სამეტყველო უნარ-ჩვევის პრობლემა უცხოურ(რუსულ) ენაში საშუალო საფეხურზე და მასთან დაკავშირებული სირთულეები
პრაქტიკული კვლევა
„სამეტყველო უნარ-ჩვევის პრობლემა
უცხოურ(რუსულ) ენაში საშუალო საფეხურზე და
მასთან დაკავშირებული სირთულეები“
ავტორი:
მანანა ნატროშვილი
კრწანისის საჯარო სკოლა 2017 წელი
სამეტყველო
უნარ-ჩვევის პრობლემა უცხოურ(რუსულ) ენაში საშუალო საფეხურზე და მასთან
დაკავშირებული სირთულეები
სარჩევი
თავი III……………………………………………………………………………………………
დანართები:
დანართი
1...............................................................................................................................................28
დანართი
2...............................................................................................................................................29
დანართი
3...............................................................................................................................................30
დანართი
4...............................................................................................................................................31
დანართი
5...............................................................................................................................................32
დანართი
6...............................................................................................................................................33
წინამდებარე
ნაშრომი წარმოადგენს სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლაში განხორცილებული პრაქტიკული
კვლევის ანგარიშს.
ნაშრომი
შედგება _VI_თავისაგან. I თავში მოცემულია საკვლევი საკითხის მიმოხილვა,მისი
აქტუალობა, კვლევის მიზანი და ამოცანები.
II
თავში მოცემულია სხვადასხვა ავტორის მოსაზრებები ზეპირმეტყველების უნარის
გამომუშავების მეთოდების შესახებ. III თავი მოიცავს ინფორმაციას კვლევის
მეთოდოლოგიისა და პროექტის ვადების შესახებ. IV თავი ეხება კვლევის
საფუძველზე მიღებული შედეგების ანალიზს. V თავში განხილულია ინტერვენციის დაგეგმვის,
განხორციელებისა და შეფასების ეტაპები. VI თავში აღწერილია კვლევის კომისიის მიგნებები,
რეკომენდაციები და კვლევის ნაკლოვანებები.
შესავალი
საქართველო ენობრივად და კულტურულად მრავალფეროვან
სივრცეში შევიდა. უცხოური ენის გარეშე წარმოუდგენელია ამ სივრცეში ინტეგრირება და
საკუთარი პიროვნული შესაძლებლობების სრულფასოვანი რეალიზება. უცხო ენა, როგორც
ეროვნული სასწავლო გეგმის განუყოფელი ნაწილი, სასკოლო განათლების მთავარი სახელმწიფო
მიზნის განხორციელებას ემსახურება. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ეროვნული სასწავლო
გეგმა ორი ან სამი უცხოური ენის სწავლებას ითვალისწინებს. ეროვნული სასწავლო
გეგმის მიხედვით,საშუალო საფეხურზე უცხოური ენების სწავლება ისახავს პრაქტიკულ
მიზანს. კერძოდ, გულისხმობს სწავლების მთელი პროცესის კომუნიკაციურ მიმართულებას.
მოსწავლეს უნდა მივცეთ ისეთი ცოდნა, რომ მან შეძლოს უცხოურ ენაზე მეტყველება,
წარმატებული კომუნიკაცია სხვა კულტურის წარმომადგენლებთან, ენის ფლობის დამოუკიდებლად გაღრმავება და გამდიდრება.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, ჩემსნ წინაშე გამოიკვეთა შემდეგი საკვლევი
პრობლემა: ჩემს კვლევაში მეტყველების უნარ-ჩვევის დაუფლებას პრიორიტეტული
მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ეს უნარი აუცილებელია სწორი წარმოთქმის
ჩამოსაყალიბებლად, რაც წარმატებული ინტერაქციის საფუძველს წარმოადგენს.
ზოგადად,
უცხო ენის და, კერძოდ,ზეპირი კომუნიკაციის
სწავლა/სწავლება რთული პროცესია. პირადმა
გამოცდილებამ და ზოგადად საშუალო საფეხურზე სასწავლო პროცესზე დაკვირვებამ
განაპირობა ის, რომ საკვლევ თემად ავირჩიე სამეტყველო უნარ-ჩვევის განვითარება სწავლების
საშუალო საფეხურზე.
წინამდებარე ნაშრომი
არის პრაქტიკული კვლევის ანგარიში. ნაშრომში განხილულია კრწანისის საჯარო სკოლის საშუალო საფეხურზე,კერძოდ XI კლასში,რუსულ ენაში
მოსწავლეთა ზეპირ მეტყველებასთან დაკავშირებული
პრობლემები და ამ პრობლემების გადასაჭრელად დაგეგმილი და განხორციელებული
ცვლილებები.
თავი I
საკვლევი საკითხის მიმოხილვა
1.1 სამეტყველო უნარ-ჩვევის პრობლემა და მასთან დაკავშირებული სირთულეები
ცნობილია,რომ მოსწავლეთა დიდ ნაწილს უჭირს არათუ
თავისუფლად მეტყველება უცხო ენაზე,არამედ მიმდინარე დიალოგებში ჩართვაც კი.
ზეპირმეტყველების (სასაუბრო) უნარის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია უცხო ენის სწავლების პროცესში, ვინაიდან ის კომუნიკაციის ძირითადი წყაროა. ამ უნარის განვითარება ამავდროულად პრობლემურიცაა, რამდენადაც შესაფერისი აქტივობების დაგეგმვის გარდა, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია მოსწავლეების სოციალური უნარებიც, როგორიცაა თავდაჯერებულობა, თვითშეფასება, მოტივაცია. ზეპირმეტყველების უნარის განვითარებას ახლავს უამრავი ხელის შემშლელი ფაქტორი, მაგ: შიში ან სიმორცხვე, რაც შესაძლებელია გამოწვეული იყოს როგორც სასაუბრო თემის ირგვლივ შესაფერისი ლექსიკური ან გრამატიკული ერთეულების და სტრუქტურების არცოდნით, ასევე შეცდომის დაშვების შიშით. ამიტომ მასწავლებელმა ზეპირმეტყველების აქტივობების შერჩევისას უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეების სოციალური და ემოციური განვითარების დონე. საინტერესო და, სახალისო აქტივობების გარდა, მოსწავლეებისთვის აუცილებელია ჯანსაღი გარემოს შექმნა, სადაც მოსწავლე იგრძნობს მასწავლებლის კეთილგანწყობას და მხარდაჭერას და არ ექნება შეცდომის დაშვების შიში.
1.2 კვლევის აქტუალობა შემდეგი
ფაქტორებითაა განპირობებული:
1. მეცნიერული, კულტურული ურთიერთობების,
ბიზნესის სფეროს გაფართოებით, რაც ითხოვს უცხოენის სწავლების დონის ამაღლებას
საჯარო სკოლაში;
2. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ყველა საფეხურზე
უცხოურ ენაზე კომუნიკაციის დაუფლების საჭიროებით, სამეტყველო აქტივობების
(ლაპარაკისა და მოსმენის) მნიშვნელობის გაზრდით;
3.
სწავლების საშუალო საფეხურზე ლაპარაკის, როგორც სწავლების სასიცოცხლო სტრატეგიის
გაღრმავების აუცილებლობით;
4.
გარკვეული მიღწევების მიუხედავად, ლაპარაკის უნარ-ჩვევების განვითარების ჯერ კიდევ
არასაკმარისი დონით.
ჩემი
კვლევის ობიექტია უცხოურ (რუსულ)
ენაზე ზეპირი მეტყველების სწავლების პროცესი კრწანისის საჯარო სკოლის საშუალო
საფეხურზე,კერძოდ, XI კლასში,მისი ეფექტურობის გაზრდის მიზნით.
მიუხედავად იმისა,რომ XI კლასის მოსწავლეთა მნიშვნელოვან ნაწილს აქვს მაღალი
პასუხისმგებლობა, გააჩნიათ შესაბამისი ლექსიკური მარაგი,ფლობენ გრამატიკულ
კონსტრუქციებს და მეტნაკლებად გამომუშავებული აქვთ დიალოგური მეტყველების
უნარ-ჩვევები, რეალურ საკომუნიკაციო
სიტუაციებში მოხვედრისას, მოსწავლეები დაზეპირებული
წინადადებების გამოყენებას ყოველთვის ვერ ახერხებენ,ზეპირი მეტყველების დროს მათი
ყურადღება მიპყრობილია სწორი წარმოთქმების გამოყენებაზე და გრამატიკული შეცდომების
აღმოფხვრაზე.ამიტომ,თავისუფალი მეტყველების უნარი კლასში კვლავ პრობლემატურია.
1.3 პრობლემის გამომწვევი
სავარაუდო მიზეზები
ინტერვენციის
დაგეგმვამდე საჭირო იყო ჩამომეყალიბებინა პრობლემის გამომწვევი სავარაუდო
მიზეზები. უცხოური ენების კათედრის წევრებთან გასაუბრების საფუძველზე დადგინდა,რომ
მიუხედავად იმისა ,რომ ინგლისური ენა ისწავლება პირველი კლასიდან,კათედრაზე
რეალურად არსებობდა ანალოგიური პრობლემა.გამოითქვა ვარაუდები,რომ პრობლემის
გამომწვევი ფაქტორები შესაძლოა სხვადასხვაგვარი იყოს:
■
არაუცხოენოვანი გარემო
■
მხატვრული ტექსტების ნაკლებობა სახელმძღვანელოში
■
არასაკმარისად განვითარებული მოსმენის უნარი
■
ლექსიკის სიმწირე
■
ლაპარაკის შიში(შფოთვა)
■
მოსწავლეთა დაბალი მოტივაცია
1.4 კვლევის მიზანი
რუსულ ენაში ზეპირმეტყველების
სირთულეების დაძლევის გზების ძიება და მოსწავლეთა სამეტყველო უნარ-ჩვევის
გაუმჯობესება.
ჩემი კვლევის
მიზანია XI კლასში რუსულ ენაში ზეპირმეტყველების
განმტკიცების ისეთი გზების, ხერხებისა
და სტრატეგიების ძიება, რომლებიც ეფექტურსა და საინტერესოს გახდის უცხოურ ენაზე ზეპირმეტყველებას და საშუალებას
მისცემს მოსწავლეს, ეფექტურად გამოიყენოს ენა კომუნიკაციისათვის.
ვფიქრობ,ჩემს
მიერ გამოკვლეული საკითხის შედეგები ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ზეპირი მეტყველების უნარის
განვითარებას,რაც შესაბამისად გაზრდის მათ მოტივაციას;აგრეთვე ჩემი რეკომენდაციები უცხოური ენების კათედრის წევრებს დაეხმარება ანალოგიური სირთულეების
დაძლევაში,რაც რეალურად გააუმჯობესებს სწავლა - სწავლების ხარისხს.
1.5 კვლევისა მოცანა
კვლევის საერთო
მიზნიდან გამომდინარე, ნაშრომში ეტაპობრივადაა გადაჭრილი შემდეგი კონკრეტული ამოცანები:
1. ფსიქოლოგიური ასპექტით –ზეპირმეტყველებასთან
დაკავშირებული თავისებურებების გათვალისწინება მათი სწავლების პროცესში; სწავლის
მოტივაციის გაზრდა;
2. მეთოდური ასპექტით – უცხოურ (რუსულ) ენაზე ზეპირმეტყველების სწავლების
ეფექტური მეთოდებისა და სტრატეგიების შერჩევა.
კვლევის ამოცანაა პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს:
1.
რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ზეპირი მეტყველება და რა პრობლემებს წარმოქმნის
ის საგაკვეთილო
პროცესში?
3. რამდენად უზრუნველყოფს ამ უნარის განვითარება
მოსწავლეთა მოტივაციისა და სწავლა–სწავლების ხარისხის ამაღლებას?
4. რა
ღირებულება აქვს აღნიშნულ
საკითხს კათედრის წევრებისთვის?
5. რის
მიღწევას ახერხებენ ისინი საკვლევ
საკითხთან დაკავშირებით ამ ეტაპზე?
6. შეიცვლება თუ არა რაიმე,
თუკი პედაგოგები ჩემს რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ?
პრობლემის ზუსტად
განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს კვლევის მთავარ კითხვას:
1.რა არის საშუალო საფეხურზე რუსულ ენაში ზეპირი მეტყველების პრობლემის
მიზეზი და როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს მოსწავლეთა სამეტყველო უნარები?
თავი II
ლიტერატურის მიმოხილვა
უცხოური ენის სრულყოფილად დაუფლება მრავალმხრივი პროცესია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს როგორც ენის შემსწავლელის, ისე მასწავლებლისაგან.
უცხო ენების სწავლების მისაღწევ მიზანს სწავლების საშუალო
საფეხურზე წარმოადგენს ენის პრაქტიკული გამოყენების სწავლება ანუ, პრაქტიკულად, მოსწავლეებში კომუნიკაციური უნარების გამომუშავება. ფსიქოლოგების (გალპერინი, ა.ნ.ლეონტიევი, ვიგოტსკი) გამოკვლევების თანახმად ენა აღქმულ იქნა, როგორც «მოღვაწეობა», რომელიც, თავის მხრივ, გარკვეული ოპერაციებისგან შედგება. ენის ასეთი ხედვა მკვეთრად უპირისპირდებოდა ბიჰეივიორიზმს(რომელიც
ენის შესწავლას განიხილავს,როგორც ქცევას), იმდენად რამდენადაც ინდივიდი
აღქმულ
იქნა როგორც ენობრივი ქმედების შედეგად სამყაროს «კონსტრუირების» აქტიური მონაწილე. ა.ა ლეონტიევის მიხედვით ენობრივი ქმედება, ისევე როგორც ადამიანის ნებისმიერი ქმედება წარმოადგენს «საზოგადოებრივ ქმედებას» (Leont’ev, A.A. 1971, 10).
სხვადასხვა დროს უცხოური ენის გაკვეთილს სხვადასხვა მიზანი და სხვადასხვა შინაარსი ჰქონდა და, აქედან გამომდინარე, სასწავლო პროცესის ორგანიზებაც სხვადასხვანაირად ხდებოდა. თუ დაახლოებით ერთი საუკუნის წინ უცხოური ენის გაკვეთილის მიზანს გრამატიკული წესებისა და კლასიკური ნაწარმოებების დაზუთხვა და მათი თარგმნა წარმოადგენდა, დღეს მნიშვნელოვანია შესასწავლ ენაზე კომუნიკაცია და შესასწავლი ქვეყნის კულტურის სწორად აღქმა და დაფასება. ტრადი ციული გაკვეთილისგან განსხვავებით დღეს მასწავლებელი გაკვეთილზე დომინანტის როლში კი არ არის, არამედ მოსწავლის დამხმარე პერსონა და საგაკვეთილო პროცესის ფასილიტატორია.
1. თანამედროვე სასწავლო პროცესი ორიენტირებული
უნდა იყოს ისეთ შინაარსზე, რომელიც მოსწავლეებისთვის
რაიმე ღირებულებას წარმოადგენს, მათ ინტერესს
აღვივებს, ეხმარება მათ უცხო სამყაროს შემეცნებასა და გარკვევაში და იმავდროულად ახალი პერსპექტივიდან
საკუთარი სამყაროს ახლებულ გააზრებას უწყობს ხელს.
2.საჭიროა ენის შემსწავლელთა
აქტივირება.
ენის
შემსწავლელი უნდა აღქმულ იქნას როგორც თანასწორუფლებიანი
და აქტიური პარტნიორი. თავისუფალი მეტყველების უნარ_ჩვევის განვითარება
ამზადებს მოსწავლეებს არა მხოლოდ კომუნიკაციისთვის
რეალურ სიტუაციაში,
არამედ გაკვეთილის ფარგლებში მიმდინარე ინტერაქციისთვის,
3. უცხო სამყარო კლასში
«იქმნება»
მხოლოდ გაკვეთილის დროს. ამიტომ აუცილებელია
ტექნიკური
საშუალებების
(მედიების)
გამოყენება მეცადინეობის პროცესში.
. • ლაპარაკის უნარის განვითარება უნდა მიმდინარეობდეს
არა გამეორებისა და იმიტაციის
გზით, არამედ გააზრების
პროცესზე
დაყრდნობით.
(ანუ აუცილებელია ენობრივი მოღვაწეობაზე
გადასვლა)
4.აუცილებელია
ყოველდღიური
მეტყველების
გათვალისწინება
(დიალოგები)
მეცადინეობის ფარგლებში,რადგან უკანსკნელ დროს, სულ უფრო მეტი დრო ეთმობა წერითი მეტყველების და კითხვის კომუნიკაციური კომპეტენციის განვითარებას.
• სწავლების
განსხვავებული
სოციალური
ფორმები, რომელთა მიზანია ინტერაქციის ხელშეწყობა (მუშაობა წყვილებსა და ჯგუფებში)
5.წინასამეტყველო სავარჯიშოების ტიპების მრავალფეროვნება
(Roche, 2001; 111)
6.უცხო ენაზე ლაპარაკის უნარი უნდა აიგოს არა დიალოგიზირების უნარზე, არამედ თემაზე ლაპარაკის (თუნდაც დისკუსიის) სახით.
რობერტ ულსჰოფერის აზრით დისკუსია მოსწავლეთა
«დემოკრატიულ
აღზრდას»
უწყობს
ხელს. დისკუსიასა და დებატებში მონაწილეობის სწავლება უნდა მიმდინარეობდეს ზეპირმეტყველების (ლაპარაკის – Sprechen) უნარის განვითარების ფარგლებში, რაც ხელს შეუწყობს სკოლის ზოგადი მიზნის განხორციელებას «აღიზარდოს დამოუკიდებლად მოაზროვნე, გაბედულ- გაწონასწორებული მოქალაქე, რომელიც აზროვნების თავისუფლებას მთელი გულით ეთანხმება და საკუთარი სიცოცხლით იცავს.» (Ulshöfer, 1964, 75).
ბანალურია, მაგრამ უცხო ენაზე ლაპარაკის სწავლა შესაძლებელია მხოლოდ უცხო ენაზე ლაპარაკით. თუ მეცადინეობის მიზანი მეტყველების უნარის განვითარებაა, მაშინ მოსწავლეს უნდა ჰქონდეს საშუალება, ილაპარაკოს უცხო ენაზე. «ენის როგორც კომუნიკაციური ქმედების სწავლება ბევრად უფრო ეფექტურია «კომუნიკაციური» ან «ინტერაქტიური» გაკვეთილის დროს, რომელიც ჯგუფის რეალური სიტუაციიდან გამომდინარე იძლევა ავთენტიკური მეტყველების საშუალებას და რომელშიც მოსწავლეები საკუთარი თავს როგორც მთელ პიროვნებას აქსოვენ» (Esselborn, 1988, 390)
ზეპირმეტყველების განმავითარებელი სტრატეგიები/აქტივობები საშუალო
საფეხურზე:
1.როლური თამაში
როლური
თამაში
ერთ-ერთი
ყველაზე
გავრცელებული
და
ნაყოფიერი
მეთოდია
ზეპირმეტყველების
განვითარებისთვის.
იგი
წარმოადგენს
რომელიმე
სიტუაციის
მოდელირებას,
სადაც
მოსწავლეები
ირჩევენ
შესაფერის
როლებს
და
მოქმედებენ
ამ
როლის
შესატყვისად
საკუთარი
ინტერპრეტაციით.
როლური
თამაში
ხელს
უწყობს
საკითხის
ღრმად
წვდომას,
მასალის
ხანგრძლივი
დროით
დამახსოვრებას,
და
ზრდის
მათ
ჩართულობასა
და
მოტივაციას.
როლური
თამაშისთვის
მასწავლებელი
უნდა
დაეხმაროს
მოსწავლეებს
მოამზადებინოს
სცენარი
ან
გეგმის
მარტივი
მონახაზი
და
დაეხმაროს
როლების
გადანაწილებაში.
შესაძლებელია
კითხვები
წინასწარ
დაიგეგმოს
მოსწავლეების
ასაკის
და
შესაძლებლობების
გათვალისწინების
მიხედვით.
2.გამოკითხვა წყვილებში
გამოკითხვა
წყვილებში
საუკეთესო
სტრატეგიაა
სწავლების
ნებისმიერ
ეტაპზე,
როცა
მოსწავლეებს
ათვისებული
აქვთ
საბაზო
ლექსიკური
და
გრამატიკული
ერთეულები.
საწყის
ეტაპზე
სასურველია
მოსწავლეებს
მიაწოდოთ
გამზადებული
კითხვები
ჰენდაუტების
სახით
ამა
თუ
იმ
თემის
ირგვლივ.
მოსწავლეები
იყოფიან
2 ჯგუფად,
ინტერვიუვერი
და
რესპონდენტი,
ისინი
აწარმოებენ
გამოკითხვას
და
აკეთებენ
რეპორტს
მოპოვებული
ინფორმაციის
წარდგენით.
შესაძლებელია
როლების
გაცვლა.
საშუალო
საფეხურზე
მოსწავლეებს
აქვთ
საკმარისი
გამოცდილება
თვითონ
შეადგინონ
კითხვები,
რომლებსაც
გამოიყენებენ
ინტერვიუსთვის.
კითხვები
შეიძლება
კავშირში
იყოს
როგორც
ლექსიკურ
თემატურ
ერთეულთან,
ასევე
გრამატიკულ
მასალასთან.
აქტივობის
ბოლოს
მოსწავლეები
ავსებენ
ურთიერთდაკვირვების
და
თვითშეფასების
რუბრიკას,
რომლის
საშუალებით
მათ
შეეძლებათ
შეაფასონ
საკუთარი
ცოდნა,
გამოავლინონ
ძლიერი
და
სუსტი
მხარეები,
რაც
დაეხმარება
მათ
შემდგომი
სწავლის
დასაგეგმად.
3.მთხრობელობა
მთხრობელობა
სალაპარაკო
უნარის
განვითარებასთან
ერთად
მოსწავლეებში
სოციალური
და
ემოციური
უნარების
განვითარებასაც
უწყობს
ხელს,
ზრდის
მათ
შემოქმედებითობას,
ფანტაზიის
უნარს,
პროდუქტულობას
და
თავდაჯერებულობას.
არსებობს
მრავალფეროვანი
სხვადასხვა
აქტივობები,
რომლებიც
ხელს
უწყობს
მთხრობელობის
გაუმჯობესებას.
წარმოგიდგენთ
ჩემ
მიერ
სასწავლო
პროცესში
გამოყენებულ
ერთ-ერთ
აქტივობას.
მასწავლებელი
ყოფს
მოსწავლეებს
4-5 კაციან
ჯგუფებად,
აწვდის
მათ
თემებს.
მაგ.
ჩემი
ოცნების
ქალაქი),
მოსწავლეები
ირჩევენ
მათთვის
სასურველ
თემას
და
ამზადებენ
ერთწუთიან
საუბარს
რუბრიკის
მიხედვით
(მოსწავლეებს
წინასწარ
ურიგდებათ
რუბრიკები,
რომლებშიც
მოცემულია
ის
კომპონენტები,
რაც
უნდა
გაითვალისწინონ
მათ
საუბრის
მომზადების
პროცესში
(კომპონენტები:
1. საუბრის
ხანგრძლივობა,
2. შინაარსი-მრავალფეროვანი
ლექსიკური
ერთეულების
გამოყენება
3. მკაფიო
და
გასაგები
საუბარი
4.ჟესტიკულაცია
და
ა.შ)
თითოეული
ჯგუფი
ირჩევს
საუკეთესო
თემას და
თემის
ავტორს
უწევს
კლასის
წინაშე
საკუთარი
თემის
მოყოლა.
პრეზენტატორი
ფასდება
რუბრიკის
მიხედვით.
დისკუსია/დებატები
დისკუსია
21-ე
საუკუნის
ყველაზე
გავრცელებული
საგანმანათლებლო
მეთოდია,
რომელიც
ზეპირმეტყველების
განვითარებასთან
ერთად
ხელს
უწყობს
მოსწავლეებში
ფიქრის,
კრიტიკული
აზროვნების,
პრობლემის
გადაჭრის
და
კომუნიკაციური
უნარ-ჩვევების
განვითარებას.
მოსწავლეების
როლი
და
ფუნქციები
წინასწარ
არის
განსაზღვრული,
შემუშავებულია
წესები
და
მასწავლებელი ასრულებს
ფასილიტატორის
ფუნქციას.
უნდა
გავითვალისწინოთ,
რომ
სადისკუსიო
თემის/კითხვების
შერჩევა
დიდ
სიფრთხილეს
და
დაკვირვებას
მოითხოვს,
ვინაიდან
სასაუბრო
თემატიკა
უნდა
განისაზღვრებოდეს
მოსწავლეების
ინტერესების
და
შესაძლებლობების
მიხედვით.
თავი III.მეთოდოლოგია
კვლევის გეგმა
კვლევის სანდოობის
გაზრდის მიზნით მონაცემთა შეგროვების მეთოდებად გამოვიყენე გამოკითხვა,მონაცემების
ანალიზი, ინტერვიუ, პირისპირ ინტერვიუ და კითხვარები.
გამოკითხვა
ჩატარდა უცხოური ენების კათედრის წევრებთან.მისი მიზანი იყო პრობლემის
აქტუალურობის დადგენა და კათედრის წევრების დამოკიდებულების შესწავლა აღნიშნულ საკითხთან
მიმართებაში,რაც დამეხმარა კვლევის სწორად წარმართვასა და კითხვარის მომზადებაში.
დავალებების
მონაცემების ანალიზი -გამოვიყენე იმისთვის,რომ
დამედგინა რა შედეგებს დადებდნენ მიცემულ სხვადასხვა ტიპის(წერით,გრამატიკულ,მოსმენის
და ზეპირ)დავალებებში მოსწავლეები.მოსწავლეთა მიერ შესრულებული დავალებების შედეგების
ანალიზი დამეხმარა იმის დადგენაში,რეალურად ფლობენ თუ არა მოსწავლეები ყველა იმ უნარს,რაც
სჭირდება ზეპირ მეტყველებას.
კითხვარები
მოვამზადე როგორც უცხოური ენების კათედრის წევრებისთვის(დანართი 1),ასევე
XI კლასის მოსწავლეთათვის(დანართი 2).გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო კათედრის ოთხივე
წევრმა,ხოლო მოსწავლეთათვის განკუთვნილი კითხვარი 21 ბავშვიდან შეავსო 18 ბავშვმა.მოსწავლეები
დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ კითხვარის შევსებას.შევსებულმა კითხვარებმა ზოგადი
წარმოდგენა შემიქმნა პედაგოგების და მოსწავლეების დამოკიდებულების გასაგებად ამ პრობლემის
ირგვლივ.
თავი IV. მონაცემების შეგროვება
I .ინტერვენცია
1)წერითი დავალებების მიცემა
§ ნაკლული მიკროტექსტის
შევსება(ლექსიკური მუშაობა)
§ გრამატიკული სავარჯიშოები
§ ტექსტზე მუშაობა(ინფორმაციის
დახარისხება)
2)მოსმენის დავალებები:
§ სავარჯიშოები
მოსმენის ყველა ეტაპზე
3)დიალოგის შედგენა ნაცნობ
თემაზე ( 4-6 წინადადების შედგენა ნაცნობ თემაზე,წერილობით)
4) ზეპირი დიალოგი
§ სიტუაციური ამოცანა(ზეპირად)
II.ინტერვენცია
კითხვარები
XI კლასის მოსწავლეებმა შეავსეს ანკეტა,რომელიც დამეხმარა
გამერკვია მოსწავლეთა აზრი,თუ
Ø რატომ უჭირდათ
უცხო ენაზე საუბარი და როგორ ფიქრობდნენ,რა იყო მისი გამომწვევი მიზეზი.
III.ინტერვენცია
პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე კითხვარის შევსება -უცხოური ენების კათედრის
წევრებთან ჩატარდა პირისპირ ინტერვიუ.ინტერვიუს მიზანი იყო გამერკვია თუ როგორ მიაჩნიათ
კათედრის წევრებს ,რა არის კათედრაზე გამოვლენილი პრობლემის მიზეზი და მის საფუძველზე შევავსე წინასწარ მომზადებული კითხვარი.ამით შევძელი
შემეგროვებინა ინფორმაცია:
Ø მოსწავლეთა რა
ნაწილი ახერხებს თავისუფლად მეტყველებას უცხო
ენაზე და როგორი ტიპის ზეპირ დავალებებს აძლევენ პედაგოგები მოსწავლეებს;
Ø როგორ ფიქრობენ,სავარაუდოდ,რა
არის ამის გამომწვევი მიზეზები და როგორ ესახებათ ამ პრობლემის დაძლევის გზები;
V.შეგროვებულ
მონაცემთა ანალიზი
(დაკვირვების ცხრილი)
დავალების ტიპი
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
1-4
|
5-7
|
8-10
|
(ლექსიკურ-გრამატიკული)
|
19
|
2
|
5
|
12
|
2.დიალოგის
შედგენა(წერილობით)
|
16
|
4
|
4
|
8
|
3.მოსმენის
დავალებები
|
18
|
8
|
5
|
5
|
4.დიალოგი
(ზეპირი)
|
20
|
12
|
2
|
6
|
1.სხვადასხვა
ტიპის დავალებების მონაცემების შედეგების ანალიზისთვის შევიმუშავე დაკვირვების დღიური.მიღებული
შედეგები ასეთია:წერით ლექსიკურ-გრამატიკული ტიპის დავალებებს 19 ბავშვიდან მხოლოდ
ორმა ვერ გაართვა თავი; რაც შეეხება მოსმენის დავალებებს,აქ გამოიკვეთა მეორე პრობლემა
;მოსასმენი დავალებების სწორად შესრულება მხოლოდ
5-მა მოსწავლემ შეძლო. ბავშვებს არ
გასჭირვებიათ წერილობით დიალოგის შედგენა(ნაცნობ თემაზე,ტექსტზე დაყრდნობით 4-6 წინადადების
შედგენა) ;რაც შეეხება როლური თამაშის(სიტუაციური ამოცანის) პრეზენტირებას,მხოლოდ
3-მა წყვილმა(6) შეძლო სწორად;(ისინი შეფასდნენ
როლური თამაშის შესაბამისი შეფასების რუბრიკით;)
მიღებული შედეგების
გაანალიზების შემდეგ ჩავატარე მოსწავლეთა ანკეტირება.ჩემი მიზანი იყო დამედგინა,რაში
მდგომარეობდა მოსწავლეთა აზრით,ლაპარაკის პრობლემის მიზეზი.
2. მოსწავლეთა მიერ შევსებული კითხვარის
ანალიზის შემდეგ გაირკვა,რომ გამოკითხულ მოსწავლეთაგან(კითხვარი შეავსო 18
ბავშვმა;(აქედან 2 ბავშვი რუსულენოვან გარემოში იზრდება); 3 ბავშვი თვლის,რომ კარგად
ფლობს ინგლისურ ენას და ამიტომ მეორე უცხოური ენის შესწავლის საჭიროებას ვერ ხედავს და შესაბამისად მოტივაცია
არ გააჩნია რუსული ენის შესწავლის;აღმოჩნდა,რომ 6 მოსწავლეს შეუძლია საუბარი,მაგრამ
აქვს შიში(შფოთვა)საუბრის დროს შეცდომების დაშვების და ამიტომ ვერ ბედავს ლაპარაკს;
7-კი თვლის,რომ რადგან არ იზრდება რუსულენოვან
გარემოში და რუსულ ენაზე საუბარი ესმის მხოლოდ გაკვეთილზე,ამიტომ უჭირს საუბარი.(იხ.ნახ.2)-კითხვარის შედეგები:
ნახ.2.
3.კათედრაზე
პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე შეგროვებული
ინფორმაციის შედეგად გაირკვა,რომ აღნიშნული პრობლემა არსებობდა ინგლისურ ენაშიც,მიუხედავად
იმისა,რომ ენა ისწავლება დაწყებითი საფეხურიდან .
4.პირისპირ ინტერვიუს
შედეგად მიღებული ინფორმაციის შემდეგ შევიმუშავე 4.კითხვარები.(პედაგოგებისთვის)
მიღებული პასუხები ასეთია.პედაგოგები აღნიშნავენ,რომ მოსწავლეები გაკვეთილის საწყის ფაზაში იწყებენ უცხო ენაზე
კომუნიკაციას,მაგრამ პირველივე შეფერხებისას
ისევ მშობლიურ ენაზე აგრძელებენ(მიმართვას,სურვილების გამოხატვას,მასწავლებლის
ინსტრუქციებზე პასუხების გაცემას).გაირკვა ისიც,რომ პედაგოგები
უპირატესობას
ანიჭებენ წერილობით, ინდივიდუალურ მუშაობას,ეს იქნება ტექსტზე მუშაობა,სავარჯიშოებზე
მუშაობა,თუ ზეპირი დავალებები.რაც შეეხება სხვა ტიპის ზეპირ დავალებებს,როგორიცაა როლური
თამაში,რეპორტაჟი,დისკუსია/დებატები,ძალიან მცირე დროს უთმობენ.ამას ხსნიან იმ ფაქტორით,რომ,როგორც
კი იწყებენ ბავშვები საუბარს,მალევე გადადიან მშობლიურ ენაზე.ამიტომ ისინი აზრს ვერ
ხედავენ უცხო ენაზე დისკუსიის წარმართვის.გაირკვა ისიც,რომ ისინი თემის შესაბამის ლექსიკურ-გრამატიკულ
ერთეულებს არ აწვდიან წინასწარ; რაც შეეხება
მოსმენის დავალებებს,ისინი მოსმენის დავალებების მიცემისას იშვიათად იყენებენ საინფორმაციო
ტექნოლოგიებს; ძირითადად თვითონ უკითხავენ მოსმენის დავალებებს და ზოგჯერ დისკზე აუდიო- ჩანაწერსაც იყენებენ.კითხვაზე
-ითვალისწინებდნენ თუ არა მასწავლებლები სასაუბრო თემის შერჩევისას ყოფით,რეალურ სიტუაციებსა
და მოსწავლეთა ინტერესებს -პასუხი ცალსახა იყო: ზოგჯერ.(ნახ.3.)-კითხვარის შედეგები:
აქტივობა
|
თებერვალი
|
მარტი
|
აპრილი
|
მაისი
|
ივნისი
|
|
საკვლევი პრობლემის
შერჩევა
|
x
|
|
|
|
|
|
ინტერვიუ უცხოური ენების კათედრის წევრებთან და პრობლემის იდენტიფიცირება
|
x
|
|
|
|
|
|
კვლევის სავარაუდო
გეგმის შემუშავება
|
x
|
|
|
|
|
|
სხვადასხვა
ტიპის დავალებების მონაცემთა ანალიზი
|
|
x
|
|
|
|
|
კითხვარის
შედგენა,დამუშავება
|
|
x
|
|
|
|
|
გამოკითხვა
|
|
X
|
|
|
|
|
კითხვარი
კათედრის წევრებისთვის
|
|
x
|
|
|
|
|
გამოკითხვა
|
|
x
|
|
|
|
|
მიღებული შედეგების
ანალიზი
|
|
|
x
|
|
|
|
შეხვედრა
კათედრის წევრებთან.(კვლევის მიგნებების განხილვა კათედრაზე)
|
|
|
x
|
|
|
|
სავარაუდო ინტერვენციების დაგეგმვა
|
|
|
x
|
|
|
|
I.ინტერვენციის განხორციელება
|
|
|
x
|
|
|
|
II.ინტერვენციის
განხორციელება
|
|
|
x
|
|
|
|
ინტერვენციების
შედეგების ანალიზი
|
|
|
|
x
|
|
|
პრეზენტაცია
კათედრაზე; შედეგების გაცნობა
|
|
|
|
x
|
|
|
ცვლილების
შეფასება
|
|
|
|
x
|
|
|
კვლევის მიგნებები:
მონაცემთა
ანალიზისას გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება:
მოსწავლეები:
- მოსწავლეებს არა აქვთ საკმარისად გამომუშავებული მოსმენის
უნარ-ჩვევები,რაც შესაბამისად აისახება მათი მეტყველების უნარზეც,რადგანაც
მოსმენა-გაგება პირდაპირ კავშირშია ლაპარაკთან.
- საკლასო ოთახში,სადაც იშვიათად მყარდება თავისუფალი კომუნიკაცია მასწავლებელსა
და მოსწავლეს და მოსწავლე-მოსწავლეს შორის;
- მოსწავლეთა ნაწილი საუბრისას განიცდის შფოთვას,ამიტომ შეცდომების
დაშვების შიშით არ საუბრობს;ისინი არ არიან თავდაჯერებულები და
მოტივირებულები.
- იშვიათად მიმართავენ ისეთ აქტივობებს,როგორიცაა დისკუსია,რეპორტაჟი...
პედაგოგები:
ü უპირატესობას
ანიჭებენ ინდივიდუალურ წერილობით მუშაობის ფორმებს ;
ü მოსმენის დავალებების
მიცემისას იშვიათად იყენებენ აუდიო-ვიდეო საშუალებებს მოსმენის უნარ-ჩვევის განსავითარებლად.
ü თითქმის არ მიმდინარეობს
გაკვეთილზე თავისუფალი კომუნიკაცია (სურვილების გამოხატვა,კრიტიკა,განმარტება) უცხო ენაზე ;
ü მცირე დროს უთმობენ გაკვეთილზე ისეთ სამეტყველო აქტივობებს,როგორიცაა
როლური თამაშები,სიმულაციური სიტუაციები,დისკუსიები/დებატები;
ü დისკუსიების/დებატების
გასამარტივებლად თემის შესაბამისად არ აწვდიან მოსწავლეებს წინასწარ საკვანძო სიტყვებს, ფრაზებს და ენობრივ კლიშეებს(„საშენ ერთეულებს“),რის
გარეშეც პრაქტიკულად წარმოუდგენელია დისკუსიის წარმართვა.
რეკომენდაციები
კათედრის წევრებს:
უცხოური ენების კათედრაზე მოეწყო სამუშაო
შეხვედრა,სადაც კათედრის წევრებს გავაცანი კვლევის მიგნებები და ჩემს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები:
Ø თანამშრომლობის
გაღრმავების საჭიროება კათედრის წევრებს შორის;
Ø საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით(
მოსმენა/ყურება) გაკვეთილების დაგეგმვისა და მისი ჩატარების აუცილებლობა;
Ø მოსწავლეთა
ინტერესების გათვალისწინებით კათედრაზე ერთობლივი გაკვეთილის დაგეგმვა და
ჩატარება ზეპირმეტყველების სხვადასხვა განსავითარებელი
აქტივობების გამოყენებით. (როლური თამაში,მთხრობელობა,დისკუსია/დებატები...)
Ø სწავლების
სოციალური ფორმების(ერთობლივი პროექტი,კედლის გაზეთი)
ხშირი
გამოყენების აუცილებლობა გაკვეთილზე;
Ø გაკვეთილზე
უცხოურ ენაზე თავისუფალი კომუნიკაციის“რეალური“ კომუნიკაციის დამყარება.
Ø ზეპირი
დავალების შეფასების რუბრიკის გაცნობა მოსწავლეებისთვის.
თავიVI.
შესაძლო
ინტერვენციები:
კვლევის
პროცესში მიღებული ინფორმაციისა და მონაცემების ანალიზის საფუძველზე შევიმუშავე და დავგეგმე
შესაძლო ინტერვენციები.ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად გადაიდგა გარკვეული
ნაბიჯები,კერძოდ,
უცხოური ენების კათედრაზე მოეწყო სამუშაო
შეხვედრა,სადაც კათედრის წევრებს გავაცანი კვლევის მიგნებები და ჩემს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები:
I ინტერვეცია
კათედრაზე გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება აუდირების მიმართულებით
საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ; გაკვეთილზე დაკვირვება;
II ინტერვეცია.
უცხოური ენების კათედრაზე გაკვეთილის ერთობლივი დაგეგმვა და ჩატარება წინასამეტყველო
სავარჯიშოებისა და სამეტყველო სხვადასხვა
აქტივობების გამოყენებით;
III ინტერვეცია.
თანამშრომლობის
გაღრმავება კათედრის წევრებს შორის;
I ინტერვეციის განხორციელება
კათედრაზე გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება აუდირების მიმართულებით
საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ; გაკვეთილზე დაკვირვება;
კათედრის წევრების შეხვედრის მიზანი იყო ჩემი კვლევის შედეგად გამოვლენილი
მოსწავლეების ერთ-ერთი საჭიროება-მოსმენის უნარ-ჩვევის გამომუშავებაზე
ზრუნვა,რადგან გაგება-მოსმენა პირდაპირ კავშირშია ლაპარაკთან.ამ ინტერვენციის
განხორციელებაში დამეხმარა რუსულ ენაში ტრენინგზე გავლილი მეთოდური კურსი ამ
მიმართულებით: („ფილმის/სიმღერის,როგორც ავთენტური მასალის გამოყენება გაკვეთილზე
„)ასეთი ტიპის გაკვეთილის ჩატარების გამოცდილების გაზიარების მიზნით კოლეგებს
გავაცანი მოსმენის დავალებების ყველა ფაზა და ეტაპი,დავალებების ტიპების
შესაბამისობა მათთან.შეხვედრა ნაყოფიერი აღმოჩნდა,რადგან პედაგოგებმა ერთობლივად
დაგეგმეს გაკვეთილი.კათედრაზე
გადაწყდა,რომ ყველა პედაგოგი ჩაატარებდა ამ მიმართულებით რამოდენიმე გაკვეთილს.გადაწყდა
ჩატარებულ გაკვეთილებზე განხორციელებულიყო დაკვირვება. გაკვეთილებმა გაზარდა
მოსწავლეთა მოტივაცია;გაკვეთილების აქტიური გამოყენება კათედრის წევრების
მიერ დაეხმარება სამომავლოდ მოსწავლეს
ლაპარაკის პრობლემის დაძლევაში,რადგან მოსმენა- გაგება პირდაპირ კავშირშია
ალაპარაკებასთან;
სამწუხაროდ,რამდენად აისახება ეს ცვლილება მოსწავლეთა შედეგებზე,დროის
უქონლობის გამო მასზე დაკვირვება ვერ შევძელი.
II ინტერვეციის
განხორციელება.
უცხოური ენების კათედრაზე გაკვეთილის ერთობლივი დაგეგმვა და ჩატარება წინასამეტყველო სავარჯიშოებისა და სამეტყველო სხვადასხვა
აქტივობების გამოყენებით;გაკვეთილზე
დაკვირვება;
კათედრის სხდომაზე ჩვენი შეხვედრის მიზანი იყო კათედრის წევრებისთვის
ჩემი კვლევის კიდევ ერთი მიგნების შესახებ თეორიული გამოცდილების გაზიარება და
პრაქტიკაში მისი დანერგვა.კერძოდ,მოსწავლეთა სამეტყველო უნარ- ჩვევის
გაუმჯობესების თვალსაზრისით, პრაქტიკულად ისეთი აქტივობებით გაკვეთილების დაგეგმვა(როლური
თამაში,დისკუსია/დებატები),რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლის საკომუნიკაციო უნარის
გაუმჯობესებას;
კათედრაზე ჩვენ ერთობლივად დავგეგმეთ და ჩავატარეთ გაკვეთილები ამ
მიმართულებით,ყველა სამეტყველო სირთულის გათვალისწინებით.
III ინტერვეციის განხორციელება
თანამშრომლობის
გაღრმავება კათედრის წევრებს შორის;
ამ
ინტერვენციის მიზანი იყო ის,რომ კვლევის
მიმდინარეობისას გამოიკვეთა,რომ მასწავლებლებს შორის არ ხდება ინფორმაციის ხშირი
გაცვლა.ისინი ინდივიდუალურად ცდილობდნენ ამ პრობლემის გადაჭრას სასწავლო პროცესში.
კათედრის წევრების მიერ ერთობლივად დაგეგმილმა გაკვეთილებმა,აგრეთვე
მოსმენის დავალებების დაგეგმვის ა და ჩატარების შემდეგ ურთიერთდასწრებებმა გაკვეთილებზე
და გამოცდილების გაზიარებამ გაზარდა ურთიერთთანამშრომლობა კოლეგებს შორის;მათ უკეთ
გაიაზრეს წამოჭრილი პრობლემის სირთულე და თანამშრომლობის როლი ამ სირთულეების
დაძლევაში.
I ინტერვენციის შედეგები:
პირველი ინტერვენციის ფარგლებში უცხოური ენების კათედრას უნდა ემუშავა
ახალი(ერთობლივად დაგეგმილი) საგაკვეთილო
გეგმით. კათედრა შედგება ხუთი პედაგოგისგან, თუმცა მათგან მხოლოდ ორმა მოახერხა ინტერვენციაში ჩართვა.
ინტერვენციის ფარგლებში მასწავლებლებმა საგაკვეთილო გეგმით ორჯერ
იხელმძღვანელეს.შეხვედრის მიზანი ინტერვენციის შეფასება იყო,რადგანაც პედაგოგს, რომელსაც თეორიული ცოდნა აქვს, შეუძლია მაგრამ ეს არ
აისახოს გაკვეთილის პროცესზე.ამდენად,გადავწყვიტე გაკვეთილზე დაკვირვება.
პირველი ინტერვენცია გეგმის მიხედვით
წარიმართა: უცხო ენის ორი პედაგოგი
რამდენჯერმე შეიკრიბა. პირველ შეხვედრაზე
მასწავლებლები საერთო აქტივობაზე
შეთანხმდნენ, რომელსაც ორივე პედაგოგი ჩაატარებდა რომელიმე კლასში. კათედრაზე
გადაწყდა:საერთო აქტივობად პედაგოგებმა დისკუსიის
სწავლების მეთოდიკა შეარჩიეს.მათ წინა გაკვეთილზე მოსწავლეებთან ერთად შეარჩიეს
სადისკუსიო თემა,ყოფით რეალურ სიტუაციაზე; მათ გულდასმით მიმოიხილეს წინასამეტყველო
სავარჯიშოები,(«предречевые упражнения»), რომლებიც დისკუსიაზე მუშაობისას შეიძლებოდა
შესრულებულიყო;დაიგეგმა, რომ რამოდენიმე წუთი დაეთმობოდა ფილმის ჩვენებას,სადაც
გამოჩენილი ადამიანი აკეთებდა პრეზენტაციას შეცდომებით,მაგრამ ამის გამო მას არ
შეუწყვეტია გამოსვლა.ეს მას შემდეგ, რაც მასწავლებლებმა მე-10 და მე-11 კლასებში
ჩაატარეს გაკვეთილი, კვლავ შეიკრიბნენ და ჩატარებულ აქტივობაზე ისაუბრეს. მათ აღნიშნეს, რომ გაკვეთილმა კარგად ჩაიარა.
მათი შეფასებით, მოსწავლეებს აქტივობასთან დაკავშირებით არანაირი პრომლემა არ
შეჰქმნიათ,პირიქით,სადისკუსიო თემის ირგვლივ შესაძლო ლექსიკური ერთეულების
სირთულის მოხსნის შემდეგ და დამხმარე ფრაზების,გამოთქმების,ენობრივი კლიშეების
დახმარებით,ბავშვებს გაუმარტივდათ დისკუსიის მომზადება და წარმართვა.ყველა ჯგუფს
წინასწარ დაურიგდა დისკუსიის შეფასების რუბრიკა,მოსწავლეებმა წინასწარ იცოდნენ რა
კრიტერიუმებით შეფასდებოდნენ.
II
ინტერვენციის შედეგები
კათედრაზე გადაწყდა,რომ ყველა პედაგოგი ჩაატარებდა საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით
მოსმენის მიმართულებით რამოდენიმე
გაკვეთილს. ამ მიმართულებითაც მხოლოდ ორმა მასწავლებელმა გამოთქვა გაკვეთილის
ჩატარების სურვილი. მათ იცოდნენ რომ
გაკვეთილებზე უნდა განხორციელებულიყო დაკვირვება.მათ 10-11 კლასებში ჩაატარეს გაკვეთილები.პირველი გაკვეთილი-ფილმის
გამოყენებით დაგეგმეს და ჩაატარეს,ხოლო მეორე-სიმღერის/კლიპის გამოყენებით.
კათედრაზე მათი უკუკავშირი ასეთი იყო: მოსწავლეებს პირველ-ორ გაკვეთილზე გაუჭირდათ
მოსმენის დავალებებზე მუშაობა;მესამე გაკვეთილზე გაცილებით უკეთესი შედეგი მიიღეს
პედაგოგებმა.და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ძალიან მაღალი იყო მოსწავლეთა
მოტივაცია.ასეთი გაკვეთილების აქტიური გამოყენება კათედრის წევრების მიერ დაეხმარება სამომავლოდ მოსწავლეს ლაპარაკის
პრობლემის დაძლევაში,რადგან მოსმენა- გაგება პირდაპირ კავშირშია ალაპარაკებასთან;
გაკვეთილებმა გაზარდა მოსწავლეთა მოტივაცია;გაკვეთილების აქტიური
გამოყენება კათედრის წევრების მიერ
დაეხმარება სამომავლოდ მოსწავლეს ლაპარაკის პრობლემის დაძლევაში,რადგან
მოსმენა- გაგება პირდაპირ კავშირშია ალაპარაკებასთან;
სამწუხაროდ,რამდენად აისახება ეს ცვლილება მოსწავლეთა შედეგებზე,დროის
უქონლობის გამო მასზე დაკვირვება ვერ შევძელი.
III ინტერვეციის შედეგები
მესამე
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ წინა აქტივობებისგან
განსხვავებით, ამჯერად არჩევანს ურთიერთთანამშრომლობაზე შევაჩერებთ. რამდენიმე
დღის შემდეგ კვლავ შევიკრიბეთ და პედაგოგებმა ერთმანეთს გამოცდილება კიდევ ერთხელ
გაუზიარეს. შეხვედრას როგორც აღნიშნეს, მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ განსხვავებული
სტილის აქტივობები, შესაბამისად, ჩართულობაც მაღალი იყო.
მესამე ინტერვენციის მიზანიც სწორედ ეს იყო:
ვინაიდან მასწავლებლებს შორის გამოცდილების
გაზიარების პრაქტიკის ნაკლებობაა,ჩემი აზრით ყველასთვის ნაცნობი აქტივობების
შესახებ საუბრებმა და გაკვეთილების განხილვებმა გაზარდა მსჯელობის პროცესში
თითოეული მათგანის ჩართულობა და რაც მთავარია შედგა ურთიერთთანამშრომლობა.
ინტერვენციების შეფასება
ინტერვენციების დასრულების შემდეგ კათედრის წევრები ბოლოჯერ შევხვდით.
შეხვედრის მიზანი მათგან უკუკავშირის მიღება.პედაგოგებს ვთხოვე გამოეთქვათ
მოსაზრება ჩატარებული გაკვეთილების შესახებ. მასწავლებლების აზრით:
Ø გაღრმავდა
თანამშრომლობა კათედრის წევრებს შორის;
კვლევის
პროცესშიმასწავლებლებს შორის გამოცდილების გაზიარების პრაქტიკის ნაკლებობა
გამოვლინდა,მათი აზრით გაკვეთილების ერთობლივმა განხილვებმა გაზარდა მსჯელობის
პროცესში თითოეული მათგანის ჩართულობა და რაც მთავარია შედგა
ურთიერთთანამშრომლობა,რაც სამომავლოდ დადებითად აისახება სწავლა/სწავლების
პროცესზე.
Ø კვლევის
დროს ჩემს მიერ გამოვლენილი საჭიროების შედეგად დაიგეგმა და ჩატარდა საინფორმაციო
ტექნოლოგიების გამოყენებით პედაგოგებისთვის
ნათელი გახდა მოსმენის დავალებების მეთოდოლოგია;მასწავლებლებმა შეძლეს გაკვეთილების
ჩატარება;გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები;შესამჩნევი გახდა პროგრესი ამ მიმართულებით. მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ
მოსმენის უნარ-ჩვევა,რადგან მოსმენა- გაგება პირდაპირ
კავშირშია ალაპარაკებასთან; ასე მნიშვნელოვანია მოსწავლეთათვის.
Ø რაც
შეეხება ჩემი კვლევის მიზანს,პედაგოგები გაეცნენ მეთოდებსა და დაეუფლნენ
ზეპირმეტყველების იმ სტრატეგიებს ,რომლებიც დაეხმარებათ მათ მოსწავლეთა
ინტერესებზე მორგებული კომუნიკაციური
გაკვეთილის წარმართვაში. ისინი
მიხვდნენ,რომ შესაძლებელია ნაბიჯ-ნაბიჯ
ეგრედ წოდებულ“საშენ ერთეულებზე“დაყრდნობით,ანუ ენობრივ
კლიშეების,ფრაზების,წინასწარ მიწოდებით შესაძლებელია ისეთი რთული აქტივობების
სწავლებაც,როგორიცაა დისკუსია დაა.შ.
ახალი მეთოდებით ჩატარებულმა გაკვეთილებმა გაზარდა მოსწავლეთა
მოტივაცია;ასეთი გაკვეთილების აქტიური გამოყენება კათედრის წევრების მიერ დაეხმარება მოსწავლეებს(მოუხსნის შეცდომების
დაშვების დისკომფორტს) სამომავლოდ მოსწავლეს ლაპარაკის პრობლემის დაძლევაში.
მოგესალმებით!
სსიპ
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლის რუსული ენის
მასწავლებელი,მანანა ნატროშვილი ,ვატარებ კვლევას საშუალო საფეხურზე,კერძოდ,XI კლასში,საკომუნიკაციო
უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიზნით.თქვენი,როგორც მოსწავლის მონაწილეობა
მნიშვნელოვანია კვლევის წარმატებისთვის.თქვენგან მიღებული ინფორმაცია
ანონიმურია.არაა საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.
მადლობას გიხდით მონაწილეობისთვის!
1.როგორი ტიპის დავალება არის
შენთვის კომფორტული ?
o ზეპირი
o წერითი
o მოსმენის
2. გიჭირთ თუ არა საუბარი რუსულ
ენაზე?
o კი რატომ?--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
o არა რატომ?
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3. თქვენი აზრით,რა გიშლით ხელს ,რომ თავისუფლად ისაუბროთ რუსულ ენაზე?
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------
დანართი 2 .
კითხვარი უცხოური ენების კათედრის წევრებისათვის.
მოგესალმებით!
სსიპ
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლის რუსული ენის
მასწავლებელი,მანანა ნატროშვილი ,ვატარებ კვლევას საშუალო საფეხურზე,კერძოდ,XI კლასში,საკომუნიკაციო
უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიზნით.თქვენი,როგორც კათედრის წევრის მონაწილეობა
მნიშვნელოვანია კვლევის წარმატებისთვის.თქვენგან მიღებული ინფორმაცია
ანონიმურია.არაა საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.
მადლობას გიხდით მონაწილეობისთვის!
1. როგორი ტიპის დავალებების შესრულება
მოსწონთ ბავშვებს?
o ზეპირი
o წერითი
o მოსმენის
2. უჭირთ თუ არა მოსწავლეებს ზეპირი დავალებების
შესრულება ?
o კი
o არა
3. მოსწავლეთა რა ნაწილი ახერხებს
ლექსიკური და გრამატიკული ცოდნის გამოყენებას ზეპირი მეტყველების დროს?
1.
მოსწავლეთა უმრავლესობა 2.მ. მცირე
ნაწილი 3. მოსწავლეთა ნახევარი
4. რა სიხშირით აძლევთ მოსწავლეებს
ზეპირმეტყველების განსავითარებელ აქტივობებს?
1.ხშირად 2.ზოგჯერ 3. არასდროს
5. თქვენი აზრით რა არის ამისი გამომწვევი მიზეზი?
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დანართი 3.
ü კვლევის/ დაკვირვების დღიური
#
|
გვარი,სახელი
|
ლექსიკურ-გრამატიკული
სავარჯიშოები
|
|
|
1-4
|
5-7
|
8-10
|
||
1.
|
ასანიძე
ლევანი
|
|
|
|
2.
|
ბერიძე
ბონდო
|
|
|
|
3.
|
ბილისეიშვილი
ზანი
|
|
|
|
4.
|
ბლიაძე
თამუნა
|
|
|
|
5.
|
ბუავა
სოფიო
|
|
|
|
6.
|
თავართქილაძე
გიორგი
|
|
|
|
7.
|
თამლიანი
გიორგი
|
|
|
|
8.
|
კორძაია
ირაკლი
|
|
|
|
9.
|
ლაგვილავა
გოგა
|
|
|
|
10.
|
მახარაძე
თამთა
|
|
|
|
11.
|
მურადიან
იური
|
|
|
|
12.
|
ონიანი
ალექსანდრე
|
|
|
|
13.
|
რატიანი დარეჯანი
|
|
|
|
14.
|
რატიანი
ნესტანი
|
|
|
|
15.
|
ფანგანი
მეგი
|
|
|
|
16.
|
ქისტაური
ალექსი
|
|
|
|
17.
|
შიშმანაშვილი
რატი
|
|
|
|
18.
|
შუკვანი
ქრისტინა
|
|
|
|
19.
|
ხიზანიშვილი
ლიკა
|
|
|
|
20.
|
ჯაფარიძე
მარიამი
|
|
|
|
21.
|
ვახტანგიშვილი
მარია
|
|
|
|
|
|
|
|
|
დანართი
4.
ü კვლევის/ დაკვირვების დღიური
#
|
გვარი,სახელი
|
დიალოგის შედგენა (წერილობით)
|
|
|
1-4
|
5-7
|
8-10
|
||
1.
|
ასანიძე
ლევანი
|
|
|
|
2.
|
ბერიძე
ბონდო
|
|
|
|
3.
|
ბილისეიშვილი
ზანი
|
|
|
|
4.
|
ბლიაძე
თამუნა
|
|
|
|
5.
|
ბუავა
სოფიო
|
|
|
|
6.
|
თავართქილაძე
გიორგი
|
|
|
|
7.
|
თამლიანი
გიორგი
|
|
|
|
8.
|
კორძაია
ირაკლი
|
|
|
|
9.
|
ლაგვილავა
გოგა
|
|
|
|
10.
|
მახარაძე
თამთა
|
|
|
|
11.
|
მურადიან
იური
|
|
|
|
12.
|
ონიანი
ალექსანდრე
|
|
|
|
13.
|
რატიანი
დარეჯანი
|
|
|
|
14.
|
რატიანი
ნესტანი
|
|
|
|
15.
|
ფანგანი
მეგი
|
|
|
|
16.
|
ქისტაური
ალექსი
|
|
|
|
17.
|
შიშმანაშვილი
რატი
|
|
|
|
18.
|
შუკვანი
ქრისტინა
|
|
|
|
19.
|
ხიზანიშვილი
ლიკა
|
|
|
|
20.
|
ჯაფარიძე
მარიამი
|
|
|
|
21.
|
ვახტანგიშვილი
მარია
|
|
|
|
|
|
|
|
|
დანართი
5.
ü კვლევის/ დაკვირვების დღიური
#
|
გვარი,სახელი
|
ნაკლული მიკროტექსტის
შევსება(მოსმენის დავალება)
|
|
|
1-4
|
5-7
|
8-10
|
||
1.
|
ასანიძე
ლევანი
|
|
|
|
2.
|
ბერიძე
ბონდო
|
|
|
|
3.
|
ბილისეიშვილი
ზანი
|
|
|
|
4.
|
ბლიაძე
თამუნა
|
|
|
|
5.
|
ბუავა
სოფიო
|
|
|
|
6.
|
თავართქილაძე
გიორგი
|
|
|
|
7.
|
თამლიანი
გიორგი
|
|
|
|
8.
|
კორძაია
ირაკლი
|
|
|
|
9.
|
ლაგვილავა
გოგა
|
|
|
|
10.
|
მახარაძე
თამთა
|
|
|
|
11.
|
მურადიან
იური
|
|
|
|
12.
|
ონიანი
ალექსანდრე
|
|
|
|
13.
|
რატიანი
დარეჯანი
|
|
|
|
14.
|
რატიანი
ნესტანი
|
|
|
|
15.
|
ფანგანი
მეგი
|
|
|
|
16.
|
ქისტაური
ალექსი
|
|
|
|
17.
|
შიშმანაშვილი
რატი
|
|
|
|
18.
|
შუკვანი
ქრისტინა
|
|
|
|
19.
|
ხიზანიშვილი
ლიკა
|
|
|
|
20.
|
ჯაფარიძე
მარიამი
|
|
|
|
21.
|
ვახტანგიშვილი
მარია
|
|
|
|
|
|
|
|
|
დანართი 6.
#
|
გვარი,სახელი
|
ზეპირი დავალება
|
|
|
1-4
|
5-7
|
8-10
|
||
1.
|
ასანიძე
ლევანი
|
|
|
|
2.
|
ბერიძე
ბონდო
|
|
|
|
3.
|
ბილისეიშვილი
ზანი
|
|
|
|
4.
|
ბლიაძე
თამუნა
|
|
|
|
5.
|
ბუავა
სოფიო
|
|
|
|
6.
|
თავართქილაძე
გიორგი
|
|
|
|
7.
|
თამლიანი
გიორგი
|
|
|
|
8.
|
კორძაია
ირაკლი
|
|
|
|
9.
|
ლაგვილავა
გოგა
|
|
|
|
10.
|
მახარაძე
თამთა
|
|
|
|
11.
|
მურადიან
იური
|
|
|
|
12.
|
ონიანი
ალექსანდრე
|
|
|
|
13.
|
რატიანი
დარეჯანი
|
|
|
|
14.
|
რატიანი
ნესტანი
|
|
|
|
15.
|
ფანგანი
მეგი
|
|
|
|
16.
|
ქისტაური
ალექსი
|
|
|
|
17.
|
შიშმანაშვილი
რატი
|
|
|
|
18.
|
შუკვანი
ქრისტინა
|
|
|
|
19.
|
ხიზანიშვილი
ლიკა
|
|
|
|
20.
|
ჯაფარიძე
მარიამი
|
|
|
|
21.
|
ვახტანგიშვილი
მარია
|
|
|
|
|
|
|
|
|
გამოყენებული
ლიტერატურა:
www.mastsavlebeli.ge-„ზეპირმეტყველების
განმავითარებელი სტრატეგიების გამოყენება საბაზო/საშუალო საფეხურზე“;
www.mastsavlebeli.ge-ე.შავერდაშვილი,„თანამედროვე
უცხო ენის გაკვეთილი“,2013;
ი.მინდაძე“კომუნიკაციური
დიდაქტიკა და დისკუსია,როგორც სწავლების ფორმა,ი.ჯავახიშვილის სახელობის
სახელმწიფო უნივერსიტეტი,თბილისი,2006;
ე.ძამიაშვილი“მოსასმენი
მასალის მიწოდების და განმტკიცების გზები“,თელავი,2014;
ეროვნული სასწავლო
გეგმების პორტალი,-„დისკუსია ნაცნობ თემაზე“;
პედაგოგიური
პრაქტიკის კვლევის რეფლექსია
კრწანისის საჯარო სკოლაში
განვახორციელე პრაქტიკული კვლევა.
ჩემი კვლევის მიზანი იყო XI კლასში რუსულ ენაში ზეპირმეტყველების
განმტკიცების ისეთი გზების, ხერხებისა
და სტრატეგიების ძიება, რომლებიც ეფექტურსა და საინტერესოს გახდიდა უცხოურ ენაზე ზეპირმეტყველებას და საშუალებას დაეხმარებოდა მოსწავლეს,
ეფექტურად გამოეყენებინა ენა
კომუნიკაციისათვის.კვლევაში გათვალისწინებული იყო ორი ასპექტი:
1. ფსიქოლოგიური
ასპექტი –ზეპირმეტყველებასთან დაკავშირებული თავისებურებების
გათვალისწინება მოსწავლეების სწავლების პროცესში; სწავლის მოტივაციის გაზრდა;
2. მეთოდური ასპექტი – უცხოურ (რუსულ) ენაზე ზეპირმეტყველების სწავლების
ეფექტური მეთოდებისა და სტრატეგიების შერჩევა.
კვლევაში
გამოყენებული იყო როგორც თვისებრივი,ისე რაოდენობრივი მეთოდები.
პრაქტიკული
კვლევის განმავლობაში დაიგეგმა სამი ინტერვენცია;აქედან დროის ფაქტორის გამო
განხორციელდა მხოლოდ ორი .
კვლევის განმავლობაში მიღებულ
შედეგებზე და მიგნებებზე დაყრდნობით შემუშავებულ იქნა ჩემს მიერ რეკომენდაციები,რომლებიც
უცხოური ენების კათედრის წევრებს გავაცანი კათედრის სხდომაზე,რომელიც შედგა
პედაგოგიური პრაქტიკის გაზიარების მიზნით.კათედრის წევრებს დავურიგე დაბეჭდილი
რეკომენდაციები და ვთხოვე გაეთვალისწინებინათ ისინი საგაკვეთილო პროცესში,რომელიც მისაღები
აღმოჩნდა კათედრის წევრებისთვის. ჩემს
მიერ გაცემული რეკომენდაციები დაეხმარათ
მათ მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული
კომუნიკაციური გაკვეთილის წარმართვაში,რომელმაც
ხელი შეუწყო მოსწავლეთა ზეპირი მეტყველების უნარის განვითარებას,რამაც შესაბამისად
გაზარდა მოსწავლეთა მოტივაცია;ასევე უცხოური ენების კათედრის წევრებს დაეხმარა ანალოგიური სირთულეების
დაძლევაში,რამაც რეალურად გააუმჯობესა სწავლა - სწავლების ხარისხი.
სამეტყველო უნარ-ჩვევის პრობლემა უცხოურ(რუსულ) ენაში საშუალო საფეხურზე და მასთან დაკავშირებული სირთულეები
Reviewed by Krwanisi's Public School
on
June 11, 2018
Rating: