recent posts

banner image

მათემატიკის სწავლის მოტივაცია და მასზე მოქმედი ფაქტორები







პრაქტიკული კვლევა





თემა:    მათემატიკის სწავლის მოტივაცია და მასზე მოქმედი ფაქტორები.







ავტორი : თევზაძე














სარჩევი
შესავალი -------------------------------------------------------------------------------3
თემა -------------------------------------------------------------------------------------3
ლიტერატურის მიმოხილვა ---------------------------------------------------------3
პრობლემა ------------------------------------------------------------------------------7
კვლევის ვადები-----------------------------------------------------------------------8
მიზანი ----------------------------------------------------------------------------------8
კვლევის მეთოდები -------------------------------------------------------------------9
მონაცემების შეგროვება და ანალიზი -----------------------------------------------9
მიგნებები------------------------------------------------------------------------------14
ინტერვენცია --------------------------------------------------------------------------14
განხორციელებილი ცვლილებები -------------------------------------------------14
ინტერვენციის შემდგომი კვლევა--------------------------------------------------15
ინტერვენციის შეფასება-------------------------------------------------------------15
რეკომენდაცია------------------------------------------------------------------------16
დასკვნა --------------------------------------------------------------------------------17
დანართი1 -----------------------------------------------------------------------------18
დანართი 2-----------------------------------------------------------------------------19
გამოყენებული რესურსი------------------------------------------------------------20










პრაქტიკული კვლევა
შესავალი
      მაღალი მოტივაცია მაღალი აკადემიური მოსწრების საწინდარია. მნიშვნელოვანია მოსწავლეებში ავამაღლოთ მათემატიკის სწავლის მოტივაცია  და შესაბამისად აკადემიური მოსწრება. წინამდებარე კვლევა იმაზეა, თუ რა ფაქტორები ახდენს გავლენას მოტივაციაზე და  რა ღონისძიებები უნდა გავატაროთ  მისი ამაღლებისთვის.

 თემა: მათემატიკის სწავლის მოტივაცია და მასზე მოქმედი ფაქტორები.

ლიტერატურის მიმოხილვა:
      მოტივაცია ეს ის ფაქტორია, რომელიც საფუძველს უქმნის ცოდნის მიღების ხარისხს. ბავშვი დაბადებიდანვე მიისწრაფვის სიახლეებისკენ, რაც მისი წარმატებისა და განვითარების აუცილებელი პირობაა. თუ მოსწავლეს აქვს უარყოფითი დამოკიდებულება და ემოციები სწავლისადმი, მაშინ მისი მოტივაცია მცირდება, შესაბამისად ცოდნის დონეც დაბალია. მაგრამ თუ სწავლის პროცესი დაკავშირებულია მოსწავლის ინტერესებსა და დადებით ემოციებთან, მაშინ მოზარდისთვის სწავლა ხდება ბუნებრივი ინტერესებისა და ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების საშუალება. სკოლისა და მასწავლებლის უმთავრესი დანიშნულებაც სწორედ ესაა, რომ სწავლის პროცესი არა იძულებით, არამედ ბუნებრივ, სახალისო პროცესად აქციოს. ცნობილია, რომ მოტივაციას განაპირობებს როგორც გარეგანი, ასევე შინაგანი ფაქტორები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსწავლეები სკოლაში მოდიან სხვადასხვა სოციალური თუ კულტურული გარემოდან, მათ აქვთ გარკვეული გამოცდილებები, სურვილები, მოთხოვნები და მოლოდინები. გარეგანი მოტივაციის შემთხვევაში მოსწავლე მიმართულია წახალისების მიღებისკენ, შინაგანი მოტივაციის დროს კი წახალისების, აღიარების ფაქტორი მინიმუმამდეა დაყვანილი, ამდენად, ფოკუსი ცნობისმოყვარეობის გამოწვევაზე უნდა გაკეთდეს. სწავლების პროცესში ჩადებული უნდა იყოს როგორც სკოლის და მასწავლებლის მხრიდან სტრატეგიები, რომლებიც გაზრდიან შინაგან და გარეგან მოტივაციას. მინდა დავასახელო ფაქტორები, რომელთა საშუალებით შეგვიძლია შევცვალოთ მოსწავლეთა მოტივაცია - გავზარდოთ, ან შევამციროთ: ƒ პირველ რიგში მოსწავლეებმა თავი უსაფრთხოდ და დაცულად უნდა იგრძნონ. მასწავლებელმა საგაკვეთილო პროცეზე უნდა შექმნას მეგობრული გარემო, მოსწავლეები დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ მათი მოქმედება, გამოთქმული აზრი, მცდარიც რომ იყოს, არ გახდება განსჯისა და დაცინვის საგანი; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსწავლის აქტიურობა, საგაკვეთილო პრცესში ჩართულობა და ინტერესი შემცირდება, რასაც საბოლოოდ მოტივაციის შემცირებასთან მივყავართ.

