობით ახალი ცოდნის აღმოჩენის ლოგიკურ პროცესს წარმოადგენს, ანუ პროცესი ზოგადიდან კონკრეტულისკენ არის მიმართული.

სასწავლო პროცესში ანალიზის მეთოდი გვეხმარება სასწავლო მასალის როგორც ერთი მთლიანის შემადგენელ ნაწილებად დაშლაში. ეს აადვილებს რთული პრობლების წიაღში არსებული ცალკეული საკითხების დეტალურ გაშუქებას.


სინთეზის მეთოდი შებრუნებული პროცედურაა, ანუ ცალკეული საკითხების დაჯგუფებით ერთი მთლიანის შედგენა. ეს მეთოდი ხელს უწყობს პრობლემის როგორც მთელის დანახვის უნარის განვითარებას.
11. ახსნაგანმარტებითი მეთოდი ეფუძნება მსჯელობას მოცემული საკითხის ირგვლივ. პროფესორს მასალის გადმოცემისას მოჰყავს კონკრეტული მაგალითი, რომლის დაწვრილებით განხილვაც ხდება მოცემული თემის ფარგლებში.
12. ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება მოითხოვს პროფესორისა და სტუდენტის აქტიურ ჩართულობას სწავლის პროცესში, სადაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს თეორიული მასალის პრაქტიკული ინტერპრეტაცია.
13. ელექტრონული სწავლება (E learning). ეს მეთოდი მოიცავს სწავლების სამ სახეს:

. დასწრებულს, როდესაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს პროფესორისა და სტუდენტების საკონტაქტო საათების ფარგლებში, ხოლო სასწავლო მასალის გადაცემა ხორციელდება ელექტრონული კურსის საშუალებით;


           

 

პრობლემა და საკვლევი საკითხი

            პრაქტიკული კვლევის ჩასატარებლად ავირჩიე ჩემი სკოლა,კერძოდ მერვე კლასი.
          ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საჯარო სკოლებში საბაზო საფეხური განსაზღვრულია მეშვიდედან მეცხრე კლასის ჩათვლით. დირექტორთან, კათედრის  წარმომადგენლებთან და პედაგოგებთან გასაუბრების შემდეგ დადგინდა რომ სკოლაში რეალურად არსებობდა მოსწავლეთა ჩართულობასთან დაკავშირებული პრობლემა. გამოკითხულთა  კითხვა-პასუხის რეჟიმის შედეგად დადგინდა, რომ მოსწავლეებს აქვთ დაბალი მოტივაცია, ყურადღების დეფიციტი,ინტერესთა სფეროს ნაკლებობა. თუმცა,გამოითქვა ასევე ვარაუდები,რომ პრობლემის გამომწვევი ფაქტორები შესაძლოა სხვადასხვაგვარი იყოს. მაგ. ფიზიკური გარემოს ცვლილება,დისციპლინა, რესურსის გამოყენების ნაკლებობა, ერთფეროვანი გარემო. აქედან გამომდინარე რა შეიძლება იყოს პრობლემის გამომწვევი მიზეზები?პრობლემის ზუსტად განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია  ჩამოვაყალიბოთ კვლევის მთავარი კითხვა:
რატომ აქვთ მოსწავლეებს დაბალი ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში?
                                                             კვლევის  ვადები:
აქტივობა
თებერვალი
მარტი
აპრილი
პრობლემის  იდენტიფიცირება
      


კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება
   


კითხვარის შედგენა, დამუშავება


გამოკითხვა
   
    

მიღებული შედეგების  ანალიზი


სავარაუდო  ინტერვენციების განხილვა


ინტერვენციის  განხორციელება

    
   
ინტერვენციის  შედეგების  ანალიზი

    
    
მეორადი  მონაცემების  შეგროვება


   
მეორადი მონაცემების  ანალიზი


   
კოლეგებისთვის შედეგების გაცნობა


   

მიზანი:  საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა დაბალი ჩართულობის გამომწვევი მიზეზები და მათი გადაჭრის გზების ძიება.
         საკვლევი პრობლემის აქტუალობის დასადგენად ინტერვიუ ჩავწერეთ მასწავლებლებთან მოსწავლეებთან და დირექციასთან. მასწავლებლებთან ჩატარებული შეხვედრების შედეგად შევჯერდით რა შეიძლება იყოს აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზები და რა გზებით შეიძლება მათი გადაჭრა

მეთოდოლოგია

            ამ თავში განხილულია საკვლევი საკითხი და ქვეკითხვები. მოცემულია, კვლევის დიზაინი და კვლევის გეგმა. წარმოდგენილია ინფორმაცია კვლევის ჯგუფის ჩამოყალიბების და მუშაობის ეტაპების შესახებ. ასევე განხილულია, კვლევისათვის მონაცემთა შეგროვების მეთოდები.
            როგორც წინა თავში აღვნიშნეთ, ჩვენი კვლევის მთავარი კითხვაა _  რატომ აქვთ მოსწავლეებს დაბალი ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში?  რა არის საბაზო საფეხურზე კერძოდ მერვე კლასში გამოწვეული პრობლემის მიზეზი?

