სასწავლო პროექტი
სასწავლო პროექტის ავტორი
|
||
სახელი და გვარი
|
ნინო
ცერცვაძე
|
|
რაიონი
|
გარდაბანი
|
|
სკოლა
|
სსიპ
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლა
|
|
რეგიონი
|
ქვ. ქართლი
|
|
პროექტის მონახაზი
|
||
თემის
დასახელება
|
||
ლეგენდარული
ქართველები
|
||
პროექტის აქტუალობა
|
||
პროექტის-,,ლეგენდარული
ქართველები“- განხორციელების იდეა გაჩნდა ,,საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის“ შესწავლის დროს, როდესაც მე-9 კლასელებს ვაჩვენე ვიდეო
ენციკლოპედია, მინი ფილმები ,,გენერალი გიორგი მაზნიაშვილი“ და ,,ქართველი
იუნკერები“, აგრეთვე მოვუყევი საინტერესო ისტორიები, მათთვის უცნობი,
დამოუკიდებელი საქართველოს გმირებისა და ანტიგმირების შესახებ. მოსწავლეებს
სურვილი გაუჩნდათ უფრო მეტი გაეგოთ შედარებით უცნობი დიდი ქართველების შესახებ
და გაეცნოთ ისინი სასკოლო თემისათვის, მოეხდინათ მათი ღვაწლის პოპულარიზაცია.
ერის გახრწნა და
გადაგვარება იწყება მაშინ, როცა იგი თავის ისტორიას ივიწყებს
/ ილია ჭავჭავაძე/
ალბათ ძნელად მოიძებნება ქვეყნად ერი,
რომელსაც იმდენი წმინდანი და პატრიოტი მამულიშვილი ჰყავდეს, რამდენიც
საქართველოს. ძალიან ხშირად კი ჩვენი
ახალგაზრდების გული და გონება უცხოელი
,,გმირებისკენაა“ (მოდელები, მუსიკოსები, მსახიობები, სპორტსმენები,
თუნდაც ლიტერატურული გმირები თუ პოლიტიკოსები) მიპყრობილი. მათ ადიდებენ,
ეთაყვანებიან და ბაძავენ და არც კი ახსოვთ ან არ იციან, რომ აქვე, ჩვენს
გვერდით, ჩვენს მიწაზე, ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ისეთი ღირსეული
მამულიშვილები, როგორებიც არიან ექვთიმე
თაყაიშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, მიხა
ხელაშვილი, მარო მაყაშვილი, გიორგი მაზნიაშვილი და სხვანი მრავალნი, რომლთა ღვაწლსაც ვერანაირი გმირობა და ღვაწლი ვერ
შეედრება.
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ისტორიის სწავლების მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლის პატრიოტ და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ
ჩამოყალიბებას. ჩვენი ვალია გმირ წინაპართა ღვაწლის საფუძვლიანად გაცნობით, მათი
ღვაწლის სწორად შეფასებით თითოეული მოსწავლის გულში ავაგიზგიზოთ პატრიოტული
სულისკვეთება, რომელიც სასიკეთოდ წაადგება ჩვენი ქვეყნის მომავალს.
ამასთანავე, სახელმწიფოს დაკვეთაა, მოსწავლეები აღვჭურვოთ 21-ე საუკუნის
უნარ-ჩვევებით. პროექტებით სწავლება კი ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია ამ უნარების
განსავითარებლად.
|
||
საგანი
|
||
ისტორია
|
||
დონე/კლასი
|
||
საბაზო საფეხური, IX კლასი
|
||
განხორციელების დროის ჩარჩო
|
||
4 კვირა (1-29 მაისი)
|
||
პროექტის საფუძვლები
|
||
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
|
||
ისტ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული
სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
|
||
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
|
||
მოწავლეები შეძლებენ:
|
||
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
|
||
ზოგადი კითხვა
|
რა არის საჭირო სამყაროს შესაცვლელად?