         მოტივაციას, როგორც წესი, ასე განმარტავენ: ესაა შინაგანი მდგომარეობა, რომელიც აღძრავს, წარმართავს და უზრუნველყოფს ქცევას. ფსიქოლოგები, რომლებიც მოტივაციას სწავლობენ, აქცენტს ხუთ ძირითად საკითხზე აკეთებენ:
1. როგორ არჩევანს  აკეთებენ  ადამიანები  საკუთარ ქცევასთან  აკავშირებით? რატომაა რომ, მაგალითად, ერთი მოსწავლე  გულმოდგინედ  აკეთებს დავალებას, მეორე კი ტელევიზორის ყურებას არჩევს?
2. რა დრო უნდა გავიდეს, რომ მოტივაცია ამოქმედდეს? რატომ იწყებს ზოგი მოსწავლე დავალების შესრულებას მაშინვე, ზოგი კი დროს ფლანგავს?
3. რა ხარისხით ან ინტენსივობით არის ჩართული  ადამიანი  არჩეულ  ქცევაში? ყურადღებით ასრულებს მოსწავლე დავალებას თუ მექანიკურად?
4. რა აიძულებს ინდივიდს იყოს შეუპოვარი ან ადვილად დანებდეს? მაგალითად, რას იზამს მოსწავლე, მთლიანად წაიკითხავს შექსპირის ნაწარმოებს თუ მხოლოდ მის რამდენიმე გვერდს?
5. რა გრძნობები აქვს და რაზე ფიქრობს ინდივიდი, როცა ქცევას ახორციელებს? მაგალითად, მოსწავლე სიამოვნებას იღებს შექსპირის კითხვით, თუ მოსალოდნელ გამოცდაზე ნერვიულობს?
          დასავლური ფსიქოლოგიური სკოლა გამოარჩევს ე.წ. შინაგან და გარეგან მოტივაციას:
ყველამ კარგად ვიცით, როგორ გამოიყურება მოტივირებული ადამიანი, რომელიც თავდაუზოგავად მიიწევს მიზნისკენ ან მუშაობს მუყაითად მაშინაც კი, როცა სამუშაო მოსაწყენად ეჩვენება. რა  წარმართავს  ქცევას  და რა ანიჭებს მას ამ ენერგიას? ამის ახსნა უნდა ვეძიოთ მოთხოვნილებებში, სტიმულებში, შიშებში, მიზნებში, სოციალურ ზეწოლაში, თვითრწმენაში, ინტერესებში, ცნობისმოყვარეობაში, რწმენაში, ღირებულებებში, მოლოდინებში და .. ზოგიერთი ფსიქოლოგი მოტივაციას პიროვნული ნიშან-თვისებების ტერმინებით ხსნის. ზოგიერთ ადამიანს მიღწევის მაღალი მოთხოვნილება აქვს, ეშინია გამოგდების, აინტერესებს  ხელოვნება, ამდენად, ისინი ბევრს მუშაობენ, რომ მეტს მიაღწიონ, თავს არიდებენ გამოცდებს და საათობით ათვალიერებენ გამოფენებს. სხვა ფსიქოლოგები მოტივაციას განიხილავენ როგორც მდგომარეობას, დროებით სიტუაციას. თუ თქვენ, მაგალითად, რაიმეს კითხულობთ მხოლოდ იმიტომ, რომ ხვალ გამოცდა გაქვთ ჩასაბარებელი, თქვენ სიტუაციით ხართ მოტივირებული. რა თქმა უნდა, მოტივაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს დროის ნებისმიერ მოცემულ მონაკვეთში, ნიშან-თვისებებისა და მდგომარეობის ერთგვარი კომბინაციაა. თქვენ შეიძლება სწავლობდეთ იმიტომ, რომ სწავლა თქვენთვის  დიდი  ღირებულებაა და იმიტომაც, რომ გამოცდისთვის ემზადებით.
როგორც ხედავთ, მოტივაციის ზოგიერთი განმარტება ეყრდნობა შინაგან, პიროვნულ ფაქტორებს, როგორიცაა მოთხოვნილებები, ინტერესები, ცნობისმოყვარეობა. სხვა განმარტებებში აქცენტი ექსტერნალურ,  გარეფაქტორებზეა აღებული ჯილდო, სოციალური ზეწოლა, დასჯა და .. მოტივაციის კლასიკური დაყოფა ასეთია: შინაგანი და გარეგანი მოტივაცია. შინაგანი მოტივაცია არის ტენდენცია მიღწეულ იქნეს მიზნები საკუთარი ინტერესებისა და უნარების კვალდაკვალ. როდესაც ჩვენ შინაგანად ვართ მოტივირებულნი, ჩვენ არ გვჭირდება წახალისება ან დასჯა, რამდენადაც თვითონ აქტივობა თავისთავად წარმოადგენს ჯილდოს.
ამის საპირისპირო შემთხვევაა, როცა რაღაცას კარგი შეფასებისათვის, დასჯის თავიდან აცილების მიზნით, მასწავლებლის სიამოვნებისათვის ან ამოცანასთან ნაკლებად დაკავშირებული რაიმე სხვა მიზეზით ვაკეთებთ. ეს გარეგანი მოტივაციაა. რეალურად ჩვენ ქცევას იმიტომ არ ვახორციელებთ, რომ თავად იგი გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს, რას მოგვიტანს ეს ქცევა.
ფსიქოლოგები, რომლებიც იზიარებენ მოტივაციის შინაგანად და გარეგანად დაყოფის კონცეფციას, ამბობენ, რომ ერთი შეხედვით შეუძლებელია განვსაზღვროთ, მოტივაცია შინაგანია თუ გარეგანი. არსებითი განსხვავება ამ ორ ტიპს შორის ინდივიდის ქცევისათვის წარმმართველი მიზეზია, ანუ მიზეზობრიობის ლოკუსი ინტერნალურია თუ ექსტერნალური პიროვნების შიგნითაა თუ მის გარეთ. ინდივიდი შეიძლება იმიტომ კითხულობდეს, ცურავდეს ან ხატავდეს, რომ მან ქცევის თავისუფალი არჩევანი პიროვნული ინტერესების გათვალისწინებით გააკეთა (მიზეზობრიობის ინტერნალური ლოკუსი/შინაგანი მოტივაცია), ან ასე იმიტომ იქცევა, რომ გარედან, ვიღაცის ან რაღაცის გავლენას განიცდის (მიზეზობრიობის ექსტერნალური ლოკუსი/გარეგანი მოტივაცია)
          მასლოუს თეორია საშუალებას გვაძლევს მთლიანობაში აღვიქვათ მოსწავლე, რომლის ფიზიკური, ემოციური და ინტელექტუალური მოთხოვნილებები ურთიერთქმედებაშია ერთმანეთთან. ბავშვი, რომლის უსაფრთხოებისა და მიკუთვნებულობის განცდას საფრთხე მშობლების გაყრის გამო ექმნება, ნაკლებ ინტერესს გამოამჟღავნებს წილადების გაყოფის სწავლაში. თუ სკოლა საშიშ, არაპროგნოზირებად ტერიტორიაზე იმყოფება, იქ უფრო მეტი ყურადღება უსაფრთხოებას მიექცევა, ვიდრე სწავლას ან სწავლებას. სოციალურ ჯგუფთან მიკუთვნებულობა და ამ ჯგუფის შიგნით თვითშეფასების განმტკიცება მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის. თუ იმის გაკეთება, რასაც მასწავლებელი მოსწავლისაგან ითხოვს, ეწინააღმდეგება ამ ჯგუფის დადგენილ წესებს, მაშინ მოსალოდნელია, რომ მოსწავლე ყურად არ იღებს მასწავლებლის სურვილს და შეიძლება დაუპირისპირდეს კიდეც მას.