კვლევის მთავარ კითხვაში აღნიშნული პრობლემების მიზეზების დადგენაში დაგვეხმარება შემდეგ ქვეკითხვებზე პასუხის გაცემა:
Ø  რამდენად არიან მოსწავლეები ჩართულნი თქვენს საგაკვეეთილო პროცესში?
Ø  რომელი ორგანიზების ფორმა ეხმარებათ მოსწავლეების მაქსიმალურად ჩართულობისთვის?
Ø  პედაგოგიური პრაქტიკიდან გამომდინარე კიდევ, რა დამატებით აქტივობას იყენებენ მოსწავლეების ჩართულობის ასამაღლებლად?
Ø  იყენებენ თუ არა გარეგან წახალისებას ჩართულობისას?
Ø  ეკითხებიან თუ არა მასწავლებლები მოსწავლეებს რისი მოსმენა სურთ?
Ø  ხშირად სვამენ თუ არა მასწავლებლები კითხვას, თუ რას ფიქრობენ  ბავშვები  მათ ნათქვამზე?
Ø  იღებენ თუ არა გადაწყვეტილებას მასწავლებლები მოსწავლებთან ერთად.
Ø  რამდენად გეგმავს მასწავლებელი მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე გაკვეთილს.

           კვლევის სანდოობის გაზრდის მიზნით მონაცემთა შეგროვების მეთოდებად გამოვიყენეთ                     კითხვა-პასუხი, ფოკუს ჯგუფი, ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილებზე.
    ფოკუსჯგუფი ჩატარდა მერვე კლასში შემსვლელ მასწავლებლებთან.
            ფოკუსჯგუფი ჩატარების მიზანი იყო მიგვეღო მასწავლებლებისაგან  ინფორმაცია, რომელიც დაგვეხმარებოდა კვლევის სწორად წარმართვასა და კითხვარის მომზადებაში. კითხვარები მომზადდა ასევე მერვე კლასის მოსწავლეებისათვის. მოსწავლეებმა კითხვარები შეავსეს კლასის საათზე.
           
            ინტერვიუ  მოსწავლეებთან საშუალება მოგვცა განგვესაზღვრა მათი  დამოკიდებულება საგაკვეთილო პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებით. ასევე დაგვეხმარა გარკვია, რამდენად ნათელია მათთვის ის პრობლემის არსი.  ინტერვიუ ჩატარდა მაღალი, საშუალო და დაბალი აკადემიური მოსწრების თითო მოსწავლესთვის.
         

მონაცემთა  შეგროვება და ანალიზი:


       კვლევის ფარგლებში  მასწავლებლებს მივმართე კითხვით: „თუ რამდენად არიან მოსწავლეები ჩართულნი  საგაკვეთილო პროცესში? გამოკითხულთაგან 56%-ისგან მივიღე უარყოფითი პასუხი, 22%-ისგან-დადებითი, 22%-ისგან კი ნაწილობრივ., რაც მიუთითებს იმაზე, რომ მოსწავლეთა დიდი ნაწილი არ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში.






   კითხვაზე რომელი ორგანიზების ფორმას იყენებთ  საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობისთვის?  გამოკითხულ პედაგოგთა 67%-ის პასუხი იყო, რომ საგაკვეთილო პროცესში უფრო ხშირად იყენებს ინდივიდუალურ მუშაობას, 11%-ჯგუფურს, 22%-წყვილებში მუშაობას.



         პედაგოგების პასუხებიდან გამოიკვეთა, რომ მათი დიდი ნაწილი  მოსწავლეებთან ერთად გადაწყვეტილებას არ იღებს. კითხვაზე: „იღებთ თუ არა გადაწყვეტილებას  მოსწავლებთან ერთად?“ -  შემდეგი სურათი მივიღე:  22% -  დიახ,    22% ზოგჯერ,  56% - არ იღებს.
დიაგრამაზე შედეგებმა შემდეგი სახე მიიღო:




    მოსწავლეებთან ჩატარებული  გამოკითხვის შედეგად, კითხვაზე:  „დადებითად მოქმედებს თუ არა თქვენზე გარეგანი წახალისება(ბუნებაში დაგეგმილი გაკვეთილი, ექსკურსია)  ჩართულობის ასამაღლებლად?“ მივიღე ყველა მოსწავლისგან ერთნაირი პასუხი-„დიახ“ .