|
|
თემატური კითხვები
|
ვინ არის ერისკაცი? რა გარემოებები/ თვისებები განაპირობებს ერისკაცობას?
|
|
შინაარსობრივი კითხვები
|
|
|
შეფასებისა და მონიტორინგის გეგმა
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების რუბრიკები /შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი#1
პროექტის
შეფასების რუბრიკა
(ამ
რუბრიკას ვიყენებ პროექტის
შედეგების გამთლიანების, თვითშეფასებისა და რეფლექსიისათვის)
დანართი2
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა (ამ
რუბრიკას ვიყენებთ პრეზენტატორი წყვილის /ტრიადის შეფასებისას)
ამ შემთხვევაში პრეზენტატორ მოსწავლეთა წყვილს/ტრიადას თითოეულ კრიტერიუმში
ენიჭებათ ნული/ერთი /ორი ქულა და საბოლოო ქულის გამოსაყვანად ითვლება მათი ჯამი.
მაქსიმალური ჯამი არის ათი ქულა.
დანართი#3
ესეს შეფასების რუბრიკა
დანართი#4
თვითშეფასების კითხვარი მოსწავლეთათვის
დანართი#5
კედლის გაზეთის შეფასების რუბრიკა
1.ვიზუალური მხარე (სათაურის დიზაინი, ზოგადი
დიზაინი, კალიგრაფია, ორიგინალური და მრავალფეროვანი გაფორმება)-0-5 ქ.
2.შინაარსობრივი მხარე (მრავალფეროვანი და საინტერესო
ინფორმაცია, ადექვარუტია და არ შეიცავს ფაქტობრივ შეცდომებს)-0-2
3.წერითი მეტყველება(ინფორმაციის ლაკონურად და
თანმიმდევრულად გადმოცემა გამართული სალიტერატურო ენით)-0-2ქ.
4. ორგანიზება(ინფორმაცია კარგადაა ორგანიზებული,
მითითებულია რედკოლეგია)-1
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საბაზისო უნარ-ჩვევები/ წინარე ცოდნა
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
·
სხვადსხვა
ტიპის წერილობით წყაროებზე მუშაობის და ინტერნეტ რესურსების მოძიების უნარი;
·
წერილობითი
და ზეპირი ფორმით სამიზნე ენაზე მასალების ინტერპრეტირების და მოსაზრებების
გამოხატვის უნარი;
·
ვორდისა და
პოვერპოინტის პროგრამაში მუშაობის უნარ-ჩვევა;
·
ესეს წერის
უნარი;
·
პრეზენტაციისა
და საკუთარი აზრის არგუმენტირების უნარი;
·
კედლის
გაზეთზე მუშაობის უნარი;
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სასწავლო პროცედურები/პროექტის ამოცანები
და მოსალოდნელი შედეგები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროექტის მიზნის
მისაღწევად განვახორციელეთ შემდეგი ამოცანები:
გამოვლენა და სიგელებით დაჯილდოვება.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მოსალოდნელი შედეგები:
წყვილში/ტრიადაში მუშაობის დროს მოძიებული და დამუშავებული ინფორმაციის მეშვეობით
მოსწავლეებს გაუღრმავდებათ ცოდნა
საზოგადოებისთვის შედარებით უცნობი გმირების, ლეგენდარული ქართველების: ექვთიმე თაყაიშვილის,
ქაქუცა ჩოლოყაშვილის, მარო მაყაშვილის,
მიხა ხელაშვილის, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, ილია მეორეს, აფხაზეთის ომის
გმირების, გიორგი სააკაძისა და სტალინის შესახებ, გამოუმუშავდებათ სოციალური უნარები, როგორიცაა- თანამშრომლობა, პასუხისმგებლობა,
სხვისი აზრის პატივისცემა, კომპრომისზე წასვლა, ფუნქციათა დელეგირება და სხვა.