მოტივაციისადმი  კოგნიტური და სოციალურ-კოგნიტური მიდგომა. კოგნიტურ თეორიებში ადამიანი განხილულია როგორც ცნობისმოყვარე, აქტიური, ინფორმაციის  მაძიებელი არსება, რომელიც ცდილობს გადაჭრას პიროვნული პრობლემები. ამდენად, კოგნიტური თეორეტიკოსები აქცენტს შინაგან მოტივაციაზე აკეთებენ. მოტივაციის კოგნიტური თეორიები, შეიძლება ითქვას, ბიჰევიორისტული  შეხედულებების  საპასუხოდ  განვითარდა. კოგნიტივისტებს  სჯერათ, რომ ჩვენი ქცევა  აზროვნებით არის განპირობებული და არა უბრალოდ იმით, რომ წარსულში ამასთან დაკავშირებით დაგვაჯილდოვეს ან დაგვსაჯეს. ქცევა წამოწყებული და რეგულირებულია გეგმების, მიზნების,  სქემების,  მოლოდინებისა და ატრიბუციების   მიერ. იგი აღქმულია   როგორც  ორი  მთავარი ფაქტორის  პროდუქტი: მიზნის მიღწევის მოლოდინისა და ამ მიზნის ღირებულების პროდუქტი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მნიშვნელოვანი საკითხებია: მივაღწევდი  თუ  არა  წარმატებას, რომ მეცადა? და იქნება თუ არა შედეგი ღირებული და ჩემთვის რაიმე ჯილდოს მომტანი, თუ წარმატებას მივაღწევ? მოტივაცია სწორედ  ამ  ორი  ფაქტორის  პროდუქტია. თუ ორივე ფაქტორი ნულის ტოლი იქნება, მოტივაციაც, რომ მუყაითად იმუშაო მიზნის მისაღწევად, არ იარსებებს.
         ყველა  ის  პრობლემა,   რომელმაც   ბავშვთან   დაკავშირებით  ნებისმიერ   სკოლაში შეიძლება   იჩინოს   თავი,  ორ   დიდ  ჯგუფად  ერთიანდება.  ერთი მოსწავლის აკადემიურ მოსწრებასთან   დაკავშირებულ  სირთულეებს   მოიცავს,   მეორე – ბავშვის ქცევაში წარმოშობილ   პრობლემებს.  პრობლემათა   ეს    ორი   ჯგუფი,   ჩვეულებრივ,   მჭიდროდ არის   დაკავშირებული   ერთმანეთთან.   ხშირად   მოსწავლის   ქცევის   სირთულეები სასწავლო   საქმიანობაში  არსებული   პრობლემებით   არის   გამოწვეული.    ეს ბუნებრივიცაა,   ვინაიდან   სწავლა   სასკოლო   ასაკის  ბავშვის   ქცევის   წამყვანი   ფორმაა და ყოველგვარი   ცვლილება   მის   პიროვნულ  განვითარებაში   შეიძლება   მხოლოდ   სასწავლო პროცესის   მეშვეობით  განხორციელდეს.   ასე   რომ,   თუ   ბავშვის   ქცევის   კორექციას ვაპირებთ,   უპირველესად   სასწავლო   პროცესში   მისი   ჩართულობის   გაზრდასა   და   მისი   წარმატების   ხელშეწყობაზე   უნდა   ვიზრუნოთ.  ამას  მხოლოდ   მაშინ   მოვახერხებთ,   თუ  შევძლებთ,  ბავშვს  სასწავლო   საქმიანობის   მიმართ   განწყობა შევუქმნათ.   ეს   კი,   თავის   მხრივ,   იმ   მოტივების   გამოვლენას   მოითხოვს,   რომლებიც ბავშვს   სწავლის   სურვილს   უჩენს.
       სასკოლო   მოტივაციის   პრობლემა   თანამედროვე   განათლების   სისტემის ქვაკუთხედია.   მასზე  მუშაობის    თავისებურება    იმაში    მდგომარეობს,    რომ    მისი კორექციისთვის   აუცილებელია    პედაგოგების,   ადმინისტრაციის,    ფსიქოლოგებისა და მშობლების   ერთობლივი   ძალისხმევა.
      მოტივაცია  განაპირობებს მოსწავლის შესაძლებლობების და უნარების  რეალიზებას. მოსწავლის მოტივაციას განსაზღვრავს მისი გარემო. ეს შეიძლება იყოს მშობლები, თანატოლები,  მიმზიდველი სასწავლო გარემო. თუმცა მოტივირების თვალსაზრისით, მასწავლებლის როლი ყველაზე მნიშვნელოვანია.  მოტივაციის ამაღლებაზე  სისტემატური მუშაობა  დიდწილად განაპირობებს მოსწავლეთა მაღალ აკადემიურ მოსწრებას და სასწავლო პროცესის სასიამოვნოდ და სახალისოდ წარმართვას.
          სასკოლო მათემატიკის დანიშნულება არ არის მხოლოდ მათემატიკის სწავლა, მისი დანიშნულება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ეს არის გონების ვარჯიშის და აზროვნების უნარის განვითარება. გავრცელებული მოსაზრება, თითქოს მათემატიკის შესწავლა შეუძლიათ მხოლოდ სპეციფიკური ნიშნის მქონე მოსწავლეებს, რა თქმა უნდა არასწორია. თუ მოსწავლეს შეექმნა წარმოდგენა საკუთარ თავზე, რომ თითქოს მას მათემატიკური ნიჭი არ აქვს, ძნელია მას შეაყვარო ეს საგანი და შეიძლება მოვალეობის მოხდის მიზნით ისწავლოს მხოლოდ. და ამ შემთხვევაში მათემატიკის სწავლა-სწავლების მიზანი მიუღწეველი დარჩება. სწორედ აქ იკვეთება, ჩვენი, მასწავლებლის როლი. ამოსავალი პრინციპი უნდა იყოს „არ არსებობს ბავშვი, რომელსაც სწავლა არ შეუძლია“. მთავარია ის მიდგომები და სტრატეგიები, რომელთა საშუალებითაც ვასწავლით. მნიშვნელოვანია გაკვეთილი ორიენტირებული იყოს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე. მთავარი ის არ არის როგორ ავხსნით ახალ მასალას, არამედ ის, თუ როგორ მოვახერხებთ მოსწავლის დაინტერესებას, როგორ განვაწყობთ და ავამაღლებთ მოტივაციას ამა თუ იმ თემის ასათვისებლად. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ამოცანის პირობა იყოს მოსწავლისთვის ადვილად გასაგები. კითხვა დაისვას ისე, რომ მაქსიმალური დაინტერესება გამოიწვიოს თითოეულ მოსწავლეში. იმდენად საინტერესო იყოს მოსალოდნელი პასუხი,რომ ჩართულობა იყოს მაქსიმალური, მოტივაცია-უმაღლესი.
     

               პრობლემა:  დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში მათემატიკის სწავლის დაბალი  მოტივაცია.
    
            გადავწყვიტე  შემესწავლა,  გამომეკვლია და გამეცა პასუხი კითხვაზე, თუ რა იწვევს  მოსწავლეებში მოტივაციის დაბალ დონეს და შესაბამისად დაბალ აკადემიურ მოსწრებას, რა ფაქტორები ახდენს მასზე გავლენას.
             კვლევის ფარგლებში პასუხები გაეცა კითხვებს, რომელიც დაკავშირებულია მათემატიკის სწავლის მოტივაციასთან.
·         იჩენს თუ არა ბავშვი ინტერესს მათემატიკის სწავლის მიმართ.
·         შეუძლია თუ არა ბავშვს რთული მათემატიკური საკითხის დამოუკიდებლად გადაწყვეტა.
·         უჭირს თუ არა ყურადღების კონცენტრაცია.
·         შეუძლია თუ არა საკუთარი შეცდომის პოვნა და შესწორება.
·         უადვილდება თუ არა მათემატიკური საკითხის გადაწყვეტა თვალსაჩინოებების გამოყენებით.
·         უჭირს თუ არა ანგარიში.
·         განიცდის თუ არა სასკოლო წარუმატებლობას.
·         ბავშვების აზრით აძლევენ თუ რა დიდი მოცულობის საშინაო დავალებას.
·         უჭირს თუ არა კითხვა და ტექსტის გააზრება.
·         შინაგანი და გარეგანი მოტივაციის რომელ სტრატეგიებს იყენებენ მასწავლებლები.


კვლევის ვადები წარმოდგენილია ცხრილის სახით:


კვლევის  ვადები:

აქტივობა
თებერვალი
მარტი
აპრილი
პრობლემის  იდენტიფიცირება

       +


კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება
     +


კითხვარის შედგენა, დამუშავება
     +


გამოკითხვა
     +
    

მიღებული შედეგების  ანალიზი

     +

სავარაუდო  ინტერვენციების განხილვა

     +

ინტერვენციის  განხორციელება

     +
   
ინტერვენციის  შედეგების  ანალიზი

     +
    
მეორადი  მონაცემების  შეგროვება


    +
მეორადი მონაცემების  ანალიზი


    +
კოლეგებისთვის შედეგების გაცნობა


    +


          კვლევის  მიზანი:  მათემატიკის სწავლის დაბალი მოტივაციის გამომწვევი ფაქტორების  დადგენა და მისი ამაღლების გზების ძიება.

            სამიზნე ჯგუფი:  II  და  III კლასის მოსწავლეები

            კვლევის მეთოდები: მოვახდინე დაკვირვება მოსწავლეებზე საგაკვეთილო და არასაგაკვეთილო პროცესში, ჩავწერე ინტერვიუ მოსწავლეებთან, გამოვიკითხე მასწავლებლები და მშობლები წინასწარ გამზადებული კითხვარების საშუალებით, რომელიც ანგარიშში დანართის სახითაა წარმოდგენილი.
 ფოკუსჯგუფი ჩატარდა მეორე და მესამე კლასის მოსწავლეების მშობლებთან. მიზანი იყო  მათი დამოკიდებულების შესწავლა  დაბალი მოტივაციის გამომწვევ ფაქტორებთან დაკავშირებით, რაც დამეხმარა კვლევის სწორად წარმართვაში.
     გამოვიკვლიე ის ფაქტორები, რომელიც განაპირობებს მათემატიკის სწავლის მოტივაციას. მათ შორის ერთ-ერთი ფაქტორია, თუ რამდენად წყვეტს მათემატიკურ ამოცანას  ბავშვი შინ დამოუკიდებლად. ამ კუთხით მივმართე მშობლებს. შედეგები დიაგრამაზე შემდეგნაირად აისახა:

შეუძლია თუ არა თქვენ შვილს შინ რთული მათემატიკური საკითხის დამოუკიდებლად გადაწყვეტა?

    როდესაც ბავშვს არ შეუძლია საკითხს დამოუკიდებლად გაართვას თავი, მათემატიკის სწავლის მოტივაციაზე უარყოფითად აისახება.  ჩვენ შემთხვევაში ამ მხრივ არასახარბიელო მდგომარეობა გვაქვს. გამოკითხული მშობლების დიდი ნაწილისგან 67%-სგან უარყოფითი პასუხი მივიღეთ.
    მშობლების კითხვარში წარმოდგენილი იყო აგრეთვე შემდეგი კითხვა: „უჭირს თუ არა თქვენ შვილს ყურადღების კონცენტრაცია,“  რომელზეც მშობლების 42%-ის პასუხი დადებითია,  ხოლო 58%-უარყოფითი. დიაგრამაზე ამ მონაცემმა შემდეგი სახე მიიღო:


        კვლევამ აჩვენა, რომ მოსწავლეების  ნახევარზე მეტს  უჭირს ყურადღების კონცენტრაცია, რაც რა თქმა უნდა აქვეითებს მათემატიკის სწავლის მოტივაციას და უარყოფითად აისახება შედეგზე.
        კითხვაზე, „იჩენს თუ არა თქვენი შვილი ინტერესს მათემატიკის სწავლის  მიმართ?“,  მშობლების დიდი ნაწილისგან უარყოფითი პასუხი მივიღე. დიაგრამაზე მონაცემები შემდეგნაირად აისახა:
იჩენს თუ არა თქვენი შვილი ინტერესს მათემატიკის სწავლის მიმართ?
 


   კითხვაზე : „შეუძლია თუ არა თქვენ შვილს საკუთარი შეცდომის პოვნა და მისი დამოუკიდებლად გასწორება?“  25% -ისგან მივიღე  დადებითი პასუხი,  42%-სგან უარყოფითი, ხოლო 33% თვლის, რომ ზოგჯერ შეუძლია. დიაგრამაზე მონაცემები შემდეგნაირად აისახა:


         მოსწავლე, რომელიც ვერ ახერხებს საკუთარი შეცდომების გასწორებას და საკუთარ შეცდომებზე სწავლას,  მას დაბალი აქვს თვითრწმენა და სასკოლო ოტივაცია.
      კიდევ ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ზეგავლენას   ახდენს   მათემატიკის სწავლის მოტივაციაზე,  არის სასკოლო წარმატება. მოსწავლეს,  რომლისთვისაც  სულ ერთი არაა,   თუ   რა   ეფასებას  მიიღებს   სკოლაში   და რამდენად წარმატებული იქნება, მაღალი სასკოლო მოტივაცია აქვს.  კითხვაზე, განიცდის თუ არა თქვენი შვილი სასკოლო  წარუმატებლობას, მივიღე შემდეგი შედეგი:  25%-ის პასუხი დადებითი,  41%-ის- საშუალო,  34% - „არა“.  
 შედეგები დიაგრამაზე  შემდეგნაირად აისახა:


         კვლევის ფარგლებში ავიღე ინტერვიუ მოსწავლეებისგან.   კითხვაზე: „გიადვილდებათ თუ არა  მათემატიკური საკითხების გადაწყვეტა  თვალსაჩინოებების გამოყენებით?“  ბავშვების  100%-ისგან დადებითი პასუხი მივიღე.     თვალსაჩინოებების გამოყენება საკითხის ათვისებას რა თქმა უნდა ამარტივებს, ბავშვი უფრო მარტივად აღიქვავს საკითხს, მისთვის სახალისო და საინტერესოა, იზრდება მოტივაცია და შესაბამისად  შედეგი.
        კითხვაზე რას შეცვლიდნენ საგაკვეთილო პროცესში,  ყველას პასუხი იყო, რომ შეიტანდნენ უფრო მეტ სახალისო აქტივობებს და თამაშებს. მართლაც, სახალისო აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი მოტივაციას ზრდის და შედარებით პასიური მოსწავლეც მოტივირებული ხდება და შესაბამისად სასწავლო შედეგიც იზრდება.
          კითხვაზე: „ თვლი თუ არა, რომ დიდი მოცულობის საშინაო დავალებას გაძლევთ მასწავლებელი  შინ მოსამზადებლად“, 75%-ის პასუხი იყო დადებითი, 25%-ის უარყოფითი, რაც დიაგრამაზე შემდეგნაირად აისახა:


        
      ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია. დიდი მოცულობის საშინაო დავალება. იმდენად ბევრი, რომ მოსწავლე  დიდ  დროს ანდომებს, დატვირთულია, იძაბება და  იღლება, მოტივაცია უქვეითდება და  შესაბამისად სასწავლო შედეგიც დაბალია.
         კითხვაზე, თუ  რა ფაქტორები უშლით ხელს სწავლაში და აკადემიური მოსწრების ამაღლებაში, ბავშვებმა სხვადასხვა ფაქტორი დაასახელეს, მათ შორის: გაცდენები, რთული საგანი, მოსაწყენი  გაკვეთილი, გადაღლა, დიდი მოცულობის საშინაო დავალება.
             მათემატიკის სწავლის დაბალი მოტივაციის მიზეზია აგრეთვე  კითხვის და ტექსტური ინფორმაციის გააზრების პრობლემა, განსაკუთრებით არაქართულენოვან მოსწავლეებში. ჩემი დაკვირვებით საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა დიდ ნაწილს 70%-ს უჭირს კითხვა. ეს მონაცემი რა თქმა უარყოფითად აისახება მათემატიკის სწავლის მოტივაციაზე.

        ასევე უჭირთ  მათემატიკური ოპერაციების შესრულება, ანგარიში. ამ კუთხით შემდეგი სურათი მივიღე: 56%-ს უჭირს, 22%ს - არ უჭირს, 22%-საშუალო დონეზეა.
      კვლევაში მონაწილეობა ვთხოვე მასწავლებლებსაც, მივმართე კითხვით,თუ რამდენად მოტივირებულები არიან ბავშვები იმ კლასებში, რომელშიც მუშაობა უწევთ?    გამოკითხვის შედეგი წარმოდგენილია შემდეგ დიაგრამაზე:

     რომელ სტრატეგიებს იყენებენ მოტივაციის ასამაღლებლად. კვლევამ გვაჩვენა, რომ მასწავლებლები მიმართავენ შინაგანი და გარეგანი მოტივაციის სხვადასხვა სტრატეგიებს, მათ შორის დავალების მოსწავლეთა ინტერესების მიხედვით შერჩევას,  საკუთარი აზრის, თუნდაც საწინააღმდეგო მოსაზრების თამამად გამოხატვის შესაძლებლობას, სახალისო აქტივობების ჩართვა სასწავლო პროცესში. ნაკლებად იყენებენ ბავშვებისთვის დავალების შერჩევის უფლების მინიჭებას. თუმცა მოსწავლეთა გამოკითხვამ დამანახა, რომ ეს სტრატეგია ბავშვებს დააინტერესებთ.
       მიგნებები:   მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა, რომ მოსწავლეების დიდ ნაწილს უჭირს ყურადღების კონცენტრაცია, უჭირთ მათემატიკური საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტა, რაც აქვეითებს მოტივაციას და შესაბამისად აკადემიური მოსწრების დონეს. აქვთ  კითხვის და ტექსტური ინფორმაციის გააზრების პრობლემა, განსაკუთრებით არაქართულენოვან მოსწავლეებს. ბავშვებს არ შეუძლიათ საკუთარი შეცდომის პოვნა და შესწორება, არ აქვთ თვითრწმენა, ეს ფაქტორიც აქვეითებს მოტივაციას. უჭირთ მათემატიკური ოპერაციების შესრულება, ანგარიში. შეჭიდება უწევთ დიდი მოცულობის საშინაო დავალებასთან, თუ შეუმცირებთ მათთვის უფრო საინტერესო და დაძლევადი იქნება.
     შესაძლო ინტერვენცია:      გაკვეთილებზე აქტივობების შესაბამისი  საინტერესო რესურსის გამოყენება, მათ შორის ელექტრონულის. ყურადღების კონცენტრირებისთვის საგაკვეთილო პროცესში გონებრივ აქტივობებთან ერთად უფრო მეტად პრაქტიკული აქტივობების განხორციელება, მაგალითად:  ხატვა, აპლიკაციის გაკეთება,ძერწვა, სიმღერა და სხვა. მეტი აქცენტის გაკეთება თამაშით სწავლებაზე. საგაკვეთილო პროცესში ბავშვებს მივცეთ დრო, რომ იპოვონ საკუთარი შეცდომა და თავად გაასწორონ.  ზოგიერთ შემთხვევაში დავალების არჩევანის შესაძლებლობის მიცემა. არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის შესაბამისი, მათთვის გასაგები და საინტერესო აქტივობების დაგეგმვა.  უფრო მეტი  დადებითი კომენტარის  გაკეთება, გამოცდილების გაზიარება კოლეგებს შორის, კოლეგასთან ერთად გაკვეთილის დაგეგმვა და ჩატარება, მშობლებთან ხშირი კომუნიკაცია.
      განხორციელებული ცვლილებები:  გაკვეთილებზე გამოვიყენე საკლასო აქტივობების შესაბამისი უფრო მეტი საინტერესო რესურსი, თვალსაჩინოებები, მათემატიკური ბარათები, კუბები და სხვა. შევქმენი ელექტრონული რესურსი, რომელიც გამოვიყენე ანგარიშის უკეთ ასათვისებლად  და  რომლის გამოყენებამ გაზარდა მოტივაცია მოსწავლეებში.  ჩავატარე გაკვეთილი, სადაც  აქცენტი გავაკეთე პრაქტიკულ აქტივობებზე,  თამაშით სწავლებაზე, ეს აქტივობები განსაკუთრებით დამეხმარა არაქართულენოვან მოსწავლეებთან.  საგაკვეთილო პროცესში ბავშვებს მივეცი დრო, რომ ეპოვათ საკუთარი შეცდომა და თავად გაესწორებინათ, მინდა ავღნიშნო, რომ კარგად გაართვეს თავი,  რამაც მათში გაზარდა თვითრწმენა. მივეცი ზოგიერთ შემთხვევაში დავალების არჩევანის შესაძლებლობა.  ბავშვებს სისტემატიურად ვაფასებ დადებითი კომენტარით, რა თქმა უნდა დამსახურების შესაბამისად. გამოცდილების გაზიარების მიზნით მივმართე კოლეგებს და მათი  აზრი გავითვალისწინე. კოლეგასთან ერთად დავგეგმეთ და ჩავატარეთ ერთობლივი გაკვეთილი, თუ რამდენად უწყობთ ხელს მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას საგაკვეთილო პროცესში,  შევაფასეთ გაკვეთილები, მომცა რეკომენდაციები, რომელიც გავითვალისწინე. ბავშვებს შეუმცირე საშინაო დავალების მოცულობა.

        ინტერვენციის შეფასება:    
         ელექტრონული რესურსის გამოყენებამ სასწავლო პროცესში გაუიოლა ბავშვებს  ინფორმაციის აღქმა, რადგან ინფორმაცია ვიზუალურადაა გაფორმებული, ტექსტი და  ილუსტრაციები მარტივად აღსაქმელია, ხელს უწყობს   მოსწავლეთა ყურადღების კონცენტრირებას. გაზარდა მოსწავლეთა  მოტივაცია და ინტერესი შესასწავლი საკითხის მიმართ. ასევე საგაკვეთილო პროცესში თამაშით სწავლებამ გაზარდა მათემატიკის სწავლის მოტივაცია. ამ დროს ბავშვები ითვისებენ  აუცილებელ უნარებს და ჩვევებს, ეცნობიან პრობლემური სიტუაციიდან თავის დაღწევის გზებს. მისი გამოყენებით შევძელით ლამაზად შეგვენიღბა სასწავლო ამოცანა, გაგვეზარდა მოტივაცია მოსწავლეებში, რაც უკუკავშირის საშუალებით დააფიქსირეს პედაგოგებმაც.   ასევე ზოგიერთ შემთხვევაში მოსწავლისთვის  დავალების შერჩევის უფლების მიცემით გაიზარდა მისი პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა სწავლის მოტივაცია, რასაც ადასტურებენ კვლევაში ჩართული მასწავლებლებიც.  პირადად მე საკუთარ გაკვეთილზე ფოკუსირებული დაკვირვების მიზნით კოლეგის დასწრება და უკუკავშირი დამეხმარა მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების კუთხით ჩემი პედაგოგიური საქმიანობის უკეთ წარმართვაში.  

ინტერვენციის შემდგომი კვლევა:
       გატარებული ღონისძიებების შეფასებისას გამოვლინდა, რომ მათი უმრავლესობა შედეგიანი იყო. წარმოგიდგენთ დიაგრამას, რომელზეც ასახულია  ინტერვენციის  შემდგომი კვლევის მონაცემები. გამოვიკითხე მშობლები ინტერვიუს ფორმატში. მივმართე კითხვით,  „ გაიზარდა თუ არა მათემატიკის  სწავლის მიმართ  ინტერესი  ბოლო პერიოდში  თქვენ  შვილში?“  მივიღე შემდეგი მონაცემები:

             ინტერვენციის შემდგომმა კვლევამ დადებითი შედეგი გამოკვეთა. გამოკითხული მშობლების 75%  თვლის, რომ მათ შვილებში  გაიზარდა მათემატიკის სწავლის მიმართ ინტერესი, მოტივაცია, რაც დადებითად აისახა  აკადემიური მოსწრებაზე.

     რეკომენდაციები  მასწავლებლებისთვის:   ჩატარებული კვლევის გათვალისწინებით და მოტივაციის წასაქეზებლად 
·         ვაქციოთ სასწავლო ამოცანა გართობად და გაკვეთილი წარვმართოთ საინტერესოდ, მივმართოთ მრავალფეროვნებას, გამოვიყენოთ თვალსაჩინოებები, ელექტრონული რესურსი, რაც გადაჭრის ყურადღების კონცენტრაციის პრობლემას და გაზრდის მოტივაციას.  
·         ზოგიერთ შემთხვევაში მოსწავლეს  მივცეთ  დავალების შერჩევის უფლება.
·         მივცეთ ნამუშევრის გადახედვის და შეცდომის შესწორების საშუალება.
·         ყურადღება უნდა მივაქციოთ ამოცანის პირობა იყოს მოსწავლისთვის ადვილად გასაგები.
·         წავახალისოთ ისინი შექებით(რა თქმა უნდა დამსახურებისამებრ), რათა განუმტკიცდეთ თვითრწმენა.
·         არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის შევარჩიოთ მათთვის უფრო გასაგები, საინტერესო აქტივობა, რაშიც შეიძლება თავი გამოიჩინონ და რაც კარგად გამოუვათ, მაგალითად: ხატვა, ძერწვა, აპლიკაციის გაკეთება, სიმღერა, ცეკვა. 
·         პედაგოგებმა გაუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება. 

    რეკომენდაცია მშობლებისთვის:   ჰქონდეთ  ხშირი კომუნიკაცია მასწავლებლებთან. მისცენ  შვილებს  მეტი დამოუკიდებლობა, მათ შორის  საშინაო დავალების შესრულების კუთხით.         

       დასკვნა:   ჩემს მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მათემატიკის სწავლის დაბალი მოტივაციის მიზეზებია:  მოსწავლეებს უჭირთ მათემატიკური საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტა, უჭირთ ყურადღების კონცენტრაცია,  აქვთ  კითხვის და ტექსტური ინფორმაციის გააზრების პრობლემა,  უჭირთ მათემატიკური ოპერაციების შესრულება, ანგარიში. შეჭიდება უწევთ დიდი მოცულობის საშინაო დავალებასთან. ზემოთ ხსენებული  პრობლემების გადასაჭრელად გატარებული ღონისძიებების შემდეგ მართლაც მოსწავლეების მნიშვნელოვან  ნაწილში გაიზარდა მათემატიკის სწავლის მოტივაცია. თუმცა პრობლემები მაინც არის, რომლის გამომწვევი მიზეზია არასაკმარისი კომუნიკაცია მშობლებთან, არასაკმარისი ინდივიდუალური მიდგომები ბავშვებთან. მუშაობას ვაგრძელებთ ხსენებული პრობლემების გადასაჭრელად. შესაძლებლობისთანავე გავივლი ტრენინგს „მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლების“ კუთხით. კვლევას ჰქონდა ხარვეზებიც. საჭირო იყო მეტი მოსწავლის და მშობლის ჩართვა კვლევაში, რაც მომავლისთვის გასათვალისწინებელია.













დანართი 1
 ვატარებ  პრაქტიკულ კვლევას დაწყებით საფეხურზე  მოსწავლეებში  მოტივაციის გაზრდისა  და შესაბამისად  აკადემიური მოსწრების ამაღლების მიზნით.  თქვენი მონაწილეობა ძალიან  მნიშვნელოვანია  პროექტის წარმატებისთვის.  არაა საჭირო კითხვარზე სახელის და გვარის მითითება.

კითხვარი მშობლებისთვის:

1. განიცდის თქვენი შვილი სასკოლო წარუმატებლობას?
დიახ                                                 არა                                           საშუალოდ   

2. შეუძლია თუ არა საკუთარი შეცდომის გასწორება?
დიახ                                                არა


3.იჩენს თუ არა თქვენი შვილი ინტერესს მათემატიკის სწავლის მიმართ?

დიახ                                                       არა


4. შეუძლია თუ არა თქვენ შვილს შინ რთული მათემატიკური საკითხის დამოუკიდებლად გადაწყვეტა? 

დიახ                                                       არა



5. უჭირს თუ არა თქვენ შვილს ყურადღების კონცენტრაცია?

დიახ                                                       არა












დანართი 2
კითხვარი მასწავლებლებისთვის:
                                                                                                                                                                         
1.      რამდენად მოტივირებულები არიან მოსწავლეები იმ კლასებში, რომელშიც თქვენ გიწევთ მუშაობა?

·      მთელი კლასი მოტივირებულია 

·      კლასის ნაწილია მოტივირებული

·      არ არიან მოტივირებულები.  

2.       მოტივაციის ამაღლების რომელ ფორმას მიმართავთ უფრო ხშირად თქვენს პრაქტიკაში?

·         შინაგანი მოტივაციის ფორმას

·         გარეგანი მოტივაციის ფორმას

·         ორივე ფორმას ერთნაირად 


3.      შინაგანი მოტივაციის ამაღლებისთვის რომელ სტრატეგიებს მიმართავთ ხშირ შემთხვევაში?

·         დავალების მოსწავლეთა ინტერესების მიხედვით შერჩევა

·         მათთვის უფლების მინიჭება დავალების შერჩევისას
·         საკუთარი აზრის, თუნდაც საწინააღმდეგო მოსაზრების,  თამამად გამოხატვის შესაძლებლობა.

·         თამაშის ტიპის სახალისო აქტივობების ჩართვა სასწავლო პროცესში.


გამოყენებული რესურსი:

·         ინტერნეტგაზეთი   „მასწავლებელი”     www.mastavlebeli.ge


·         „სწავლება და შეფასება.“          ავტორები::  რუსუდან ტყემალაძე, ნანა დალაქიშვილი,
ქეთევან  თოფაძე, თათია პაჭკორია,
თამარ ბუწაშვილი.                                       
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი.


·         „ბავშვზე ორიენტირებული სკოლის გზამკვლევი“ 
 http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe

·         მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემისგზამკვლევის II ნაწილი
https://edu.aris.ge/news/maswavlebelta-profesiuli-ganvitarebis-sqemis-gzamkvlevi-ii-nawili.html




რეფლექსია
     კვლევის ჩატარების გადაწყვეტილება  გამოწვეული იყო პრობლემით, რომელიც უკავშირდება მოსწავლეთა მათემატიკის სწავლის დაბალ მოტივაციას და შესაბამისად დაბალ აკადემიურ მოსწრებას, მასზე მოქმედ ფაქტორებს.
       კვლევის მიზანი იყო მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის მიზეზების ძიება. დავინტერესდი, თუ რა ფაქტორები იწვევდა მოსწავლეებში   მათემატიკის სწავლის მოტივაციის დაბალ დონეს და შესაბამისად დაბალ შედეგებს. შესაბამისი ლიტერატურის გაცნობის და გეგმის შედგენის შემდეგ, გამოვიკვლიე მოსწავლეებში დაბალი მოტივაციის გამომწვევი ფაქტორები. მონაცემთა შეგროვების, ანალიზის  და შეფასების შემდეგ   ჩამოვაყალიბე რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის და მშობლებისთვის.
რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის:
·         ვაქციოთ სასწავლო ამოცანა გართობად და გაკვეთილი წარვმართოთ საინტერესოდ, მივმართოთ მრავალფეროვნებას, გამოვიყენოთ თვალსაჩინოებები, ელექტრონული რესურსი, რაც გადაჭრის ყურადღების კონცენტრაციის პრობლემას, გაზრდის მოტივაციას. 
·         ზოგიერთ შემთხვევაში მოსწავლეს  მივცეთ  დავალების შერჩევის უფლება.
·         მივცეთ ნამუშევრის გადახედვის და შეცდომის შესწორების საშუალება.
·         ყურადღება უნდა მივაქციოთ ამოცანის პირობა იყოს მოსწავლისთვის ადვილად გასაგები.
·         წავახალისოთ ისინი შექებით(რა თქმა უნდა დამსახურებისამებრ), რათა განუმტკიცდეთ თვითრწმენა.
·         არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის შევარჩიოთ მათთვის უფრო გასაგები, საინტერესო, პრაქტიკული აქტივობა, რაშიც შეიძლება თავი გამოიჩინონ და რაც კარგად გამოუვათ, მაგალითად: ხატვა, ძერწვა, აპლიკაციის გაკეთება, მოდელების შექმნა,სიმღერა, ცეკვა. 
·         პედაგოგებმა გაუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება. 
რეკომენდაცია მშობლებისთვის:
       ხშირი კომუნიკაცია მასწავლებლებთან. მისცენ მეტი დამოუკიდებლობა ბავშვებს, მათ შორის  საშინაო დავალების შესრულების კუთხით.

         ზემოთ წარმოდგენილი რეკომენდაციები მივეცი მასწავლებლებს, რომლებმაც გამოიყენეს სასწავლო პროცესში, რეკომენდაციების გათვალისწინებით დაგეგმეს გაკვეთილები, გამოიყენეს უფრო მეტი თვალსაჩინოება, ელექტრონული რესურსი.  მეტი აქცენტი გააკეთეს პრაქტიკულ აქტივობებზე(აპლიიის გაკეთება, მოდელების შექმნა, ძერწვა, ხატვა, სიმღერა), კოლეგასთან ერთად დავგეგმეთ და ჩავატარეთ ერთობლივი  გაკვეთილი, სადაც გამოიკვეთა, თუ რამდენად უწყობთ  ხელს საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას,  შევაფასეთ  გაკვეთილები, მივიღეთ უკუკავშირი, რომელიც გავითვალისწინეთ მომავალი მუშაობისთვის.  განხორციელებული ცვლილებების შედეგების შესახებ კოლეგების აზრის მოსასმენად  ჩავატარე ფოკუსჯგუფი მასწავლებლებთან. მათი საუბრიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ  გატარებული ღონისძიებების შეფასებისას გამოვლინდა მათი უმრავლესობის შედეგიანობა.
     კვლევა დამეხმარა ღრმად დამენახა  ის ფაქტორები, რომლებიც მოქმედებს მათემატიკის სწავლის მოტივაციაზე. დამანახა პრობლემები, რომელიც გადასაჭრელია და რომლის გამომწვევი მიზეზია არასაკმარისი კომუნიკაცია მშობლებთან, არასაკმარისი ინდივიდუალური მიდგომები ბავშვებთან. მუშაობას ვაგრძელებთ ხსენებული პრობლემების გადასაჭრელად. შესაძლებლობისთანავე გავივლი ტრენინგს „მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლების“ კუთხით. მომავალში ბავშვებთან მუშაობისას გავითვალისწინებ ყველა ზემოთ ხსენებულ  ფაქტორს, რომელიც ვფიქრობ გაზრდის ჩემი მუშაობის ხარისხს და მოსწავლეთა სასწავლო შედეგს. კვლევას ჰქონდა ხარვეზებიც, ჩემი აზრით მასში მონაწილე მოსწავლეების და მშობლების რაოდენობა უნდა გამეზარდა.



მათემატიკის სწავლის მოტივაცია და მასზე მოქმედი ფაქტორები მათემატიკის სწავლის მოტივაცია და მასზე მოქმედი ფაქტორები Reviewed by Krwanisi's Public School on June 11, 2018 Rating: 5

top navigation

Powered by Blogger.