     კითხვაზე, თუ ორგანიზების  რომელ ფორმას ანიჭებენ უპირატესობას და ასრულებენ  ხალისით,  დიდმა ნაწილმა  83%-მა დააფიქსირა, რომ ხალისით ასრულებს წყვილებში მუშაობას.  17%- ირჩევს ჯგუფურ მუშაობას, ინდივიდუალური მუშაობა არც ერთი ბავშვისთვის საინტერესო და სახალისო არ არის.   
მონაცემები დიაგრამაზე აისახა შემდეგნაირად:
                     



 კვლევის მიგნებები:
მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება:
Ø  გამოცდილების გაზიარების ნაკლებობა პედაგოგებს შორის;
Ø  მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის თანამშრომლობის დეფიციტი.
Ø  მოსწავლეზე ორიენტირებული   გაკვეთილის ნაკლებობა.
Ø  ვიწრო ინტერესთა სფერო და ერთფეროვანი გარემო.
Ø  ხშირ შემთხვევაში მოსწავლათა აზრის გაუთვალისწინებლობა.
Ø  გარეგანი წახალისების ფორმის ნაკლებად გამოყენება.

       შესაძლო ინტერვენციები:


            კვლევისპროცესში მიღებული ინფორმაციის და მონაცემების ანალიზის საფუძველზე, შევიმუშავეთ სავარაუდო ინტერვენციის რამდენიმე ვარიანტი:
Ø  პედაგოგებთან შეხვედრები გამოცდილების გაზიარების მიზნით.
Ø  მასწავლებელმა გამოიწვიოს, ჩართოს და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა მიაღებინოს მოსწავლეებს.
Ø  მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე გაკვეთილების დაგეგმვა.
Ø  სპეციალურ კაბინეტებში გაკვეტილის ჩატარება.
Ø  ორგანიზების ფორმის ცვალებადობა.
Ø  გაკვეთილების დაგეგმვა ბუნებაში.

განხორციელებული ცვლილებები:


          გამოცდილების გაზიარების მიზნით განვახორციელეთ შეხვედრა, რომელზეც მოვისმინეთ პედაგოგების აზრი არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით და გავიზიარეთ ერთმანეთის მოსაზრებები.
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეს მივეცი გადაწყვეტილების მოღების უფლება, რამაც გამოიწვია მისი მაქსიმალური ჩართულობა. დავგეგმე მოსწავლის ინტერესებიდან გამომდინარე გაკვეთილი, რომელზეც დამესწრო კოლეგა, მომცა უკუკავშირი, რეკომენდაცია.
საგაკვეთილო პროცესში ინტენსიურად   შევცვალე ორგანიზების ფორმები.
გავითვალისწინე მოსწავლეების აზრი, გაკვეთილი დავგეგმე და განვახორციელე ბუნებაში, რამაც მოსწავლეები გაახალისა და მათი ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში გაზარდა.
მოვაწყვე ექსკურსია მარშრუტით:  წინანდალი-ალავერდი-იყალთო-შუამთა, რამაც გაზარდა მოსწავლეებში შემეცნებითი თვალსაწიერი და ჩართულობა.
     რეკომენდაციები პედაგოგებისთვის:
   კვლევის ანალიზის შედეგად შევიმუშავე რეკომენდაციები მასწავლებლებისათვის და წარმოვადგინე შემდეგი სახით:
Ø  ხშირად დავგეგმოთ და მოვაწყოთ შეხვედრები პედაგოგებმა გამოცდილების გაზიარების მიზნით.
Ø  გამოვიწვიოთ, ჩავრთოთ და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა მივაღებინოთ მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესში.
Ø  სისტემატიურად დავგეგმოთ მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე გაკვეთილები.
Ø  ჩავატაროთ გაკვეთილი სპეციალურ კაბინეტებში.
Ø  მუდმივად ვცვალოთ ორგანიზების ფორმები და გამოვიყენოთ მრავალფეროვანი აქტივობები საგაკვეთილო პროცესში.
Ø  გარეგანი წახალისების მიზნით ზოგჯერ ჩავატაროთ გასვლითი გაკვეთილები.
      
 კვლევის  შემდგომი კვლევა:
     ინტერვენციის შემდგომ ჩავატარე მასწავლებლებს შორის გამოკითხვა, თუ რამდენად საინტერესო გახდა ბავშვებისთვის საგაკვეთილო პროცესი და რამდენად აქტიურად არიან  ჩართული მასში.

       კვლევის შემდგომმა კვლევამ გამოკვეთა დადებითი სურათი მოსწავლეთა ჩართულობის თვალსაზრისით. გამოკითხულ პედაგოგთა 78% თვლის, რომ მოსწავლეთა ჩართულობა გაიზარდა და მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული საგაკვეთილო პროცესში, ხოლო 22% -ის აზრით არ არიან ჩართული.

        
 ინტერვენციის შეფასება:

          ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო გამეგო, იქონია თუ არა გავლენა  პედაგოგების პრობლემების განხილვამ კოლეგებთან, რისთვისაც  მასწავლებლებთან ჩავატარე ფოკუსჯგუფი. მათი აზრით ბევრ დეტალს, რაც ბუნდოვანი იყო ნათელი მოეფინა.  გადაწყვეტილების მიღებამ მოსწავლეებთან ერთად მათში გაზარდა თვითშეფასება, პასუხისმგებლობის გრძნობა და შესაბამისად ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში, ასევე ორგანიზების ცვლილებამ გამოიწვია ინტერესი ბავშვებში, მათ მოსწონთ ჯგუფური და წყვილებში მუშაობები, რაც დადებითად აისახა ჩართულობაზე. ბუნებაში მუშაობამ გაახალისა მოსწავლეები და გაზარდა მათი მოტოვაცია და ჩართულობა, რაც საბოლოოდ აისახა სასწავლო შედეგზე  და რასაც ადასტურებენ პედაგოგები უკუკავშირით.
        

      დასკვნა:
       ჩატარებული კვლევის საფუძველზე შემიძლია დავასკვნა, რომ საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეების დაბალი ჩართულობის გამომწვევი მიზეზებია ხშირ შემთხვევაში მოსწავლის აზრის გაუთვალისწინებლობა, პედაგოგებს შორის  გამოცდილების  გაზიარების ნაკლებობა, მოსწავლეებთან ერთად გადაწყვეტილების მიუღებლობა, მოსწავლეთა ინტერესების შესაბამისად დაგეგმილი გაკვეთილების ნაკლებობა.  ხსენებული პრობლემების გადასაჭრელად გადაიდგა ნაბიჯები, რომლის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიზარდა მოსწავლეთა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში.  გატარებული ინტერვენციების შეფასებისას გაირკვა, რომ მათი დიდი ნაწილი შედეგიანი იყო, რასაც უკუკავშირით ადასტურებენ პედაგოგები, თუმცა კვლევას ჰქონდა მცირე ხარვეზებიც, რომელსაც გავითვალისწინებ ჩემ მომავალ პედაგოგიურ საქმიანობაში.







დანართი1
 კითხვარი მერვე კლასში შემსვლელ მასწავლებელთათვის
მოგესალმებით!
 საჯარო სკოლის პედაგოგი ვატარებ პრაქტიკულ კვლევას საბაზო საფეხურზე. „მოსწავლის ჩართულობის გასაუმოჯობესებლად“. თქვენი როგორც მასწავლებლების ჩართულობა მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისათვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია.

1.      არიან თუ არა მოსწავლეები მაქსიმალურად ჩართული თქვენს საგაკვეთილო პროცესში?
ა. დიახ
ბ. ნაწილობრივ
გ.არა

2.      რომელი ორგანიზების ფორმას  იყენებთ მოსწავლეების მაქსიმალურად ჩართულობისათვის?
ა. ინდივიდუალური მუშაობა
ბ. ჯგუფური მუშაობა
გ. წყვილებში მუშაობა

3.      თქვენს მიერ პედაგოგიური პრაქტიკიდან გამომდინარე კიდევ, რა დამატებით აქტივობებს იყენებთ მოსწავლეების ჩართულობის ასამაღლებლად?
                                                                                                                                               
                                                                                                                                               

4.იყენებთ თუ არა გარეგან წახალისებას ჩართულობის ასამაღლებლად?








დანართი 2
კითხვარი მერვე კლასის მოსწავლეთათვის
მოგესალმებით!
პედაგოგოგი მარინე გაბაიძე ვატარებ პრაქტიკულ კვლევას თქვენი ჩართულობის გასაუმჯობესებლად საგაკვეთილო პროცესში. თქვენი როგორც მოსწავლეების მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია პროექტის წარმატებისათთვის.
 თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. არაა საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მოფიქრება.

1. ორგანიზების  რომელ ფორმას ანიჭებთ  უპირატესობას და ასრულებთ  ხალისით, 
ა. ჯგუფური მუშაობა
ბ. წყვილებში მუშაობა
გ. ინდივიდუალური მუშაობა

2. რა მიგაჩნიათ გაკვეთილზე მთავარ პრიორიტეტად მაქსიმალურად ჩართულობისთვის?




3.. როგორ ფიქრობთ,  დაგეხმარებოდათ თუ არა ხშირი გასვლითი ღონისძიებები(ბუნებაში დაგეგმილი გაკვეთილები,ექსკურსიები)უკეთესად სწავლისათვის? რატომ?








გამოყენებული რესურსი:

·         Kings.ge/anna/6

·         Maswavlebeli.ge/?p=1915

·         www.mastavlebeli.ge

ინტერნეტგაზეთი.

·         მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის გზამკვლევი
2014 წელი    მასწავლებელთ პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
·         სამაგიდო წიგნი მასწავლებლებისთვის
      200 7წელი კომპანია“ მაესტრა“ 

 
     კვლევის  რეფლექსია


     ჩემს მიერ კვლევის ჩატარება გამოიწვია  VIII კლასში  მოსწავლეთა დაბალმა  ჩართულობამ საგაკვეთილო პროცესში.
     მიზანი:   მოსწავლეების დაბალი ჩართულობის გამომწვევი მიზეზების დადგენა  და მისი გადაჭრის  გზების ძიება.
   მას შემდეგ, რაც პრობლემის წინაშე დავდექი, ჩამოვაყალიბე კვლევის მიზანი და გავეცანი ლიტერატურას. დაბალი ჩართულობის მიზეზების დასადგენად შევაგროვე მონაცემები, გავაკეთე ანალიზი,  შევიმუშავე რეკომენდაციები პედაგოგებისთვის და გავაცანი მათ .
რეკომენდაციები პედაგოგებისთვის:
v  ხშირად დავგეგმოთ და მოვაწყოთ შეხვედრები პედაგოგებმა გამოცდილების გაზიარების მიზნით.
v  გამოვიწვიოთ, ჩავრთოთ და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა მივაღებინოთ მოსწავლეებს.
v  სისტემატიურად დავგეგმოთ მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე გაკვეთილები.
v  ჩავატაროთ გაკვეთილი სპეციალურ კაბინეტებში.
v  მუდმივად ვცვალოთ ორგანიზების ფორმები და გამოვიყენოთ მრავალფეროვანი აქტივობები საგაკვეთილო პროცესში.
v  გარეგანი წახალისების მიზნით ზოგჯერ ჩავატაროთ გასვლითი გაკვეთილები.
       მასწავლებლებმა რეკომენდაციების გათვალისწინებით დაგეგმეს გაკვეთილები. უფრო მეტად გაითვალისწინეს მოსწავლეთა აზრი,  მიაღებინეს მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში, შეფასების ინსტრუმენტების შემუშავებაში. ხშირად ცვალეს ორგანიზების ფორმები, მეტი აქცენტი გააკეთეს ჯგუფურ და წყვილებში მუშაობაზე, რასაც ბავშვები უპირატესობას ანიჭებენ და ზრდის მათ ჩართულობას სასწავლო პროცესში, დაგეგმეს და განახორციელეს გაკვეთილი ბუნებაში, რამაც ბავშვები გაახალისა  და დააინტერესა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო კოლეგების აზრი, თუ რამდენად შეიცვალა სურათი განხორციელებული ცვლილებების შემდეგ მოსწავლეთა ჩართულობის კუთხით. ამისთვის ჩავატარე ფოკუსჯგუფი მასწავლებლებთან. მათი აზრით  რეკომენდაციების გათვალისწინებით  დაგეგმილი გაკვეთილების უმრავლესობა შედეგიანი იყო. კვლევა დამეხმარა კარგად დამენახა ის მიზეზები, რომელიც იწვევს მოსწავლეთა დაბალ ჩართულობას და დამანახა მისი ამაღლების გზები, თუმცა არის პრობლემები, რომელიც ჯერ კიდევ გადასაჭრელია. მაგალითად: არასაკმარისი ინდივიდუალური მიდგომები ბავშვებთან, რომლის აღმოფხვრაზეც ვმუშაობთ და ჩვენი მუშაობა ვფიქრობ დადებითად აისახება საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა  ჩართულობაზე.












VIII კლასის მოსწავლეთა დაბალი ჩართულობით გამოწველი პრობლემები და გადაჭრის გზები VIII კლასის მოსწავლეთა დაბალი ჩართულობით გამოწველი  პრობლემები და გადაჭრის გზები Reviewed by Krwanisi's Public School on June 11, 2018 Rating: 5

top navigation

Powered by Blogger.