მოსწავლეები პროექტის
ფარგლებში მოძიებული მასალების ორგანიზების
შედეგად დაამუშავებენ საკვლევ
თემებს
ჯგუფებში გადანაწილებული თემატიკის მიხედვით, გამოსცემენ კედლის გაზეთებს, შექმნიან
საინფორმაციო ბუკლეტებს, დაწერენ ესეებს და მოაწყობენ საინტერესო დისკუსიას ,, ვინ არის დიდი ქართველი?
პრეზენტაციით
გამოუმუშავდებათ აუდიტორიასთან ურთიერთობისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.
საკვლევ თემებზე
მუშაობით განუვითარდებათ კვლევის, წყაროთა ინტერპრეტაციის,
ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების, წერითი მეტყველების, თემის წერის უნარ-ჩვევები.
გამოშვებული კედლის გაზეთის მეშვეობით განუვითარდებათ
წერითი მეტყველების, ინფორმაციის ორგანიზებისა და შემოქმედებითი უნარი.
ესეების კონკურსით შეძლებენ დიდ ქართველთა ღვაწლის გაანალიზებასა და შეფასებას ;განუვითარდებათ პრობლემის გააზრების, არგუმენტირებული
მსჯელობის, ანალიზის, სინთეზისა და შეფასების უნარები.
დისკუსიის შედეგად იმსჯელებენ დიდ ქართველთა დამსახურებაზე ჩვენი ქვეყნის წინაშე;
განუვითარდებათ
საკუთარი მოსაზრების ნათლად, ლაკონურად ჩამოყალიბებისა და არგუმენტირების, საწინააღმდეგო
მოსაზრების გაბათილების, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების, მოსმენის, სხვისი აზრის
პატივისცემისა და დროის ლიმიტის დაცვის უნარ-ჩვევები
ექსკურსიით
გამოუმუშავდებათ
არაფორმალურ გარემოში სწავლის უნარი.
|
დიფერენცირებული სწავლება
|
||
სპეციალური საჭიროებები
|
|
|
არაქართულენოვანი მოსწავლეები
(მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
|
|
საჭირო რესურსი
|
||
ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)
|
||
ფოტოკამერა
კომპიუტერი
(ები)
ციფრული კამერა
DVD ფლეიერი
ინტერნეტკავშირი
|
ლაზერული დისკი
საბეჭდი მანქანა/პრინტერი
პროექტორი
სკანერი
ტელევიზორი
|
VCR, ვიდეო
ვიდეოკამერა
ვიდეო საკონფერენციო
აღჭურვილობა.
|
ტექნოლოგია –
პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში
გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
|
||
მონაცემთა ბაზა/ცხრილები
საგამომცემლო პროგრამები
ელფოსტის პროგრამა
ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
|
ფოტო/სურათების დამუშავება
ინტერნეტძიება
მულტიმედია
|
ვებგვერდის შექმნა
ვორდის პროგრამა
|
ბეჭდვითი მასალები
|
|
ინვენტარი/მასალები
|
ფლიპჩარტები;
მარკერები; A4 -ის ფურცლები; ფერადი ცარცი;
წინასწარ
გამზადებული კითხვარები (ანკეტური გამოკითხვისთვის); თვითშეფასების ბარათები.
|
ინტერნეტრესურსები
|
Google; Wikipedia; istoria.ge; youtub
|
სხვა რესურსები
|
ფილმები: ,,მარო მაყაშვილი“, ,,მიხა
ხელაშვილი“, ,, ქაქუცა ჩოლოყაშვილი,“ საქართველოს მეჭურჭლწთუხუცესი“
|
პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების გრაფიკი:
ღონისძიება
|
განხორციელების
თარიღი
|
მონაწილენი
|
მატერიალური
რესურსი
|
პასუხისმგებელი
|
შენიშვნა
|
პროექტის თემის შერჩევა და დიდქართველთა 50-ეულის
შედგენა
|
01.05.2017
|
IX კლასის მოსწავლეები
|
•
დაფა, ცარცი
•
წებოვანი ფურცლები და
კალმები
|
ნ.ცერცვაძე
(ისტორიის პედაგოგი)
|
|
ანკეტური გამოკითხვა ,,რომელი დიდი ქართველის უკეთ
გაცნობას ისურვებდით?
|
03-04. 2017
|
IX კლასის მოსწავლეები
|
•
კითხვარი/ანკეტა
•
კალამი
|
ნ.ცერცვაძე
(ისტორიის პედაგოგი)
|
|
ანკეტური გამოკითხვის შედეგების ანალიზი და ლეგენდარული
ქართველების 10-ეულის დადგენა
|
05.05.2017
|
IX კლასის მოსწავლეები
|
•
შევსებული კითხვარი;
•
დაფა,ცარცი
|
ნ.ცერცვაძე
(ისტორიის პედაგოგი)
|
|
წყვილებად/ტრიადებად გადანაწილება და საკვლევი თემების
არჩევა
|
08.05.2017
|
IX კლასის მოსწავლეები
|
•
ინტერნეტი
•
IX კლასის სახელმძღვანელო
•
მხატვრული და დოკუმენტური
წერილობითი წყაროები
|
ნ.ცერცვაძე
(ისტორიის პედაგოგი)
|
|
დისკუსია
|
14.05.2017
|
IX კლასის მოსწავლეები
|
•
სააქტო დარბაზი(დისკუსიისთვის მოწყობილი გარემო)
•
ფოტო ან ვიდეო აპარატი
•
მიკროფონი
|
ნ.ცერცვაძე
(ისტორიის პედაგოგი)
|
|
ესეების კონკურსი
|
15.05.2017
|
VIII -X კლასის მოსწავლეები
|
თაბახის ფურცლები(A-4)
საკლასო ოთახი
ფოტო ან ვიდეო აპარატი
|
დინარა ნიჟარაძე ( ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი)
ნ.ცერცვაძე
(ისტორიის პედაგოგი
|
|
კედლის გაზეთების
პრეზენტაცია
|
23.05.2017
|
IX კლასის მოსწავლეები
|
•
დიდი ფორმატის ფურცელები(ფლიფჩარტი)
•
მარკერები
•
შესაბამისი ფოტოები
•
ფერადი ცარცი
|
ჯგუფების მიერ შექმნილი
რედკოლეგია
|
|
კონფერენცია
პროექტების პრეზენტაცია
|
25.05.2017
|
IX კლასის მოსწავლეები
|
•
კომპიუტერი
•
პროექტორი
•
სააქტო დარბაზი
•
ფოტო ან ვიდეო აპარატი
|
ნ.ცერცვაძე
(ისტორიის პედაგოგი)
|
|
ექსკურსია
|
27.05.2017
|
IX კლასის მოსწავლეები
|
•
ტრანსპორტი
•
ყვავილები
|
ისტორიის მასწ.
კლასის დამრიგებელი
|
|
პროექტის შედეგების ანალიზი
|
29.05.2017
|
IX კლასის მოსწავლეები და პედაგოგი ნ.ცერცვაძე
|
•
თვითშეფასებისა და შეფასების
რუბრიკები
|
ნ.ცერცვაძე
(ისტორიის პედაგოგი)
|
რეფლექსია
სასწავლო პროექტის განხორციელებაზე
პროექტის ავტორი:ნინო ცერცვაძე, ისტორიის პედაგოგი;
პროექტის თემა: ,,ლეგენდარული ქართველები“;
განხორციელების ადგილი
და დრო: სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ
კრწანისის საჯარო სკოლა; 01-29 მაისი;
კლასი: IX
პროექტის განხორციელების
შემდეგ , შედეგების ანალიზის შედეგად გავაკეთე თვითშეფასება
·
მოხერხდა თუ არა
დასახული
მიზნების
მიღწევა?
·
რომელი აქტივობები წარიმართა
გეგმის
შესაბამისად?
·
რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
·
პროექტზე
მუშაობა ნაყოფიერი და სასიამოვნო იყო ჩემთვის და ჩემი მოსწავლეებისთვის. პროექტი წარმატებით
განხორციელდა, მოხერხდა ესგ-ს შესაბამისად,
საგნობრივი სტანდარტის შედეგებზე ორიენტირებული, დასახული მიზნების მიღწევა; ყველა აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად.
·
რომელ კომპონენტში იყო პროექტი ყველაზე წარმატებული და რატომ?
მოსწავლეთა ინტერესებისა და
შესაძლებლობების გათვალისწინებითა და მათი უშუალო არჩევანით საკვლევი თემების გადანაწილებამ
და ფუნქციათა დელეგირებამ განაპირობა აქტიური ჩართულობა - კლასის მოსწავლეთა 95
%, 33 მოსწავლიდან 31, მათ შორის სსსმ მოსწავლეები,
აქტიურად იყვნენ ჩართულნი მუშაობის პროცესში ყველა ეტაპზე( პროექტის თემის შერჩევა,
ანკეტური გამოკითხვა და შედეგების ანალიზი, საკვლევი თემების გადანაწილება და ფუნქციათა დელეგირება ინტერესებისა და შესაძლებლობების მიხედვით, ინფირმაციის მოძიება-დამუშავება, სლაიდების
აწყობა, კედლის გაზეთების მომზადება, პრეზენთაცია...).
·
რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ სხვადასხვა ტიპის წყაროებს(მხატვრული
და დოკუმენტური მასალები, ნარატიული და ეპისტოლარული წერილობითი წყაროები, ფოტო და
ვიდეო მასალები, ნივთიერი წყაროები, ფილმები...), შეიქმნა მრავალფეროვანი რესურსი(სლაიდშოუები,
კედლის გაზეთები, საინფორმაციო ბუკლეტები, ესეები ). პროექტის ფარგლებში, დასახული
მიზნის მისაღწევად განხორციელებულმა აქტივობებმა, მოსწავლეებს განუვითარათ შემდეგი უნარ-ჩვევები:
·
სხვადასხვა საშუალებებით მიღებული ინფორმაციის
მეშვეობით მოსწავლეებს
გაუღრმავდათ ცოდნა საზოგადოებისთვის შედარებით უცნობი გმირების, ლეგენდარული ქართველების:
ექვთიმე თაყაიშვილის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, მარო მაყაშვილის, მიხა ხელაშვილის, ზვიად გამსახურდიას,
მერაბ კოსტავას, ილია მეორეს, აფხაზეთის ომის გმირების, გიორგი სააკაძის შესახებ, შეაფასეს
და გააცნობიერეს მათი ღვაწლი ჩვენი ქვეყნის წინაშე.
·
სხვადასხვა ტიპის წყაროებზე
მუშაობით განუმტკიცდათ-კვლევის, წყაროთა ინტერპრეტაციის, ინფორმაციის დახარისხებისა
და ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნების უნარი;
·
წყვილში/ტრიადაში მუშაობის დროს - სოციალური უნარები, როგორიცაა- თანამშრომლობა, პასუხისმგებლობა,
სხვისი აზრის პატივისცემა, კომპრომისზე წასვლა, ფუნქციათა დელეგირება და სხვა.
·
პრეზენტაციით - აუდიტორიასთან ურთიერთობისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები;
·
გამოშვებული კედლის გაზეთის მეშვეობით - წერითი მეტყველების, ინფორმაციის ორგანიზებისა
და შემოქმედებითი უნარი.
·
ესეების კონკურსით შეძლეს დიდ ქართველთა ღვაწლის გაანალიზება და შეფასება ;განუვითარდათ პრობლემის გააზრების, არგუმენტირებული მსჯელობის, ანალიზის, სინთეზისა
და შეფასების უნარები.
·
დისკუსიის შედეგად იმსჯელეს
დიდ ქართველთა დამსახურებაზე ჩვენი ქვეყნის წინაშე; განუვითარდათ საკუთარი მოსაზრების ნათლად, ლაკონურად ჩამოყალიბებისა
და არგუმენტირების, საწინააღმდეგო მოსაზრების გაბათილების, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების,
მოსმენის, სხვისი აზრის პატივისცემისა და დროის ლიმიტის დაცვის უნარ-ჩვევები
·
ექსკურსიით - არაფორმალურ გარემოში
სწავლის უნარი.
·
რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
პროექტზე
მუშაობის პროცესში მუდმივმა დაკვირვებამ და შეფასება-მონიტორინგმა უკეთესად დამანახა
თითოეული მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეები.
მოსწავლეთა
უმრავლესობა კარგად ახერხებს მრავალფეროვანი რესურსის მოძიებას, სხვადასხვა ტიპის წყაროებზე
მუშაობას, მათ ინტერპრეტაციასა და შეჯერებას,
მიღებული ინფორმაციის დახარისხებას, საკვლევი თემის წერას, მაგრამ უმრავლესობას უჭირს
საკუთარი ნაშრომის წარდგენა აუდიტორიის წინაშე .
აუდიტორიასთან კომუნიკაციისა და დახვეწილი, სალიტერატურო ენით მეტყველების უნარები
,ნამდვილად საჭიროებს გაუმჯობესებას. ამ უნარების განსამტკიცებლად ხშირად დავგეგმავ
ასეთი ტიპის ღონისძიებებს-სასწავლო და სოციალურ პროექტებს, ასევე გავზრდი ზეპირი პრეზენტაციის
აქტივობის წილს საგაკვეთილო პროცესში .
·
მოხდა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების
დამატება
და/ან მოდიფიცირება
და
რატომ?
პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება და/ან მოდიფიცირება არ განხორციელებულა.
·
რას გავითვალისწინებ მომავალში მსგავს
პროექტზე
მუშაობისას?
მსგავს
პროექტზე მუშაობის დროს აუცილებლად დავაჯგუფებ საკვლევ პიროვნებებს ეპოქების მიხედვით,
რათა მოსწავლეებმა უკეთესად შეძლონ ეპოქის გააზრება და ეპოქის თავისებურებებისა და
პრობლემების ფონზე დიდ ქართველთა ღვაწლის შეფასება;
ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელების დროს ,ამასთანავე , გავზრდი
ვადებს და უფრო მეტ გასვლით შემეცნებით ღონისძიებას დავგეგმავ მუზეუმებსა და სახლ-მუზეუმებში,
რადგან ეროვნულ და ხელოვნების მუზეუმებში ოქროს ფონდის დათვალიერებამ, უფრო მეტად ცხადყო
მოსწავლეთათვის ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი, ვიდრე მანამდე დამუშავებულმა ლიტერატურამ,
ამასთანავე ოკუპაციის მუზეუმის დათვალიერებამ, უფრო ნათლად დაანახა მოსწავლეებს საბჭოთა
რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი დიდი ქართველების გმირობა-ვაჟკაცობა.
დასკვნა :
პროექტზე მუშაობამ და შედეგების ანალიზმა კიდევ ერთხელ მიჩვენა, რომ მასწავლებელმა პროექტებით სწავლება, განსხვავებული აქტივობის დაგეგმვა და განხორციელება, სწავლების პროცესის აუცილებელ პირობად უნდა განიხილოს. ამ გზით მოსწავლის შესაძლებლობებისა და უნარების გამოვლენა უშუალოდ და ბუნებრივად ხდება, მათ უხარიათ არაფორმალურ, განსხვავებულ გარემოში
მუშაობა, ხალისით ემზადებიან, სიამოვნებით ასრულებენ ჩვენს მითითებებსა და დავალებებს, სწავლის პროცესი მრავალი ასპექტითა და ფორმით მსუბუქდება, თანამშრომლობენ და აფასებენ ერთმანეთის ძლიერსა და სუსტ მხარეს, მაღლდება მათი პასუხისმგებლობა. უკუკავშირი ყოველთვის არის ნაყოფიერი და პოზიტიური.
ნინო ცერცვაძე - ლეგენდარული ქართველები
Reviewed by Krwanisi's Public School
on
June 11, 2018
Rating: